ავალონის მეთოდის (Avalon Quantum English) ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, "IQ ცენტრი" საქმიან ადამიანებს სასაუბრო ინგლისურის მარტივად, სახალისოდ და ეფექტურად შესწავლას გთავაზობთ.
რა არის ავალონის მეთოდი?
Avalon Quantum English (AQE) ავალონ კვანტუმი - ეს არის ინგლისში წამყვანი სპეციალისტების მიერ შემუშავებული სისტემა. მეთოდი შექმნილია მათთვის, ვისაც სასაუბრო ინგლისურის მარტივად, სახალისოდ და ეფექტურად შესწავლა სურს - მასწავლებელი გისვამთ შეკითხვას, გაძლევთ სავარაუდო პასუხების რამდენიმე ვარიანტს, ისმენს თქვენს პასუხს და გზადაგზა გისწორებთ შეცდომებს.
რით განსხვავდება ავალონის მეთოდი სწავლების სხვა მეთოდებისგან?
ავალონის მეთოდს გამუდმებით განაახლებს ავალონის ლონდონის სკოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეთოდის სახელმძღვანელოებში თავმოყრილი ლექსიკური და გრამატიკული მასალა ცოცხალი, სასაუბრო ენის ნაწილია.
ავალონის მეთოდი მხოლოდ საუბრის სწავლას არ მოიცავს. ის ფარავს გრამატიკის სრულ კურსს - გაკვეთილის 10% სწორედ გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოებისა და კარნახების წერას ეთმობა.
"IQ ცენტრში" ავალონის მეთოდით სწავლება სპეციალური სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს, რომლებსაც ცენტრი თითოეული სტუდენტისთვის ინგლისში უკვეთავს. მეთოდი 4 წიგნს მოიცავს:
Book 1- starter/elementary
Book 2- pre-intermediate
Book 3- intermediate
Book 4- upper-intermediate/advanced
თითოეული წიგნის გავლა 4-5 თვეს საჭიროებს
Avalon Quantum English მეთოდის ძირითადი მახასიათებლებია:
• ლექსიკისა და გრამატიკის სრული პროგრამა A1-დან C1- დონის ჩათვლით
• ცოცხალი კომუნიკაცია- გაკვეთილის 95% ეთმობა ზეპირ კომუნიკაციას
• განვლილი მასალის რეგულარული გამეორება. ერთი და იგივე გაკვეთილი დაახლოებით 5-ჯერ მეორდება.
• მეთოდი შექმნილია საქმიანი ადამიანებისთვის და სრულიად გამორიცხავს საშინაო დავალებას.
• სტუდენტი თავისუფალია პასუხში - მასწავლებელი მხოლოდ მიმართულებას გაძლევთ, თქვენ კი თქვენს აზრებს გამოხატავთ.
• სწავლება მიმდინარეობს კვირაში 3-ჯერ, ორი 50-წუთიანი გაკვეთილის განმავლობაში, რაც ჯამში თვეში 24 გაკვეთილს შეადგენს.
• ჯგუფი შედგება არაუმეტეს 8 სტუდენტისგან
• მეცადინეობის საათებია 9.00-23.00
გარდა ამისა, "IQ ცენტრი" დაგეხმარებათ სასურველი კურსი შეარჩიოთ ავალონის ლონდონის სკოლაში. ცენტრის სტუდენტებს ლონდონის სკოლა სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.
ავალონის სკოლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, IQ CENTRE, 2011 წელს შეიქმნა. "IQ ცენტრი" ავალონის მეთოდის ერთადერთი ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.iqc.ge; fb: IQ CENTRE
R