მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუ­რა სა­ლუქ­ვა­ძე - კად­რ­ში და კადრს მიღ­მა
ზუ­რა სა­ლუქ­ვა­ძე - კად­რ­ში და კადრს მიღ­მა

გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუ­ფა­ლი ფორ­მე­ბი, სურ­ვი­ლი - გრძნო­ბე­ბით გა­ათ­ბოს და და­ა­ფიქ­როს ადა­მი­ა­ნე­ბი - ზუ­რა სა­ლუქ­ვა­ძის "პო­ე­ტუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­ა"... იმის ნაც­ვ­ლად, რომ სა­კუ­თა­რი ლექ­სე­ბი წე­რი­ლო­ბით მი­ე­ტა­ნა მკითხ­ვე­ლამ­დე, მან გა­მო­ხატ­ვის უფ­რო ცო­ცხა­ლი ფორ­მა არ­ჩია - მის მი­ერ­ვე წა­კი­თხუ­ლი სა­კუ­თა­რი პო­ე­ზია "ვი­დე­ო­ლექ­სე­ბად" აქ­ცია და უცხო­ე­თი­დან ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში გა­ავ­რ­ცე­ლა... მას შემ­დეგ პო­პუ­ლა­რო­ბამ ნელ-ნე­ლა იმა­ტა და დღეს მის "ფე­ის­ბუ­კის" გვერდს ყო­ველ­დღი­უ­რად ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს.

- ზუ­რა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ, საკ­მა­ოდ ბევ­რი კარ­გი პო­ე­ტია. თუმ­ცა მგო­ნი, შე­ნი პო­ე­ზია და თა­ვად შენ უფ­რო ბევ­რის­თ­ვის ხარ ნაც­ნო­ბი, ვიდ­რე - სხვა პო­ე­ტე­ბი. რო­გორ ფიქ­რობ, რა არის ამის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო?

- ვფიქ­რობ, ორი რა­მის კომ­ბი­ნა­ცია მოს­წონს ხალ­ხს - სიტყ­ვა, რაც იწე­რე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­საც გა­მოვ­ხა­ტავ. ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა ჩემ­თ­ვის თვით­მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა. ჩემ­თ­ვის, მე­გობ­რე­ბის­თ­ვის ვწერ­დი და პირ­ვე­ლად ინ­ტერ­ნეტ­ში ჩემ მი­ერ წა­კი­თხუ­ლი ლექ­სი სწო­რედ მათ­თ­ვის ავ­ტ­ვირ­თე. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ძა­ლი­ან ბევ­რი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის კო­მენ­ტა­რი დამ­ხ­ვ­და, მთხოვ­დ­ნენ, ასე­თი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი კი­დევ გა­მე­კე­თე­ბი­ნა... აი, ასე გავ­ხ­დით მე და ჩე­მი ლექ­სე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი...

- ვი­დე­ოს ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბამ იმე­დი გა­ა­მარ­თ­ლა?

- დი­ახ, მგო­ნია, რომ ეს ადა­მი­ა­ნებ­თან უფ­რო ახ­ლოს მის­ვ­ლის, უფ­რო ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბაა. იცით, ყო­ფი­ლა, კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან მომ­წო­ნე­ბია და მის­თ­ვის ეს მი­მი­წე­რია. ერ­თა­დერ­თი, ვინც ჩემ მი­ერ გა­მო­ხა­ტულ ემო­ცი­ა­ზე მი­პა­სუ­ხა, ნი­ნო ქა­თა­მა­ძე იყო. მის­მა პა­სუხ­მა იმ­დე­ნად გა­მათ­ბო, რომ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ჩემ­თ­ვის სულ სხვა "არ­ხე­ბი" გა­იხ­ს­ნა, სულ სხვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვი... მღე­რის იმის­თ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ათ­ბოს... ნი­ნოს ყვე­ლა სიმ­ღე­რა ზე­პი­რად ვი­ცი... რა­საც ვწერ, ყვე­ლა­ფე­რი გან­ც­დი­ლი მაქვს - ასე მი­ოც­ნე­ბია, ასე და­მი­ნა­ხავს, ასე მიგ­რ­ძ­­ნია. მხო­ლოდ რით­მის გა­მო არც ერ­თი ჩე­მი ლექ­სი არ არის და­წე­რი­ლი. ერ­თხელ უცხო გო­გო­ნამ წა­ი­კი­თხა ჩე­მი ლექ­სი ისე ლა­მა­ზად, შო­კი მი­ვი­ღე. არც იცო­და, თუ ვუს­მენ­დი. ის ლექ­სი მა­შინ ჩემ­თ­ვის თა­ვი­დან და­ი­ბა­და... იმი­ტომ "გა­მო­უ­ვი­და", რომ კითხ­ვი­სას ისიც ძა­ლი­ან გულ­წ­რ­ფე­ლი იყო...

- ლექ­სე­ბის წე­რის გარ­და, რას საქ­მი­ა­ნობ? რთუ­ლი არ არის, პო­ე­ტუ­რი სამ­ყა­რო ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესს მო­არ­გო?

- ნე­ტავ მეტს არა­ფერს ვა­კე­თებ­დე!.. მან­ქა­ნე­ბის სა­დი­ლე­რო­ში ვმუ­შა­ობ. პრო­ფე­სი­ით ჰიდ­რო­ინ­ჟი­ნე­რი ვარ. ამე­რი­კა­ში თუ არ იმუ­შა­ვე, უბ­რა­ლოდ, ვერ იცხოვ­რებ. იცით, ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ აქ სა­კუ­თა­რი თა­ვი ხე­ლახ­ლა ვი­პო­ვე. თა­ვის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა პირ­ვე­ლად აქ მო­მიხ­და. სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­ცი­ელ­ზე მხო­ლოდ შენ იღებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. თუ რა­მეს გა­ა­ფუ­ჭებ, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი რე­სურ­სით ზღავ...

- ერთ-ერთ ლექ­ს­ში ამ­ბობ, - "ა­ხალ სიტყ­ვას წერ"... მახ­სოვს, შე­ნი პო­ე­ტუ­რი სტი­ლი ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის გავ­ლე­ნად ჩათ­ვა­ლეს და ეს შენ­თ­ვის არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. ფიქ­რობ, რომ შე­ნი ლექ­სე­ბი ახა­ლი სიტყ­ვაა თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ზი­ა­ში?

- ერ­თია, რო­ცა ლექსს ან კითხ­ვის მა­ნე­რას მე­ო­რეს რა­ღა­ცით ამ­ს­გავ­სე­ბენ, მაგ­რამ რო­ცა ამ­ბო­ბენ, "ჰბა­ძავს", და­მე­თან­ხ­მე­ბით, ძა­ლი­ან არა­სა­სი­ა­მოვ­ნოა. სა­ერ­თოდ, კარ­გ­ში მი­ბაძ­ვა ცუ­დი არაა, თუმ­ცა, თუ­კი ადა­მი­ანს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მ­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას არ და­ვუ­კარ­გავთ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და. ვფიქ­რობ, ჩე­მი ლექ­სე­ბი მარ­თ­ლაც არის სი­ახ­ლე. ასე რომ არ იყოს, ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ექ­ნე­ბო­და... "ფე­ის­ბუკ­ზე" აქ­ტი­ვო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რ­დე­ბა.

- უკ­ვე სა­მი წე­ლია, პრო­ექტ "პო­ე­ტურ სა­ქარ­თ­ვე­ლოს" ახორ­ცი­ე­ლებთ. თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბას რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს აც­ნობთ და რო­გორც ამ­ბობთ, "ათ­ბობთ". რე­გი­ო­ნებ­ში, თბი­ლის­თან შე­და­რე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი მძი­მეა. მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას კი ად­ვი­ლი არ არის, ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის­კენ მი­მარ­თო...

- ამ ადა­მი­ა­ნებს იმ­დე­ნად აკ­ლი­ათ სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დო, ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ხალ­ხი "და­ე­წა­ფა". ყო­ვე­ლი სა­ღა­მოს შემ­დეგ სით­ბოს ისე­თი დო­ზით ვგრძნობ­დით, უზარ­მა­ზა­რი ენერ­გი­ით ავივ­სეთ. ამ პრო­ექ­ტ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის პრო­ექ­ტია. კი, თა­ვი­დან ასე იყო - ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რით გავ­ხ­დით ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ დღეს ასე ნამ­დ­ვი­ლად არ არის. ლან­ჩხუთ­ში ერ­თი მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი მობ­რ­ძან­და, ჩა­მე­ხუ­ტა და მითხ­რა: ერ­თი წე­ლი თუნ­დაც მხო­ლოდ იმის­თ­ვის ვი­ცოცხ­ლებ, რომ გა­ი­სად ისევ გნა­ხო­თო... ეს "კად­რი" ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში უდი­დე­სი ენერ­გი­ი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­როდ დარ­ჩა... სა­მი წლის ბავ­შ­ვ­მა 33 სტრო­ფი ლექ­სი ზე­პი­რად რომ იცის, გა­მო­დის, სათ­ქ­მელს ამ­ბობ, ასე არ არის?!. პო­ე­ზია ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლის სუ­ლის ნა­წი­ლია...

- რო­გორც ვი­ცი, წელს უფ­რო მას­შ­ტა­ბურ ფეს­ტი­ვალს გეგ­მავთ...

- 2012 წელს ეს პრო­ექ­ტი ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ხუ­თი დღე გა­უ­ჩე­რებ­ლად ვუ­რე­კავ­დით კომ­პა­ნი­ებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს. "დი­დი მად­ლო­ბა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იდე­აა, და­გი­რე­კავთ", - და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი პა­სუ­ხი იყო თი­თო­ე­ულ ზარ­ზე. არა­ვი­ნაც არ დაგ­ვი­რე­კა... სა­ბო­ლო­ოდ, პრო­ექ­ტი ჩვე­ნი და­ნა­ზო­გოთ მი­ვი­ტა­ნეთ ხალ­ხამ­დე და ეს ერ­თი წა­მი­თაც არ გვი­ნა­ნია. წელს ეს ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბა. გვინ­და, ფეს­ტი­ვა­ლი კარ­ვე­ბით, დი­ჯე­ე­ბით - ქა­ლაქ­გა­რეთ, მინ­დორ­ში ჩა­ვა­ტა­როთ. პა­რა­ლე­ლუ­რად, მოწ­ვე­უ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მე­ნეჯ­მენ­ტ­სა და სხვა პრაქ­ტი­კულ თე­მებ­ზე ტრე­ნინ­გებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ. გვინ­და, ამით გა­ნათ­ლე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა და­ვუ­კავ­ში­როთ ერ­თ­მა­ნეთს. ახალ­გაზ­რ­დე­ბის გან­წყო­ბი­ლე­ბა ეპი­დე­მი­ა­სა­ვით მო­ე­დო ხალ­ხს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში - "აქ არა­ფე­რი გა­მო­ვა". ყვე­ლა ფიქ­რობს, რომ ხსნა მხო­ლოდ საზღ­ვარ­გა­რე­თაა. მინ­და, ამ პრო­ექ­ტით ის სათ­ქ­მე­ლიც ით­ქ­ვას, რომ "რა­ღაც" სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, თუ­კი მო­ვინ­დო­მებთ და ერ­თ­სუ­ლოვ­ნე­ბას გა­მო­ვი­ჩენთ. მთა­ვა­რია, კონ­კ­რე­ტუ­ლი ხალ­ხი ფი­ნან­სუ­რად ამოგ­ვიდ­გეს მხარ­ში. იმე­დია, ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. 2012-ში ფეს­ტი­ვა­ლის შე­სა­ხებ არაპ­რო­ფე­სი­უ­ლი ფილ­მი გა­და­ვი­ღე და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. ჩე­მი საზღ­ვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი მე­გობ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუ­თხით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი რეკ­ლა­მა იქ­ნე­ბა. შევ­ძ­ლებთ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს გა­ვაც­ნოთ. ამის­თ­ვის მხო­ლოდ კარ­გი რე­ჟი­სო­რი და ოპე­რა­ტო­რია სა­ჭი­რო.

- ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის­თ­ვის თუ აწყობთ სა­ღა­მო­ებს?

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ევ­რო­პე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი უფ­რო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან ამით, ვიდ­რე ამე­რი­კე­ლე­ბი. ევ­რო­ტურს აუცი­ლებ­ლად მო­ვა­წყობ. ამე­რი­კა­ში ორ­ჯერ ჩა­ტარ­და პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რო­ბა არ იგ­რ­ძ­ნო­ბა. ძი­რი­თა­დად, სა­მე­გობ­რო ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე და მარ­თ­ლა სა­ინ­ტე­რე­სო და ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი გა­მოგ­ვ­დის.

- ეკ­რა­ნი­დან ძალ­ზე აქ­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი, ემო­ცი­უ­რი ჩან­ხარ. "სცე­ნის მიღ­მა" რო­გო­რი ხარ?

- მეც მაქვს მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა მე­ლან­ქო­ლი­ურ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი. შე­იძ­ლე­ბა, მთე­ლი დღე, წა­მო­წო­ლილ­მა მუ­სი­კის მოს­მე­ნა­ში გა­ვა­ტა­რო, მე­ო­რე დღეს კი კვლავ არა­ნორ­მა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ვი­ყო. ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ა­ნი ხარ, რა­ღა­ცე­ბი გტკი­ვა, გა­წუ­ხებს, გა­ნერ­ვი­უ­ლებს...

- რო­გორც ვი­ცი, უკ­ვე სა­მი კრე­ბუ­ლი გაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი. მარ­კე­ტინ­გულ წარ­მა­ტე­ბა­ზე უკ­ვე შე­გიძ­ლია ისა­უბ­რო?

- იცით, ამის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად არ ვირ­ჯე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ეს თა­ვის­თა­ვად მოხ­დე­ბა. მე მხო­ლოდ ის მინ­და, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უფ­რო მე­ტი სით­ბო გავ­ცე და მი­ვი­ღო კი­დეც... ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, - რა­ტომ წერ მა­ინ­ც­და­მა­ინც ქარ­თუ­ლა­დო? რო­ცა ამე­რი­კა­ში წა­მო­ვე­დი, მა­შინ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რას ნიშ­ნავს იყო ქარ­თ­ვე­ლი. გიჩ­ნ­დე­ბა შე­კითხ­ვა: რა შე­გიძ­ლია, გა­უ­კე­თო შენს ქვე­ყა­ნას? "შენს ქვე­ყა­ნა­ში შე­ნი ოჯა­ხის სა­ხე ხარ და სხვა ქვე­ყა­ნა­ში - შე­ნი ქვეყ­ნის", - ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ამ სიტყ­ვებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხ­მე­ბი. თუნ­დაც მხო­ლოდ ერთ ქარ­თ­ველს შე­უძ­ლია, და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს თა­ვი­სი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნა ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას პო­ე­ზი­ა­ზეც. რაც უფ­რო მე­ტად მი­ვუ­ახ­ლოვ­დი ხალ­ხს, უფ­რო მე­ტად ვიგ­რ­ძე­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. აქამ­დე ჩემ­თ­ვის ვწერ­დი, ახ­ლა კი ეს ლექ­სე­ბი სხვი­სიც გახ­და... სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ლე დაბ­რუ­ნე­ბას ვგეგ­მავ. თით­ქოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ფასს კარ­გავს. რა­ღაც სი­ახ­ლე, ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­მოს­ვ­ლაა სა­ჭი­რო. ჰო­და, ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ეს მე და ჩემს მე­გობ­რებს გა­მოგ­ვ­დის. რო­ცა ამე­რი­კა­ში ჩას­ვ­ლი­დან 4 წლის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დი, მე­გო­ბარ­მა მკი­თხა, - რა არის ის, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ მოგ­წონ­სო? - და იცით, რა იყო ეს? - ყან­წი! ყან­წი, თა­ვი­სი "პირ­ვე­ლა­დი" და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­თაც. ჩემ­თ­ვის ის არა­სა­სი­ა­მოვ­ნოს­თან, ზედ­მეტ­თან ასო­ცირ­დე­ბა. რა­ღაც საზღ­ვ­რებ­ში ვართ მოქ­ცე­უ­ლი. მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში, ისე შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. თბი­ლის­ში ერთ-ერთ სა­ღა­მო­ზე ვი­ყა­ვი. იმ­ღე­რეს. ცეკ­ვის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­და, ავ­დე­ქი და ვი­ცეკ­ვე. აღ­მოჩ­ნ­და, რომ დარ­ბაზ­ში ასე­თი მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი გვერ­დით მჯდომს უყუ­რებ­დ­ნენ: თუ ის წა­მოდ­გე­ბო­და, ესე იგი, ცეკ­ვა "არ ტე­ხავ­და". გვერ­დით ყუ­რე­ბა სა­ერ­თოდ არ არის სა­ჭი­რო, თუ გვინ­და, უნ­და ვი­ცეკ­ვოთ. თუ ქუ­ჩა­ში ლექ­სის თქმის სურ­ვი­ლი გვაქვს, უნ­და ვთქვათ იმის მი­უ­ხე­და­ვად, გა­უ­კე­თე­ბია თუ არა ვინ­მეს ეს მა­ნამ­დე...

"პო­ე­ტურ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლომ" სწო­რედ იმის გან­ც­და გა­მი­ჩი­ნა, რომ ჩვენ გა­მოგ­ვ­დის ახ­ლის შე­მო­ტა­ნა. ახ­ლა ფილ­მ­საც ვი­ღებთ, პი­რო­ბი­თად მი­სი სა­ხე­ლია - "გზა წარ­მა­ტე­ბის­კენ". მთა­ვა­რი იდეა ის არის, რომ თუ ცხოვ­რე­ბა­ში თუნ­დაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო წინ­ს­ვ­ლა არ და­ა­ფა­სე, სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბას ვე­რა­სო­დეს მი­აღ­წევ. ეს პრო­ცე­სია, ბრძო­ლაა, გა­სავ­ლე­ლი გზაა. უნ­და ვი­წა­მოთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბა, თუნ­დაც გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა სკო­ლა­სა თუ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - დი­დი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლი რგო­ლია და არა ცალ­კე მდგო­მი, მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი მოვ­ლე­ნა. უნ­და ვი­წა­მოთ, რომ შეგ­ვიძ­ლია, - ესაა სა­ჭი­რო ჩვე­ნი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის. "სიტ­კ­ბო მუ­დამ ამარ­ცხებს ყინ­ვას ყურ­ძ­ნის მტევ­ნებ­ში".

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ზუ­რა სა­ლუქ­ვა­ძე - კად­რ­ში და კადრს მიღ­მა

ზუ­რა სა­ლუქ­ვა­ძე - კად­რ­ში და კადრს მიღ­მა

გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუ­ფა­ლი ფორ­მე­ბი, სურ­ვი­ლი - გრძნო­ბე­ბით გა­ათ­ბოს და და­ა­ფიქ­როს ადა­მი­ა­ნე­ბი - ზუ­რა სა­ლუქ­ვა­ძის "პო­ე­ტუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­ა"... იმის ნაც­ვ­ლად, რომ სა­კუ­თა­რი ლექ­სე­ბი წე­რი­ლო­ბით მი­ე­ტა­ნა მკითხ­ვე­ლამ­დე, მან გა­მო­ხატ­ვის უფ­რო ცოცხა­ლი ფორ­მა არ­ჩია - მის მი­ერ­ვე წა­კითხუ­ლი სა­კუ­თა­რი პო­ე­ზია "ვი­დე­ო­ლექ­სე­ბად" აქ­ცია და უცხო­ე­თი­დან ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში გა­ავ­რ­ცე­ლა... მას შემ­დეგ პო­პუ­ლა­რო­ბამ ნელ-ნე­ლა იმა­ტა და დღეს მის "ფე­ის­ბუ­კის" გვერდს ყო­ველ­დღი­უ­რად ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს.

- ზუ­რა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ, საკ­მა­ოდ ბევ­რი კარ­გი პო­ე­ტია. თუმ­ცა მგო­ნი, შე­ნი პო­ე­ზია და თა­ვად შენ უფ­რო ბევ­რის­თ­ვის ხარ ნაც­ნო­ბი, ვიდ­რე - სხვა პო­ე­ტე­ბი. რო­გორ ფიქ­რობ, რა არის ამის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო?

- ვფიქ­რობ, ორი რა­მის კომ­ბი­ნა­ცია მოს­წონს ხალხს - სიტყ­ვა, რაც იწე­რე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­საც გა­მოვ­ხა­ტავ. ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა ჩემ­თ­ვის თვით­მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა. ჩემ­თ­ვის, მე­გობ­რე­ბის­თ­ვის ვწერ­დი და პირ­ვე­ლად ინ­ტერ­ნეტ­ში ჩემ მი­ერ წა­კითხუ­ლი ლექ­სი სწო­რედ მათ­თ­ვის ავ­ტ­ვირ­თე. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ძა­ლი­ან ბევ­რი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის კო­მენ­ტა­რი დამ­ხ­ვ­და, მთხოვ­დ­ნენ, ასე­თი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი კი­დევ გა­მე­კე­თე­ბი­ნა... აი, ასე გავ­ხ­დით მე და ჩე­მი ლექ­სე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი...

- ვი­დე­ოს ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბამ იმე­დი გა­ა­მარ­თ­ლა?

- დი­ახ, მგო­ნია, რომ ეს ადა­მი­ა­ნებ­თან უფ­რო ახ­ლოს მის­ვ­ლის, უფ­რო ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბაა. იცით, ყო­ფი­ლა, კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან მომ­წო­ნე­ბია და მის­თ­ვის ეს მი­მი­წე­რია. ერ­თა­დერ­თი, ვინც ჩემ მი­ერ გა­მო­ხა­ტულ ემო­ცი­ა­ზე მი­პა­სუ­ხა, ნი­ნო ქა­თა­მა­ძე იყო. მის­მა პა­სუხ­მა იმ­დე­ნად გა­მათ­ბო, რომ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ჩემ­თ­ვის სულ სხვა "არ­ხე­ბი" გა­იხ­ს­ნა, სულ სხვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვი... მღე­რის იმის­თ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ათ­ბოს... ნი­ნოს ყვე­ლა სიმ­ღე­რა ზე­პი­რად ვი­ცი... რა­საც ვწერ, ყვე­ლა­ფე­რი გან­ც­დი­ლი მაქვს - ასე მი­ოც­ნე­ბია, ასე და­მი­ნა­ხავს, ასე მიგ­რ­ძ­­ნია. მხო­ლოდ რით­მის გა­მო არც ერ­თი ჩე­მი ლექ­სი არ არის და­წე­რი­ლი. ერ­თხელ უცხო გო­გო­ნამ წა­ი­კითხა ჩე­მი ლექ­სი ისე ლა­მა­ზად, შო­კი მი­ვი­ღე. არც იცო­და, თუ ვუს­მენ­დი. ის ლექ­სი მა­შინ ჩემ­თ­ვის თა­ვი­დან და­ი­ბა­და... იმი­ტომ "გა­მო­უ­ვი­და", რომ კითხ­ვი­სას ისიც ძა­ლი­ან გულ­წ­რ­ფე­ლი იყო...

- ლექ­სე­ბის წე­რის გარ­და, რას საქ­მი­ა­ნობ? რთუ­ლი არ არის, პო­ე­ტუ­რი სამ­ყა­რო ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესს მო­არ­გო?

- ნე­ტავ მეტს არა­ფერს ვა­კე­თებ­დე!.. მან­ქა­ნე­ბის სა­დი­ლე­რო­ში ვმუ­შა­ობ. პრო­ფე­სი­ით ჰიდ­რო­ინ­ჟი­ნე­რი ვარ. ამე­რი­კა­ში თუ არ იმუ­შა­ვე, უბ­რა­ლოდ, ვერ იცხოვ­რებ. იცით, ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ აქ სა­კუ­თა­რი თა­ვი ხე­ლახ­ლა ვი­პო­ვე. თა­ვის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა პირ­ვე­ლად აქ მო­მიხ­და. სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­ცი­ელ­ზე მხო­ლოდ შენ იღებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. თუ რა­მეს გა­ა­ფუ­ჭებ, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი რე­სურ­სით ზღავ...

- ერთ-ერთ ლექ­ს­ში ამ­ბობ, - "ა­ხალ სიტყ­ვას წერ"... მახ­სოვს, შე­ნი პო­ე­ტუ­რი სტი­ლი ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის გავ­ლე­ნად ჩათ­ვა­ლეს და ეს შენ­თ­ვის არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. ფიქ­რობ, რომ შე­ნი ლექ­სე­ბი ახა­ლი სიტყ­ვაა თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ზი­ა­ში?

- ერ­თია, რო­ცა ლექსს ან კითხ­ვის მა­ნე­რას მე­ო­რეს რა­ღა­ცით ამ­ს­გავ­სე­ბენ, მაგ­რამ რო­ცა ამ­ბო­ბენ, "ჰბა­ძავს", და­მე­თან­ხ­მე­ბით, ძა­ლი­ან არა­სა­სი­ა­მოვ­ნოა. სა­ერ­თოდ, კარ­გ­ში მი­ბაძ­ვა ცუ­დი არაა, თუმ­ცა, თუ­კი ადა­მი­ანს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მ­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას არ და­ვუ­კარ­გავთ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და. ვფიქ­რობ, ჩე­მი ლექ­სე­ბი მარ­თ­ლაც არის სი­ახ­ლე. ასე რომ არ იყოს, ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ექ­ნე­ბო­და... "ფე­ის­ბუკ­ზე" აქ­ტი­ვო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რ­დე­ბა.

- უკ­ვე სა­მი წე­ლია, პრო­ექტ "პო­ე­ტურ სა­ქარ­თ­ვე­ლოს" ახორ­ცი­ე­ლებთ. თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბას რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს აც­ნობთ და რო­გორც ამ­ბობთ, "ათ­ბობთ". რე­გი­ო­ნებ­ში, თბი­ლის­თან შე­და­რე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი მძი­მეა. მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას კი ად­ვი­ლი არ არის, ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რადღე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის­კენ მი­მარ­თო...

- ამ ადა­მი­ა­ნებს იმ­დე­ნად აკ­ლი­ათ სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დო, ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ხალ­ხი "და­ე­წა­ფა". ყო­ვე­ლი სა­ღა­მოს შემ­დეგ სით­ბოს ისე­თი დო­ზით ვგრძნობ­დით, უზარ­მა­ზა­რი ენერ­გი­ით ავივ­სეთ. ამ პრო­ექ­ტ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის პრო­ექ­ტია. კი, თა­ვი­დან ასე იყო - ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რით გავ­ხ­დით ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ დღეს ასე ნამ­დ­ვი­ლად არ არის. ლან­ჩხუთ­ში ერ­თი მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი მობ­რ­ძან­და, ჩა­მე­ხუ­ტა და მითხ­რა: ერ­თი წე­ლი თუნ­დაც მხო­ლოდ იმის­თ­ვის ვი­ცოცხ­ლებ, რომ გა­ი­სად ისევ გნა­ხო­თო... ეს "კად­რი" ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში უდი­დე­სი ენერ­გი­ი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­როდ დარ­ჩა... სა­მი წლის ბავ­შ­ვ­მა 33 სტრო­ფი ლექ­სი ზე­პი­რად რომ იცის, გა­მო­დის, სათ­ქ­მელს ამ­ბობ, ასე არ არის?!. პო­ე­ზია ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლის სუ­ლის ნა­წი­ლია...

- რო­გორც ვი­ცი, წელს უფ­რო მას­შ­ტა­ბურ ფეს­ტი­ვალს გეგ­მავთ...

- 2012 წელს ეს პრო­ექ­ტი ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ხუ­თი დღე გა­უ­ჩე­რებ­ლად ვუ­რე­კავ­დით კომ­პა­ნი­ებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს. "დი­დი მად­ლო­ბა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იდეაა, და­გი­რე­კავთ", - და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი პა­სუ­ხი იყო თი­თო­ე­ულ ზარ­ზე. არა­ვი­ნაც არ დაგ­ვი­რე­კა... სა­ბო­ლო­ოდ, პრო­ექ­ტი ჩვე­ნი და­ნა­ზო­გოთ მი­ვი­ტა­ნეთ ხალ­ხამ­დე და ეს ერ­თი წა­მი­თაც არ გვი­ნა­ნია. წელს ეს ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბა. გვინ­და, ფეს­ტი­ვა­ლი კარ­ვე­ბით, დი­ჯე­ე­ბით - ქა­ლაქ­გა­რეთ, მინ­დორ­ში ჩა­ვა­ტა­როთ. პა­რა­ლე­ლუ­რად, მოწ­ვე­უ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მე­ნეჯ­მენ­ტ­სა და სხვა პრაქ­ტი­კულ თე­მებ­ზე ტრე­ნინ­გებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ. გვინ­და, ამით გა­ნათ­ლე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა და­ვუ­კავ­ში­როთ ერ­თ­მა­ნეთს. ახალ­გაზ­რ­დე­ბის გან­წყო­ბი­ლე­ბა ეპი­დე­მი­ა­სა­ვით მო­ე­დო ხალხს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში - "აქ არა­ფე­რი გა­მო­ვა". ყვე­ლა ფიქ­რობს, რომ ხსნა მხო­ლოდ საზღ­ვარ­გა­რე­თაა. მინ­და, ამ პრო­ექ­ტით ის სათ­ქ­მე­ლიც ით­ქ­ვას, რომ "რა­ღაც" სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, თუ­კი მო­ვინ­დო­მებთ და ერ­თ­სუ­ლოვ­ნე­ბას გა­მო­ვი­ჩენთ. მთა­ვა­რია, კონ­კ­რე­ტუ­ლი ხალ­ხი ფი­ნან­სუ­რად ამოგ­ვიდ­გეს მხარ­ში. იმე­დია, ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. 2012-ში ფეს­ტი­ვა­ლის შე­სა­ხებ არაპ­რო­ფე­სი­უ­ლი ფილ­მი გა­და­ვი­ღე და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. ჩე­მი საზღ­ვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი მე­გობ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი რეკ­ლა­მა იქ­ნე­ბა. შევ­ძ­ლებთ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს გა­ვაც­ნოთ. ამის­თ­ვის მხო­ლოდ კარ­გი რე­ჟი­სო­რი და ოპე­რა­ტო­რია სა­ჭი­რო.

- ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის­თ­ვის თუ აწყობთ სა­ღა­მო­ებს?

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ევ­რო­პე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი უფ­რო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან ამით, ვიდ­რე ამე­რი­კე­ლე­ბი. ევ­რო­ტურს აუცი­ლებ­ლად მო­ვაწყობ. ამე­რი­კა­ში ორ­ჯერ ჩა­ტარ­და პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რო­ბა არ იგ­რ­ძ­ნო­ბა. ძი­რი­თა­დად, სა­მე­გობ­რო ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე და მარ­თ­ლა სა­ინ­ტე­რე­სო და ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი გა­მოგ­ვ­დის.

- ეკ­რა­ნი­დან ძალ­ზე აქ­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი, ემო­ცი­უ­რი ჩან­ხარ. "სცე­ნის მიღ­მა" რო­გო­რი ხარ?

- მეც მაქვს მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა მე­ლან­ქო­ლი­ურ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი. შე­იძ­ლე­ბა, მთე­ლი დღე, წა­მო­წო­ლილ­მა მუ­სი­კის მოს­მე­ნა­ში გა­ვა­ტა­რო, მე­ო­რე დღეს კი კვლავ არა­ნორ­მა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ვი­ყო. ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ა­ნი ხარ, რა­ღა­ცე­ბი გტკი­ვა, გა­წუ­ხებს, გა­ნერ­ვი­უ­ლებს...

- რო­გორც ვი­ცი, უკ­ვე სა­მი კრე­ბუ­ლი გაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი. მარ­კე­ტინ­გულ წარ­მა­ტე­ბა­ზე უკ­ვე შე­გიძ­ლია ისა­უბ­რო?

- იცით, ამის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად არ ვირ­ჯე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ეს თა­ვის­თა­ვად მოხ­დე­ბა. მე მხო­ლოდ ის მინ­და, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უფ­რო მე­ტი სით­ბო გავ­ცე და მი­ვი­ღო კი­დეც... ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, - რა­ტომ წერ მა­ინ­ც­და­მა­ინც ქარ­თუ­ლა­დო? რო­ცა ამე­რი­კა­ში წა­მო­ვე­დი, მა­შინ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რას ნიშ­ნავს იყო ქარ­თ­ვე­ლი. გიჩ­ნ­დე­ბა შე­კითხ­ვა: რა შე­გიძ­ლია, გა­უ­კე­თო შენს ქვე­ყა­ნას? "შენს ქვე­ყა­ნა­ში შე­ნი ოჯა­ხის სა­ხე ხარ და სხვა ქვე­ყა­ნა­ში - შე­ნი ქვეყ­ნის", - ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ამ სიტყ­ვებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხ­მე­ბი. თუნ­დაც მხო­ლოდ ერთ ქარ­თ­ველს შე­უძ­ლია, და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს თა­ვი­სი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნა ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას პო­ე­ზი­ა­ზეც. რაც უფ­რო მე­ტად მი­ვუ­ახ­ლოვ­დი ხალხს, უფ­რო მე­ტად ვიგ­რ­ძე­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. აქამ­დე ჩემ­თ­ვის ვწერ­დი, ახ­ლა კი ეს ლექ­სე­ბი სხვი­სიც გახ­და... სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ლე დაბ­რუ­ნე­ბას ვგეგ­მავ. თით­ქოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ფასს კარ­გავს. რა­ღაც სი­ახ­ლე, ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­მოს­ვ­ლაა სა­ჭი­რო. ჰო­და, ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ეს მე და ჩემს მე­გობ­რებს გა­მოგ­ვ­დის. რო­ცა ამე­რი­კა­ში ჩას­ვ­ლი­დან 4 წლის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დი, მე­გო­ბარ­მა მკითხა, - რა არის ის, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ მოგ­წონ­სო? - და იცით, რა იყო ეს? - ყან­წი! ყან­წი, თა­ვი­სი "პირ­ვე­ლა­დი" და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­თაც. ჩემ­თ­ვის ის არა­სა­სი­ა­მოვ­ნოს­თან, ზედ­მეტ­თან ასო­ცირ­დე­ბა. რა­ღაც საზღ­ვ­რებ­ში ვართ მოქ­ცე­უ­ლი. მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში, ისე შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. თბი­ლის­ში ერთ-ერთ სა­ღა­მო­ზე ვი­ყა­ვი. იმ­ღე­რეს. ცეკ­ვის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­და, ავ­დე­ქი და ვი­ცეკ­ვე. აღ­მოჩ­ნ­და, რომ დარ­ბაზ­ში ასე­თი მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი გვერ­დით მჯდომს უყუ­რებ­დ­ნენ: თუ ის წა­მოდ­გე­ბო­და, ესე იგი, ცეკ­ვა "არ ტე­ხავ­და". გვერ­დით ყუ­რე­ბა სა­ერ­თოდ არ არის სა­ჭი­რო, თუ გვინ­და, უნ­და ვი­ცეკ­ვოთ. თუ ქუ­ჩა­ში ლექ­სის თქმის სურ­ვი­ლი გვაქვს, უნ­და ვთქვათ იმის მი­უ­ხე­და­ვად, გა­უ­კე­თე­ბია თუ არა ვინ­მეს ეს მა­ნამ­დე...

"პო­ე­ტურ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლომ" სწო­რედ იმის გან­ც­და გა­მი­ჩი­ნა, რომ ჩვენ გა­მოგ­ვ­დის ახ­ლის შე­მო­ტა­ნა. ახ­ლა ფილ­მ­საც ვი­ღებთ, პი­რო­ბი­თად მი­სი სა­ხე­ლია - "გზა წარ­მა­ტე­ბის­კენ". მთა­ვა­რი იდეა ის არის, რომ თუ ცხოვ­რე­ბა­ში თუნ­დაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო წინ­ს­ვ­ლა არ და­ა­ფა­სე, სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბას ვე­რა­სო­დეს მი­აღ­წევ. ეს პრო­ცე­სია, ბრძო­ლაა, გა­სავ­ლე­ლი გზაა. უნ­და ვი­წა­მოთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბა, თუნ­დაც გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა სკო­ლა­სა თუ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - დი­დი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლი რგო­ლია და არა ცალ­კე მდგო­მი, მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი მოვ­ლე­ნა. უნ­და ვი­წა­მოთ, რომ შეგ­ვიძ­ლია, - ესაა სა­ჭი­რო ჩვე­ნი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის. "სიტ­კ­ბო მუ­დამ ამარ­ცხებს ყინ­ვას ყურ­ძ­ნის მტევ­ნებ­ში".

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია