პოპულარული მომღერალი ლანა დელ რეი მეგობარ მამაკაცზე, ბარი-ჯეიმს ო'ნილზე მალულად დაინიშნა.
მომღერალს საყვარელმა მამაკაცმა ცოლობა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს შესთავაზა, მაგრამ ამას საიდუმლოდ ინახავდა. შარშან ივლისში მომღერლის არათითზე ბრილიანტის ბეჭედი შენიშნეს, სწორედ მაშინ გაჩნდა მოსალოდნელი ქორწილის შესახებ პირველი ჭორები. ლანას საქმრო ბარი ფოლკ-ჯგუფ Kassidy-ს ყოფილი სოლისტი და ახლა უკვე დამოუკიდებელი მომღერალია, რომელიც ზედმეტსახელით - Nightmare Boy -ით მოღვაწეობს.
წყვილი პირველად ერთად 2011 წელს შენიშნეს, ხოლო 2012 წელს ლანამ განაცხადა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი მისი ჰიტის - Off to the Races-ის შთაგონების წყაროა.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.