საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლალი მოროშკინას საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს
ლალი მოროშკინას საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს

სო­ზარ სუ­ბა­რის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი ლალი მო­როშ­კი­ნა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით სა­გან­გე­ბო მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

"სა­გან­გე­ბო მი­მარ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს!

ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ერთი წლის წინ მე გა­მო­ვე­დი ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ ხელი მოგ­ვე­წე­რა მე­მო­რან­დუ­მის­თვის, ერ­თის მხრივ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, ხოლო მე­ო­რეს მხრივ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს.

ყო­ველ კვი­რა თითო სკო­ლის უფ­როსკლა­სე­ლე­ბი უნდა შეგ­ვეყ­ვა­ნა ცი­ხის და­ხუ­რუ­ლი სის­ტე­მის სა­ნა­ხა­ვად, რად­გან ეს იქ­ნე­ბო­და სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ცია, იმი­სათ­ვის, რომ რო­დე­საც არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ნის­კენ და ია­რა­ღის­კენ წა­ი­ღებ­და ხელს, ან რა­ი­მე სხვა სა­ხის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­ზე იფიქ­რებ­და, გა­ახ­სენ­დებ­და ცი­ხის ცივი კედ­ლე­ბი და ის სა­ში­ნე­ლე­ბა რა­საც გი­სო­სებს მიღ­მა ცხოვ­რე­ბა ქვია. მა­შინ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მი­თხრა - ეს არაჰუ­მა­ნუ­რი­აო!

გა­ვი­და ერთი წელი და ასე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის ამ­დე­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი არას­რულ­წლოვ­ნებ­ში შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს!

ვი­მე­ო­რებ ინი­ცი­ა­ტი­ვას, და ამ­ჯე­რად პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილს მივ­მარ­თავ თხოვ­ნით პი­რა­დი პატ­რო­ნა­ჟის ქვეშ აიყ­ვა­ნოს ეს პრო­ცე­სი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მსხვერ­პლი იმა­ტებს ბავ­შვე­ბი და­უნ­დობ­ლად ჩე­ხა­ვენ ერ­თმა­ნეთს, ცი­ხე­ში კი სუ­ი­ცი­დის ყვე­ლა­ზე ბევ­რი მცდე­ლო­ბა სწო­რედ არას­რულ­წლოვ­ნებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა!!!", - წერს მო­როშ­კი­ნა და 16 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სტა­ტი­ას იზი­ა­რებს.

თბი­ლის­ში 16 წლის გო­გო­ნას ცხე­და­რი გუ­შინ, 31-ე ქარ­ხნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 115-ე მუხ­ლით, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ასე­ვე: რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­ი­ყი­ნა 16 წლის გო­გო­ნა თბი­ლის­ში - გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის ვერ­სი­ე­ბი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ლალი მოროშკინას საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს

ლალი მოროშკინას საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს

სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

"საგანგებო მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს!

ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობრებო, ერთი წლის წინ მე გამოვედი ინიციატივით, რომ ხელი მოგვეწერა მემორანდუმისთვის, ერთის მხრივ სასჯელაღსრულების სამინისტროს, ხოლო მეორეს მხრივ განათლების სამინისტროს.

ყოველ კვირა თითო სკოლის უფროსკლასელები უნდა შეგვეყვანა ციხის დახურული სისტემის სანახავად, რადგან ეს იქნებოდა საუკეთესო პრევენცია, იმისათვის, რომ როდესაც არასრულწლოვანი დანისკენ და იარაღისკენ წაიღებდა ხელს, ან რაიმე სხვა სახის კანონდარღვევაზე იფიქრებდა, გაახსენდებდა ციხის ცივი კედლები და ის საშინელება რასაც გისოსებს მიღმა ცხოვრება ქვია. მაშინ გიორგი მარგველაშვილმა მითხრა - ეს არაჰუმანურიაო!

გავიდა ერთი წელი და ასეთი პატარა ქვეყნისთვის ამდენი სისხლის სამართლის დანაშაული არასრულწლოვნებში შეშფოთებას იწვევს!

ვიმეორებ ინიციატივას, და ამჯერად პრეზიდენტ მარგველაშვილს მივმართავ თხოვნით პირადი პატრონაჟის ქვეშ აიყვანოს ეს პროცესი, სხვა შემთხვევაში მსხვერპლი იმატებს ბავშვები დაუნდობლად ჩეხავენ ერთმანეთს, ციხეში კი სუიციდის ყველაზე ბევრი მცდელობა სწორედ არასრულწლოვნებში ფიქსირდება!!!", - წერს მოროშკინა და 16 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სტატიას იზიარებს.

თბილისში 16 წლის გოგონას ცხედარი გუშინ, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: რა ვითარებაში გაიყინა 16 წლის გოგონა თბილისში - გარდაცვლილის ახლობლების ვერსიები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს