Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ რაჭველი - პირველად ვარ მარტო, მის გარეშე, ძალიან მენატრება...
ნიკოლოზ რაჭველი - პირველად ვარ მარტო, მის გარეშე, ძალიან მენატრება...

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი და კომ­პო­ზი­ტო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გარ­დაც­ვლილ დე­დას იხ­სე­ნებს.

"უკვე 40 დღე გა­ვი­და რაც დედა წა­ვი­და… მეტი არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია ახლა, გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა… ალ­ბათ არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამა­ში არ არის, მაგ­რამ ჩვენ მთე­ლი ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ვი­ყა­ვით ორნი, მე და დედა, დედა და მე… ახლა კი პირ­ვე­ლად ვარ მარ­ტო, მის გა­რე­შე… დედა კი არის სხვა­გან, სხვა სამ­ყა­რო­ში… და თუ კი ის გა­მუდ­მე­ბით მე­ლო­დე­ბო­და (ხან სას­წავ­ლებ­ლად მყოფს, ხან გას­ტროლ­ზე მყოფს და ხან საქ­მი­სა­გან მის­თვის მო­უც­ლელს), ახლა ჩემი ჯერი დად­გა… მეც სხვა რა გზა მაქვს, ჩემ­თვის უჩუმ­რად, გუ­ლის სიღ­რმე­ში და­სად­გუ­რე­ბუ­ლი სა­მუ­და­მო სევ­დით გაჟ­ღენ­თი­ლი და­ვე­ლო­დე­ბი მას­თან შეხ­ვედ­რას… რო­გო­რი რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა მო­ლო­დი­ნი, თუნ­დაც კარ­გის და გარ­და­უ­ვა­ლის! ღმერ­თმა დღეგ­რძე­ლი გიმ­ყო­ფოთ დე­დე­ბი და ყვე­ლა ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, თქენ კი მოგ­ცეთ მათ­თვის და­უს­რუ­ლებ­ლად სი­ხა­რუ­ლის მი­ნი­ჭე­ბის მად­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ხოლო უკვე გან­შო­რე­ბულ მშობ­ლებ­სა და ახ­ლობ­ლებს ღმერ­თმა და­უმ­კვიდ­როს ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი!", - წერს კომ­პო­ზი­ტო­რი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნიკოლოზ რაჭველი - პირველად ვარ მარტო, მის გარეშე, ძალიან მენატრება...

ნიკოლოზ რაჭველი - პირველად ვარ მარტო, მის გარეშე, ძალიან მენატრება...

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გარდაცვლილ დედას იხსენებს.

"უკვე 40 დღე გავიდა რაც დედა წავიდა… მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია ახლა, გარდა იმისა, რომ ძალიან მენატრება… ალბათ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, მაგრამ ჩვენ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ვიყავით ორნი, მე და დედა, დედა და მე… ახლა კი პირველად ვარ მარტო, მის გარეშე… დედა კი არის სხვაგან, სხვა სამყაროში… და თუ კი ის გამუდმებით მელოდებოდა (ხან სასწავლებლად მყოფს, ხან გასტროლზე მყოფს და ხან საქმისაგან მისთვის მოუცლელს), ახლა ჩემი ჯერი დადგა… მეც სხვა რა გზა მაქვს, ჩემთვის უჩუმრად, გულის სიღრმეში დასადგურებული სამუდამო სევდით გაჟღენთილი დაველოდები მასთან შეხვედრას… როგორი რთული მდგომარეობაა მოლოდინი, თუნდაც კარგის და გარდაუვალის! ღმერთმა დღეგრძელი გიმყოფოთ დედები და ყველა ძვირფასი ადამიანი, თქენ კი მოგცეთ მათთვის დაუსრულებლად სიხარულის მინიჭების მადლი და შესაძლებლობა, ხოლო უკვე განშორებულ მშობლებსა და ახლობლებს ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!", - წერს კომპოზიტორი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს