საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - "ჩვენ ძალიან შორს ვართ შრომისგან და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას
ილია მეორე - "ჩვენ ძალიან შორს ვართ შრომისგან და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას

ჩვენ ზო­მი­ე­რე­ბა გვაკ­ლია, გვა­ხა­სი­ა­თებს თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბა, ზედ­მე­ტი გან­ცხრო­მა, სი­ხა­რუ­ლი და მწუ­ხა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

უწ­მინ­დეს­მა მრევლს დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის გან­წყო­ბის თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის წარ­დგე­ნა სთხო­ვა, რო­მე­ლიც მათ პატ­რი­არ­ქის გა­სუ­ლი კვი­რის ქა­და­გე­ბის თა­ნახ­მად უნდა და­ე­წე­რათ, თე­მა­ზე – "გან­წყო­ბა შრო­მის­თვის". თემა არა­ვინ წა­რად­გი­ნა, რის შემ­დე­გაც ილია მე­ო­რემ ბრძა­ნა, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი შორს არის შრო­მის­გან.

"ჩვენ ძა­ლი­ან შორს ვართ შრო­მის­გან და მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ამას. ჩვენ გვა­ხა­სი­ა­თებს თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბა, ზედ­მე­ტი გან­ცხრო­მა, სი­ხა­რუ­ლი და ზედ­მე­ტი მწუ­ხა­რე­ბა, ზო­მი­ე­რე­ბა გვაკ­ლია", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მრევლს თე­მა­ზე "გან­წყო­ბა შრო­მის­თვის" თე­მის მომ­ზა­დე­ბა გა­სულ კვი­რას, ქა­და­გე­ბი­სას და­ა­ვა­ლა. რო­გორც ილია მე­ო­რემ ბრძა­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა და­ფიქ­რდნენ შრო­მა­ზე და მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გან­წყო­ბის როლ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ ადრე და­წო­ლა და ადრე ად­გო­მა, - ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

რო­გორც უწ­მინ­დეს­მა აღ­ნიშ­ნა, ადა­მი­ა­ნებ­მა ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ონ დროს. "ჩვენ დრო­ის ფასი არ ვი­ცით. რო­დე­საც ვი­ყა­ვი გერ­მა­ნი­ა­ში, თან მიკ­ვირ­და, თან მშურ­და რო­გორ აფა­სე­ბენ დროს.

პრო­ფე­სო­რი მუ­შა­ო­ბას იწყებს 6-7 სა­ათ­ზე. ვე­კი­თხე­ბო­დი, რო­დის დგე­ბო­და. მი­თხრა, რომ ხუ­თის ნა­ხე­ვარ­ზე დგე­ბო­და და მთელ საქ­მეს შუა დღემ­დე აკე­თებ­და. ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რია შუა დღემ­დე გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე. შრო­მა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს დროს­თან. ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ ადრე და­წო­ლა და ადრე ად­გო­მა. ეს ძა­ლი­ან ძნე­ლია, მაგ­რამ სა­ჭი­როა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და მო­მავ­ლის­თვის", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა ისურ­ვა, რომ ღმერ­თმა ქარ­თველ ერს მის­ცეს გული გო­ნი­ე­რი, სიბ­რძნე და ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა. "ჩვენ უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ არა მხო­ლოდ ის, რო­გორ და­ვი­წყოთ ესა თუ ის საქ­მე, არა­მედ უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ შე­დე­გიც. ბო­ლოს უნდა ვხე­დავ­დეთ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. არ მგო­ნია, რომ გა­მო­უს­წო­რებ­ლე­ბი ვართ. ღვთის მად­ლით აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვსწორ­დე­ბით და ჩავ­დგე­ბით კა­ლა­პოტ­ში. ეს გა­მოს­წო­რე­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ჩემ­გან უნდა და­ვი­წყოთ და მერე თქვენ­გან", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

ქა­და­გე­ბის და­სას­რულს პატ­რი­არ­ქმა ტრა­დი­ცი­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირი და­ა­ჯილ­დო­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ილია მეორე - "ჩვენ ძალიან შორს ვართ შრომისგან და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას

ილია მეორე - "ჩვენ ძალიან შორს ვართ შრომისგან და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას

ჩვენ ზომიერება გვაკლია, გვახასიათებს თავისუფალი ცხოვრება, ზედმეტი განცხრომა, სიხარული და მწუხარება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა მრევლს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით შექმნილი ნამუშევრების წარდგენა სთხოვა, რომელიც მათ პატრიარქის გასული კვირის ქადაგების თანახმად უნდა დაეწერათ, თემაზე – "განწყობა შრომისთვის". თემა არავინ წარადგინა, რის შემდეგაც ილია მეორემ ბრძანა, რომ ქართველი ხალხი შორს არის შრომისგან.

"ჩვენ ძალიან შორს ვართ შრომისგან და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. ჩვენ გვახასიათებს თავისუფალი ცხოვრება, ზედმეტი განცხრომა, სიხარული და ზედმეტი მწუხარება, ზომიერება გვაკლია", - ბრძანა უწმინდესმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს თემაზე "განწყობა შრომისთვის" თემის მომზადება გასულ კვირას, ქადაგებისას დაავალა. როგორც ილია მეორემ ბრძანა, ადამიანები უნდა დაფიქრდნენ შრომაზე და მასთან მიმართებაში განწყობის როლსა და მნიშვნელობაზე.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადრე დაწოლა და ადრე ადგომა, -  ბრძანა ილია მეორემ.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ დროს. "ჩვენ დროის ფასი არ ვიცით. როდესაც ვიყავი გერმანიაში, თან მიკვირდა, თან მშურდა როგორ აფასებენ დროს.

პროფესორი მუშაობას იწყებს 6-7 საათზე. ვეკითხებოდი, როდის დგებოდა. მითხრა, რომ ხუთის ნახევარზე დგებოდა და მთელ საქმეს შუა დღემდე აკეთებდა. ყველაზე ნაყოფიერია შუა დღემდე გაკეთებული საქმე. შრომა დაკავშირებული უნდა იყოს დროსთან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადრე დაწოლა და ადრე ადგომა. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისა და მომავლისთვის", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ისურვა, რომ ღმერთმა ქართველ ერს მისცეს გული გონიერი, სიბრძნე და ანალიტიკური აზროვნება. "ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ ის, როგორ დავიწყოთ ესა თუ ის საქმე, არამედ უნდა წარმოვიდგინოთ შედეგიც. ბოლოს უნდა ვხედავდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. არ მგონია, რომ გამოუსწორებლები ვართ. ღვთის მადლით აუცილებლად გამოვსწორდებით და ჩავდგებით კალაპოტში. ეს გამოსწორება უპირველეს ყოვლისა ჩემგან უნდა დავიწყოთ და მერე თქვენგან", - აღნიშნა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია