მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა კოლელიშვილი: "რაც ასაკში შევედი, მომავლის მეშინია"
 ზაზა კოლელიშვილი: "რაც ასაკში შევედი, მომავლის მეშინია"

ბავ­შვო­ბა­ში, როცა "კუ­კარ­ა­ჩას" ვუ­ყუ­რებ­დი, მურ­ტა­ლო­სი ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და. მა­შინ ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე არ ვფიქ­რობ­დი და ვერც ის წარ­მო­მედ­გი­ნა, წლე­ბის შემ­დეგ მურ­ტა­ლოს ოჯახ­ში თუ ვეს­ტუმ­რე­ბო­დი. ახლა, როცა ამ ამ­ბავს ზაზა კო­ლე­ლიშ­ვილს ვუყ­ვე­ბი, გა­ო­ცე­ბუ­ლი მე­კი­თხე­ბა: - მარ­თლა? ე.ი. კარ­გად მი­თა­მა­ში­აო... ვიდ­რე ჩემ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბებს და­ას­რუ­ლებ­და, იმ ფილმზე მოგ­ვი­თხრო, რომ­ლის სცე­ნარ­ზეც მის­მა მე­უღ­ლემ - ნა­თია გო­გო­ჭურ­მა იმუ­შა­ვა და რო­მე­ლიც გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის ხსოვ­ნას ეძღვნე­ბა.

- წელს გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის და­ბა­დე­ბი­დან 60 წელი შეს­რულ­დე­ბა. არ ვიცი, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო რამ­დე­ნად და­მიდ­გე­ბა გვერ­დით, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და, ეს თა­რი­ღი ღირ­სე­უ­ლად აღ­ვნიშ­ნოთ და მისი მო­თხრო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სპექ­ტაკ­ლი და­იდ­გას. ფილ­მის სცე­ნა­რიც მზად არის. მას "სუ­ლის პე­პე­ლა" და­ვარ­ქვით. მოქ­მე­დე­ბა ერთ სო­ფელ­ში ხდე­ბა, სა­დაც გო­დერ­ძის მო­თხრო­ბე­ბის გმი­რე­ბი იყ­რი­ან თავს... კი­დევ ერთ პრო­ექ­ტზე ვფიქ­რობ: კარ­გი იქ­ნე­ბა, რე­გი­ო­ნუ­ლი კულ­ტუ­რის სახ­ლე­ბი­სა და კი­ნოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფონ­დი თუ და­არ­სდე­ბა. ეს პრო­ექ­ტი რე­გი­ო­ნებს მთლი­ა­ნად გა­მო­ა­ცო­ცხლებს. ამ თე­მა­ზე შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­ში უკვე იცი­ან. ახლა ყვე­ლა­ფე­რი მათ კე­თილ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თან­ხე­ბის მო­ზიდ­ვა უმე­ტე­სად, უცხო­უ­რი ფონ­დე­ბი­დან მოხ­დე­ბა. ამ თე­მა­ზე ვრცლად მო­მა­ვალ­ში ვი­ლა­პა­რა­კოთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1957 წლის 11 იან­ვა­რი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მე­ხან­ძრე, კოს­მო­ნავ­ტი, მხატ­ვა­რი და მო­ქან­და­კე - მა­შინ ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მსა­ხი­ო­ბო­ბა არ შე­დი­ო­და, მაგ­რამ ამ პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი რომ არ მქო­ნო­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც იყო. ბო­ლოს და ბო­ლოს, მე ხომ მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ვი­ზარ­დე და კი­ნო­ში თა­მაშ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ეს ოც­ნე­ბა ამის­რულ­და. მხატ­ვრო­ბა და ქან­და­კე­ბა ჩემი ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ტა­ცე­ბა იყო. თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხემ" გან­სა­ზღვრა ის, რომ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. გა­მი­მარ­თლა, ძა­ლი­ან დიდი რე­ჟი­სო­რე­ბის გვერ­დით მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ. მათ­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, დიდი სკო­ლა გა­ვი­ა­რე.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...კა­ცი­აო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, - მყვი­რა­ლა და გრი­ა­ლა­აო.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ოჯახს, ბი­ძა­ჩემ­სა და მე­უღ­ლეს.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ალ­ბათ არა­ფერს შევ­ცვლი­დი.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ასე­თი კარ­გი ოჯა­ხი მყავს.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...ერ­თგუ­ლი ვარ.

- რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ჩემი ამ უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბის შე­სა­ხებ მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იცის და ამის გა­მოს­წო­რე­ბას არც ვცდი­ლობ. ვინც არ იცის, და­ვა­კონ­კრე­ტებ: და­ლე­ვა მიყ­ვარს.

- ღვი­ნო...

- ...დუ­დუ­კი, ქა­ლე­ბი (იცი­ნის). ღვი­ნის გემო ბოლო წლებ­ში გა­ვი­გე. გვი­ან მივ­ხვდი, ღვი­ნით თრო­ბის სი­ლა­მა­ზე, ხიბ­ლი რა­შია და - რა არის ლო­თო­ბა. ვის­კი და არა­ყი მიყ­ვარს. ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბი­დან ევ­რო­პუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბულს გა­მო­ვარ­ჩევ­დი. მცოდ­ნე გლე­ხის და­ყე­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ღვი­ნოც კარ­გია და სა­ფე­რა­ვიც.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...სა­კუ­თარ თავს ვაბ­რა­ლებ.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...და­სათ­მო­ბია. ზო­გა­დად ვერ ვი­ტყვი, რომ დი­დად დამთმო­ბი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ როცა ვიცი, მტყუ­ა­ნი ვარ, ბო­დი­შის მოხ­დაც შე­მიძ­ლია.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...გული მი­კან­კა­ლებს, რად­გან არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა. წე­სით, ბევ­რი შვი­ლიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში უნდა ვი­ცხოვ­რო, არა? მაგ­რამ არა­ვინ იცის, წინ რა გვე­ლის. მას მერე, რაც ასაკ­ში შე­ვე­დი, მო­მავ­ლის მე­ში­ნია. არ მინ­და, სხვი­სი ხე­ლის შემ­ყუ­რე ვიყო ან მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში მოვ­ხვდე.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვხვდე­ბი, როცა უცხო გა­რე­მო­ში ვარ და კომ­პლი­მენ­ტებს მე­უბ­ნე­ბი­ან. სა­ჯა­როდ შე­ქე­ბა არ მიყ­ვარს. ჯერ ისე­თი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია... მაგ­რამ ქარ­თვე­ლებ­მა ხომ ადა­მი­ა­ნის ძა­გე­ბაც და ქე­ბაც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად ვი­ცით.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე. მი­ღებ­დნენ თუ ვი­ღებ­დე? - ერთი მე­ო­რეს ხელს არ უშ­ლის. მთა­ვა­რია, იქ ვიყო და ხელ­ფა­სი მქონ­დეს.

- როლი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი...

- ...ნე­ბის­მი­ერ როლ­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი - დრა­მა­ტუ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი, კო­მე­დი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მთა­ვა­რია, სა­მუ­შაო იყოს. როცა ადა­მი­ა­ნი საყ­ვა­რელ საქ­მეს აკე­თებს, ენერ­გი­ით ივ­სე­ბა.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...უმა­დუ­რო­ბას, უზ­რდე­ლო­ბას. მე­ზა­რე­ბა, როცა მა­თხოვ­რის როლ­ში გა­მოვ­დი­ვარ. წარ­მო­იდ­გი­ნე, შენ გინ­და საქ­მე აკე­თო და ვი­ღა­ცას ფეხ­ზე ჰკი­დი­ხარ, არა­და, გუ­შინ ის შენი თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო, მაგ­რამ დღეს მან­და­ტი აქვს და აღა­რა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს.

- ეს თქვე­ნი რე­ა­ლო­ბაა?

- დიახ.

- გული ბევრ ვინ­მე­ზე გწყდე­ბათ?

- მწყდე­ბა, თუმ­ცა ჯერ ამა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და. მეს­მის, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა, რად­გან ეს ცხოვ­რე­ბა ერთი დიდი ორომ­ტრი­ა­ლია, მაგ­რამ იმ ნდო­ბას, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბებს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მო­უ­ცხა­და, ძა­ლი­ან დიდი გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე რთუ­ლი და და­კარ­გვა­ზე იოლი არა­ფე­რია.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...უსაქ­მუ­რო­ბა, ტახ­ტზე წოლა...

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...მო­ქან­და­კე, ბიზ­ნეს­მე­ნი.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...აღარ ვი­ლა­მა­ზებ, ფარ­თოდ გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბით ვუ­ყუ­რებ; რე­ა­ლო­ბას აღ­ვიქ­ვამ და არა­ფერს ვი­გო­ნებ.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...(ხელს მე­უღ­ლის­კენ - ნა­თია გო­გო­ჭუ­რის­კენ იშ­ვერს) ეს არის.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...დღე­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ო­ცა­რი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მყავს, ნა­თია ჩემ გვერ­დით რომ არ იყოს, ცხოვ­რე­ბას ფასი არ ექ­ნე­ბო­და. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლეთ. ერ­თმა­ნეთს ვუფრ­თხილ­დე­ბით და ერ­თურთს ყო­ველ­დღე ისეთ რა­მეს ვე­უბ­ნე­ბით, რომ სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნა გა­მო­დის. ორი­ვეს უზარ­მა­ზა­რი სურ­ვი­ლი გვაქვს, რა­ღაც ვა­კე­თოთ.

- ჩემი კარგ ხა­სი­ათ­ზე და­ყე­ნე­ბა ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია...

- ...სიმ­ღე­რას, "ფრთი­ან სი­ტყვას", ადა­მი­ა­ნის გა­მო­ხედ­ვას. ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ ამინდს და იმა­საც, თუ რა ფრა­ზა მეს­მის გაღ­ვი­ძე­ბი­სას, რო­გორ იწყე­ბა ოჯახ­ში დილა...

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...ბევ­რი სი­სუს­ტე მაქვს: კარ­გი გა­გე­ბით სი­სუს­ტეა ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი; ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სი­სუს­ტეა ხან­და­ხან ბო­ჰე­მა­ში "გა­დახ­ტო­მა", გა­გი­ჟე­ბა და ქე­ი­ფი; ჩემი სი­სუს­ტეა ისიც, რომ სა­კუ­თარ საქ­მეს ვერ ვა­კე­თებ.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...რა­ტომ არ მი­რე­კავ? რა­ტომ არ მო­დი­ხარ? - ეს უყუ­რა­დღე­ბო­ბის ბრა­ლი არ არის. მე დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბა მიყ­ვარს. ზოგ­ჯერ ეპა­ტა­ჟუ­რიც ვყო­ფილ­ვარ.

- ვუფრ­თხილ­დე­ბი...

- ...სიყ­ვა­რულს, ოჯახს, ურ­თი­ერ­თო­ბებს...

- ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი...

- ...რომ უსაქ­მოდ ვიქ­ნე­ბო­დი.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ...

- ..მთვა­რეს ფულს "ვუჩ­ვე­ნებ" ხოლ­მე; მა­რი­ლი რომ და­იყ­რე­ბა, წყალს ვას­ხამ, - ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვო­ბი­დან მომ­ყვე­ბა.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...ვა­ზე­ლი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. ბევ­რმა ის­წავ­ლა და თით­ქოს, ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭიც არ სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მე ვერ ვის­წავ­ლე და ზუს­ტად ვიცი, ისე მოვ­კვდე­ბი, ვერც ვის­წავ­ლი.

- მე­ში­ნია...

- ..."სი­ცი­ვი­სა, ზამ­თარ­ში რომ იცის". ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბის მე­ში­ნია! რომ დავ­ფიქ­რდე­ბი ხოლ­მე, სიკ­ვდი­ლის მე­ში­ნია, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს...

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ფილ­მებს გა­და­ვი­ღებ­დი, ვა­ლებს გა­ვის­ტუმ­რებ­დი და ბევრ სი­კე­თეს გა­ვა­კე­თებ­დი.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- "არ გავცვლი სალ­სა კლდე­ებ­სა, საყ­ვა­რელ სამ­შობ­ლო­ზე­და".

- ვე­რა­ვინ მა­ი­ძუ­ლებს...

- ...სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის წი­ნა­აღ­მდეგ ვი­მოქ­მე­დო.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ერთხელ დე­დამ მი­თხრა: "ნუ ჩამ­წუ­ხარ­დე­ბი წარ­სულ­ზე დარ­დით, წინ იყუ­რე".

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით...

- ...გო­დერ­ძი ჩო­ხელს ერთი მო­თხრო­ბა აქვს, რო­მელ­საც "თუში" ჰქვია (ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი მო­აქვს და მი­კი­თხავს): "...ზა­ფხუ­ლო­ბით თუ­შე­ბი დიდ­ხანს ეძ­ლე­ვი­ან ლხინს, იხ­დი­ან დღე­ო­ბებს, დღეს რომ და­ნოს­შია დღე­ო­ბა, ხვალ - ფარსმა­ში, ზეგ - გი­რევ­ში, მერე - დარ­თლო­ში, შე­ნა­ქო­ში, ჩი­ღო­ში და ასე გა­დაბ­მუ­ლად ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით.

სწო­რედ ასეთ დღე­ო­ბებ­ში გა­ვი­ცა­ნი ერთი უც­ნა­უ­რი თუში. და­ნო­ში ვის­ხე­დით წყა­რო­ზე და ვდღე­სას­წა­უ­ლობ­დით. ფერ­დობ­ზე ერთი ახალ­გაზ­რდა თუში ჩვენ­კენ მო­ა­ჭე­ნებ­და ცხენს. მო­ვი­და, ჩვენ­გან მო­შო­რე­ბით უცებ შე­ა­ყე­ნა და ხმა­მაღ­ლა შე­მოგ­ვძა­ხა:

- ნუ გე­ში­ნი­ათ, ხალ­ხო, კაცი სა­ნამ ცო­ცხა­ლია, არ მოკ­ვდე­ბა!

მერე სწრა­ფად შე­აბ­რუ­ნა ცხე­ნი და გა­ა­ჭე­ნა. მის­მა შე­ძა­ხილ­მა უფრო მეტი მხი­ა­რუ­ლე­ბა შე­მა­ტა თუ­შებს და უფრო გა­ლაღ­დნენ, გა­ა­ჩა­ღეს ცეკ­ვა-თა­მა­ში.

შემ­დეგ დღე­ებ­შიც ხა­ტო­ბე­ბის დროს, სა­ი­დან­ღაც უცებ მო­ა­ჭე­ნებ­და ხოლ­მე ის თუში ცხენს, ყალ­ყზე შე­ა­ყე­ნებ­და და იმე­დი­ა­ნად დაგ­ვძა­ხებ­და:

- ნუ გე­ში­ნი­ათ, ხალ­ხო, კაცი სა­ნამ ცო­ცხა­ლია, არ მოკ­ვდე­ბა!

და ლა­ღობ­დნენ თუ­შე­ბი...

მე კი, როცა გა­მი­ჭირ­დე­ბა, იმ­წუ­თას ის ცხე­ნო­სა­ნი თუში ამო­მიხ­ტე­ბა ხოლ­მე მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით, იმე­დი­ან ხმა­ზე დამ­ძა­ხებს:

- ნუ გე­ში­ნია, კაცი სა­ნამ ცო­ცხა­ლია, არ მოკ­ვდე­ბა!"

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ზაზა კოლელიშვილი: "რაც ასაკში შევედი, მომავლის მეშინია"

 ზაზა კოლელიშვილი: "რაც ასაკში შევედი, მომავლის მეშინია"

ბავშვობაში, როცა "კუკარაჩას" ვუყურებდი, მურტალოსი ძალიან მეშინოდა. მაშინ ჟურნალისტობაზე არ ვფიქრობდი და ვერც ის წარმომედგინა, წლების შემდეგ მურტალოს ოჯახში თუ ვესტუმრებოდი. ახლა, როცა ამ ამბავს ზაზა კოლელიშვილს ვუყვები, გაოცებული მეკითხება: - მართლა? ე.ი. კარგად მითამაშიაო... ვიდრე ჩემ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს დაასრულებდა, იმ ფილმზე მოგვითხრო, რომლის სცენარზეც მისმა მეუღლემ - ნათია გოგოჭურმა იმუშავა და რომელიც გოდერძი ჩოხელის ხსოვნას ეძღვნება.

- წელს გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 60 წელი შესრულდება. არ ვიცი, კულტურის სამინისტრო რამდენად დამიდგება გვერდით, მაგრამ ძალიან მინდა, ეს თარიღი ღირსეულად აღვნიშნოთ და მისი მოთხრობების მიხედვით, სპექტაკლი დაიდგას. ფილმის სცენარიც მზად არის. მას "სულის პეპელა" დავარქვით. მოქმედება ერთ სოფელში ხდება, სადაც გოდერძის მოთხრობების გმირები იყრიან თავს... კიდევ ერთ პროექტზე ვფიქრობ: კარგი იქნება, რეგიონული კულტურის სახლებისა და კინოს რეაბილიტაციის ფონდი თუ დაარსდება. ეს პროექტი რეგიონებს მთლიანად გამოაცოცხლებს. ამ თემაზე შესაბამის უწყებებში უკვე იციან. ახლა ყველაფერი მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თანხების მოზიდვა უმეტესად, უცხოური ფონდებიდან მოხდება. ამ თემაზე ვრცლად მომავალში ვილაპარაკოთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1957 წლის 11 იანვარი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მეხანძრე, კოსმონავტი, მხატვარი და მოქანდაკე - მაშინ ამ ჩამონათვალში მსახიობობა არ შედიოდა, მაგრამ ამ პროფესიისადმი ინტერესი რომ არ მქონოდა, წარმოუდგენელიც იყო. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მსახიობების გარემოცვაში გავიზარდე და კინოში თამაშზე ვოცნებობდი. ეს ოცნება ამისრულდა. მხატვრობა და ქანდაკება ჩემი ყველაზე სერიოზული გატაცება იყო. თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხემ" განსაზღვრა ის, რომ კინემატოგრაფიაში უნდა წავსულიყავი. გამიმართლა, ძალიან დიდი რეჟისორების გვერდით მომიწია მუშაობამ. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, დიდი სკოლა გავიარე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კაციაო. ოჯახის წევრები ამბობენ, - მყვირალა და გრიალააო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ოჯახს, ბიძაჩემსა და მეუღლეს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ არაფერს შევცვლიდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ასეთი კარგი ოჯახი მყავს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ერთგული ვარ.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ჩემი ამ უარყოფითი თვისების შესახებ მთელმა ქვეყანამ იცის და ამის გამოსწორებას არც ვცდილობ. ვინც არ იცის, დავაკონკრეტებ: დალევა მიყვარს.

- ღვინო...

- ...დუდუკი, ქალები (იცინის). ღვინის გემო ბოლო წლებში გავიგე. გვიან მივხვდი, ღვინით თრობის სილამაზე, ხიბლი რაშია და - რა არის ლოთობა. ვისკი და არაყი მიყვარს. ღვინის სახეობებიდან ევროპული წესით დამზადებულს გამოვარჩევდი. მცოდნე გლეხის დაყენებული ოჯახური ღვინოც კარგია და საფერავიც.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...საკუთარ თავს ვაბრალებ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...დასათმობია. ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ დიდად დამთმობი გახლავართ, მაგრამ როცა ვიცი, მტყუანი ვარ, ბოდიშის მოხდაც შემიძლია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...გული მიკანკალებს, რადგან არ ვიცი, მომავალში რა იქნება. წესით, ბევრი შვილიშვილის გარემოცვაში უნდა ვიცხოვრო, არა? მაგრამ არავინ იცის, წინ რა გველის. მას მერე, რაც ასაკში შევედი, მომავლის მეშინია. არ მინდა, სხვისი ხელის შემყურე ვიყო ან მოხუცებულთა თავშესაფარში მოვხვდე.

- ვიბნევი, როცა...

- ...ყურადღების ცენტრში ვხვდები, როცა უცხო გარემოში ვარ და კომპლიმენტებს მეუბნებიან. საჯაროდ შექება არ მიყვარს. ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია... მაგრამ ქართველებმა ხომ ადამიანის ძაგებაც და ქებაც გადაჭარბებულად ვიცით.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...გადასაღებ მოედანზე. მიღებდნენ თუ ვიღებდე? - ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მთავარია, იქ ვიყო და ხელფასი მქონდეს.

- როლი, რომელზეც ყველაზე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი...

- ...ნებისმიერ როლზე სიამოვნებით ვიმუშავებდი - დრამატულიდან დაწყებული, კომედიით დამთავრებული. მთავარია, სამუშაო იყოს. როცა ადამიანი საყვარელ საქმეს აკეთებს, ენერგიით ივსება.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უმადურობას, უზრდელობას. მეზარება, როცა მათხოვრის როლში გამოვდივარ. წარმოიდგინე, შენ გინდა საქმე აკეთო და ვიღაცას ფეხზე ჰკიდიხარ, არადა, გუშინ ის შენი თანამებრძოლი იყო, მაგრამ დღეს მანდატი აქვს და აღარაფერი აინტერესებს.

- ეს თქვენი რეალობაა?

- დიახ.

- გული ბევრ ვინმეზე გწყდებათ?

- მწყდება, თუმცა ჯერ ამაზე ლა­პარაკი არ მინდა. მესმის, რომ ყველაფერი კარგად ვერასდროს იქნება, რადგან ეს ცხოვრება ერთი დიდი ორომტრიალია, მაგრამ იმ ნდობას, რომელიც კონკრეტულ პიროვნებებს საზოგადოებამ არჩევნებზე გამოუცხადა, ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდება. ნდობის მოპოვებაზე რთული და დაკარგვაზე იოლი არაფერია.

- მეზარება...

- ...უსაქმურობა, ტახტზე წოლა...

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მოქანდაკე, ბიზნესმენი.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...აღარ ვილამაზებ, ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურებ; რეალობას აღვიქვამ და არაფერს ვიგონებ.

- სიყვარული ეს...

- ...(ხელს მეუღლისკენ - ნათია გოგოჭურისკენ იშვერს) ეს არის.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...დღესაც შეყვარებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი შვილები და შვილიშვილები მყავს, ნათია ჩემ გვერდით რომ არ იყოს, ცხოვრებას ფასი არ ექნებოდა. ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ერთმანეთს ვუფრთხილდებით და ერთურთს ყოველდღე ისეთ რამეს ვეუბნებით, რომ სიყვარულის ახსნა გამოდის. ორივეს უზარმაზარი სურვილი გვაქვს, რაღაც ვაკეთოთ.

- ჩემი კარგ ხასიათზე დაყენება ყოველთვის შეუძლია...

- ...სიმღერას, "ფრთიან სიტყვას", ადამიანის გამოხედვას. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამინდს და იმასაც, თუ რა ფრაზა მესმის გაღვიძებისას, როგორ იწყება ოჯახში დილა...

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ბევრი სისუსტე მაქვს: კარგი გაგებით სისუსტეა ოჯახი და შვილები; ინდივიდუალური სისუსტეა ხანდახან ბოჰემაში "გადახტომა", გაგიჟება და ქეიფი; ჩემი სისუსტეა ისიც, რომ საკუთარ საქმეს ვერ ვაკეთებ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რატომ არ მირეკავ? რატომ არ მოდიხარ? - ეს უყურადღებობის ბრალი არ არის. მე დღესასწაულების მოწყობა მიყვარს. ზოგჯერ ეპატაჟურიც ვყოფილვარ.

- ვუფრთხილდები...

- ...სიყვარულს, ოჯახს, ურთიერთობებს...

- ვერაფრით წარმოვიდგენდი...

- ...რომ უსაქმოდ ვიქნებოდი.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ..მთვარეს ფულს "ვუჩვენებ" ხოლმე; მარილი რომ დაიყრება, წყალს ვასხამ, - ეს ყველაფერი ბავშვობიდან მომყვება.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ვაზელინის გამოყენება. ბევრმა ისწავლა და თითქოს, ამას განსაკუთრებული ნიჭიც არ სჭირდება, მაგრამ მე ვერ ვისწავლე და ზუსტად ვიცი, ისე მოვკვდები, ვერც ვისწავლი.

- მეშინია...

- ..."სიცივისა, ზამთარში რომ იცის". ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭების მეშინია! რომ დავფიქრდები ხოლმე, სიკვდილის მეშინია, მაგრამ მაინტერესებს...

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ფილმებს გადავიღებდი, ვალებს გავისტუმრებდი და ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- "არ გავცვლი სალსა კლდეებსა, საყვარელ სამშობლოზედა".

- ვერავინ მაიძულებს...

- ...საკუთარი სინდისის წინააღმდეგ ვიმოქმედო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ დედამ მითხრა: "ნუ ჩამწუხარდები წარსულზე დარდით, წინ იყურე".

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გოდერძი ჩოხელს ერთი მოთხრობა აქვს, რომელსაც "თუში" ჰქვია (ჩოხელის მოთხრობების კრებული მოაქვს და მიკითხავს): "...ზაფხულობით თუშები დიდხანს ეძლევიან ლხინს, იხდიან დღეობებს, დღეს რომ დანოსშია დღეობა, ხვალ - ფარსმაში, ზეგ - გირევში, მერე - დართლოში, შენაქოში, ჩიღოში და ასე გადაბმულად ერთიმეორის მიყოლებით.

სწორედ ასეთ დღეობებში გავიცანი ერთი უცნაური თუში. დანოში ვისხედით წყაროზე და ვდღესასწაულობდით. ფერდობზე ერთი ახალგაზრდა თუში ჩვენკენ მოაჭენებდა ცხენს. მოვიდა, ჩვენგან მოშორებით უცებ შეაყენა და ხმამაღლა შემოგვძახა:

- ნუ გეშინიათ, ხალხო, კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება!

მერე სწრაფად შეაბრუნა ცხენი და გააჭენა. მისმა შეძახილმა უფრო მეტი მხიარულება შემატა თუშებს და უფრო გალაღდნენ, გააჩაღეს ცეკვა-თამაში.

შემდეგ დღეებშიც ხატობების დროს, საიდანღაც უცებ მოაჭენებდა ხოლმე ის თუში ცხენს, ყალყზე შეაყენებდა და იმედიანად დაგვძახებდა:

- ნუ გეშინიათ, ხალხო, კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება!

და ლაღობდნენ თუშები...

მე კი, როცა გამიჭირდება, იმწუთას ის ცხენოსანი თუში ამომიხტება ხოლმე მეხსიერებაში და ნახევრად ხუმრობით, იმედიან ხმაზე დამძახებს:

- ნუ გეშინია, კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება!"

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება