Youtube-ის ქართველი ვარსკვლავი, გვანცა ბაგრატიონი, რომელიც ინტერნეტსაზოგადოებას რეპერის რანგში გაეცნო და ათასობით მაყურებელი ვოკალის ნაცვლად, ეპატაჟურობით მოხიბლა, ამჯერად მონარქიული წყობილების შესახებ გამოხატავს საკუთარ აზრს. როგორც ჩანს, ინტერნეტვარსკვლავს "მოგვარეების" მიმართ არც ისე კარგი დამოკიდებულება აქვს და ამას Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსიც მოწმობს. მიუხედავად იმისა, რომ მის მიამართ, როგორც წესი, არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ, ერთი რამ ცხადია, - ქართველი "ბარბის" ნათქვამს ირონიული, სარკასტული, მაგრამ რეზონანსი მაინც ყოველთვის მოჰყვება; ეს კი იმას ნიშნავს, რომ გოგონა კვლავ ახერხებს ინტერნეტში პოპულარობის შენარჩუნებას.
"ბაგრატიონების საყურადღებოდ , თუ მათ ადარდებდათ საქართველოს ბედ-იღბალი, მაშინ რატომ გაიქცნენ საქართველოდან ? ! რატომ არ იციან ქართული ენა ? ! კიდევ ბევრი პრეტენზია რომ აქვთ და სურთ მონარქიის აღდგენა, რატომ არ გააკეთეს რაიმე ქვეყნის სასიკეთოდ და რატომ უნდა ზრუნავდნენ სააკაშვილები და ივანიშვილები ქვეყნის აღმშენებლობაზე და განვითარებაზე , ყველას სხვისი აშენებული ქვეყნის ხელში აყვანა როგორ უნდა უნდოდეს ! ... და კიდევ ჩემ თავს შევეხები საკმაოდ ბევრ გადაცემაში ვთქვი და კიდევ გავიმეორებ , რომ ''ბაგრატიონი '' არის ჩემი ფსევდონიმი და ვინ იწვა ჩემ დიდ ბებიასთან და ვის ეჭირა სანთელი ეს კი თქვენი გადასაწყვეტი და ''სალაყბო'' არ არის .. ;)) ძალიან არ მსიამოვნებს ამის გამეორება ვინ ვისი უკანონო შვილი იყო და ასე შემდეგ ! და კიდევ ბაგრატიონებს ჩემი მესიჯი - რძეს და თაფლს არავინ შარდავს გინდ ბაგრატიონი იყოს და გინდ ღობეგლეჯიაშვილი ;)))) ...."- წერს გვანცა ბაგრატიონი.