კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუშეთის ვიზიტორების 71%-ს ბუნება მოეწონა, 47% მთავარ პრობლემად უგზოობას ასახელებს
თუშეთის ვიზიტორების 71%-ს ბუნება მოეწონა, 47% მთავარ პრობლემად უგზოობას ასახელებს

სა­ხე­ო­ბა­თა კონ­სერ­ვა­ცი­ის ცენ­ტრის "ნაკ­რე­სის" 2011 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის­თვის ახლა გახ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი. კვლე­ვის მი­ზა­ნი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მარ­თვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იყო.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, თუ­შეთ­ში ქარ­თველ და უცხო­ელ ვი­ზი­ტო­რებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ბუ­ნე­ბა მოს­წონთ, მთა­ვარ პრობ­ლე­მად კი უგ­ზო­ო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. ქარ­თველ ვი­ზი­ტორ­თა 71%-ს მოს­წონს ბუ­ნე­ბა, ხოლო უგ­ზო­ო­ბას 47% უჩი­ვის. უცხო­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ 80%-ს ყვე­ლა­ზე მე­ტად ბუ­ნე­ბა და ლან­დშაფ­ტე­ბი მოს­წონს, 24% კი ნო­მერ პირ­ველ პრობ­ლე­მად მო­უ­წეს­რი­გე­ბელ გზებს ასა­ხე­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ტი­ვო­ბებს, ქარ­თვე­ლე­ბის 3% ვე­ლურ ცხო­ვე­ლებს აკ­ვირ­დე­ბო­და, 18% - ცხე­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, 32%-ს - კემ­პინ­გი, 85%-ს - ფე­ხით ლაშ­ქრო­ბა, 21%-ს კი სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი ("დროს­ტა­რე­ბა", ფო­ტო­გა­და­ღე­ბა და თევ­ზა­ო­ბა) აინ­ტე­რე­სებ­და. უცხო­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­დე­გე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და: ცხე­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა 26%, კემ­პინ­გი 49%, ვე­ლურ ცხო­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა 55%, ფე­ხით ლაშ­ქრო­ბა 85%, სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი 18%. (სხვა აქ­ტი­ვო­ბებს შო­რის და­სა­ხელ­და "სიმ­ღე­რა", ფლო­რის შეს­წავ­ლა, ფო­ტო­გა­და­ღე­ბა).

გა­მარ­თლდა თუ არა თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი? - ამ კი­თხვა­ზე ქარ­თვე­ლე­ბის 100%-მა და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა, ასე­თი­ვე პა­სუ­ხი უცხო­ე­ლე­ბის 98%-მა გას­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა თუ­შე­თის სა­ნა­ხა­ვად გან­მე­ო­რე­ბით სტუმ­რო­ბას, ამ კი­თხვას და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა ვი­ზი­ტო­რე­ბის 74%-მა, 10%-მა უარი გა­ნა­ცხა­და, 10% არ გა­მო­რი­ცხავს კვლავ ჩა­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ხოლო 6%-მა პა­სუ­ხი არ გას­ცა.

უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის 49%-სთვის თუ­შე­თის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლის გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბა მი­სა­ღე­ბია, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ქარ­თვე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის მხო­ლოდ 35% ემ­ხრო­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

თუშეთის ვიზიტორების 71%-ს ბუნება მოეწონა, 47% მთავარ პრობლემად უგზოობას ასახელებს

თუშეთის ვიზიტორების 71%-ს ბუნება მოეწონა, 47% მთავარ პრობლემად უგზოობას ასახელებს

სახეობათა კონსერვაციის ცენტრის "ნაკრესის" 2011 წელს ჩატარებული კვლევა, რომელიც მედიაში არ გამოქვეყნებულა, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ახლა გახდა ხელმისაწვდომი. კვლევის მიზანი დაცული ტერიტორიის მართვის გაუმჯობესება იყო.

კვლევის მიხედვით, თუშეთში ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს ყველაზე მეტად ბუნება მოსწონთ, მთავარ პრობლემად კი უგზოობას ასახელებენ. ქართველ ვიზიტორთა 71%-ს მოსწონს ბუნება, ხოლო უგზოობას 47% უჩივის. უცხოლების შემთხვევაში, მათ 80%-ს ყველაზე მეტად ბუნება და ლანდშაფტები მოსწონს, 24% კი ნომერ პირველ პრობლემად მოუწესრიგებელ გზებს ასახელებს.

რაც შეეხება აქტივობებს, ქართველების 3% ველურ ცხოველებს აკვირდებოდა, 18% - ცხენით გადაადგილდებოდა, 32%-ს - კემპინგი, 85%-ს - ფეხით ლაშქრობა, 21%-ს კი სხვა აქტივობები ("დროსტარება", ფოტოგადაღება და თევზაობა) აინტერესებდა. უცხოელების შემთხვევაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ცხენით გადაადგილება 26%, კემპინგი 49%, ველურ ცხოველებზე დაკვირვება 55%, ფეხით ლაშქრობა 85%, სხვა აქტივობები 18%. (სხვა აქტივობებს შორის დასახელდა "სიმღერა", ფლორის შესწავლა, ფოტოგადაღება).

გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი? - ამ კითხვაზე ქართველების 100%-მა დადებითად უპასუხა, ასეთივე პასუხი უცხოელების 98%-მა გასცა. რაც შეეხება თუშეთის სანახავად განმეორებით სტუმრობას, ამ კითხვას დადებითად უპასუხა ვიზიტორების 74%-მა, 10%-მა უარი განაცხადა, 10% არ გამორიცხავს კვლავ ჩამოსვლის შესაძლებლობას, ხოლო 6%-მა პასუხი არ გასცა.

უცხოელი ვიზიტორების 49%-სთვის თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე შესვლის გადასახადის დაწესება მისაღებია, ამ ინიციატივას ქართველი ვიზიტორების მხოლოდ 35% ემხრობა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა