პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარელის მორიგი სკანდალური ბრალდებები ოქრუაშვილის მისამართით
ქარელის მორიგი სკანდალური ბრალდებები ოქრუაშვილის მისამართით

ამ დღე­ებ­ში ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთი სკან­და­ლის მოწ­მე გახ­და - თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი თა­ვი­სი­ვე ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დელ­სა და ყო­ფილ მე­გო­ბარს, შიდა ქარ­თლის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორს, მი­ხე­ილ ქა­რელს საფ­რან­გეთ­ში ტე­ლე­ფო­ნით "მე­სი­ჯებს" უგ­ზავ­ნის და ემუქ­რე­ბა, თუკი ათო­ნე­ლის #27-ში ოფისს მთლი­ა­ნად არ გად­მო­მი­ფორ­მებ, მო­ხუც მშობ­ლებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს შე­ნი­ვე სახ­ლში გა­მოვ­ბუ­გა­ვო. ახალ დე­ტა­ლებ­ზე მი­ხე­ილ ქა­რე­ლი "ქრო­ნი­კას" საფ­რან­გე­თი­დან ესა­უბ­რა.

- თქვენ მიერ გახ­მა­უ­რე­ბულ­მა "მე­სი­ჯ­მა", რო­მე­ლიც ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღეთ, დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ეს არის პირ­და­პი­რი მუ­ქა­რა თქვენს ოჯახ­ზე. აქამ­დე ვი­ცო­დით, რომ თქვენ და ირაკ­ლი მე­გობ­რე­ბი იყა­ვით, რა მოხ­და? ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ თქვენს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის სა­გა­ნი მხო­ლოდ ოფის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წლე­ბია.

- თვი­თონ ცნე­ბა მე­გობ­რო­ბა, რო­გორც ეს უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს­მის, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­თვის არ არ­სე­ბობს, მის­თვის ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი წარ­მო­ად­გენს ნივთს, რო­მე­ლიც მას პი­რა­დი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის სჭირ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მე ის მი­მაჩ­ნდა მე­გობ­რად, თა­ნა­მებ­რძო­ლად და შე­იძ­ლე­ბა ამი­ტო­მაც მაქვს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი. არ ვა­პი­რებ, ამ შეც­დო­მე­ბის გამო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ვექ­ცე. უკვე ხუთი წე­ლია, რაც საფ­რან­გეთ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ მი­ნა­ხავს და არც არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქო­ნია. რა თქმა უნდა, მხო­ლოდ ოფი­სის თემა არ გან­სა­ზღვრავს ჩემს მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ჩვენს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა თუ კონ­ფლიქ­ტი გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო და ჩემს აღ­შფო­თე­ბას დღე­საც იწ­ვევს ბევ­რი რამე. სა­წყე­ნია, რომ ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბი­სა თუ და­ნა­შა­უ­ლის სხვა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა და ხე­ლის შეწ­მენ­და ცხოვ­რე­ბის წე­სად გა­ი­ხა­და. რო­დე­საც ხე­დავ, რომ ამ ადა­მი­ა­ნის­თვის პო­ლი­ტი­კა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნე­სია, ხოლო მე­გობ­რე­ბი - პი­რა­დი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს შენ­თვის უდი­დე­სი იმედ­გაც­რუ­ე­ბაა! რა­ტომ არ ჩა­ნან მის გვერ­დით ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც გა­და­წყდა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია – უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი­სა, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად მძი­მედ აწვა ჩვენს გან­ვლილ გზას, მის გვერ­დით ვი­დე­ქით გულ­წრფე­ლად, სა­მარ­თლი­ა­ნი იდე­ე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მის­გან­ვე იქნა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი.

- რო­გორც გა­ვი­გე, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, ჩემი ტე­ლე­ფო­ნი­დან ვი­ღა­ცამ პრო­ვო­კა­ცი­ის მიზ­ნით გაგ­ზავ­ნა "მე­სი­ჯიო", თქვენ გჯე­რათ, ამ ვერ­სი­ის?

- ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია... ის ახლა ყვე­ლა­ფერს პრო­ვო­კა­ცი­ად მო­ნათ­ლავს, ასე­ვე, მი­სი­ვე ავ­ტო­რო­ბით გა­მოგ­ზავ­ნილ "მე­სიჯ­საც" და ამით ეც­დე­ბა, თა­ვი­დან აი­ცი­ლოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, მე ვე­რა­ვინ ვე­რას­დროს შე­მიც­ვლის აზრს, რომ ამ სი­ბინ­ძუ­რის ავ­ტო­რი არ არის ოქ­რუ­აშ­ვი­ლი! გარ­და ამი­სა, "მე­სი­ჯში" არის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც მარ­წმუ­ნებს, რომ ამ ტექ­სტის ავ­ტო­რი ოქ­რუ­აშ­ვი­ლია, სხვამ ამ­დე­ნი არ უნდა იცო­დეს, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია.

- ისე, მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, უკვე აღა­რაა სა­ში­ში, რომ დაბ­რუნ­დეთ. რა­ტომ არ ჩა­მო­დი­ხართ?

- ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ იმას, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და და რაც ხდე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით. ერთი სული მაქვს, სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დე, რად­გან ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ჩემი ქვე­ყა­ნა, ჩემი ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი. თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ვსწავ­ლობ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში, მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ და შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ­ჯე­რო­ბით წი­ნას­წარ ვერ ვგეგ­მავ ჩემი ჩა­მოს­ვლის ზუსტ თა­რიღს.

- თქვენ ახ­სე­ნებთ თეო ტლა­შა­ძეს, ის ამ­ბობს, რომ ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად გა­ი­გო, ცრუ­ობს?

- არას­დროს სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­მი­ღია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შე­უ­რა­ცხყო­ფა, რომ­ლე­ბიც არ მიც­ნო­ბენ და მა­ინც ფეხ­ქვეშ თე­ლა­ვენ ჩემს ღირ­სე­ბას. თუმ­ცა თეო ტლა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბა, თით­ქოს მე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" პრო­ვო­კა­ცი­ას წა­მო­ვე­გე, არის ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტი, რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს კი­თხვას, რა თქმა უნდა, ტლა­შა­ძე ცრუ­ობს! მინ­და, მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუყ­ვე ერთი სკან­და­ლუ­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ, თე­ო­საც და მის­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ ოქ­რუ­აშ­ვილ­საც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარ­გად ახ­სოვთ ეს ის­ტო­რია: რო­დე­საც ატე­ნის ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი "მო­ნა­დი­რის სახ­ლი" ჩა­მოგ­ვარ­თვეს (სა­დაც "შეთ­ქმუ­ლე­ბი" ვიკ­რი­ბე­ბო­დით), გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი უპატ­რო­ნოდ იყო მიგ­დე­ბუ­ლი და გაჩ­ნდა აზრი, ეს სახ­ლი სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­დას­ცე­მო­და გო­რის ეპარ­ქი­ას... ასე უფრო და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და ძარ­ცვის­გან და ნგრე­ვის­გან, "მო­ნა­დი­რის სახ­ლს" უკვე ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა და გო­რის ეპარ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ზე უკე­თე­სად ვინ მო­უვ­ლი­და? ეს სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვიც კი იყო. რო­დე­საც ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ეს ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო, თეოს უყ­ვი­რა: მა­გათ გა­და­ე­ცი, ვინც ფეხს შე­ად­გამს, შიგ­ნით­ვე ჩავ­წვა­ვო! მე ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, რო­გო­რი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო თეო ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მუ­ქა­რით, როცა დე­და­ო­ებს "მო­ნა­დი­რის სახ­ლში" გა­მოწ­ვით ემუქ­რე­ბო­და, თუკი შიგ შე­ვი­დოდ­ნენ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ინც ეყოს გამ­ბე­და­ო­ბა თეო ტლა­შა­ძეს და თქვას სი­მარ­თლე, თუ მხო­ლოდ ფა­რი­სევ­ლო­ბა არ არის ეკ­ლე­სი­ი­სად­მი მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა! სწო­რედ ყვე­ლა ამ ფაქ­ტის გახ­სე­ნე­ბა მარ­წმუ­ნებს, რომ ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე გა­მოგ­ზავ­ნი­ლი "მე­სი­ჯე­ბი", სა­დაც ჩემი უმ­წეო, მო­ხუ­ცე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის სახ­ლში გა­მოწ­ვით მე­მუქ­რე­ბი­ან, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი! ეს ის­ტო­რია ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ბინ­ძურ საქ­მე­ებ­თან შე­და­რე­ბით არა­ფე­რია!

- რო­დე­საც ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­გან ასე­თი "მე­სი­ჯი" მი­ი­ღეთ, ხომ არ და­გი­რე­კავთ მის­თვის, ხომ არ და­ლა­პა­რა­კე­ბი­ხართ პი­რა­დად?

- ასე­თი "მე­სი­ჯის" ავ­ტორ­თან რაზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კო? მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მისი ავ­ტო­რი ოქ­რუ­აშ­ვი­ლია?!

- ავი ენე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თქვე­ნი მხრი­დან ეს არის პრო­ვო­კა­ცია, რათა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოთ.

- არა­ნა­ი­რი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა არ მჭირ­დე­ბა, რად­გან ამ მხრივ აქ­ტი­ვო­ბას არ ვგეგ­მავ.

- "თუ რო­დეს­მე იკა­ზე ხმას ამო­ი­ღებ ან გა­ზე­თით ან ტე­ლე­ვი­ზი­ით, შენს ოჯახს მთლი­ა­ნად გა­ვა­ნად­გუ­რებთ". და­უკ­ვირ­დით, "მე­სი­ჯი" და­წე­რი­ლია მე­სა­მე პირ­ში, მარ­თლაც ხომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ სხვას გა­მო­ეგ­ზავ­ნა ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნით?

- ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა ოქ­რუ­აშ­ვი­ლის თუ მისი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის რო­მე­ლი­მე წევ­რის მი­ე­რაა გა­მოგ­ზავ­ნი­ლი! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ტექ­სტი­სა და ასე­თი სი­ბინ­ძუ­რის ატ­ვო­რიც და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც არის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი. მსგავ­სი ხელ­წე­რით ის ად­რეც მოქ­მე­დებ­და და ეს კი­დევ უფრო მე­ტად მარ­წმუ­ნებს. კარ­გად ვიც­ნობ მის მა­ხინჯ აზ­როვ­ნე­ბა­სა და სი­ბო­რო­ტეს!

- უკვე შე­ვი­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა?

- რად­გან ეს გან­ცხა­დე­ბა უკვე გა­სა­ჯა­როვ­და და მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­უძ­ლია, და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა, რად­გან სა­ხე­ზე გვაქვს და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. თუმ­ცა ჩვენ ვგეგ­მავთ, გან­ცხა­დე­ბა მა­ინც შე­ვი­ტა­ნოთ.

- მოგ­ვი­ყე­ვით დე­ტა­ლუ­რად, რა მოხ­და ოფის­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ოფისს ჰყავს 11 თა­ნა­მე­სა­კუთ­რე. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სურ­ვი­ლია, რო­გორც შემ­დგომ­ში გა­მოჩ­ნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში კარ­გად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით, მუ­ქა­რე­ბი­თა და შან­ტა­ჟით დაგ­ვათ­მო­ბი­ნოს ქო­ნე­ბა თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ!

- ეს ოფი­სი ვის ეკუთ­ვნო­და ოქ­რუ­აშ­ვი­ლამ­დე, მან ხომ ვი­ღა­ცას წა­არ­თვა? თუ ვცდე­ბი, და­მი­ზუს­ტეთ.

- ეს ოფი­სი არ არის წარ­თმე­უ­ლი, ის ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად შე­ვი­ძი­ნეთ 2007 წელს ფი­ზი­კუ­რი პი­რის­გან. პი­რა­დად მე მთე­ლი ჩემი და­ნა­ზო­გი ჩავ­დე ჩემს წი­ლად, მეტი არა­ნა­ი­რი ქო­ნე­ბა არ გა­მაჩ­ნია, მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლიც კი 2008 წლის ომის დროს რუ­სებ­მა გა­და­მიწ­ვეს და დღემ­დე ვერ დაგ­ვის­რუ­ლე­ბია მშე­ნებ­ლო­ბა. არ ვა­პი­რებ ამ წი­ლის დათ­მო­ბას, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მუ­ქა­რე­ბის გამო. მე დღეს ცხოვ­რე­ბა ახ­ლი­დან მაქვს და­სა­წყე­ბი, ერ­თა­დერ­თი კა­პი­ტა­ლი მხო­ლოდ ეს წი­ლია და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა კი არა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯა­ლა­თებ­მაც კი ვერ გამ­ტე­ხეს ცი­ხე­ში და ერთი უსა­ხუ­რი და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის არა თუ არ მე­ში­ნია, არა­მედ ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა, რომ ეს სა­ცო­და­ვი აქამ­დე და­ე­ცა!

"ქრო­ნი­კა" კო­მენ­ტა­რის­თვის ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტარ­სა და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გუნ­დის წევ­რს, თეო ტლა­შა­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, მარ­თლა აპი­რებ­და თუ არა დე­და­ო­ე­ბის გა­მოწ­ვას ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი "მო­ნა­დი­რის სახ­ლში"?

- გელა, არც ერთ სი­ტყვას ამას არ და­ვა­მა­ტებ, რაც "მა­ესტრომ", კერ­ძოდ კი ია თი­ნი­კაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო ჩემი "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დი­დან, სა­დაც ვთქვი, რომ ეს ორი­ვე ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის არის ახ­ლო­ბე­ლი და არა­ნა­ირ კო­მენ­ტარს არ ვა­პი­რებ არა­ვის­თან. შენც შე­გიძ­ლია, ჩემი "ფე­ის­ბუ­კის" გან­ცხა­დე­ბა და­ბეჭ­დო ჩემი კო­მენ­ტა­რის ად­გილ­ზე.

- აქ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტია, მა­შინ დავ­წერ, რომ კო­მენ­ტარს არ აკე­თებ.

- ჩემი კო­მენ­ტა­რი ყვე­ლა კი­თხვა­ზე, რაც და­ის­მე­ბა, იქ­ნე­ბა ერთი და იგი­ვე... რაც გი­თხა­რით, ესაა კო­მენ­ტა­რი, ამ კო­მენ­ტარს ვა­კე­თებ და არა რო­გორც თქვენ თქვით, არ აკე­თებს კო­მენ­ტარ­სო. ჩემი კო­მენ­ტა­რია, რაც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე ჩემს "ფე­ის­ბუკ-გვერ­დზე"!

- მე მჭირ­დე­ბა კო­მენ­ტა­რი კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე, ნუ მი­თი­თებ "ფე­ის­ბუ­კის­კენ"!

- მე­ტის არაფ­რის თქმას არ ვა­პი­რებ, ეგაა კო­მენ­ტა­რი ყვე­ლას­თვის, ყვე­ლა კი­თხვა­ზე!

- თეო, მე არ ვარ გუ­შინ გა­მო­ჩე­კი­ლი სა­ა­გენ­ტო, რომ "ფე­ის­ბუკ­ში" და­დე­ბულ სტა­ტუსს და­ვე­ტა­კო. ქა­რე­ლი ლა­პა­რა­კობს კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე. მე დავ­წერ, რომ ჩემ­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თებთ!

- მე რა პა­სუ­ხიც მაქვს კი­თხვა­ზე, გე­უბ­ნე­ბით და ეგ და­წე­რეთ.

- დე­და­ო­ებ­ზე არ­სად არა­ფე­რი წე­რია.

- ყვე­ლა კი­თხვა­ზე არის ეგ პა­სუ­ხი, რაც გა­ვა­კე­თე!

თეო ტლა­შა­ძი­სა და ჩემი მი­მო­წე­რა, ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს სხვე­ბის­თვი­საც: ჯერ ერთი, ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფაა, როცა ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დის­კენ მი­თი­თებს, მე კო­მენ­ტა­რი უკვე დავ­წე­რე და ეგ გა­მო­ი­ყე­ნეო და მე­ო­რეც - სუ­ლაც არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვიძ­რო­მი­ა­ლო და ის ვარ­კვიო, რა და­წე­რა სა­დღაც ქა­ლა­ბტონ­მა თეომ. სხვა­თა შო­რის, კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნა ზო­გი­ერ­თმა: მე ჩემი ვთქვი და ეს კა­ნო­ნია შენ­თვის, აუ­ცი­ლებ­ლად და­ბეჭ­დეო. არა, გე­ნაც­ვა­ლოს ჩემი თავი, მე სხვა შე­კი­თხვე­ბიც მაქვს, თუ არ მპა­სუ­ხობ, ესე იგი, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ გინ­და და ამი­ტომ, მე­ყო­ლე ვარ­დი­ვით!

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

ასე­ვე იხი­ლეთ: "სახ­ლს და­გიწ­ვავ დედ-მა­მი­ა­ნად, და­ნარ­ჩენს გას­ვე­ნე­ბა­ში აგიხ­სნი" - სკან­და­ლუ­რი მუ­ქა­რის წე­რი­ლი ქა­რელს ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­გან?

ქარელის მორიგი სკანდალური ბრალდებები ოქრუაშვილის მისამართით

ქარელის მორიგი სკანდალური ბრალდებები ოქრუაშვილის მისამართით

ამ დღეებში ქართველი საზოგადოება კიდევ ერთი სკანდალის მოწმე გახდა - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი თავისივე ყოფილ თანაგუნდელსა და ყოფილ მეგობარს, შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ ქარელს საფრანგეთში ტელეფონით "მესიჯებს" უგზავნის და ემუქრება, თუკი ათონელის #27-ში ოფისს მთლიანად არ გადმომიფორმებ, მოხუც მშობლებსა და ოჯახის წევრებს შენივე სახლში გამოვბუგავო. ახალ დეტალებზე მიხეილ ქარელი "ქრონიკას" საფრანგეთიდან ესაუბრა.

- თქვენ მიერ გახმაურებულმა "მესიჯმა", რომელიც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღეთ, დიდი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში, ეს არის პირდაპირი მუქარა თქვენს ოჯახზე. აქამდე ვიცოდით, რომ თქვენ და ირაკლი მეგობრები იყავით, რა მოხდა? ცოტა დაუჯერებელია, რომ თქვენს შორის განხეთქილების საგანი მხოლოდ ოფისთან დაკავშირებული წლებია.

- თვითონ ცნება მეგობრობა, როგორც ეს უმრავლესობას ესმის, ოქრუაშვილისთვის არ არსებობს, მისთვის ყოველი ადამიანი წარმოადგენს ნივთს, რომელიც მას პირადი მიზნებისათვის სჭირდება. სამწუხაროდ, მე ის მიმაჩნდა მეგობრად, თანამებრძოლად და შეიძლება ამიტომაც მაქვს დაშვებული შეცდომები. არ ვაპირებ, ამ შეცდომების გამო პასუხისმგებლობას გავექცე. უკვე ხუთი წელია, რაც საფრანგეთში ვიმყოფები, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილი საერთოდ არ მინახავს და არც არანაირი ურთიერთობა მქონია. რა თქმა უნდა, მხოლოდ ოფისის თემა არ განსაზღვრავს ჩემს მისადმი დამოკიდებულებას, ჩვენს შორის უთანხმოება თუ კონფლიქტი გაცილებით ადრე დაიწყო და ჩემს აღშფოთებას დღესაც იწვევს ბევრი რამე. საწყენია, რომ ოქრუაშვილმა საკუთარი შეცდომებისა თუ დანაშაულის სხვაზე გადაბრალება და ხელის შეწმენდა ცხოვრების წესად გაიხადა. როდესაც ხედავ, რომ ამ ადამიანისთვის პოლიტიკა ჩვეულებრივი ბიზნესია, ხოლო მეგობრები - პირადი მიზნების მისაღწევად გამოსაყენებელი საშუალებები, რასაკვირველია, ეს შენთვის უდიდესი იმედგაცრუებაა! რატომ არ ჩანან მის გვერდით ის ადამიანები, ვისთან ერთადაც გადაწყდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა? პასუხი მარტივია – უამრავი ადამიანი, მიუხედავად ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომებისა, რაც გარკვეულწილად მძიმედ აწვა ჩვენს განვლილ გზას, მის გვერდით ვიდექით გულწრფელად, სამართლიანი იდეებისა და პრინციპების დამკვიდრებისთვის. სამწუხაროდ, ეს ღირებულებები მისგანვე იქნა უგულებელყოფილი და შეურაცხყოფილი.

- როგორც გავიგე, ოქრუაშვილი ამბობს, ჩემი ტელეფონიდან ვიღაცამ პროვოკაციის მიზნით გაგზავნა "მესიჯიო", თქვენ გჯერათ, ამ ვერსიის?

- ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია... ის ახლა ყველაფერს პროვოკაციად მონათლავს, ასევე, მისივე ავტორობით გამოგზავნილ "მესიჯსაც" და ამით ეცდება, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე ვერავინ ვერასდროს შემიცვლის აზრს, რომ ამ სიბინძურის ავტორი არ არის ოქრუაშვილი! გარდა ამისა, "მესიჯში" არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მარწმუნებს, რომ ამ ტექსტის ავტორი ოქრუაშვილია, სხვამ ამდენი არ უნდა იცოდეს, ეს გამორიცხულია.

- ისე, მაინტერესებს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, უკვე აღარაა საშიში, რომ დაბრუნდეთ. რატომ არ ჩამოდიხართ?

- ძალიან დადებითად ვაფასებ იმას, რაც საქართველოში მოხდა და რაც ხდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ერთი სული მაქვს, სამშობლოში დავბრუნდე, რადგან ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა, ჩემი ოჯახი, მეგობრები და ახლობლები. თუმცა ამ ეტაპზე ვსწავლობ მაგისტრატურაში, მენეჯმენტისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე. პარალელურად ვმუშაობ და შესაბამისად, ჯერჯერობით წინასწარ ვერ ვგეგმავ ჩემი ჩამოსვლის ზუსტ თარიღს.

- თქვენ ახსენებთ თეო ტლაშაძეს, ის ამბობს, რომ ამ ყველაფრის შესახებ პირველად გაიგო, ცრუობს?

- არასდროს სერიოზულად არ მიმიღია იმ ადამიანებისგან შეურაცხყოფა, რომლებიც არ მიცნობენ და მაინც ფეხქვეშ თელავენ ჩემს ღირსებას. თუმცა თეო ტლაშაძის განცხადება, თითქოს მე "ნაციონალების" პროვოკაციას წამოვეგე, არის ძალიან გულდასაწყვეტი, რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა თქმა უნდა, ტლაშაძე ცრუობს! მინდა, მთელ საზოგადოებას მოვუყვე ერთი სკანდალური ფაქტის შესახებ, თეოსაც და მისთვის ძალიან ახლობელ ოქრუაშვილსაც, დარწმუნებული ვარ, კარგად ახსოვთ ეს ისტორია: როდესაც ატენის ხეობაში მდებარე, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი "მონადირის სახლი" ჩამოგვართვეს (სადაც "შეთქმულები" ვიკრიბებოდით), გარკვეული პერიოდი უპატრონოდ იყო მიგდებული და გაჩნდა აზრი, ეს სახლი სარგებლობაში გადასცემოდა გორის ეპარქიას... ასე უფრო დაცული იქნებოდა ძარცვისგან და ნგრევისგან, "მონადირის სახლს" უკვე ძალიან სჭირდებოდა მოვლა-პატრონობა და გორის ეპარქიის სასულიერო პირებზე უკეთესად ვინ მოუვლიდა? ეს სასიხარულო ამბავიც კი იყო. როდესაც ოქრუაშვილმა ეს ამბავი შეიტყო, თეოს უყვირა: მაგათ გადაეცი, ვინც ფეხს შეადგამს, შიგნითვე ჩავწვავო! მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორი გაოგნებული იყო თეო ოქრუაშვილის მუქარით, როცა დედაოებს "მონადირის სახლში" გამოწვით ემუქრებოდა, თუკი შიგ შევიდოდნენ. ამასთან დაკავშირებით მაინც ეყოს გამბედაობა თეო ტლაშაძეს და თქვას სიმართლე, თუ მხოლოდ ფარისევლობა არ არის ეკლესიისადმი მისი დამოკიდებულება! სწორედ ყველა ამ ფაქტის გახსენება მარწმუნებს, რომ ჩემს ტელეფონზე გამოგზავნილი "მესიჯები", სადაც ჩემი უმწეო, მოხუცებული მშობლების სახლში გამოწვით მემუქრებიან, ირაკლი ოქრუაშვილის ავტორობითაა შესრულებული! ეს ისტორია ირაკლი ოქრუაშვილის ბინძურ საქმეებთან შედარებით არაფერია!

- როდესაც ირაკლი ოქრუაშვილისგან ასეთი "მესიჯი" მიიღეთ, ხომ არ დაგირეკავთ მისთვის, ხომ არ დალაპარაკებიხართ პირადად?

- ასეთი "მესიჯის" ავტორთან რაზე უნდა ვილაპარაკო? მით უფრო მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ მისი ავტორი ოქრუაშვილია?!

- ავი ენები ამბობენ, რომ თქვენი მხრიდან ეს არის პროვოკაცია, რათა ახალი ხელისუფლების ყურადღება მიიქციოთ.

- არანაირი ყურადღების მიქცევა არ მჭირდება, რადგან ამ მხრივ აქტივობას არ ვგეგმავ.

- "თუ როდესმე იკაზე ხმას ამოიღებ ან გაზეთით ან ტელევიზიით, შენს ოჯახს მთლიანად გავანადგურებთ". დაუკვირდით, "მესიჯი" დაწერილია მესამე პირში, მართლაც ხომ არ შეიძლებოდა, რომ სხვას გამოეგზავნა ოქრუაშვილის ტელეფონით?

- ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს შეტყობინება ოქრუაშვილის თუ მისი კრიმინალური დაჯგუფების რომელიმე წევრის მიერაა გამოგზავნილი! დარწმუნებული ვარ, რომ ტექსტისა და ასეთი სიბინძურის ატვორიც და ორგანიზატორიც არის ირაკლი ოქრუაშვილი. მსგავსი ხელწერით ის ადრეც მოქმედებდა და ეს კიდევ უფრო მეტად მარწმუნებს. კარგად ვიცნობ მის მახინჯ აზროვნებასა და სიბოროტეს!

- უკვე შევიდა პროკურატურაში თქვენი განცხადება?

- რადგან ეს განცხადება უკვე გასაჯაროვდა და მედიაში გავრცელდა, პროკურატურას შეუძლია, დაიწყოს გამოძიება, რადგან სახეზე გვაქვს დანაშაული, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. თუმცა ჩვენ ვგეგმავთ, განცხადება მაინც შევიტანოთ.

- მოგვიყევით დეტალურად, რა მოხდა ოფისთან დაკავშირებით?

- ოფისს ჰყავს 11 თანამესაკუთრე. ოქრუაშვილის სურვილია, როგორც შემდგომში გამოჩნდა, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კარგად აპრობირებული მეთოდებით, მუქარებითა და შანტაჟით დაგვათმობინოს ქონება თავის სასარგებლოდ!

- ეს ოფისი ვის ეკუთვნოდა ოქრუაშვილამდე, მან ხომ ვიღაცას წაართვა? თუ ვცდები, დამიზუსტეთ.

- ეს ოფისი არ არის წართმეული, ის ჩვენ ერთობლივად შევიძინეთ 2007 წელს ფიზიკური პირისგან. პირადად მე მთელი ჩემი დანაზოგი ჩავდე ჩემს წილად, მეტი არანაირი ქონება არ გამაჩნია, მამაპაპისეული სახლიც კი 2008 წლის ომის დროს რუსებმა გადამიწვეს და დღემდე ვერ დაგვისრულებია მშენებლობა. არ ვაპირებ ამ წილის დათმობას, ოქრუაშვილის მუქარების გამო. მე დღეს ცხოვრება ახლიდან მაქვს დასაწყები, ერთადერთი კაპიტალი მხოლოდ ეს წილია და ოქრუაშვილმა კი არა, სააკაშვილის ჯალათებმაც კი ვერ გამტეხეს ციხეში და ერთი უსახური და გაბოროტებული ოქრუაშვილის არა თუ არ მეშინია, არამედ ძალიან მეცოდება, რომ ეს საცოდავი აქამდე დაეცა!

"ქრონიკა" კომენტარისთვის ყოფილ პარლამენტარსა და ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრს, თეო ტლაშაძესაც დაუკავშირდა. საინტერესოა, მართლა აპირებდა თუ არა დედაოების გამოწვას ირაკლი ოქრუაშვილი "მონადირის სახლში"?

- გელა, არც ერთ სიტყვას ამას არ დავამატებ, რაც "მაესტრომ", კერძოდ კი ია თინიკაშვილმა გადაიღო ჩემი "ფეისბუკის" გვერდიდან, სადაც ვთქვი, რომ ეს ორივე ადამიანი ჩემთვის არის ახლობელი და არანაირ კომენტარს არ ვაპირებ არავისთან. შენც შეგიძლია, ჩემი "ფეისბუკის" განცხადება დაბეჭდო ჩემი კომენტარის ადგილზე.

- აქ კონკრეტული ფაქტია, მაშინ დავწერ, რომ კომენტარს არ აკეთებ.

- ჩემი კომენტარი ყველა კითხვაზე, რაც დაისმება, იქნება ერთი და იგივე... რაც გითხარით, ესაა კომენტარი, ამ კომენტარს ვაკეთებ და არა როგორც თქვენ თქვით, არ აკეთებს კომენტარსო. ჩემი კომენტარია, რაც გამოვაქვეყნე ჩემს "ფეისბუკ-გვერდზე"!

- მე მჭირდება კომენტარი კონკრეტულ ფაქტზე, ნუ მითითებ "ფეისბუკისკენ"!

- მეტის არაფრის თქმას არ ვაპირებ, ეგაა კომენტარი ყველასთვის, ყველა კითხვაზე!

- თეო, მე არ ვარ გუშინ გამოჩეკილი სააგენტო, რომ "ფეისბუკში" დადებულ სტატუსს დავეტაკო. ქარელი ლაპარაკობს კონკრეტულ ფაქტზე. მე დავწერ, რომ ჩემთან კომენტარს არ აკეთებთ!

- მე რა პასუხიც მაქვს კითხვაზე, გეუბნებით და ეგ დაწერეთ.

- დედაოებზე არსად არაფერი წერია.

- ყველა კითხვაზე არის ეგ პასუხი, რაც გავაკეთე!

თეო ტლაშაძისა და ჩემი მიმოწერა, ალბათ, საინტერესო უნდა იყოს სხვებისთვისაც: ჯერ ერთი, ჩემთვის შეურაცხყოფაა, როცა ყოფილი პარლამენტარი "ფეისბუკის" გვერდისკენ მითითებს, მე კომენტარი უკვე დავწერე და ეგ გამოიყენეო და მეორეც - სულაც არ ვარ ვალდებული, სოციალურ ქსელში ვიძრომიალო და ის ვარკვიო, რა დაწერა სადღაც ქალაბტონმა თეომ. სხვათა შორის, კარგი გამოსავალი მოძებნა ზოგიერთმა: მე ჩემი ვთქვი და ეს კანონია შენთვის, აუცილებლად დაბეჭდეო. არა, გენაცვალოს ჩემი თავი, მე სხვა შეკითხვებიც მაქვს, თუ არ მპასუხობ, ესე იგი, კომენტარის გაკეთება არ გინდა და ამიტომ, მეყოლე ვარდივით!

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ასევე იხილეთ: "სახლს დაგიწვავ დედ-მამიანად, დანარჩენს გასვენებაში აგიხსნი" - სკანდალური მუქარის წერილი ქარელს ოქრუაშვილისგან?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ