პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:26-ზე, მთვარე სასწორში გადავა 07:34-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესჯადო - მივიღებთ თუ არა ახალ კეზერაშვილებს, ჯოხთაბერიძეებს და შევარდნაძეებს
ბიზნესჯადო - მივიღებთ თუ არა ახალ კეზერაშვილებს, ჯოხთაბერიძეებს და შევარდნაძეებს

რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვაა, მხო­ლოდ რუ­სულ საფრ­თხეს, ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებ­სა და კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლას არ ვგუ­ლის­ხმობთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, არ აჰ­ყვეს ცდუ­ნე­ბას, რაც მა­საც და ქვე­ყა­ნა­საც ძვი­რად და­უჯ­დე­ბა.

მთა­ვა­რი ცდუ­ნე­ბა კი იქ იმა­ლე­ბა, სა­დაც ფუ­ლია - ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა ამ ცდუ­ნე­ბას გა­უძ­ლეს კი არა, თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე გა­და­ეშ­ვნენ მას­ში.

ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებთ - და­სავ­ლეთ­ში ბესტსე­ლე­რე­ბად იქ­ცე­ვა ხოლ­მე წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე მკი­თხველს რჩე­ვებს აძ­ლე­ვენ, სწრა­ფად რო­გორ და­აგ­რო­ვოს კა­პი­ტა­ლი. ამ წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ეცხოვ­რათ, ერთ სტრი­ქონ­საც ვერ და­წერ­დნენ, ან მხო­ლოდ ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში ჩა­ა­ტევ­დნენ მთელ ამ­ბავს - "სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ ხარ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ნა­თე­სა­ვი, კლა­სე­ლი ან ძმა­კა­ცი, შენ­ში ელ­ვის სის­წრა­ფით "გა­იღ­ვი­ძებს" დიდი ბიზ­ნე­სის ნიჭი და ფულს სწრა­ფად იშო­ვი."

მა­გა­ლი­თად, 90-იან წლებ­ში "სა­ო­ცა­რი" დამ­თხვე­ვა მოხ­და. გახ­და თუ არა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი, პა­რა­ლე­ლუ­რად მის­მა სა­ნა­თე­სა­ომ თა­ვის თავ­ში ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ნიჭი "აღ­მო­ა­ჩი­ნა". სა­ქარ­თვე­ლო სა­ბო­ლოო გა­კოტ­რე­ბის ზღვარ­ზე იყო, სა­მა­გი­ე­როდ, შე­ვარ­დნა­ძის სი­ძემ, გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძემ და ძმის­შვილ­მა ნუგ­ზარ შე­ვარ­დნა­ძემ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­ში და­იმ­კვიდ­რეს ად­გი­ლი.

არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა იმ­დრო­ინ­დელ პრე­სა­ში, რომ მათი და­წყე­ბი­თი კა­პი­ტა­ლი სწო­რედ შე­ვარ­დნა­ძის ოჯა­ხის წევ­რო­ბა იყო. ამ "კა­პი­ტალ­მა" ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ვა და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ბა­ზარ­ზე ჯოხ­თა­ბე­რი­ძე მო­ნო­პო­ლის­ტად, ნუგ­ზარ შე­ვარ­დნა­ძე კი ნავ­თობ­მაგ­ნა­ტად აქ­ცია.

სხვა­თა შო­რის, სა­ნამ ოპო­ზი­ცი­ა­ში იყ­ვნენ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ ჯოხ­თა­ბე­რი­ძეს და ნუგ­ზარ შე­ვარ­დნა­ძეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ კი, ახა­ლი ჯოხ­თა­ბე­რი­ძე­ე­ბი და ნუგ­ზა­რე­ბი "გა­მო­ჩე­კეს". შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში გაგ­რძელ­და ანო­მა­ლია - ბიზ­ნეს­მე­ნი "და­ნიშ­ვნით".

მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში დახ­ლს ვერ დად­გავ­დი, თუ გიგი უგუ­ლა­ვას თან­ხმო­ბა არ იყო. თა­ვის მხრივ კი, უგუ­ლა­ვამ ბიზ­ნე­სის ნიჭი "გა­უღ­ვი­ძა" ძმა­კა­ცებს, კლა­სე­ლებს ან მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს. მა­გა­ლი­თად, წყალს ეპატ­რო­ნე­ბო­და უგუ­ლა­ვას ერთი ძმა­კა­ცი, ას­ფალ­ტის და­გე­ბა­ზე ტენ­დერს "იგებ­და" უგუ­ლა­ვას მე­ო­რე ძმა­კა­ცის მიერ ნაჩ­ქა­რე­ვად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია. უგუ­ლა­ვას მე­რად და­ნიშ­ვნამ­დე ამ ძმა­კაცს ისე­თი­ვე შე­ხე­ბა ჰქონ­და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან, რო­გორც აქ­ლემს სა­ლა­მურ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თკა­ცი­ა­ნი კომ­პა­ნია ტენ­დე­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლის მცი­რე ნა­წი­ლით სხვა კომ­პა­ნი­ას ქი­რა­ობ­და და შე­სა­ბა­მის შე­დეგ­საც ვი­ღებ­დით (იხ. თბი­ლი­სის გზე­ბი).

ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის "და­ნიშ­ვნამ" უკვე ისე­თი მას­შტა­ბე­ბი შე­ი­ძი­ნა, რომ მისი შე­ფუთ­ვი­თაც კი აღარ იწუ­ხებ­დნენ თავს. ამის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია თბი­ლის­ში გარე რეკ­ლა­მი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ბიზ­ნე­სე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა.

ალ­ბათ, ადრე თუ გვი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, "და­ნიშ­ნუ­ლი" ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მო­გე­ბი­დან რამ­დე­ნი მი­დი­ო­და მათ და რამ­დე­ნი უგუ­ლა­ვას ჯი­ბე­ში. თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უგუ­ლა­ვა პირ­და­პირ თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­შიც აფა­თუ­რებ­და ხე­ლებს პარ­ტი­ი­სა და თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

ისე, ჯოხ­თა­ბე­რი­ძის მას­შტა­ბებს ყვე­ლა­ზე უფრო და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი მი­უ­ახ­ლოვ­და. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე" ის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ზონ­დერჯგუ­ფე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი იყო, ჯერ კი­დევ აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უ­ებს პრე­სას და ჰყვე­ბო­და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ ის­ტო­რი­ებს, რო­გორ მუ­შა­ობ­და ის­რა­ელ­ში ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში კვერ­ცხე­ბის მტე­ხა­ვად.

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სო­ბი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბი­სას, სა­ვა­რა­უ­დოდ, რითი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი კე­ზე­რაშ­ვი­ლი, შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­იტ­ზე. თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ კი კე­ზე­რაშ­ვილ­მა სი­ა­მა­ყით გა­ნა­ცხა­და, რომ ბიზ­ნეს­ში წა­ვი­და.

პა­ტა­რა გა­დახ­ვე­ვას გა­ვა­კე­თებთ - და­სავ­ლეთ­ში ყო­ფი­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი ბიზ­ნეს­ში ვერ მი­დი­ან. იქ შე­საძ­ლოა, ბიზ­ნეს­ში დაბ­რუნ­დნენ - იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სწო­რედ ბიზ­ნე­სი­დან მო­ვიდ­ნენ. ხოლო თუ მა­ნამ­დე ბიზ­ნე­სის გა­მოც­დი­ლე­ბა არ გქონ­და და არც სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი გაქვს, ვერც წახ­ვალ და ვერც გა­მოხ­ვალ - უბ­რა­ლოდ, და­უბ­რუნ­დე­ბი პირ­ვან­დელ პრო­ფე­სი­ას (მა­გა­ლი­თად, სარ­კო­ზი ად­ვო­კა­ტო­ბას და­უბ­რუნ­და). ისე, ამ ლო­გი­კით კე­ზე­რაშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის შემ­დეგ კვერ­ცხე­ბის ტეხ­ვას უნდა დაბ­რუ­ნე­ბო­და.

თუმ­ცა ეს სა­ქარ­თვე­ლოა - კე­ზე­რაშ­ვი­ლი მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "და­ნიშ­ნა" მთა­ვარ ბიზ­ნეს­მე­ნად და მან ოთხ წე­ლი­წად­ში მი­ლი­არ­დამ­დე დო­ლა­რი იშო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე (სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი) გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ეს ამ­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ გა­ვიხ­სე­ნეთ, რად­გან ნამ­დვი­ლად არ გვსურს, "პი­რა­დი" ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ახა­ლი პლე­ა­და მი­ვი­ღოთ. არა­და, ცდუ­ნე­ბა დი­დია. გარ­და ამი­სა, შე­საძ­ლოა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა, მა­გა­ლი­თად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, სუ­ლაც კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით (მა­გა­ლი­თად, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა), რო­მე­ლი­მე ფა­ვო­რიტ ბიზ­ნეს­მენს სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნას ან ბიზ­ნესს­ფე­რო­ე­ბის კუ­რა­ტო­რო­ბა და­ა­კის­როს. ეს უკვე, რო­გორც ნათ­ქვა­მია, ისე­თი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­ნა­შა­ულ­ზე მე­ტია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა შევ­თან­ხმდეთ, რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო სა­კი­თხზე. პირ­ველ რიგ­ში, იმა­ზე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი არ არი­ან ფე­ო­და­ლე­ბი, რომ პი­რა­დი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ჰყავ­დეთ, რო­გორც ადრე ჰყავ­დათ პი­რა­დი გვარ­დია და პი­რად მას­ხა­რე­ბი. მე­ო­რეც - თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა სურს, უნდა იმუ­შა­ოს შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მოს შექ­მნა­ზე, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის ამოქ­მე­დე­ბა­ზე და ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში ხე­ლე­ბის ფა­თურს შე­ეშ­ვას. კო­ლექ­ტი­უ­რი კე­ზე­რაშ­ვი­ლე­ბი­სა და ჯოხ­თა­ბე­რი­ძე­ე­ბის ჯადო კი, სა­ბო­ლო­ოდ უნდა აეხ­სნას ამ სფე­როს.

ყო­ველ­თვის ძნე­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით მო­ე­რი­ოს ცდუ­ნე­ბას ან არ და­უშ­ვას შეც­დო­მა. ამა­ზე მას პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მე­დი­ამ და ამ სექ­ტო­რის ლი­დე­რებ­მა უნდა მი­უ­თი­თონ, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი (კარ­გი გა­გე­ბით) უნდა იყ­ვნენ.

ისე გა­მოგ­ვი­ვი­და, მულო შენ გე­უბ­ნე­ბი და რძა­ლო, შენ გა­ი­გეო. რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, იმე­დი გვაქვს - სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­დან სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ა­კონ­ტრო­ლებს, რომ "პი­რა­დი" ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ინ­კუ­ბა­ტო­რი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ი­ხუ­როს, ხოლო თუ შე­ა­ტყობს, რომ მსგავ­სი სქე­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მცდე­ლო­ბაა, ხმა­მაღ­ლა იტყვის ამის შე­სა­ხებ.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მი­ვი­ღეთ ახა­ლი ჯოხ­თა­ბე­რი­ძე­ე­ბი და კე­ზე­რაშ­ვი­ლე­ბი, ეს იქ­ნე­ბა აშ­კა­რა ნა­ბი­ჯი, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­ნა­მორ­ბე­დებს და­ემ­სგავ­სოს. შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა კი­დევ ერთ, უკვე მრა­ვალ­ჯერ გავ­ლილ წრე­ზე წავა, რო­მე­ლიც კარ­გს ნამ­დვი­ლად არა­ფერს გვი­ქა­დის.

ლე­ვან რაზ­მა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს

ბიზნესჯადო - მივიღებთ თუ არა ახალ კეზერაშვილებს, ჯოხთაბერიძეებს და შევარდნაძეებს

ბიზნესჯადო - მივიღებთ თუ არა ახალ კეზერაშვილებს, ჯოხთაბერიძეებს და შევარდნაძეებს

როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მხოლოდ რუსულ საფრთხეს, ეკონომიკურ პრობლემებსა და კრიმინალთან ბრძოლას არ ვგულისხმობთ. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, არ აჰყვეს ცდუნებას, რაც მასაც და ქვეყანასაც ძვირად დაუჯდება.

მთავარი ცდუნება კი იქ იმალება, სადაც ფულია - ბიზნესსექტორში. წინა ხელისუფლებებმა ამ ცდუნებას გაუძლეს კი არა, თავიდან ფეხებამდე გადაეშვნენ მასში.

ცოტა შორიდან დავიწყებთ - დასავლეთში ბესტსელერებად იქცევა ხოლმე წიგნები, რომლებშიც სხვადასხვა ცნობილი ბიზნესმენების მაგალითზე მკითხველს რჩევებს აძლევენ, სწრაფად როგორ დააგროვოს კაპიტალი. ამ წიგნების ავტორებს საქართველოში რომ ეცხოვრათ, ერთ სტრიქონსაც ვერ დაწერდნენ, ან მხოლოდ ერთ წინადადებაში ჩაატევდნენ მთელ ამბავს - "საქართველოში თუ ხარ უმაღლესი თანამდებობის პირების ნათესავი, კლასელი ან ძმაკაცი, შენში ელვის სისწრაფით "გაიღვიძებს" დიდი ბიზნესის ნიჭი და ფულს სწრაფად იშოვი."

მაგალითად, 90-იან წლებში "საოცარი" დამთხვევა მოხდა. გახდა თუ არა ედუარდ შევარდნაძე ქვეყნის პირველი პირი, პარალელურად მისმა სანათესაომ თავის თავში ზემოთხსენებული ნიჭი "აღმოაჩინა". საქართველო საბოლოო გაკოტრების ზღვარზე იყო, სამაგიეროდ, შევარდნაძის სიძემ, გია ჯოხთაბერიძემ და ძმისშვილმა ნუგზარ შევარდნაძემ პოსტსაბჭოთა სივრცეში უმდიდრესი ადამიანების სიაში დაიმკვიდრეს ადგილი.

არაერთხელ დაწერილა იმდროინდელ პრესაში, რომ მათი დაწყებითი კაპიტალი სწორედ შევარდნაძის ოჯახის წევრობა იყო. ამ "კაპიტალმა" ძალიან ეფექტურად იმუშავა და კავშირგაბმულობის ბაზარზე ჯოხთაბერიძე მონოპოლისტად, ნუგზარ შევარდნაძე კი ნავთობმაგნატად აქცია.

სხვათა შორის, სანამ ოპოზიციაში იყვნენ, "ნაციონალები" ხშირად აკრიტიკებდნენ ჯოხთაბერიძეს და ნუგზარ შევარდნაძეს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ახალი ჯოხთაბერიძეები და ნუგზარები "გამოჩეკეს". შესაბამისად, საქართველოში გაგრძელდა ანომალია - ბიზნესმენი "დანიშვნით".

მაგალითად, თბილისში დახლს ვერ დადგავდი, თუ გიგი უგულავას თანხმობა არ იყო. თავის მხრივ კი, უგულავამ ბიზნესის ნიჭი "გაუღვიძა" ძმაკაცებს, კლასელებს ან მასთან დაახლოებულ პირებს. მაგალითად, წყალს ეპატრონებოდა უგულავას ერთი ძმაკაცი, ასფალტის დაგებაზე ტენდერს "იგებდა" უგულავას მეორე ძმაკაცის მიერ ნაჩქარევად დაფუძნებული კომპანია. უგულავას მერად დანიშვნამდე ამ ძმაკაცს ისეთივე შეხება ჰქონდა საგზაო ინფრასტრუქტურასთან, როგორც აქლემს სალამურთან. შესაბამისად, ერთკაციანი კომპანია ტენდერიდან მიღებული ფულის მცირე ნაწილით სხვა კომპანიას ქირაობდა და შესაბამის შედეგსაც ვიღებდით (იხ. თბილისის გზები).

ბიზნესმენების "დანიშვნამ" უკვე ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მისი შეფუთვითაც კი აღარ იწუხებდნენ თავს. ამის კლასიკური მაგალითია თბილისში გარე რეკლამისა და მიკროავტობუსების ბიზნესების ხელში ჩაგდება.

ალბათ, ადრე თუ გვიან სამართალდამცველები დაინტერესდებიან, "დანიშნული" ბიზნესმენების მოგებიდან რამდენი მიდიოდა მათ და რამდენი უგულავას ჯიბეში. თუმცა პროკურატურის ინფორმაციით, უგულავა პირდაპირ თბილისის ბიუჯეტშიც აფათურებდა ხელებს პარტიისა და თანაგუნდელების საკეთილდღეოდ.

ისე, ჯოხთაბერიძის მასშტაბებს ყველაზე უფრო დავით კეზერაშვილი მიუახლოვდა. "ვარდების რევოლუციამდე" ის "ნაციონალების" ზონდერჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი იყო, ჯერ კიდევ აძლევდა ინტერვიუებს პრესას და ჰყვებოდა გულისამაჩუყებელ ისტორიებს, როგორ მუშაობდა ისრაელში ერთ-ერთ რესტორანში კვერცხების მტეხავად.

ინფორმაცია იმის შესახებ, ფინანსური პოლიციის უფროსობისა და თავდაცვის მინისტრობისას, სავარაუდოდ, რითი იყო დაკავებული კეზერაშვილი, შეგიძლიათ იხილოთ პროკურატურის საიტზე. თანამდებობის დატოვების შემდეგ კი კეზერაშვილმა სიამაყით განაცხადა, რომ ბიზნესში წავიდა.

პატარა გადახვევას გავაკეთებთ - დასავლეთში ყოფილი საჯარო მოხელეები ბიზნესში ვერ მიდიან. იქ შესაძლოა, ბიზნესში დაბრუნდნენ - იმ შემთხვევაში, თუ მაღალ თანამდებობაზე სწორედ ბიზნესიდან მოვიდნენ. ხოლო თუ მანამდე ბიზნესის გამოცდილება არ გქონდა და არც საწყისი კაპიტალი გაქვს, ვერც წახვალ და ვერც გამოხვალ - უბრალოდ, დაუბრუნდები პირვანდელ პროფესიას (მაგალითად, სარკოზი ადვოკატობას დაუბრუნდა). ისე, ამ ლოგიკით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობის შემდეგ კვერცხების ტეხვას უნდა დაბრუნებოდა.

თუმცა ეს საქართველოა - კეზერაშვილი მაშინდელმა ხელისუფლებამ "დანიშნა" მთავარ ბიზნესმენად და მან ოთხ წელიწადში მილიარდამდე დოლარი იშოვა. პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე (სამოხელეო დანაშაულის ნიშნები) გამოძიება დაიწყო.

ეს ამბები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საყურადღებოდ გავიხსენეთ, რადგან ნამდვილად არ გვსურს, "პირადი" ბიზნესმენების ახალი პლეადა მივიღოთ. არადა, ცდუნება დიდია. გარდა ამისა, შესაძლოა, ხელისუფლების რომელიმე მაღალი თანამდებობის პირმა, მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა, სულაც კეთილშობილური მოსაზრებებით (მაგალითად, ბიზნესის განვითარება), რომელიმე ფავორიტ ბიზნესმენს სასათბურე პირობები შეუქმნას ან ბიზნესსფეროების კურატორობა დააკისროს. ეს უკვე, როგორც ნათქვამია, ისეთი შეცდომა იქნება, რომელიც დანაშაულზე მეტია.

საქართველოში ალბათ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რამდენიმე საკვანძო საკითხზე. პირველ რიგში, იმაზე, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ არიან ფეოდალები, რომ პირადი ბიზნესმენები ჰყავდეთ, როგორც ადრე ჰყავდათ პირადი გვარდია და პირად მასხარები. მეორეც - თუ ხელისუფლებას ბიზნესის განვითარება სურს, უნდა იმუშაოს შესაბამისი გარემოს შექმნაზე, საკანონმდებლო ბაზის ამოქმედებაზე და ბიზნესსექტორში ხელების ფათურს შეეშვას. კოლექტიური კეზერაშვილებისა და ჯოხთაბერიძეების ჯადო კი, საბოლოოდ უნდა აეხსნას ამ სფეროს.

ყოველთვის ძნელია, რომ ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალებით მოერიოს ცდუნებას ან არ დაუშვას შეცდომა. ამაზე მას პირველ რიგში, საზოგადოებამ, მედიამ და ამ სექტორის ლიდერებმა უნდა მიუთითონ, რომლებიც ყოველთვის ჩასაფრებულები (კარგი გაგებით) უნდა იყვნენ.

ისე გამოგვივიდა, მულო შენ გეუბნები და რძალო, შენ გაიგეო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმედი გვაქვს - სამოქალაქო სექტორიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილი გააკონტროლებს, რომ "პირადი" ბიზნესმენების ინკუბატორი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს, ხოლო თუ შეატყობს, რომ მსგავსი სქემების განხორციელების მცდელობაა, ხმამაღლა იტყვის ამის შესახებ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მივიღეთ ახალი ჯოხთაბერიძეები და კეზერაშვილები, ეს იქნება აშკარა ნაბიჯი, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედებს დაემსგავსოს. შესაბამისად, ქვეყანა კიდევ ერთ, უკვე მრავალჯერ გავლილ წრეზე წავა, რომელიც კარგს ნამდვილად არაფერს გვიქადის.

ლევან რაზმაძე, Ambebi.ge

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ