მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო ჩორგოლაშვილს ჯერჯერობით ბავშვის გაჩენა არ უნდა
თაკო ჩორგოლაშვილს ჯერჯერობით ბავშვის გაჩენა არ უნდა

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ფი­ნა­ლის­ტი და "იმე­დის დი­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი ორ წელ­ზე მე­ტია გა­თხო­ვი­ლია. მისი მე­უღ­ლე კა­ლათ­ბურ­თე­ლი რეზი დი­დია გახ­ლავთ. რეზი ქუ­თა­ი­სის კა­ლათ­ბურ­თის გუნდში თა­მა­შობს, წყვილს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში უწევს ცხოვ­რე­ბა. სი­შო­რით გა­მოწ­ვე­ულ გრძნო­ბებ­ზე თა­კოს ინ­ტერ­ვი­უ­ში ვე­სა­უბ­რეთ, ამას­თან, პრო­ექ­ტში მო­გე­ბუ­ლი მან­ქა­ნის ბე­დი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დით.

- და­ვუბ­რუნ­დი ჩემს საქ­მეს, რო­მე­ლიც 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გამო, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­ტო­ვე­ბუ­ლი მქონ­და. სწავ­ლას ვაგ­რძე­ლებ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კუ­თხით ერთ-ერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. "იმე­დი" ჩემ­თვის მე­ო­რე სახ­ლია, როცა დრო­ის დიდ ნა­წილს ერთ ად­გი­ლას ატა­რებ, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან გიყ­ვარ­დეს.

- რა სირ­თუ­ლე­ებს ხვდე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით?

- ზო­გა­დად, ღია ეთერ­ში მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლი არ არის, ზოგ­ჯერ იპა­რე­ბა ლაფ-სუ­სე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, ერთი სი­უ­ჟე­ტი უფრო კარ­გი გა­მო­გი­ვი­დეს, ვიდ­რე მე­ო­რე, რაც სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორს უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის რთუ­ლი და სა­სა­ცი­ლო იყო ის პე­რი­ო­დი, როცა "იმედ­ში" მი­ვე­დი. ისე მოვ­ხვდი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, არა­ფე­რი ვი­ცო­დი, კას­ტინგზე ორი სი­ტყვა ვთქვი და და­მი­რე­კეს, ეთერ­ში შე­დი­ხა­რო, მა­შინ, როცა კა­მე­რა თვა­ლით არ მქონ­და ნა­ნა­ხი. თა­ვი­დან ეთერ­ში ისეთ რა­ღა­ცებს ვამ­ბობ­დი, ოპე­რა­ტო­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა შოკ­ში ვარ­დე­ბო­და (იღი­მის). კა­მე­რა რომ ირ­თვე­ბო­და, ვი­ზუ­ალ­ზე, კა­ბა­ზე უფრო მეტს ვფიქ­რობ­დი, ვიდ­რე სათ­ქმელ­ზე. მერე კი მივ­ხვდი, რომ მთა­ვა­რია, იფიქ­რო სათ­ქმელ­ზე და შემ­დეგ - გა­რეგ­ნო­ბა­ზე, თან კა­მე­რა­საც შე­ვეჩ­ვიე, ყუ­რა­დღე­ბაც მო­ვიკ­რი­ბე და გა­მოც­დი­ლე­ბაც და­მიგ­როვ­და.

იუ­რი­დი­ულ­ზე რომ ჩა­ვა­ბა­რე, მე­ო­თხე კურ­სი­დან მე­ო­რე­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ ვფიქ­რობ­დი დაბ­რუ­ნე­ბას, რომ პი­ა­რის შეს­წავ­ლა გა­დავ­წყვი­ტე, სულ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვი. მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ეს არის საქ­მე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს.

- რაც შე­ე­ხე­ბა პრიზს, რო­მე­ლიც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მი­ი­ღე, უკვე და­დი­ხარ მო­გე­ბუ­ლი მან­ქა­ნით?

- ჯერ არა, რად­გან გად­მო­ფორ­მე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ფი­ნა­ლის დღეს ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, სი­ცხი­ა­ნი ვცეკ­ვავ­დი, მერე მდგო­მა­რე­ო­ბა ისე გა­მირ­თულ­და, რომ ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლოდ ვგრძნობ­დი თავს. როცა გა­მოვ­კეთ­დი, საქ­მეს შე­ვუ­დე­ქი და მარ­თლა ვერ მო­ვი­ცა­ლე ამ ფორ­მა­ლო­ბის­თვის, თა­ნაც, გარ­და ამი­სა, ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ მაქვს, და­ვი­ტო­ვებ მან­ქა­ნას თუ გავ­ყი­დი.

- რაც შე­ე­ხე­ბა შენს მე­უღ­ლეს, ქუ­თა­ის­ში რომ უწევს დიდი დრო­ის გა­ტა­რე­ბა, არ გი­ჭირთ ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნა?

- კი, ძა­ლი­ან, ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა გვაქვს ოჯახ­ში - რეზი რო­დის ჩა­მო­ვა. ჩა­მოს­ვლი­სას, იმის მა­გივ­რად, რომ მი­ვე­სალ­მო, ჩემი პირ­ვე­ლი კი­თხვაა - რო­დის მი­დი­ხარ? ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, სი­შო­რე ურ­თი­ერ­თო­ბებს ამ­ყა­რებ­სო, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ ამა­ში კარ­გი არა­ფე­რია. ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა ისაა, რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გვერ­დით გყავს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თაკო ჩორგოლაშვილს ჯერჯერობით ბავშვის გაჩენა არ უნდა

თაკო ჩორგოლაშვილს ჯერჯერობით ბავშვის გაჩენა არ უნდა

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალისტი და "იმედის დილის" ჟურნალისტი თაკო ჩორგოლაშვილი ორ წელზე მეტია გათხოვილია. მისი მეუღლე კალათბურთელი რეზი დიდია გახლავთ. რეზი ქუთაისის კალათბურთის გუნდში თამაშობს, წყვილს სხვადასხვა ქალაქში უწევს ცხოვრება. სიშორით გამოწვეულ გრძნობებზე თაკოს ინტერვიუში ვესაუბრეთ, ამასთან, პროექტში მოგებული მანქანის ბედითაც დავინტერესდით.

- დავუბრუნდი ჩემს საქმეს, რომელიც 4 თვის განმავლობაში ძალიან მენატრებოდა და "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამო, ფაქტობრივად, მიტოვებული მქონდა. სწავლას ვაგრძელებ ჟურნალისტიკის კუთხით ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში. "იმედი" ჩემთვის მეორე სახლია, როცა დროის დიდ ნაწილს ერთ ადგილას ატარებ, გასაკვირი არ არის, რომ იქაურობა ძალიან გიყვარდეს.

- რა სირთულეებს ხვდები პროფესიული თვალსაზრისით?

- ზოგადად, ღია ეთერში მუშაობა ადვილი არ არის, ზოგჯერ იპარება ლაფ-სუსები, შეიძლება, ერთი სიუჟეტი უფრო კარგი გამოგივიდეს, ვიდრე მეორე, რაც სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, მაგრამ ჩემთვის რთული და სასაცილო იყო ის პერიოდი, როცა "იმედში" მივედი. ისე მოვხვდი ტელევიზიაში, არაფერი ვიცოდი, კასტინგზე ორი სიტყვა ვთქვი და დამირეკეს, ეთერში შედიხარო, მაშინ, როცა კამერა თვალით არ მქონდა ნანახი. თავიდან ეთერში ისეთ რაღაცებს ვამბობდი, ოპერატორიდან დაწყებული, შემოქმედებითი ჯგუფით დამთავრებული, ყველა შოკში ვარდებოდა (იღიმის). კამერა რომ ირთვებოდა, ვიზუალზე, კაბაზე უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე სათქმელზე. მერე კი მივხვდი, რომ მთავარია, იფიქრო სათქმელზე და შემდეგ - გარეგნობაზე, თან კამერასაც შევეჩვიე, ყურადღებაც მოვიკრიბე და გამოცდილებაც დამიგროვდა.

იურიდიულზე რომ ჩავაბარე, მეოთხე კურსიდან მეორეზე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობდი დაბრუნებას, რომ პიარის შესწავლა გადავწყვიტე, სულ ძიების პროცესში ვიყავი. მაგრამ ტელევიზიაში მოხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მომწონს.

- რაც შეეხება პრიზს, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიიღე, უკვე დადიხარ მოგებული მანქანით?

- ჯერ არა, რადგან გადმოფორმება ვერ მოვახერხე. ფინალის დღეს ძალიან ცუდად ვიყავი, სიცხიანი ვცეკვავდი, მერე მდგომარეობა ისე გამირთულდა, რომ ათი დღის განმავლობაში შეუძლოდ ვგრძნობდი თავს. როცა გამოვკეთდი, საქმეს შევუდექი და მართლა ვერ მოვიცალე ამ ფორმალობისთვის, თანაც, გარდა ამისა, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, დავიტოვებ მანქანას თუ გავყიდი.

- რაც შეეხება შენს მეუღლეს, ქუთაისში რომ უწევს დიდი დროის გატარება, არ გიჭირთ ერთმანეთისგან შორს ყოფნა?

- კი, ძალიან, ერთადერთი პრობლემა გვაქვს ოჯახში - რეზი როდის ჩამოვა. ჩამოსვლისას, იმის მაგივრად, რომ მივესალმო, ჩემი პირველი კითხვაა - როდის მიდიხარ? ხშირად მეუბნებიან, სიშორე ურთიერთობებს ამყარებსო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამაში კარგი არაფერია. ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება