მე საერთო პოლიტიკაში ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამრევთ, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუხროვანის სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
მისივე განმარტებით, პოლიტიკა საკმარისად ჰქონდა ცხოვრებაში.
"საკმარისი პოლიტიკა მქონდა ცხოვრებში იმისთვის, რომ გამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც. რაც ხდება აქ ბევრად უფრო მნიშვნელვანია, ვიდრე ყველანაირი ჩვენი ადგილობრივი რაღაცები", - მიმართა სააკაშვილმა ჟურნალისტებს. აღნიშნულ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში იმყოფება, სადაც უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია იმართება. მიუნხენში იმყოფება ასევე საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.