პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იური ვაზაგაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრის საიდუმლო დეტალებს ახმაურებს
იური ვაზაგაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრის საიდუმლო დეტალებს ახმაურებს

2006 წლის 2 მა­ისს ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლუ­ლი ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მა­მამ იური ვა­ზა­გაშ­ვილ­მა შე­წუ­ხე­ბულ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, ინ­ტერ­ვიუ მინ­და მოგ­ცე, მე­ტის მოთ­მე­ნა აღარ შე­მიძ­ლია, ჩემ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს შო­რის შემ­დგა­რი შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სჯავ­რო­ზე უნდა გა­მო­ვი­ტა­ნოო. ბუ­ნებ­რი­ვია, შვილ­დახ­ვრე­ტილ მა­მას ოფის­ში ვეს­ტუმ­რე და სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცი, სა­კუ­თა­რი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. სხვა­თა შო­რის, სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 9 თე­ბერ­ვალს, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მიერ დახ­ვრე­ტი­ლი ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა - იგი წელს 30 წლის გახ­დე­ბო­და. ზუ­რას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი სწო­რედ ამ დღეს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, სა­დაც ის სის­ხლი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და და სა­დაც დახ­ვრე­ტი­ლი ბი­ჭე­ბის მე­მო­რი­ა­ლუ­რი და­ფაა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

- ბა­ტო­ნო იური, ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი იმ თე­მით უნდა და­ვი­წყოთ, რა­ზეც დღეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აღ­შფო­თე­ბუ­ლი და და­შო­კი­ლი ლა­პა­რა­კობს - გავ­რცელ­და სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ იძ­ლე­ვა მე­რა­ბიშ­ვი­ლი ორი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ბრძა­ნე­ბას და თა­ვის ქვე­შევ­რდო­მებს ორი გვა­მის მო­ტა­ნას ავა­ლებს. თქვენ, როცა ამ კად­რებს უყუ­რებ­დით, ალ­ბათ, თქვე­ნი შვი­ლის დახ­ვრე­ტის სცე­ნა წარ­მო­გიდ­გათ თვალ­წინ. თა­ნაც, იმ ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ხომ ზუს­ტად ორი კაცი მოკ­ლეს - ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვი. რას გვე­ტყვით ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- პირ­ველ ყოვ­ლი­სა, კი­დევ ერთხელ მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო "ასა­ვალ-და­სა­ვალს" იმი­სათ­ვის, რომ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკომ­პრო­მი­სოდ ებ­რძო­დით სა­ა­კაშ­ვი­ლის მკვლელ რე­ჟიმს. ერ­თად ვიბ­რძო­დით, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ვი­თხოვ­დით და სამ­წუ­ხა­როა, რომ დღე­საც გვი­წევს ამ მო­თხოვ­ნის და­ყე­ნე­ბა.

ასე­ვე კი­დევ ერთხელ მინ­და, მი­ვუ­სამ­ძიმ­რო გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლის ოჯახს. გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში კი­დევ ერთხელ და­ვი­ნა­ხეთ, რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავ­და 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და რო­გო­რი რე­ჟი­მის ქვეშ ვცხოვ­რობ­დით, მკვლე­ლე­ბის ბან­და მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კი­დევ უა­რე­სი კად­რე­ბიც არ­სე­ბობს, რად­გან ესე­ნი უა­რეს სი­სა­ძაგ­ლე­ებს სჩა­დი­ოდ­ნენ.

პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­გან მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი დი­ლით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში რომ მი­დი­ო­და, თა­ნამ­შრომ­ლებს ასე ესალ­მე­ბო­და - აბა, ბი­ჭე­ბო, რას შვრე­ბით, დღეს არა­ვინ უნდა მოვ­კლა­თო?! სპე­ცი­ა­ლუ­რი რუკა ჰქო­ნი­ათ შედ­გე­ნი­ლი, თბი­ლი­სის რო­მელ უბან­ში რამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა უნდა მო­ეკ­ლათ, რომ ხალ­ხში შიშს და­ე­სად­გუ­რე­ბი­ნა!

- თით­ქოს ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რა­საც ამ­ბობთ, მაგ­რამ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის შემ­დეგ აღა­რა­ფე­რი მიკ­ვირს...

- რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ას, 9 თე­ბერ­ვალს ჩემი შვი­ლის ზუ­რას და­ბა­დე­ბის დღეა, იგი 30 წლის გახ­დე­ბო­და, თუმ­ცა, არ მინ­და, სი­ტყვა "გახ­დე­ბო­და" ვთქვა - ჩემ­თვის იგი 9 თე­ბერ­ვალს 30 წლის გახ­დე­ბა.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვრა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით ისევ მოგ­ვი­წევს ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა, რად­გან ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას არ ცდი­ლობს. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კბი­ლაშ­ვილ­მა, ნაც­ვლიშ­ვილ­მა და თბი­ლი­სის ყო­ფილ­მა პრო­კუ­რორ­მა მწა­რი­აშ­ვილ­მა არ­ცერ­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე არ გა­მო­ი­ძი­ეს და იგი­ვე გრძელ­დე­ბა დღე­საც.

არა­და, დღეს მთავ­რო­ბა­შიც და პარ­ლა­მენ­ტშიც უმე­ტე­სო­ბა ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს გვერ­დით იდგა და ყვე­ლა მი­ტინგზე თუ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გაჰ­ყვი­რო­და, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის, გირ­გვლი­ა­ნის, რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლე­ბი და­ი­სა­ჯო­ნო. დღეს რამ და­ა­დუ­მათ? სა­ვარ­ძლებ­ში ჯდო­მა გა­უტ­კბათ და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღარ ახ­სოვთ?!

- სა­მა­გი­ე­როდ, "სა­მარ­თალს ეძებს" მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თაკო სა­ლა­ყა­ია...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამა­ზე დიდი და­ცინ­ვა რა უნდა იყოს?! თურ­მე, მე­რა­ბიშ­ვი­ლი საკ­ნი­დან გა­უყ­ვა­ნი­ათ და ამას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ვთქვათ, გა­იყ­ვა­ნეს. რა უქ­ნეს მერე, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს? სცე­მეს? აწა­მეს? ჩვე­ნი არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნაც­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის წი­ნა­შე თა­ვის­მარ­თლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში იყე­ნებს თავს და ამას ვუ­ყუ­რებთ უკვე თით­ქმის ორი წე­ლია. ამოგ­ვი­ვი­და ყელ­ში!

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სირ­ცხვი­ლია, რომ დამ­ნა­შა­ვე ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი დღეს ასე "ბლა­ტა­ო­ბენ"!

- ბა­ტო­ნო იური, ახლა მი­ვად­გეთ მთა­ვარ თე­მას, რის გა­მოც თქვენ მე შეხ­ვედ­რა და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა მთხო­ვეთ. მახ­სოვს, ორი თუ სამი თვის წი­ნათ პი­რად სა­უ­ბარ­ში მო­მი­ყე­ვით თქვე­ნი და შს მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი, თუმ­ცა, მა­შინ ამის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ გსურ­დათ. რა შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ?

- ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ყო­ფი­ლა, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­მო­ვი­და თვი­თონ ბა­ტო­ნი ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძი­სა­გან. ვი­სა­უბ­რეთ, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ გულ­წრფე­ლი იყო და გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობ­და.

ჭი­კა­ი­ძეს და­ვუს­ვი კი­თხვა - რო­გორ აპი­რებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ლა­გე­ბას და პო­ლი­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის ნდო­ბის დამ­ყა­რე­ბას, რო­დე­საც სის­ტე­მა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ჰყავს სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის დრო­ინ­დე­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი? ასე­ვე ვუ­თხა­რი, რომ მის მიერ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად და­ნიშ­ნუ­ლი გი­ორ­გი და­ლა­ქიშ­ვი­ლი არის ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე. ასე­ვე და­ლა­ქიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე მირ­ზო­ე­ვი არის ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე. ჭი­კა­ი­ძეს ვკი­თხე, ეს ხალ­ხი მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად ხომ არ გყავთ და­ნიშ­ნუ­ლი, რომ რი­გით­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მათ წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა არ გა­ბე­დონ-მეთ­ქი?

- რა იყო ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მი­ნის­ტრის პა­სუ­ხი?

- ჭი­კა­ი­ძის პა­სუ­ხი იყო ასე­თი - მე და­ვე­ლა­პა­რა­კე და­ლა­ქიშ­ვილს და მას თქვე­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში და­ნა­შა­უ­ლი არ მი­უ­ძღვის, რად­გან შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან 150 მეტ­რის მო­შო­რე­ბით იდ­გაო. ამის პა­სუ­ხად მი­ნისტრს წინ და­ვუ­დე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ შედ­გე­ნი­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის სქე­მა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც და­ლა­ქიშ­ვი­ლი იყო ცა­ა­ძის ჯგუფ­ში და მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც იგი იჯდა, სა­ცობ­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო ჩემი შვი­ლის მან­ქა­ნის წინ, ანუ არა 150, არა­მედ 3-4 მეტრში. ჭი­კა­ი­ძეს ვუ­თხა­რი, და­ლა­ქიშ­ვი­ლი გა­ტყუ­ებს-მეთ­ქი. ამა­ზე მი­პა­სუ­ხა, და­ლა­ქიშ­ვი­ლი მე ვერ მო­მა­ტყუ­ებ­სო.

და­ლა­ქიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე მირ­ზო­ევ­ზე კი ჭი­კა­ი­ძემ ისე­თი რამე მი­თხრა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი.

- რა გი­თხრათ?

- თქვენ იცით, მირ­ზო­ევს რამ­ხე­ლა დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს კრი­მი­ნა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­შიო? ე.ი. რად­გან დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს, და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუ­ხი არ უნდა მო­ე­თხო­ვოს?! მი­ნის­ტრი­სა­გან ასეთ რა­მეს რომ მო­ის­მენ, იქ დამ­თავ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი.

პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­თვის არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბა არ არის ჭი­კა­ი­ძე­სა და მე­რა­ბიშ­ვილს შო­რის. მე­რა­ბიშ­ვი­ლიც აწი­ნა­უ­რებ­და დამ­ნა­შა­ვე­ებს და ჭი­კა­ი­ძეც აწი­ნა­უ­რებს დამ­ნა­შა­ვე­ებს!

"მო­ვუ­წო­დებ ბა­ტონ ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს, დრო­ზე მო­ვი­დეს გონს და გაწ­მინ­დოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი­სა­გან!" გე­კი­თხე­ბით ხალ­ხო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, დე­და­ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და მისი მო­ად­გი­ლე მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ და პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ და­კი­თხვა­საც ვერ ბე­დავ­დეს?!

- ბა­ტო­ნო იური, მო­დით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას ნუ და­ვარ­ღვევთ...

- მე არ ვამ­ბობ, რომ და­ლა­ქიშ­ვილ­მა და მირ­ზო­ევ­მა უშუ­ა­ლოდ ეს­რო­ლეს ტყვია ჩემს შვილს და მოკ­ლეს, მაგ­რამ დად­გე­ნი­ლი ფაქ­ტია, რომ ისი­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მე ვი­თხოვ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­კი­თხონ და გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცენ მარ­თა­ლი ჩვე­ნე­ბა, უთხრან სი­მარ­თლე...

ხალ­ხი სი­მარ­თლის სა­პოვ­ნე­ლად მი­დის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და იქ კა­ბი­ნე­ტებ­ში ხვდე­ბი­ან ის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხს არ­ბევ­დნენ, ატე­რო­რებ­დნენ, ქო­ნე­ბას არ­თმევ­დნენ, თა­ვებს უხეთ­ქავ­დნენ, გა­მო­ძი­ე­ბას აყალ­ბებ­დნენ... გა­გი­ჟე­ბუ­ლია ხალ­ხი! ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამას არ ითხოვ­და 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხალ­ხი ითხოვ­და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას და არა მათ ჯდო­მას თბილ კა­ბი­ნე­ტებ­ში.

ღმერ­თმა ყვე­ლა და­ი­ფა­როს, მაგ­რამ ერთი წუ­თით ჩვენს ად­გი­ლას წარ­მო­იდ­გი­ნეთ თავი - შვი­ლე­ბი დაგ­ვი­ხო­ცეს, უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვე­ბი მი­წა­ში ჩაგ­ვიწ­ვი­ნეს და ამის გამ­კე­თებ­ლე­ბი დღე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე სხე­დან. ამას ვინ აი­ტანს?! რაც მოხ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ე­კის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა!

მე მო­ვუ­წო­დებ ბა­ტონ ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს, დრო­ზე მო­ვი­დეს გონს და გაწ­მინ­დოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი­სა­გან!

- ბა­ტო­ნო იური, რო­გორც ვი­ცით, თქვენ და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შე­თან­ხმე­ბა გქონ­დათ, რომ თქვე­ნი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი­ყო, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ დღეს ამ შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა?

- მე ბა­ტონ ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, რომ და­ვე­ლო­დე­ბო­დი, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­და ახალ წლამ­დე და მა­ნამ­დე ამ შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებს არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ­დი. ეს პი­რო­ბა და­ვი­ცა­ვი და ახალ წლამ­დე არა­ფე­რი მით­ქვამს, მე­ტიც, კი­დევ ერთი თვე ვე­ლო­დე, მაგ­რამ დღეს იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი ღიად ვი­ლა­პა­რა­კო, რად­გან ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მხრი­დან ვხე­დავ სრულ უმოქ­მე­დო­ბას ამ სა­კი­თხში!

აქვე მინ­და, შე­ვე­ხო მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც... ასე­ვე პი­რა­დად შევ­ხვდი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს ირაკ­ლი შო­თა­ძეს და მან მი­თხრა, თქვე­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­ფუ­ჭაო. მე პირ­და­პირ ვუ­თხა­რი შო­თა­ძეს, ვინც ეს გა­მო­ძი­ე­ბა გა­ა­ფუ­ჭა - თენ­გიზ ხა­რე­ბა­ვა, შაქ­რო ზა­ა­ლიშ­ვი­ლი, ფრანგ ან­კო­სი და სხვე­ბი აგერ გყავს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, შენი ქვე­შევ­რდო­მე­ბი არი­ან და რა­ტომ არ სთხოვ პა­სუხს-მეთ­ქი?!

აქვე მინ­და, მივ­მარ­თო ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც დღემ­დე უშე­დე­გოდ ეძებს სა­მარ­თალს, მივ­მარ­თავ ყო­ფილ პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მიერ და­ტე­რო­რე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებს, ქო­ნე­ბა­წარ­თმე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ჩემ­სა­ვით გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ მშობ­ლებს - ყვე­ლამ ვი­ცით ჩვენ-ჩვენს საქ­მე­ზე ვინ იყო გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ვინ - პრო­კუ­რო­რი და მო­სა­მარ­თლე. მო­ი­ტა­ნეთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­რა­თე­ბი, გვარ-სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მე დავ­ბეჭ­დავ და გა­ვავ­რცე­ლებ!

- ამით რისი მიღ­წე­ვა გინ­დათ?

- მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თად უნდა დავ­დგეთ და ვა­ი­ძუ­ლოთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც და პრო­კუ­რა­ტუ­რაც, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან მა­ინც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა და უა­რეს დღე­ში ჩავცვივ­დე­ბით!

ჯაბა ხუ­ბუა

გა­ზე­თი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

იური ვაზაგაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრის საიდუმლო დეტალებს ახმაურებს

იური ვაზაგაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრის საიდუმლო დეტალებს ახმაურებს

2006 წლის 2 მაისს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა შეწუხებულმა დამირეკა და მითხრა, ინტერვიუ მინდა მოგცე, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, ჩემსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს შორის შემდგარი შეხვედრის დეტალები საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიტანოო. ბუნებრივია, შვილდახვრეტილ მამას ოფისში ვესტუმრე და საშუალება მივეცი, საკუთარი გულისტკივილი "ასავალ-დასავალის" საშუალებით გაეზიარებინა საქართველოს მოსახლეობისთვის. სხვათა შორის, სულ რამდენიმე დღეში, 9 თებერვალს, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახვრეტილი ზურა ვაზაგაშვილის დაბადების დღეა - იგი წელს 30 წლის გახდებოდა. ზურას ოჯახის წევრები და მეგობრები სწორედ ამ დღეს იუსტიციის სახლთან შეიკრიბებიან, სადაც ის სისხლიანი სპეცოპერაცია ჩატარდა და სადაც დახვრეტილი ბიჭების მემორიალური დაფაა განთავსებული.

- ბატონო იური, ჩვენი საუბარი იმ თემით უნდა დავიწყოთ, რაზეც დღეს მთელი საქართველო აღშფოთებული და დაშოკილი ლაპარაკობს - გავრცელდა სკანდალური ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ იძლევა მერაბიშვილი ორი ადამიანის მკვლელობის ბრძანებას და თავის ქვეშევრდომებს ორი გვამის მოტანას ავალებს. თქვენ, როცა ამ კადრებს უყურებდით, ალბათ, თქვენი შვილის დახვრეტის სცენა წარმოგიდგათ თვალწინ. თანაც, იმ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ხომ ზუსტად ორი კაცი მოკლეს - ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. რას გვეტყვით ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

- პირველ ყოვლისა, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო "ასავალ-დასავალს" იმისათვის, რომ 9 წლის განმავლობაში უკომპრომისოდ ებრძოდით სააკაშვილის მკვლელ რეჟიმს. ერთად ვიბრძოდით, სამართლიანობის აღდგენას ვითხოვდით და სამწუხაროა, რომ დღესაც გვიწევს ამ მოთხოვნის დაყენება.

ასევე კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გია კრიალაშვილის ოჯახს. გავრცელებულ კადრებში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა ხელისუფლება გვყავდა 9 წლის განმავლობაში და როგორი რეჟიმის ქვეშ ვცხოვრობდით, მკვლელების ბანდა მართავდა ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, კიდევ უარესი კადრებიც არსებობს, რადგან ესენი უარეს სისაძაგლეებს სჩადიოდნენ.

პოლიციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი დილით შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ მიდიოდა, თანამშრომლებს ასე ესალმებოდა - აბა, ბიჭებო, რას შვრებით, დღეს არავინ უნდა მოვკლათო?! სპეციალური რუკა ჰქონიათ შედგენილი, თბილისის რომელ უბანში რამდენი ახალგაზრდა უნდა მოეკლათ, რომ ხალხში შიშს დაესადგურებინა!

- თითქოს ძნელად დასაჯერებელია, რასაც ამბობთ, მაგრამ გავრცელებული კადრების შემდეგ აღარაფერი მიკვირს...

- რაც შეეხება ჩემი ოჯახის ტრაგედიას, 9 თებერვალს ჩემი შვილის ზურას დაბადების დღეა, იგი 30 წლის გახდებოდა, თუმცა, არ მინდა, სიტყვა "გახდებოდა" ვთქვა - ჩემთვის იგი 9 თებერვალს 30 წლის გახდება.

დარწმუნებული ვრა, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ისევ მოგვიწევს ქუჩაში გამოსვლა, რადგან ახალმა ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ სამართლიანობის აღსადგენად რეალური ნაბიჯების გადადგმას არ ცდილობს. ერთი წლის განმავლობაში კბილაშვილმა, ნაცვლიშვილმა და თბილისის ყოფილმა პროკურორმა მწარიაშვილმა არცერთი გახმაურებული საქმე არ გამოიძიეს და იგივე გრძელდება დღესაც.

არადა, დღეს მთავრობაშიც და პარლამენტშიც უმეტესობა ის ხალხია, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა და ყველა მიტინგზე თუ პრესკონფერენციაზე გაჰყვიროდა, ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელები დაისაჯონო. დღეს რამ დაადუმათ? სავარძლებში ჯდომა გაუტკბათ და სამართლიანობა აღარ ახსოვთ?!

- სამაგიეროდ, "სამართალს ეძებს" მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია...

- საზოგადოებისთვის ამაზე დიდი დაცინვა რა უნდა იყოს?! თურმე, მერაბიშვილი საკნიდან გაუყვანიათ და ამას აპროტესტებენ. ვთქვათ, გაიყვანეს. რა უქნეს მერე, გააუპატიურეს? სცემეს? აწამეს? ჩვენი არჩეული ხელისუფლება ნაცდამნაშავეების წინაშე თავისმართლების პოზიციაში იყენებს თავს და ამას ვუყურებთ უკვე თითქმის ორი წელია. ამოგვივიდა ყელში!

ახალი ხელისუფლების სირცხვილია, რომ დამნაშავე ნაციონალები დღეს ასე "ბლატაობენ"!

- ბატონო იური, ახლა მივადგეთ მთავარ თემას, რის გამოც თქვენ მე შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა მთხოვეთ. მახსოვს, ორი თუ სამი თვის წინათ პირად საუბარში მომიყევით თქვენი და შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის შეხვედრის დეტალები, თუმცა, მაშინ ამის გასაჯაროება არ გსურდათ. რა შეიცვალა მას შემდეგ?

- შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, ეს ინიციატივა წამოვიდა თვითონ ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძისაგან. ვისაუბრეთ, მომეჩვენა, რომ გულწრფელი იყო და გულახდილად საუბრობდა.

ჭიკაიძეს დავუსვი კითხვა - როგორ აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დალაგებას და პოლიციას და საზოგადოებას შორის ნდობის დამყარებას, როდესაც სისტემაში მაღალ თანამდებობებზე ჰყავს სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი დამნაშავეები? ასევე ვუთხარი, რომ მის მიერ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნული გიორგი დალაქიშვილი არის ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილე. ასევე დალაქიშვილის მოადგილე მირზოევი არის ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილე. ჭიკაიძეს ვკითხე, ეს ხალხი მაღალ თანამდებობებზე სპეციალურად ხომ არ გყავთ დანიშნული, რომ რიგითმა პოლიციელებმა მათ წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ გაბედონ-მეთქი?

- რა იყო ამ ყველაფერზე მინისტრის პასუხი?

- ჭიკაიძის პასუხი იყო ასეთი - მე დაველაპარაკე დალაქიშვილს და მას თქვენი შვილის მკვლელობაში დანაშაული არ მიუძღვის, რადგან შემთხვევის ადგილიდან 150 მეტრის მოშორებით იდგაო. ამის პასუხად მინისტრს წინ დავუდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი სპეცოპერაციის სქემა, რომლის თანახმადაც დალაქიშვილი იყო ცააძის ჯგუფში და მანქანა, რომელშიც იგი იჯდა, საცობში გაჩერებული იყო ჩემი შვილის მანქანის წინ, ანუ არა 150, არამედ 3-4 მეტრში. ჭიკაიძეს ვუთხარი, დალაქიშვილი გატყუებს-მეთქი. ამაზე მიპასუხა, დალაქიშვილი მე ვერ მომატყუებსო.

დალაქიშვილის მოადგილე მირზოევზე კი ჭიკაიძემ ისეთი რამე მითხრა, გაოგნებული დავრჩი.

- რა გითხრათ?

- თქვენ იცით, მირზოევს რამხელა დამსახურება აქვს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაშიო? ე.ი. რადგან დამსახურება აქვს, დანაშაულზე პასუხი არ უნდა მოეთხოვოს?! მინისტრისაგან ასეთ რამეს რომ მოისმენ, იქ დამთავრებულია ყველაფერი.

პირდაპირ გეუბნებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის ჭიკაიძესა და მერაბიშვილს შორის. მერაბიშვილიც აწინაურებდა დამნაშავეებს და ჭიკაიძეც აწინაურებს დამნაშავეებს!

"მოვუწოდებ ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს, დროზე მოვიდეს გონს და გაწმინდოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავეებისაგან!" გეკითხებით ხალხო, როგორ შეიძლება, დედაქალაქის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე მკვლელობის თანამონაწილეები იყვნენ და პროკურატურა მათ დაკითხვასაც ვერ ბედავდეს?!

- ბატონო იური, მოდით, ამ ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დავარღვევთ...

- მე არ ვამბობ, რომ დალაქიშვილმა და მირზოევმა უშუალოდ ესროლეს ტყვია ჩემს შვილს და მოკლეს, მაგრამ დადგენილი ფაქტია, რომ ისინი სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. მე ვითხოვ, რომ ეს ადამიანები დაიკითხონ და გამოძიებას მისცენ მართალი ჩვენება, უთხრან სიმართლე...

ხალხი სიმართლის საპოვნელად მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარ პროკურატურაში და იქ კაბინეტებში ხვდებიან ის დამნაშავეები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ხალხს არბევდნენ, ატერორებდნენ, ქონებას ართმევდნენ, თავებს უხეთქავდნენ, გამოძიებას აყალბებდნენ... გაგიჟებულია ხალხი! ქართველი ხალხი ამას არ ითხოვდა 9 წლის განმავლობაში, ხალხი ითხოვდა დამნაშავეების დასჯას და არა მათ ჯდომას თბილ კაბინეტებში.

ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ერთი წუთით ჩვენს ადგილას წარმოიდგინეთ თავი - შვილები დაგვიხოცეს, უდანაშაულო ბავშვები მიწაში ჩაგვიწვინეს და ამის გამკეთებლები დღესაც თანამდებობებზე სხედან. ამას ვინ აიტანს?! რაც მოხდება, ყველაფერზე ხელისუფლებას დაეკისრება პასუხისმგებლობა!

მე მოვუწოდებ ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს, დროზე მოვიდეს გონს და გაწმინდოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავეებისაგან!

- ბატონო იური, როგორც ვიცით, თქვენ და შინაგან საქმეთა მინისტრის შეთანხმება გქონდათ, რომ თქვენი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო, რატომ გადაწყვიტეთ დღეს ამ შეთანხმების დარღვევა?

- მე ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს პირობა მივეცი, რომ დაველოდებოდი, რას მოიმოქმედებდა ახალ წლამდე და მანამდე ამ შეხვედრის დეტალებს არ გავასაჯაროებდი. ეს პირობა დავიცავი და ახალ წლამდე არაფერი მითქვამს, მეტიც, კიდევ ერთი თვე ველოდე, მაგრამ დღეს იძულებული ვარ, ყველაფერი ღიად ვილაპარაკო, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ვხედავ სრულ უმოქმედობას ამ საკითხში!

აქვე მინდა, შევეხო მთავარ პროკურატურასაც... ასევე პირადად შევხვდი მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს ირაკლი შოთაძეს და მან მითხრა, თქვენი შვილის მკვლელობის გამოძიება გაფუჭებულია, წინა ხელისუფლებამ გააფუჭაო. მე პირდაპირ ვუთხარი შოთაძეს, ვინც ეს გამოძიება გააფუჭა - თენგიზ ხარებავა, შაქრო ზაალიშვილი, ფრანგ ანკოსი და სხვები აგერ გყავს პროკურატურაში, შენი ქვეშევრდომები არიან და რატომ არ სთხოვ პასუხს-მეთქი?!

აქვე მინდა, მივმართო ყველა ადამიანს, ვინც დღემდე უშედეგოდ ეძებს სამართალს, მივმართავ ყოფილ პოლიტპატიმრებს, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დატერორებულ ბიზნესმენებს, ქონებაწართმეულ მოქალაქეებს, ჩემსავით გაუბედურებულ მშობლებს - ყველამ ვიცით ჩვენ-ჩვენს საქმეზე ვინ იყო გამომძიებელი, ვინ - პროკურორი და მოსამართლე. მოიტანეთ ამ ადამიანების სურათები, გვარ-სახელები, რომლებსაც მე დავბეჭდავ და გავავრცელებ!

- ამით რისი მიღწევა გინდათ?

- მთელი საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ და ვაიძულოთ შინაგან საქმეთა სამინისტროც და პროკურატურაც, რომ დამნაშავეები თანამდებობებიდან მაინც გაათავისუფლონ! წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გვეშველება და უარეს დღეში ჩავცვივდებით!

ჯაბა ხუბუა

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ