წყლის რეგულარული მიღება ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. მაგრამ თუ წყლის ჭიქაში ლიმონის 1-2 ნაჭერს ან წვენს ჩაამატებთ, ის კიდევ უფრო სასარგელო გახდება. დილაობით ლიმონიანი წყლის მიღება ორგანიზმს წმენდს და ამარაგებს ვიტამინებით.
ლიმონი ორგანიზმის ტუტე-მჟავურ ბალანსს არეგულირებს. ადამიანის ორგანიზმის pH-ის ნორმალური დონე 7.4-ია. მაგრამ არასწორი კვების გამო ეს ბალანსი ირღვევა. ლიმონი, მისი სიმჟავის მიუხედავად, ტუტოვან საკვებს მიეკუთვნება და ორგანიზმს ბუნებრივი pH –ის აღდგენაში ეხმარება.
ლიმონი ვიტამინ C-ის წყაროა. ერთი მოზრდილი ლიმონი დაახლოებით 44.5 მგ C ვიტამინს შეიცავს, რაც რეკომენდირებული დღიური ნორმის 74 %-ია. თუ თქვენ დღეში 1-2 ლიმონს ჩააწურავთ სასმელ წყალში, დღიურ დოზას სულ ადვილად მიიღებთ.