მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილების თოვლთან დაკავშირებული მხიარული, სევდიანი და სასიყვარულო ამბები "ამბებისთვის"
ცნობილების თოვლთან დაკავშირებული მხიარული, სევდიანი და სასიყვარულო ამბები "ამბებისთვის"

ზამ­თარ­მა ამ დღე­ებ­ში თავი გა­ი­გი­ჟა, მგო­ნი, თოვა შე­წყვე­ტას არც აპი­რებს. რამ­დე­ნა­დაც ლა­მა­ზია, ბავ­შვებს უყ­ვართ და კარ­გა­დაც ერ­თო­ბი­ან, გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მებ­საც უქ­მნის ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად თოვ­ლით და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე არ ვა­პი­რებთ სა­უ­ბარს. რამ­დე­ნი­მე რეს­პონ­დენტს თა­ვი­სუ­ფალ თე­მად ზო­გა­დად, "თოვ­ლი" შევ­თა­ვა­ზეთ და მათ­გან სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ამ­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ, რო­მელ­საც ახლა შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

თაკო აბა­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი, ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი:

- თოვ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გან­სა­კუთ­რე­ბით თოვლში სე­ირ­ნო­ბა მსი­ა­მოვ­ნებს. სა­ერ­თოდ კი, ზა­ფხულ­ზე მე­ტად, ზამ­თა­რი მიყ­ვარს.

მარ­თა­ლია, ქა­ლაქ­ში თოვ­ლი მალე დნე­ბა და ტა­ლახ­დე­ბა, მაგ­რამ ეს პე­რი­ო­დი მე მა­ინც მიყ­ვარს... ლა­მა­ზი, ფან­ტია და თეთ­რი სა­მო­სი ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ჩვენ თბილ ქა­ლაქს.

სამი წლის წინ, მე და ჩემი რძა­ლი - ნა­ტუ­კა, ვე­რა­ზე, ჩვენს სახ­ლში ვი­ყა­ვით და მაგ­რად მო­თო­ვა. ავ­ტყდით, მოდი, გა­რეთ, სა­ცი­გა­ოდ გა­ვი­დე­თო, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ციგა არ გვქონ­და. თან, ღა­მეც იყო და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეზო­დან რა­ღაც პლას­ტი­კა­ტის ნა­ჭე­რი აგ­ვე­ღო და იმით გვეს­რი­ა­ლა... მოკ­ლედ, ამ­ხე­ლა გო­გო­ე­ბი, უსინ­დი­სოდ პლას­ტი­კა­ტის ნაჭ­რით გა­რეთ გავცვივ­დით და შუა პეტ­რი­აშ­ვილ­ზე სრი­ა­ლი გა­ვა­ჩა­ღეთ... ის დღე ახლა ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა. ნატო ამ­ბობ­და, ნეტა ვინ­მემ სუ­რა­თი გა­დაგ­ვი­ღოს ახლა და გა­ავ­რცე­ლოს, რას ვგა­ვარ­თო... რა ვქნა, ასე­თი გარ­თო­ბე­ბი მიყ­ვარს...

გარ­თო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სუ­ლაც არ არის 5.000-დო­ლა­რი­ა­ნი ქურ­ქი და 35.000-დო­ლა­რი­ა­ნი ჯიპი. თუ ადა­მი­ანს გან­წყო­ბა აქვს და გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა უნდა, პლას­ტი­კა­ტი­თაც ის­რი­ა­ლებს პეტ­რი­აშ­ვი­ლის დაღ­მარ­თზე...

მას­ტე­რი (გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი) რე­პე­რი:

- გუ­და­ურ­ში, ჩემ­თან სახ­ლში მე და ჩემი 2 ძმა­კა­ცი ვის­ვე­ნებ­დით, სრი­ა­ლი არ ვი­ცო­დით, მაგ­რამ სას­რი­ა­ლოდ არც წავ­სულ­ვართ, უბ­რა­ლოდ ზამ­თარ­ში 4-5 დღით სუფ­თა ჰა­ერ­ზე, და­სას­ვე­ნებ­ლად ავე­დით, თან სახ­ლში ქირა არ გვქონ­და გა­და­სახ­დე­ლი და... ლიფ­ტში უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ე­ბი გა­ვი­ცა­ნით, ხარ­კო­ვი­დან იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ასე­ვე და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. ჩვენ კორ­პუს­ში ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ და სა­ღა­მოს, იქვე ბარ­ში დავ­პა­ტი­ჟეთ... მე ერთ-ერთს ვკი­თხე, რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც სრი­ა­ლებთ-მეთ­ქი? სრი­ა­ლი არ ვი­ცით, აქ უბ­რა­ლოდ და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მო­ვე­დი­თო და გა­ი­ცი­ნეს... ცოტა გულ­ზე მოგ­ვეშ­ვა, რად­გა­ნაც სრი­ა­ლი არც ჩვენ ვი­ცო­დით, რა­ღა­ცის თქმას ვა­პი­რებ­დი და ძმა­კაც­მა და­მას­წრო, - ჩვენ ტურ­ნირ­ზე ვართ ჩა­მო­სუ­ლე­ბიო. იფიქ­რა, თუ არ სრი­ა­ლე­ბენ, ესე­ნი რას გა­ი­გე­ბენ, რო­დის "გა­ვალთ" ტურ­ნირ­ზეო. უი, ეგ ტურ­ნი­რი ჩვენც გვა­ინ­ტე­რე­სებ­სო,- გვი­თხრეს. თურ­მე გაგ­ვე­ხუმრნენ. ვე­ღარ "დავ­ზად­ნეთ"... მე­ო­რე დღეს ტურ­ნირ­ზე არ გა­მოვ­ცხა­დით, მო­ვი­მი­ზე­ზეთ, ძმა­კა­ცი ცუ­დად გახ­და, მო­ი­წამ­ლა და მარ­ტო არ დავ­ტო­ვე­თო. მე­სა­მე დღეს, დი­ლით სა­მი­ვემ ინ­სტრუქ­ტორს მი­ვა­კი­თხეთ და კონ­სულ­ტა­ცია გა­ვი­ა­რეთ, - რამ­დენ ხან­ში შევ­ძლებ­დით სრი­ალს და თხი­ლა­მურ­ზე და­დოგ­მას. იმ დროს ერთ-ერ­თმა და­ქალ­მა დაგ­ვი­ნა­ხა, მაგ­რად შეგ­ვრცხვა. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი კი ის იყო, რომ იმ ტყუ­ი­ლის გამო ის გო­გო­ე­ბი ვე­ღარ "დავ­კე­რეთ". "გა­უ­ტყდათ". ყვე­ლა­ზე მა­გა­რი იყო, გო­გო­ე­ბი რომ წა­ვიდ­ნენ, ორ დღში თხი­ლა­მუ­რებ­ზე დოგ­მა ვის­წავ­ლეთ და დღემ­დე სა­კა­ი­ფოდ ვსრი­ა­ლებთ...

დათო გო­გიშ­ვი­ლი, იუ­მო­რის­ტი:

თოვ­ლი, რო­გორც ამინ­დის ცვა­ლე­ბა­დო­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა, ორგვა­რად აი­სა­ხა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მაქვს რო­გორც და­დე­ბი­თი და სა­სი­ხა­რუ­ლო, ასე­ვე ცო­ტა­თი სევ­დი­ა­ნი მო­გო­ნე­ბაც, ოღონდ, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო...

სო­ფელ­ში (ტო­ლე­ბი), სა­დაც ვიზ­რდე­ბო­დი, ჩო­ხა­ტა­ურ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, თოვ­ლი ხში­რად არ მო­დის, მაგ­რამ თუ მო­ვი­და, ისე­თია, ჭიშ­კრებ­ზე ზე­მო­დან გვი­წევს სი­ა­რუ­ლი. ასე­თი ეპი­ზო­დე­ბი უმე­ტე­სად ბავ­შვო­ბა­ში მახ­სოვს...

მერე მე და ჩემი ამ­ხა­ნა­გი კლა­სელ გო­გო­ებს დიდი თოვ­ლის დროს შე­შას ვუ­ხერ­ხავ­დით, რომ არ შეს­ცივ­ნო­დათ...

სტუ­დენ­ტო­ბის დროს მა­ტა­რებ­ლით ვმგზავ­რობ­დი და ერთხელ თოვლში ხა­რა­გა­უ­ლის ერთ-ერთ სო­ფელ­ში დენი გა­მო­ირ­თო. მა­ტა­რე­ბე­ლი ერთი დღე-ღამე იქ იდგა. დრო რომ გა­სუ­ლი­ყო, მე­დი­ტა­ცი­ის კურ­სი ჩა­ვი­ტა­რე და ხე­ლოვ­ნუ­რად და­ვი­ძი­ნე. და­ძი­ნე­ბის წინ ფან­ჯრი­დან თვა­ლი მოვ­კა­რი იქვე დაგ­დე­ბულ მორს.

ძილ­ში ისე­თი შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა, რომ და­ვი­ძა­რით და უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად გა­ვაგ­რძე­ლე ძილი, რომ გა­ვიღ­ვი­ძე, მი­ნი­მუმ სამ­ტრე­დი­ის მი­სად­გო­მებს ვე­ლო­დი. ფან­ჯა­რა­ში გა­ხედ­ვის შემ­დეგ კი და ისევ ის მორი და­ვი­ნა­ხე, რო­მელ­მაც ჩემი ყუ­რა­დღე­ბა ძი­ლის წი­ნაც მი­იქ­ცია... მოკ­ლედ, ჩემი მარ­შრუ­ტი - თბი­ლი­სი­დან სამ­ტრე­დი­ამ­დე ძა­ლი­ან წა­ა­გავ­და ებ­რა­ე­ლე­ბის მიერ გან­ვლილ გზას - ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბის ტყვე­ო­ბი­დან გა­მოხ­სნის შემ­დეგ აღ­თქმულ ქვეყ­ნამ­დე.

ალე­კო შარ­ვა­ძე, ფო­ტოგ­რა­ფი:

- თოვლთან ისე­თი არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა გარ­და დას­ვე­ლე­ბი­სა და ცოტა შე­ცი­ვე­ბი­სა...

- ისე­თი გუნ­და არა­ვის გა­ურ­ტყამს, რო­მელ­საც და­უ­ზი­ა­ნე­ბი­ხარ?

- კი, ასე­თი შემ­თხვე­ვა მქონ­და და ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ხდე­ბა ხოლ­მე...…

- რო­გორ იყო ეგ ამ­ბა­ვი, იქ­ნებ გა­იხ­სე­ნო?

- უბ­რა­ლოდ ჩემ­თვის ვი­დე­ქი და ფო­ტო­ა­პა­რა­ტით ბავ­შვე­ბის გუნ­და­ო­ბა­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბას ვი­ღებ­დი. ისე გა­ვერ­თე, რომ ვე­ღარ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა პა­ტა­რა ბავ­შვს, რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ დიდი გუნ­და ჩემი აპა­რა­ტის ობი­ექ­ტივს გა­არ­ტყა და იმ გუნ­დის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი სა­ხე­შიც მომ­ხვდა... კი გავ­ბრაზ­დი, მაგ­რამ გა­მახ­სენ­და ჩემი ბავ­შვო­ბა, რო­დე­საც მეც ასე ვცელ­ქობ­დი. ახლა იმ პე­რი­ოდს რომ ვიხ­სე­ნებ, იმით ნამ­დვი­ლად არ ვა­მა­ყობ: ბავ­შვე­ბი კორ­პუ­სის სა­ხუ­რავ­ზე ავ­დი­ო­დით და იქი­დან ვის­რო­დით თოვ­ლის დიდ გუნ­დებს, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო ადა­მი­ა­ნი და მან­ქა­ნაც კი და­ე­შა­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ მად­ლო­ბა უფალს, რომ იმ დიდი გუნ­დე­ბით არას­დროს არა­ვინ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა. ისე, როცა ზამ­თრის არ­და­დე­გებს სო­ფელ­ში (სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი ქო­რე­თი) ვა­ტა­რებ­დი, უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი. იქა­უ­რო­ბა მიყ­ვარს. თუ ჩემი იქ ყოფ­ნი­სას თოვ­ლიც მო­ვი­დო­და, უნდა გე­ნა­ხათ, ჩემი გა­გი­ჟე­ბა... ეს და­ახ­ლო­ე­ბით ის პე­რი­ო­დი იყო, როცა თბი­ლი­სის სკო­ლე­ბი ვერ თბე­ბო­და და სწავ­ლე­ბა დიდ ყინ­ვებ­ში წყდე­ბო­და... ერთხე­ლაც, როცა მშობ­ლებს სოფ­ლი­დან თბი­ლის­ში უნდა წა­მო­ვეყ­ვა­ნე, წინა ღა­მეს თეთ­რად გა­ვა­თე­ნე: ბე­ბი­ამ თოვლში დას­ვე­ლე­ბუ­ლი ქურ­თუ­კი გა­მი­რე­ცხა და გა­საშ­რო­ბად თოკ­ზე და­კი­და. მე კი შუა იან­ვარ­ში, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, წყალს ვას­ხამ­დი, რომ არ გამ­შრა­ლი­ყო და თბი­ლის­ში არ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მე­სა­მე დღეს ყვე­ლა­ფერს მი­მიხ­ვდნენ...

- თხი­ლა­მუ­რებ­ზე თუ სრი­ა­ლებ?

- მახ­სენ­დე­ბა ბა­კუ­რი­ან­ში ყოფ­ნი­სას თხი­ლა­მუ­რებ­ზე დგო­მას ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ არ გა­მი­მარ­თლა, თოვ­ლის დიდ გრო­ვას და­ვე­ჯა­ხე, სა­ი­და­ნაც ძლივს ამო­მიყ­ვა­ნეს... იმის მერე თხი­ლა­მუ­რებ­ზე დგო­მის სურ­ვი­ლი სულ გა­მიქ­რა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ცნობილების თოვლთან დაკავშირებული მხიარული, სევდიანი და სასიყვარულო ამბები "ამბებისთვის"

ცნობილების თოვლთან დაკავშირებული მხიარული, სევდიანი და სასიყვარულო ამბები "ამბებისთვის"

ზამთარმა ამ დღეებში თავი გაიგიჟა, მგონი, თოვა შეწყვეტას არც აპირებს. რამდენადაც ლამაზია, ბავშვებს უყვართ და კარგადაც ერთობიან, გარკვეულ პრობლემებსაც უქმნის ადამიანებს, მაგრამ ამჯერად თოვლით დაზარალებულზე არ ვაპირებთ საუბარს. რამდენიმე რესპონდენტს თავისუფალ თემად ზოგადად, "თოვლი" შევთავაზეთ და მათგან სხვადასხვანაირი ამბები მოვისმინეთ, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ.

თაკო აბაშიძე, მსახიობი, ტელე-რადიოწამყვანი:

- თოვლი ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით თოვლში სეირნობა მსიამოვნებს. საერთოდ კი, ზაფხულზე მეტად, ზამთარი მიყვარს.

მართალია, ქალაქში თოვლი მალე დნება და ტალახდება, მაგრამ ეს პერიოდი მე მაინც მიყვარს... ლამაზი, ფანტია და თეთრი სამოსი ძალიან უხდება ჩვენ თბილ ქალაქს.

სამი წლის წინ, მე და ჩემი რძალი - ნატუკა, ვერაზე, ჩვენს სახლში ვიყავით და მაგრად მოთოვა. ავტყდით, მოდი, გარეთ, საციგაოდ გავიდეთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ციგა არ გვქონდა. თან, ღამეც იყო და გადავწყვიტეთ, რომ ეზოდან რაღაც პლასტიკატის ნაჭერი აგვეღო და იმით გვესრიალა... მოკლედ, ამხელა გოგოები, უსინდისოდ პლასტიკატის ნაჭრით გარეთ გავცვივდით და შუა პეტრიაშვილზე სრიალი გავაჩაღეთ... ის დღე ახლა ტკბილად მახსენდება. ნატო ამბობდა, ნეტა ვინმემ სურათი გადაგვიღოს ახლა და გაავრცელოს, რას ვგავართო... რა ვქნა, ასეთი გართობები მიყვარს...

გართობისთვის აუცილებელი სულაც არ არის 5.000-დოლარიანი ქურქი და 35.000-დოლარიანი ჯიპი. თუ ადამიანს განწყობა აქვს და გამხიარულება უნდა, პლასტიკატითაც ისრიალებს პეტრიაშვილის დაღმართზე...

მასტერი (გიორგი პავლიაშვილი) რეპერი:

- გუდაურში, ჩემთან სახლში მე და ჩემი 2 ძმაკაცი ვისვენებდით, სრიალი არ ვიცოდით, მაგრამ სასრიალოდ არც წავსულვართ, უბრალოდ ზამთარში 4-5 დღით სუფთა ჰაერზე, დასასვენებლად ავედით, თან სახლში ქირა არ გვქონდა გადასახდელი და... ლიფტში უკრაინელი გოგოები გავიცანით, ხარკოვიდან იყვნენ, რომლებიც ასევე დასასვენებლად ჩამოსულიყვნენ. ჩვენ კორპუსში ქირით ცხოვრობდნენ და საღამოს, იქვე ბარში დავპატიჟეთ... მე ერთ-ერთს ვკითხე, რამდენი ხანია, რაც სრიალებთ-მეთქი?  სრიალი არ ვიცით, აქ უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედითო და გაიცინეს... ცოტა გულზე მოგვეშვა, რადგანაც სრიალი არც ჩვენ ვიცოდით, რაღაცის თქმას ვაპირებდი და ძმაკაცმა დამასწრო, - ჩვენ ტურნირზე ვართ ჩამოსულებიო. იფიქრა, თუ არ სრიალებენ, ესენი რას გაიგებენ, როდის ''გავალთ'' ტურნირზეო. უი, ეგ ტურნირი ჩვენც გვაინტერესებსო,- გვითხრეს. თურმე გაგვეხუმრნენ. ვეღარ "დავზადნეთ"... მეორე დღეს ტურნირზე არ გამოვცხადით, მოვიმიზეზეთ, ძმაკაცი ცუდად გახდა, მოიწამლა და მარტო არ დავტოვეთო. მესამე დღეს, დილით სამივემ ინსტრუქტორს მივაკითხეთ და კონსულტაცია გავიარეთ, - რამდენ ხანში შევძლებდით სრიალს და თხილამურზე დადოგმას. იმ დროს ერთ-ერთმა დაქალმა დაგვინახა, მაგრად შეგვრცხვა. ყველაზე მაგარი კი ის იყო, რომ იმ ტყუილის გამო ის გოგოები ვეღარ "დავკერეთ". ''გაუტყდათ''. ყველაზე მაგარი იყო, გოგოები რომ წავიდნენ, ორ დღში თხილამურებზე დოგმა ვისწავლეთ და დღემდე საკაიფოდ ვსრიალებთ...

დათო გოგიშვილი, იუმორისტი:

თოვლი, როგორც ამინდის ცვალებადობის კონკრეტული მოცემულობა, ორგვარად აისახა ჩემს ცხოვრებაში. მაქვს როგორც დადებითი და სასიხარულო, ასევე ცოტათი სევდიანი მოგონებაც, ოღონდ, ძალიან სასაცილო...

სოფელში (ტოლები), სადაც ვიზრდებოდი, ჩოხატაურთან ახლოს მდებარეობს, თოვლი ხშირად არ მოდის, მაგრამ თუ მოვიდა, ისეთია, ჭიშკრებზე ზემოდან გვიწევს სიარული. ასეთი ეპიზოდები უმეტესად ბავშვობაში მახსოვს...

მერე მე და ჩემი ამხანაგი კლასელ გოგოებს დიდი თოვლის დროს შეშას ვუხერხავდით, რომ არ შესცივნოდათ...

სტუდენტობის დროს მატარებლით ვმგზავრობდი და ერთხელ თოვლში ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში დენი გამოირთო. მატარებელი ერთი დღე-ღამე იქ იდგა. დრო რომ გასულიყო, მედიტაციის კურსი ჩავიტარე და ხელოვნურად დავიძინე. დაძინების წინ ფანჯრიდან თვალი მოვკარი იქვე დაგდებულ მორს.

ძილში ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ დავიძარით და უფრო მოტივირებულად გავაგრძელე ძილი, რომ გავიღვიძე, მინიმუმ სამტრედიის მისადგომებს ველოდი. ფანჯარაში გახედვის შემდეგ კი და ისევ ის მორი დავინახე, რომელმაც ჩემი ყურადღება ძილის წინაც მიიქცია... მოკლედ, ჩემი მარშრუტი - თბილისიდან სამტრედიამდე ძალიან წააგავდა ებრაელების მიერ განვლილ გზას - ეგვიპტელების ტყვეობიდან გამოხსნის შემდეგ აღთქმულ ქვეყნამდე.

ალეკო შარვაძე, ფოტოგრაფი:

- თოვლთან ისეთი არაფერი მახსენდება გარდა დასველებისა და ცოტა შეცივებისა...

- ისეთი გუნდა არავის გაურტყამს, რომელსაც დაუზიანებიხარ?

- კი, ასეთი შემთხვევა მქონდა და ძალიან გავბრაზდი, მაგრამ რას ვიზამთ, ხდება ხოლმე...…

- როგორ იყო ეგ ამბავი, იქნებ გაიხსენო?

- უბრალოდ ჩემთვის ვიდექი და ფოტოაპარატით ბავშვების გუნდაობასა და მხიარულებას ვიღებდი. ისე გავერთე, რომ ვეღარ მივაქციე ყურადღება პატარა ბავშვს, რომელმაც საკმაოდ დიდი გუნდა ჩემი აპარატის ობიექტივს გაარტყა და იმ გუნდის საკმაოდ დიდი ნაწილი სახეშიც მომხვდა... კი გავბრაზდი, მაგრამ გამახსენდა ჩემი ბავშვობა, როდესაც მეც ასე ვცელქობდი. ახლა იმ პერიოდს რომ ვიხსენებ, იმით ნამდვილად არ ვამაყობ: ბავშვები კორპუსის სახურავზე ავდიოდით და იქიდან ვისროდით თოვლის დიდ გუნდებს, რომელსაც შეეძლო ადამიანი და მანქანაც კი დაეშავებინა, მაგრამ მადლობა უფალს, რომ იმ დიდი გუნდებით არასდროს არავინ დაზარალებულა. ისე, როცა ზამთრის არდადეგებს სოფელში (საჩხერის რაიონი სოფელი ქორეთი) ვატარებდი, უბედნიერესი ვიყავი. იქაურობა მიყვარს. თუ ჩემი იქ ყოფნისას თოვლიც მოვიდოდა, უნდა გენახათ, ჩემი გაგიჟება... ეს დაახლოებით ის პერიოდი იყო, როცა თბილისის სკოლები ვერ თბებოდა და სწავლება დიდ ყინვებში წყდებოდა... ერთხელაც, როცა მშობლებს სოფლიდან თბილისში უნდა წამოვეყვანე, წინა ღამეს თეთრად გავათენე: ბებიამ თოვლში დასველებული ქურთუკი გამირეცხა და გასაშრობად თოკზე დაკიდა. მე კი შუა იანვარში, მთელი ღამის განმავლობაში, წყალს ვასხამდი, რომ არ გამშრალიყო და თბილისში არ წამოვსულიყავი, მაგრამ მესამე დღეს ყველაფერს მიმიხვდნენ...

- თხილამურებზე თუ სრიალებ?

- მახსენდება ბაკურიანში ყოფნისას თხილამურებზე დგომას ვსწავლობდი, მაგრამ არ გამიმართლა, თოვლის დიდ გროვას დავეჯახე, საიდანაც ძლივს ამომიყვანეს... იმის მერე თხილამურებზე დგომის სურვილი სულ გამიქრა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება