მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეთიუ ბრაიზა - რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ამერიკის ინტერესებში შედიოდა
მეთიუ ბრაიზა - რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ამერიკის ინტერესებში შედიოდა

კა­ნონ­ზე მაღ­ლა არა­ვინ დგას, მათ შო­რის არც სა­ა­კაშ­ვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე მე­თიუ ბრა­ი­ზა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში მუხ­რო­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­გეგ­მვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით აცხა­დებს.

ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს, ბრა­ი­ზა გან­მარ­ტავს, რომ "სა­ჭი­როა სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც და­ად­გენს, და­ირ­ღვა თუ არა კა­ნო­ნი".

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­გო­რია სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­პუ­ტა­ცია და მემ­კვიდ­რე­ო­ბა არ­სე­ბულ მო­მენ­ტში, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წის შე­ფა­სე­ბით, "მას­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ".

"მაგ­რამ ზო­გა­დად, ყვე­ლა თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" და რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მან გა­ა­ტა­რა, ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის იყო. სა­ა­კაშ­ვი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, თით­ქმის აღარ არ­სე­ბობ­და. სხვა თუ არა­ფე­რი, სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­გა­რეო ას­პა­რეზ­ზე ქვე­ყა­ნა ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მი­იყ­ვა­ნა ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას­თან - მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტი, სა­დაც მე, დღემ­დე ვთვლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო სავ­სე­ბით იმ­სა­ხუ­რებ­და მაპი-ის მი­ღე­ბას. მე­ო­რე მხრივ, სა­ა­კაშ­ვი­ლის მცდე­ლო­ბებ­ზე, გა­ე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო, ამე­რი­კა­ში სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ: ერ­თნი, ძი­რი­თა­დად, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სწო­რად მო­იქ­ცა, რად­გან სწო­რედ ეს სურ­და მის ხალ­ხს - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი, მე­ო­რე­ნი კი, მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბი, ფიქ­რო­ბენ, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა მე­ტის­მე­ტად იჩ­ქა­რა ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სას, ზედ­მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი იყო და მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცია რუ­სე­თის ფაქ­ტო­რის­თვის, მაგ­რამ ზო­გა­დი კონ­სენ­სუ­სი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ამე­რი­კე­ლე­ბის აზ­რით, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი აკე­თებ­და, სა­სი­კე­თო იყო მის­თვის და ეს ნა­ბი­ჯე­ბი შე­დი­ო­და ამე­რი­კის, რო­გორც მისი პარტნი­ო­რის ინ­ტე­რე­სებ­ში", - აცხა­დებს ბრა­ი­ზა და იქვე დას­ძენს, რომ ასე მი­იჩ­ნევს ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­აც და პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი არ შეც­ვლი­ლა.

გარ­და ამი­სა, ინ­ტერ­ვი­უ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზეც სა­უბ­რობს.

"მე ვფიქ­რობ, უნდა წახ­ვი­დეთ, თუმ­ცა არ უნდა და­ი­ვი­წყოთ რე­ა­ლო­ბა და სხვებ­საც შე­ახ­სე­ნოთ: რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ოკუ­პა­ცი­ას და ეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლი­დან სულ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბი­თაა. იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, რომ ამის შე­სა­ხებ არ გა­ნა­ცხა­და არც ერ­თმა მსოფ­ლიო ლი­დერ­მა: ეს ხომ თა­ვად ოლიმ­პი­ა­დის, რო­გორც სამ­შვი­დო­ბო სუ­ლის­კვე­თე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. რუ­სე­თი დღემ­დე არ­ღვევს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ 6-პუნ­ქტი­ან შე­თან­ხმე­ბას და იცით კი, რა შე­თან­ხმე­ბაა ეს? ეს იყო სა­ში­ნე­ლი, ყოვ­ლად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა - მი­სა­ღე­ბი იყო მხო­ლოდ მისი თავ­და­პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი, რო­მელ­ზეც მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­დნენ საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კუშ­ნე­რი და ფი­ნე­თის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო მი­ნის­ტრი ალექ­სან­დერ შტუ­ბი, სა­ბო­ლო­ოდ კი სარ­კო­ზის, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ პუ­ტი­ნის სამ­ხედ­რო მუ­ქა­რის ფონ­ზე, ყოვ­ლად სა­მარ­ცხვი­ნო და უსა­მარ­თლო შე­თან­ხმე­ბა­ზე მო­უ­წია ხე­ლის მო­წე­რამ. ეს შე­თან­ხმე­ბა იმ­დე­ნად მი­კერ­ძო­ებ­ლი იყო, რომ დიდი საფრ­თხეც კი ახ­ლდა. იცით, კი­დევ უფრო დიდი უსა­მარ­თლო­ბა რა იყო? რუ­სეთ­მა ეს შე­თან­ხმე­ბაც კი არ შე­ას­რუ­ლა! ერთი სი­ტყვით, უნდა წახ­ვი­დეთ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე, მაგ­რამ ამა­ყად თა­ვა­წე­ულ­ნი. პრო­ვო­კა­ცი­ებს უნდა ერი­დოთ, მაგ­რამ შე­გიძ­ლი­ათ კონ­კრე­ტულ ჟეს­ტებს მი­მარ­თოთ: შე­გიძ­ლი­ათ, მა­გა­ლი­თად, სა­ნაკ­რე­ბო ფორ­მებ­ზე ორი ნა­ჭე­რი მი­გე­კე­რე­ბი­ნათ: ერთი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი­ე­რი სა­ზღვრე­ბია და­ტა­ნი­ლი, აფხა­ზე­თი­თა და სამ­ხრეთ ოსე­თით, მე­ო­რე კი იმის ამ­სახ­ვე­ლი, თუ რა და­ტო­ვა ამ სა­ზღვრე­ბი­დან რუ­სეთ­მა. ეს არ არის პრო­ვო­კა­ცია, ეს არის სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს უყუ­რებს, სა­კუ­თარ თავს ჰკი­თხავს? - რა არის ეს? რა­ტომ აც­ვი­ათ მათ ასე? და თქვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ, მსოფ­ლი­ოს უთხრათ, რა გა­წუ­ხებთ", - აღ­ნიშ­ნავს მე­თიუ ბრა­ი­ზა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

მეთიუ ბრაიზა - რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ამერიკის ინტერესებში შედიოდა

მეთიუ ბრაიზა - რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ამერიკის ინტერესებში შედიოდა

კანონზე მაღლა არავინ დგას, მათ შორის არც სააკაშვილი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მუხროვანის სპეცოპერაციის დაგეგმვის შესახებ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით აცხადებს.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ყოფილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, ბრაიზა განმარტავს, რომ "საჭიროა სრულყოფილი გამოძიება, რომელიც დაადგენს, დაირღვა თუ არა კანონი".

რაც შეეხება იმას, როგორია სააკაშვილის რეპუტაცია და მემკვიდრეობა არსებულ მომენტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის შეფასებით, "მასზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ".

"მაგრამ ზოგადად, ყველა თანხმდება იმაზე, რომ "ვარდების რევოლუცია" და რეფორმები, რომლებიც მან გაატარა, ისტორიული მნიშვნელობის იყო. სააკაშვილამდე საქართველო, როგორც სახელმწიფო, თითქმის აღარ არსებობდა. სხვა თუ არაფერი, სააკაშვილმა საგარეო ასპარეზზე ქვეყანა ყველაზე ახლოს მიიყვანა ოცნების ასრულებასთან - მხედველობაში მაქვს ბუქარესტის სამიტი, სადაც მე, დღემდე ვთვლი, რომ საქართველო სავსებით იმსახურებდა მაპი-ის მიღებას. მეორე მხრივ, სააკაშვილის მცდელობებზე, გაეერთიანებინა საქართველო, ამერიკაში სხვადასხვა შეხედულება აქვთ: ერთნი, ძირითადად, რესპუბლიკელები, მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი სწორად მოიქცა, რადგან სწორედ ეს სურდა მის ხალხს - გაერთიანებული ქვეყანა და ევროატლანტიკური მომავალი, მეორენი კი, მემარცხენეები, ფიქრობენ, რომ სააკაშვილმა მეტისმეტად იჩქარა ქვეყნის გაერთიანებისას, ზედმეტად აგრესიული იყო და მეტი ყურადღება უნდა მიექცია რუსეთის ფაქტორისთვის, მაგრამ ზოგადი კონსენსუსი იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკელების აზრით, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, სასიკეთო იყო მისთვის და ეს ნაბიჯები შედიოდა ამერიკის, როგორც მისი პარტნიორის ინტერესებში", - აცხადებს ბრაიზა და იქვე დასძენს, რომ ასე მიიჩნევს ობამას ადმინისტრაციაც და პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა.

გარდა ამისა, ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე სოჭის ოლიმპიადაზეც საუბრობს.

"მე ვფიქრობ, უნდა წახვიდეთ, თუმცა არ უნდა დაივიწყოთ რეალობა და სხვებსაც შეახსენოთ: რუსეთი აგრძელებს საქართველოს სამხედრო ოკუპაციას და ეს ოკუპირებული ტერიტორიები ოლიმპიური სოფლიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა. იმედგაცრუებული ვარ, რომ ამის შესახებ არ განაცხადა არც ერთმა მსოფლიო ლიდერმა: ეს ხომ თავად ოლიმპიადის, როგორც სამშვიდობო სულისკვეთების ღონისძიების შეურაცხყოფაა. რუსეთი დღემდე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიან შეთანხმებას და იცით კი, რა შეთანხმებაა ეს? ეს იყო საშინელი, ყოვლად მიკერძოებული შეთანხმება - მისაღები იყო მხოლოდ მისი თავდაპირველი ვარიანტი, რომელზეც მოლაპარაკებას აწარმოებდნენ საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი და ფინეთის ყოფილი საგარეო მინისტრი ალექსანდერ შტუბი, საბოლოოდ კი სარკოზის, საქართველოს მიმართ პუტინის სამხედრო მუქარის ფონზე, ყოვლად სამარცხვინო და უსამართლო შეთანხმებაზე მოუწია ხელის მოწერამ. ეს შეთანხმება იმდენად მიკერძოებლი იყო, რომ დიდი საფრთხეც კი ახლდა. იცით, კიდევ უფრო დიდი უსამართლობა რა იყო? რუსეთმა ეს შეთანხმებაც კი არ შეასრულა! ერთი სიტყვით, უნდა წახვიდეთ სოჭის ოლიმპიადაზე, მაგრამ ამაყად თავაწეულნი. პროვოკაციებს უნდა ერიდოთ, მაგრამ შეგიძლიათ კონკრეტულ ჟესტებს მიმართოთ: შეგიძლიათ, მაგალითად, სანაკრებო ფორმებზე ორი ნაჭერი მიგეკერებინათ: ერთი, სადაც საქართველოს კანონიერი საზღვრებია დატანილი, აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით, მეორე კი იმის ამსახველი, თუ რა დატოვა ამ საზღვრებიდან რუსეთმა. ეს არ არის პროვოკაცია, ეს არის საკუთარი პოზიციის გამოხატვა. უამრავი ადამიანი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს უყურებს, საკუთარ თავს ჰკითხავს? - რა არის ეს? რატომ აცვიათ მათ ასე? და თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, მსოფლიოს უთხრათ, რა გაწუხებთ", - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა