კანადელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქალები და კაცები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სიზმრებს ხედავენ.
აღმოჩნდა, რომ ქალი და კაცი სხვადასხვა სახის ”კოშმარებს” ხედავს. მეცნიერებმა ექსპერიმენტში 300 კაცი და ქალი ჩართეს. ისინი ვალდებულები იყვნენ, 5 კვირის განმავლობაში დილით ფურცელზე ყოველდღე დაეწერათ, რა დაესიზმრათ.
მამაკაცებს ესიზმრებოდათ: ომები, ხანძრები, ბუნებრივი კატასტროფები და მსგავსი უბედურებები. ქალებს კი ტკბილ ძილს უფრთხობს სკანდალები, ტყუილები. ესიზმრებათ, რომ ღალატობენ, ან ატყუებენ.
როგორც დღიურებიდან ირკვევა, სიზმრებში დომინირებდა სცენები, სადაც ასახულია ფიზიკური აგრესია, გატაცება და მკვლელობები. ადამიანებს აშინებთ სიზმრები, სადაც განიცდიან წარუმატებლობას, აგვიანებენ სამსახურში, ავად ხდებიან, ან კვდებიან. ქალებთან შედარებით კაცები ორჯერ ხშირად ხედავენ სიზმარში კატასტროფებს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.