პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტს 17 თებერვლის სასესიო კვირის განმავლობაში წარუდგენს.
"ამის თაობაზე შეთანხმდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშველი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მას შემდეგ, რაც შეჯერდა პრეზიდენტისა და პარლამენტის სამუშაო გრაფიკები და შედგა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან და უმცირესობასთან", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.