სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯერ გაგუდა, შემდეგ ცხედარი ალაზანში გადააგდო - ამნისტირებულის ხელით ჩადენილი მორიგი მკვლელობა
ჯერ გაგუდა, შემდეგ ცხედარი ალაზანში გადააგდო - ამნისტირებულის ხელით ჩადენილი მორიგი მკვლელობა

2 კვი­რა­ზე მე­ტია სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ქო­ბოს მო­სახ­ლე­ო­ბა 29 წლის გი­ორ­გი ლე­კი­აშ­ვი­ლის (სუ­რათ­ზე) ცხე­დარს უშე­დე­გოდ ეძებს. გამ­წა­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს დახ­მა­რე­ბას და შვი­ლის პოვ­ნას სთხოვს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მკვლე­ლო­ბა ცხელ კვალ­ზე გახ­სნა და გი­ორ­გის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, მათი თა­ნა­სოფ­ლე­ლი, 39 წლის გოჩა ხუ­ხი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლი ადრე რამ­დენ­ჯერ­მე ნა­სა­მარ­თლე­ვია, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 2013 წელს, ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად და­ტო­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხუ­ხი­აშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს. აცხა­დებს, რომ თა­ნა­სოფ­ლე­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ძვე­ლით ახა­ლი წლის ღა­მეს, 14 იან­ვარს მოკ­ლა. მან ახალ­გაზ­რდა ჯერ გა­გუ­და, შემ­დეგ კი ცხე­და­რი მდი­ნა­რე ალა­ზან­ში გა­და­აგ­დო. რო­გორც ირ­კვე­ვა, მკვლელს თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბიც ჰყავ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ხუ­ხი­აშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. სწო­რედ მისი მან­ქა­ნით მოხ­და გვა­მის გა­და­ტა­ნა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან და ის ეხ­მა­რე­ბო­და მდი­ნა­რე­ში ცხედ­რის გა­დაგ­დე­ბა­ში. ასე­ვე და­ა­კა­ვეს ხუ­ხი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ალი­კა კვი­ჟი­ნა­ძე, მას გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­მალ­ვა­ში ედე­ბა ბრა­ლი. ირ­კვე­ვა, რომ მოკ­ლუ­ლის ცხე­და­რი ხუ­ხაშ­ვი­ლის სახ­ლში მა­ნაც ნახა, თუმ­ცა მომ­ხდა­რი ფაქ­ტი და­მა­ლა. მარ­თა­ლია ძა­ლოვ­ნებ­მა ეს ორი პირი და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ მალე ორი­ვე სა­სა­მარ­თლომ 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ან­თა­ვი­სუფ­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია ამ ფაქ­ტმა მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია და თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­თან ერ­თად პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად წნო­რი – თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი გზა გა­და­კე­ტეს. ისი­ნი მკვლე­ლი­სა და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის დას­ჯას ითხო­ვენ. გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა ამ­ბობს, რომ თუ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს უკან არ შე­აბ­რუ­ნე­ბენ, მათ სახლ-კარ­საც გა­დაწ­ვავს.

ზაზა ჯო­ხა­რი­ძე, გი­ორ­გის ბიძა:

- ჩემი დის­შვი­ლი ჩემ­თან იზ­რდე­ბო­და, თით­ქმის 20 წე­ლია აქ ცხოვ­რობს. მე­ურ­ნე­ო­ბას ეწე­ო­და, მოჰ­ყავ­და პა­მი­დო­რი, კიტ­რი... მისი მკვლე­ლიც ჩემი მე­ზო­ბე­ლია, ოთხი ოჯა­ხით და­შო­რე­ბით ცხოვ­რობს. სამ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვია, ადრე ნარ­კო­ტიკ­ზე და­ა­კა­ვეს, მერე მკვლე­ლო­ბა­საც ედა­ვე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ თა­ვის დაძ­ვრე­ნა მო­ა­ხერ­ხა, ვერ და­უმ­ტკი­ცეს. ის კრი­მი­ნა­ლია, ცი­ხი­დან 6 თვის გა­მო­სუ­ლი იქ­ნე­ბა. ჩემს დის­შვილ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფ­რო­სია და გი­ორ­გი მას­თან არ მე­გობ­რობ­და. 14 იან­ვარს გა­ვი­და სახ­ლი­დან. მისი მშობ­ლე­ბი სიღ­ნაღ­ში ცხოვ­რო­ბენ და მე­გო­ნა, მათ­თან წა­ვი­და. მე­ო­რე დღე­საც რომ არ გა­მოჩ­ნდა, ძებ­ნა და­ვი­წყეთ, მერე პო­ლი­ცი­ა­შიც გან­ვა­ცხა­დეთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ­ხე­ლა და­ნა­შა­უ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მკვლე­ლი სო­ფელ­ში და­დი­ო­და, ეტყო­ბა, ხალ­ხს აჩ­ვე­ნებ­და თავს, რომ ეჭვი მას­ზე არ მი­ე­ტა­ნათ. მეც შემ­ხვდა ქუ­ჩა­ში გი­ორ­გის და­კარ­გვი­დან მე­სა­მე დღეს. მა­საც ვკი­თხე, ხომ არ გი­ნა­ხავს- მეთ­ქი. მკვლელ­მა თვა­ლებ­ში შე­მომ­ხე­და და მი­თხრა, ერთი თვეა, გი­ორ­გი სა­ერ­თოდ არ მი­ნა­ხავ­სო. რას ვი­ფიქ­რებ­დი, მისი მოკ­ლუ­ლი რომ იყო.

- რო­გორ გა­იხ­სნა და­ნა­შა­უ­ლი?

- სო­ფელ­ში, სო­კა­რის ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა ისი­ნი ერ­თად. იქ მა­ღა­ზი­ა­ში შე­სუ­ლან და გი­ორ­გი ყი­დუ­ლობს ერთ ბოთლ ლუდს, ამის მერე ორი­ვე სოფ­ლის­კენ მო­დი­ან. ამ კად­რე­ბის მერე და­ა­კა­ვეს და მან აღი­ა­რა მკვლე­ლო­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მან გი­ორ­გი სახ­ლში წა­იყ­ვა­ნა და იქ სვამ­დნენ. მკვლე­ლო­ბა თა­ვის სახ­ლში ჩა­ი­დი­ნა და ერთი დღე ცხე­და­რი სახ­ლში ჰყავ­და. მკვლე­ლო­ბის მე­ო­რე დღეს სახ­ლში მი­უყ­ვა­ნია მე­გო­ბა­რი ალი­კა კვი­ჟი­ნა­ძე და უთ­ქვამს, გი­ორ­გი მოვ­კა­ლიო, უნა­ხე­ბია ცხე­და­რიც. ალი­კას უთ­ქვამს, მე შარ­ში ნუ გამ­ხვე­ვო და იქი­დან წა­მო­სულს, სხვას­თან ერ­თად ერ­თად უქე­ი­ფი­ათ კი­დეც. კვი­ჟი­ნა­ძემ და­მა­ლა ამ­ხე­ლა და­ნა­შა­უ­ლი და დღეს ის გი­რა­ო­თია გა­მო­სუ­ლი, მი­თხა­რით, ეს არის სა­მარ­თა­ლი?

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ჯერ გაგუდა, შემდეგ ცხედარი ალაზანში გადააგდო - ამნისტირებულის ხელით ჩადენილი მორიგი მკვლელობა

ჯერ გაგუდა, შემდეგ ცხედარი ალაზანში გადააგდო - ამნისტირებულის ხელით ჩადენილი მორიგი მკვლელობა

2 კვირაზე მეტია სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს მოსახლეობა 29 წლის გიორგი ლეკიაშვილის (სურათზე) ცხედარს უშედეგოდ ეძებს. გამწარებული ოჯახი სამართალდამცავებს დახმარებას და შვილის პოვნას სთხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა და გიორგის მკვლელობაში ბრალდებული, მათი თანასოფლელი, 39 წლის გოჩა ხუხიაშვილი დააკავა. ბრალდებული ადრე რამდენჯერმე ნასამართლევია, სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს, ამნისტიის შედეგად დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხუხიაშვილი მკვლელობას აღიარებს. აცხადებს, რომ თანასოფლელი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძველით ახალი წლის ღამეს, 14 იანვარს მოკლა. მან ახალგაზრდა ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი მდინარე ალაზანში გადააგდო. როგორც ირკვევა, მკვლელს თანამზრახველებიც ჰყავდა. სამართალდამცავებმა ხუხიაშვილის ნათესავი თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. სწორედ მისი მანქანით მოხდა გვამის გადატანა შემთხვევის ადგილიდან და ის ეხმარებოდა მდინარეში ცხედრის გადაგდებაში. ასევე დააკავეს ხუხიაშვილის მეგობარი ალიკა კვიჟინაძე, მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დამალვაში ედება ბრალი. ირკვევა, რომ მოკლულის ცხედარი ხუხაშვილის სახლში მანაც ნახა, თუმცა მომხდარი ფაქტი დამალა. მართალია ძალოვნებმა ეს ორი პირი დააკავეს, მაგრამ მალე ორივე სასამართლომ 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ბუნებრივია ამ ფაქტმა მოკლულის ოჯახის აღშფოთება გამოიწვია და თანასოფლელებთან ერთად პროტესტის ნიშნად წნორი – თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი მკვლელისა და მისი თანამზრახველების დასჯას ითხოვენ. გამწარებული დედა ამბობს, რომ თუ გათავისუფლებულებს უკან არ შეაბრუნებენ, მათ სახლ-კარსაც გადაწვავს.

ზაზა ჯოხარიძე, გიორგის ბიძა:

- ჩემი დისშვილი ჩემთან იზრდებოდა, თითქმის 20 წელია აქ ცხოვრობს. მეურნეობას ეწეოდა, მოჰყავდა პამიდორი, კიტრი... მისი მკვლელიც ჩემი მეზობელია, ოთხი ოჯახით დაშორებით ცხოვრობს. სამჯერ ნასამართლევია, ადრე ნარკოტიკზე დააკავეს, მერე მკვლელობასაც ედავებოდნენ, მაგრამ თავის დაძვრენა მოახერხა, ვერ დაუმტკიცეს. ის კრიმინალია, ციხიდან 6 თვის გამოსული იქნება. ჩემს დისშვილზე გაცილებით უფროსია და გიორგი მასთან არ მეგობრობდა. 14 იანვარს გავიდა სახლიდან. მისი მშობლები სიღნაღში ცხოვრობენ და მეგონა, მათთან წავიდა. მეორე დღესაც რომ არ გამოჩნდა, ძებნა დავიწყეთ, მერე პოლიციაშიც განვაცხადეთ. წარმოიდგინეთ, ამხელა დანაშაულის მიუხედავად, მკვლელი სოფელში დადიოდა, ეტყობა, ხალხს აჩვენებდა თავს, რომ ეჭვი მასზე არ მიეტანათ. მეც შემხვდა ქუჩაში გიორგის დაკარგვიდან მესამე დღეს. მასაც ვკითხე, ხომ არ გინახავს- მეთქი. მკვლელმა თვალებში შემომხედა და მითხრა, ერთი თვეა, გიორგი საერთოდ არ მინახავსო. რას ვიფიქრებდი, მისი მოკლული რომ იყო.

- როგორ გაიხსნა დანაშაული?

- სოფელში, სოკარის ბენზინგასამართი სადგურის კამერამ დააფიქსირა ისინი ერთად. იქ მაღაზიაში შესულან და გიორგი ყიდულობს ერთ ბოთლ ლუდს, ამის მერე ორივე სოფლისკენ მოდიან. ამ კადრების მერე დააკავეს და მან აღიარა მკვლელობა. როგორც ირკვევა, მან გიორგი სახლში წაიყვანა და იქ სვამდნენ. მკვლელობა თავის სახლში ჩაიდინა და ერთი დღე ცხედარი სახლში ჰყავდა. მკვლელობის მეორე დღეს სახლში მიუყვანია მეგობარი ალიკა კვიჟინაძე და უთქვამს, გიორგი მოვკალიო, უნახებია ცხედარიც. ალიკას უთქვამს, მე შარში ნუ გამხვევო და იქიდან წამოსულს, სხვასთან ერთად ერთად უქეიფიათ კიდეც. კვიჟინაძემ დამალა ამხელა დანაშაული და დღეს ის გირაოთია გამოსული, მითხარით, ეს არის სამართალი?

იხილეთ სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ