პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიები არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ
ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიები არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი არის მთა­ვა­რი სა­კი­თხი, რა­ზეც ჩვენ და რუ­სე­თი უნდა შევ­თან­ხმდეთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­უნ­ხენ­ში ვი­ზი­ტის და­სას­რულს ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­თან პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გის ფორ­მატს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბის მიდ­გო­მაა, ევ­რო­კავ­ში­რი და აშშ-ი მი­ე­სალ­მე­ბი­ან.

"წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რა­დი­კა­ლუ­რი მიდ­გო­მა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო. ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი ამას წუ­ხი­ლით იხ­სე­ნე­ბენ. მათ­გან გვაქვს რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კის სრუ­ლი მო­წო­ნე­ბა და ისი­ნი მხარს უჭე­რენ ჩვენს მიდ­გო­მას. რუ­სეთ­მაც და­ი­წყო კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გად­მოდ­გმა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ჩვენ უნდა მო­ვახ­დი­ნოთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლურ ჩარ­ჩო­ებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის დავ­რჩე­ბით პრინ­ცი­პუ­ლე­ბი მთა­ვა­რი სა­კი­თხში – ეს არის ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და ეს არის მთა­ვა­რი სა­კი­თხი, რა­ზეც ჩვენ და რუ­სე­თი უნდა შევ­თან­ხმდეთ. ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ევ­რო­კავ­ში­რის და აშშ-ის როლს და მი­მაჩ­ნია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წინ უნდა წა­ვი­წი­ოთ", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიები არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ

ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიები არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ

ოკუპირებული ტერიტორიები არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში ვიზიტის დასასრულს ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატს, რომელიც საქართველოს ახალი მთავრობის მიდგომაა, ევროკავშირი და აშშ-ი მიესალმებიან.

"წინა ხელისუფლების რადიკალური მიდგომა რუსეთთან მიმართებაში აბსოლუტურად დამაზიანებელი იყო. ევროპელი ლიდერები ამას წუხილით იხსენებენ. მათგან გვაქვს რუსეთთან მიმართებაში ახალი პოლიტიკის სრული მოწონება და ისინი მხარს უჭერენ ჩვენს მიდგომას. რუსეთმაც დაიწყო კონსტრუქციული ნაბიჯების გადმოდგმა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ყოველთვის დავრჩებით პრინციპულები მთავარი საკითხში – ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ. ამ მოლაპარაკებაში რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის და აშშ-ის როლს და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით წინ უნდა წავიწიოთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა