საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ინგა გრიგოლიას საავატორო გადაცემა "რეაქციას" აკრიტიკებს, რომელიც 31 იანვარს "ტელეიმედის" პირდაპირ ეთრში გავიდა.
"ინგა გრიგოლიას ჰქონდა სრული ფიასკო! ასეთი რეაქციული და პროვოკაციული, რბილად რომ ვთქვა, არასწორი ეთერი ჯერ არ მინახავს საქართველოში… ალბათ პირველი და უკანასკნელია ასეთი რეზონანსული გადაცემა "იმედზე"...", - წერს საყვარელიძე.
შეგახსენებთ, ინგა გრიგოლიას პირველი "რეაქცია" მუხროვანის ამბოხის თემას და გასულ კვირას გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერს მიეძღვნა.
იხილეთ ვიდეო: "შენი პრეზიდენტი გამოიქცა ომიდან, გორის მიწა ცხვირით მოხნა იმ ნაძირალამ"