პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განო ხან ბალიშს მირტყამს, ხან – რაღაც საგანს" -მალე, ცნობილი ცოლ-ქმრის რეალითი შოუ "პალიტრა TV"-ის ეთერში
"განო ხან ბალიშს მირტყამს, ხან – რაღაც საგანს" -მალე, ცნობილი ცოლ-ქმრის რეალითი შოუ "პალიტრა TV"-ის ეთერში

მსა­ხი­ო­ბი კოტე თო­ლორ­და­ვა და მისი მე­უღ­ლე, მე­ნე­ჯე­რი და კი­ნო­რე­ჟი­სო­რი განო მე­ლი­თა­უ­რი ცოტა ხან­ში ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბი­ან. ყო­ველ­დღე, შა­ბათ-კვი­რის გარ­და, "პა­ლიტ­რა ტვ"-ზე გა­და­ცე­მას წა­უ­ძღვე­ბი­ან. ამ ფაქტს ორი­ვე მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა და სა­ო­ცარ ენ­თუ­ა­ზი­აზმს ავ­ლენს... ასე რომ, კო­ტეს უამ­რავ სამ­სა­ხურს კი­დევ ერთი შე­ე­მა­ტე­ბა, რომ­ლის­თვი­საც გა­ნოს­თან ერ­თად, გა­მორ­ჩე­უ­ლად ემ­ზა­დე­ბა. ამ­ბობს, რომ გა­და­ცე­მა­ში პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი თემა და სა­კი­თხი არ დარ­ჩე­ბა...Ambebi.ge მე­უღ­ლე­ებს - კოტე თო­ლორ­და­ვა­სა და განო მე­ლი­თა­ურს შეხ­ვდა.

- რას გვე­ტყვით თქვენს ახალ პრო­ექ­ტზე?

განო:

- კარ­ტებს ბო­ლომ­დე არ გვახ­სნით, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ მალე, თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვებ­ში, მე და კოტე "პა­ლიტ­რა ტვ"-ზე გა­და­ცე­მას ვი­წყებთ...

- მშვე­ნი­ე­რი დუ­ე­ტია და ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, ვფიქ­რობ, კარ­გი და­სა­წყი­სია...

განო:

- მად­ლო­ბა... მოკ­ლედ, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მუ­შაო პრო­ცე­სია და ბევრ რა­მეს ვერც ვი­ტყვით, ესა თუ ის სა­კი­თხი და ვა­რი­ან­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს...

კოტე:

- კი, გა­და­ცე­მის თე­მა­ტი­კა­ზე, სტრუქ­ტუ­რა­სა და ხა­სი­ათ­ზე კონ­კრე­ტუ­ლად ვყა­ლიბ­დე­ბით და მერე, ალ­ბათ, სა­ხელ­წო­დე­ბაც გვექ­ნე­ბა. და­ვარ­ქმევთ იმ სა­ხელს, რა­საც სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს.

ისე, დიდი ხა­ნია, ორი­ვე "გაკო" ვართ, ეს სი­ტყვა, ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბის (განო და კოტე) პირ­ვე­ლი მარ­ცვლე­ბის შე­ერ­თე­ბას ქმნის და ხელ­ზე ("გაკო") ტა­ტუ­ე­ბიც ამის დას­ტუ­რად გვაქვს. ადრე ამ სა­ხელ­წო­დე­ბის სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­აც გვქონ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­იძ­ლე­ბა ასეც ერ­ქვას, თუმ­ცა ვინ იცის...

განო:

- მთა­ვა­რი ის არის, რომ გა­და­ცე­მის არსი იქ­ნე­ბა "გაკო" და ეს იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის მთა­ვა­რი. ამას­თან, ერ­თმა­ნეთ­თან სა­სა­უბ­როდ ბევ­რი დრო გვექ­ნე­ბა, რაც ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რად­გა­ნაც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვენ­თვის ერ­თმა­ნეთ­თან ლანჩთა­იმ­ზე შეხ­ვედ­რა, ანუ გა­და­ცე­მა ეთერ­ში ამ დროს გავა, მშვე­ნი­ე­რია.

- თქვენს გა­და­ცე­მას ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში, მგო­ნი, ანა­ლო­გი არ აქვს...

კოტე:

- კი, ასეა. ჩვენს გა­და­ცე­მას ვე­რა­ფერს შე­ვა­და­რებ. ეს იქ­ნე­ბა შოუ, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა თემა, ყვე­ლა­ფერს გან­ვი­ხი­ლავთ... რე­ა­ლუ­რად კი ის იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სახ­ლი, რომ­ლის კა­რიც ღია უნდა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი სტუმ­რის­თვის. გა­ნუ­ხილ­ვე­ლი არ დაგ­ვრჩე­ბა არც ერთი მწვა­ვე და სა­ინ­ტე­რე­სო თემა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღელ­ვებს და აწუ­ხებს...

განო:

- მე და კოტე სა­ჯა­როდ ვი­ლა­პა­რა­კებთ იმ სა­კი­თხებ­სა და თე­მებ­ზე, რომ­ლებ­ზეც სახ­ლში, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვლა­პა­რა­კობთ ხოლ­მე.

- პო­ლი­ტი­კა­ზეც?

- კოტე:

- დიახ, პო­ლი­ტი­კა­ზეც, რა­ტო­მაც არა, პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებს ჩვე­ნი გა­და­სა­ხე­დი­დან შე­ვა­ფა­სებთ. ვი­ნა­ი­დან პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ ვართ და ჩვენ-ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ე­ბი გვაქვს, რო­გორც ამ ქვეყ­ნის ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, აქე­დან გა­მომ­დინ­რე ვი­ლა­პა­რა­კებთ. ამი­ტომ რა­ღაც ფორ­მით, მა­ყუ­რებ­ლის­თვის ჩვენ­გან ამ ყვე­ლაფ­რის მოს­მე­ნა სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს. რაც მთა­ვა­რია, რო­გორც რი­გი­თი მა­ყუ­რებ­ლე­ბი, ყვე­ლა­ფერ­ზე გახ­სნი­ლად ვი­ლა­პა­რა­კებთ...

განო:

- ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა ის არის, რომ ამ ფორ­მა­ტის პრო­ექ­ტი ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში არ არ­სე­ბობს. მოკ­ლედ, ეს იქ­ნე­ბა გუ­ლახ­დი­ლი გა­და­ცე­მა, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ჩემი აზ­რით, ამ ყვე­ლაფ­რის ხიბ­ლი ის არის, პრო­ექტს მე­უღ­ლე­ე­ბი წა­უ­ძღვე­ბით და ამის პრე­ცე­დენტს ჩვენ­ში ვერც ვიხ­სე­ნებ...

განო:

- დიახ და ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა "პა­ლიტ­რა­მე­დი­ას", რომ გვენ­დნენ და ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცეს...

კოტე:

- გა­ნოს ვე­თან­ხმე­ბი, ეს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია, ინი­ცი­ა­ტი­ვა რა­ღაც ერ­თობ­ლი­ვად გა­მო­ვავ­ლი­ნეთ, თან­ხვედ­რა მოხ­და. გაჩ­ნდა იდეა და რო­გორც კი ამ იდე­ა­ზე და­ვი­ლა­პა­რა­კეთ, იმ წამ­სვე "ავენ­თეთ" და ვთქვით, რომ თა­ნახ­მე­ბი ვი­ყა­ვით...

განო:

- ამ პრო­ექ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვაგ­რძე­ლებთ ჩვენ ჩვენს სამ­სა­ხუ­რებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბას და იმ საქ­მი­ან "ქა­ოსს" კი­დევ ერთი და­ე­მა­ტა. ოღონდ, ეს "ქა­ო­სი" ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა... ცხოვ­რე­ბა­ში ურ­თი­ერ­თო­ბის მეშ­ვი­დე წელი დაგ­ვიდ­გა. ფსი­ქო­ლო­გე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ეს კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დია...

განო:

- ეს კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი ჩვენ­ზე არ ვრცელ­დე­ბა...

კოტე:

- კი, მაგ­რამ, ნახე, რო­გო­რი დახ­მა­რე­ბაა? შუ­ა­დღი­სას ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდე­ბით, დავ­სხდე­ბით და და­ვი­ლა­პა­რა­კებთ. მოკ­ლედ, ცოტა ხან­ში ამის ფუ­ფუ­ნე­ბა გვექ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს პო­ზი­ცი­ებს, იქ­ნე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ჩვენს აზ­რებს სხვებს თავს არ მო­ვახ­ვევთ.

განო:

- ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ა­ლუ­რი უნდა იყოს. ალ­ბათ, რა­ღაც ეტაპ­ზე შე­ტე­ვის მო­გე­რი­ე­ბაც მოგ­ვი­წევს, რაც გა­და­ცე­მას და­მა­ტე­ბით ხიბლს შეჰ­მა­ტებს.

- ძა­ლი­ან "ან­თე­ბუ­ლე­ბი" ხართ...

კოტე:

- ძა­ლი­ან, რად­გა­ნაც სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტია. მი­ხა­რია და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ პარტნი­ო­რია ჩემი მე­უღ­ლე.

- სცე­ნა­ზე ან კი­დევ რა­ი­მე სხვა პრო­ექ­ტში თუ ყო­ფილ­ხართ პარტნი­ო­რე­ბი?

კოტე:

- დვი­წყოთ იმით, რომ პარტნი­ო­რე­ბი ვართ "ბავ­შვე­ბის კე­თე­ბა­ში" (იცი­ნის). არ ვიცი, ამას რო­გორ და­წერთ, მაგ­რამ ფაქ­ტი ჯი­უ­ტია, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში თუ რამე კარ­გი გაგ­ვი­კე­თე­ბია, ჩვე­ნი შვი­ლე­ბია...

განო:

- ახლა ღი­მი­ლის გა­რე­შე რომ გი­პა­სუ­ხოთ, პარტნი­ო­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მარ­თლა გვაქს და ეს ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა არ ია­რის... რო­გორც გი­თხა­რით, სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია გვქონ­და, რო­მელ­საც "გაკო" ერ­ქვა.

კოტე:

- და არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი ვი­ყა­ვით, ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თეთ. ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ ჯგუფ "მგზავ­რებ­თან" ერ­თად, მათი პირ­ვე­ლი კლი­პი ჩვე­ნი სა­დე­ბი­უ­ტო ნა­მუ­შე­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა.

განო:

- იმის მერე კი­დევ ბევრ რა­ღა­ცა­ში გა­მოგ­ვიც­დია თავი...

კოტე:

- მარ­თა­ლია, ხში­რად ვკა­მა­თობთ, მაგ­რამ კა­მათ­ში იბა­დე­ბა ხოლ­მე ჭეშ­მა­რი­ტე­ბა...

განო:

- უბ­რა­ლოდ, კოტე ვერ ეგუ­ე­ბა იმას, რომ რე­ჟი­სო­რი ვარ და ეს მსა­ხი­ო­ბი და ჩემი რე­ჟი­სო­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, სცე­ნა­ზე ჩემ­ზე და­მორ­ჩი­ლე­ბა მო­უ­წევს (იღი­მე­ბა)...

- რო­გორც რე­ჟი­სორს თუ გი­მუ­შა­ვია?

- კი, მაქვს ფილ­მე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი. ერთ-ერთი ფილ­მი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და­მი­ფი­ნან­სა. მე და ჩემი მე­გო­ბა­რი მას­თან მი­ვე­დით და ვთხო­ვეთ, მხარ­ში დაგ­ვდგო­მო­და, და­ფი­ნან­სე­ბა­ზე უარი არ უთ­ქვამს.

ჩემი კი­ნო­კა­რი­ე­რა ცუ­დად არ და­წყე­ბუ­ლა, უბ­რა­ლოდ მერე გა­ჩე­რე­ბამ მო­მი­წია. ნიუ-იორ­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ი­დან მქონ­და მიწ­ვე­ვა და უარი ვთქვი...

- რა­ტომ?

კოტე:

- იქი­დან ან დიდი რე­ჟი­სო­რი დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბო­და, ან -არა (იღი­მის). მე მირ­ჩევ­ნია, კარ­გი ცო­ლი­სა და დე­დის ამ­პლუ­ა­ში იყოს. თა­ნაც, მი­მაჩ­ნია, რომ ჯერ ცოტა პა­ტა­რაა. ჰო, პა­ტა­რა ბავ­შვია, ჩემი მე­ო­თხე "შვი­ლია"... ახლა რა უშავს, რომ მო­ვიყ­ვა­ნე, მა­შინ მარ­თლა ბავ­შვი იყო, მაგ­რამ თუკი რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიე, ეს ჩემი მე­უღ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და ამის­თვის მისი მად­ლო­ბე­ლი ვარ. ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად კარ­გი მე­გო­ბა­რი შემ­ხვდა...

- რაზე კა­მა­თობთ?

- ყვე­ლა­ფერ­ზე, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა იკა­მა­თონ. ხან­და­ხან ეს ყვე­ლა­ფე­რი ისეთ მა­რაზ­მუ­ლი აზ­რის დაც­ვა­ში გა­და­დის, გა­ოც­დე­ბით. განო ხან ბა­ლიშს მირ­ტყამს, ხან – რა­ღაც სა­განს (იცი­ნის)...

- იმე­დია, ასე­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­და­ცე­მა­ში არ იქ­ნე­ბა...

კოტე:

- წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, მა­ყუ­რე­ბელს იმის მო­ლო­დი­ნი ნუ ექ­ნე­ბა, რომ ეს არ მოხ­დე­ბა... ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით და ასეთ დროს ძნე­ლია, რა­ი­მე სა­ხის ემო­ცი­ის და­ფარ­ვა...

- თქვენს გა­და­ცე­მას ვფიქ­რობ, რომ ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ეყო­ლე­ბა...

კოტე:

- დიდი იმე­დი მაქვს, რომ ასე იქ­ნე­ბა იმი­ტომ კი არა, რომ ჩვენ ვართ, ასე­თი გა­და­ცე­მა ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცეს აკ­ლია... ვეც­დე­ბი, ვიყო ის კოტე, რო­გო­რიც ცხოვ­რე­ბა­ში ვარ, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­მა­ფა­სოს და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ აღიქ­ვას, რო­გორც არ­ტის­ტის ნა­მუ­შე­ვა­რი. იმე­დი­ა­ნად ვუ­ყუ­რებთ ხვა­ლინ­დელ დღეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

- კოტე, უამ­რა­ვი სამ­სა­ხუ­რე­ბი გაქვს: სე­რი­ა­ლი, თე­ატ­რებ­ში წარ­მოდ­გე­ნე­ბი, უცხო­უ­რი სე­რი­ა­ლე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბა, რეკ­ლა­მა... ახლა ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ამ­პლუა. ამ­დე­ნი საქ­მის ხა­რის­ხი­ან შეს­რუ­ლე­ბას რო­გორ შეძ­ლებ?

კოტე:

- მა­გა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი და მერ­წმუ­ნეთ, ერ­თმა­ნეთს ხელს არ შე­უშ­ლის... ენერ­გი­ით ვარ სავ­სე, ზოგ­ჯერ ენერ­გია სად წა­ვი­ღო, არ ვიცი. მოკ­ლედ, არ არ­სე­ბობს იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ჩემს რო­მე­ლი­მე საქ­მი­ა­ნო­ბას რა­ღაც ხა­რის­ხი სად­მე და­აკ­ლდე­ბა...

განო:

- მინ­და, სა­კუ­თარ თა­ვებს წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო, "პა­ლიტ­რა ტვ-ის" კი - ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge-სთვის

"განო ხან ბალიშს მირტყამს, ხან – რაღაც საგანს" -მალე, ცნობილი ცოლ-ქმრის რეალითი შოუ "პალიტრა TV"-ის ეთერში

"განო ხან ბალიშს მირტყამს, ხან – რაღაც საგანს" -მალე, ცნობილი ცოლ-ქმრის რეალითი შოუ "პალიტრა TV"-ის ეთერში

მსახიობი კოტე თოლორდავა და მისი მეუღლე, მენეჯერი და კინორეჟისორი განო მელითაური ცოტა ხანში ტელეწამყვანებად მოგვევლინებიან. ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, "პალიტრა ტვ"-ზე გადაცემას წაუძღვებიან. ამ ფაქტს ორივე მოუთმენლად ელოდება და საოცარ ენთუაზიაზმს ავლენს... ასე რომ, კოტეს უამრავ სამსახურს კიდევ ერთი შეემატება, რომლისთვისაც განოსთან ერთად, გამორჩეულად ემზადება. ამბობს, რომ გადაცემაში პასუხგაუცემელი თემა და საკითხი არ დარჩება...Ambebi.ge მეუღლეებს - კოტე თოლორდავასა და განო მელითაურს შეხვდა.

- რას გვეტყვით თქვენს ახალ პროექტზე?

განო:

- კარტებს ბოლომდე არ გვახსნით, მაგრამ გეტყვით, რომ მალე, თებერვლის შუა რიცხვებში, მე და კოტე "პალიტრა ტვ"-ზე გადაცემას ვიწყებთ...

- მშვენიერი დუეტია და ამ ყველაფრისთვის, ვფიქრობ, კარგი დასაწყისია...

განო:

- მადლობა... მოკლედ, ჯერჯერობით სამუშაო პროცესია და ბევრ რამეს ვერც ვიტყვით, ესა თუ ის საკითხი და ვარიანტი განიხილება. ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს...

კოტე:

- კი, გადაცემის თემატიკაზე, სტრუქტურასა და ხასიათზე კონკრეტულად ვყალიბდებით და მერე, ალბათ, სახელწოდებაც გვექნება. დავარქმევთ იმ სახელს, რასაც საჭიროება მოითხოვს.

ისე, დიდი ხანია, ორივე "გაკო" ვართ, ეს სიტყვა, ჩვენი სახელების (განო და კოტე) პირველი მარცვლების შეერთებას ქმნის და ხელზე ("გაკო") ტატუებიც ამის დასტურად გვაქვს. ადრე ამ სახელწოდების სარეკლამო კომპანიაც გვქონდა. სავარაუდოდ, შეიძლება ასეც ერქვას, თუმცა ვინ იცის...

განო:

- მთავარი ის არის, რომ გადაცემის არსი იქნება "გაკო" და ეს იქნება ჩვენთვის მთავარი. ამასთან, ერთმანეთთან სასაუბროდ ბევრი დრო გვექნება, რაც ძალიან გვიხარია, რადგანაც დღის განმავლობაში იმდენად დაკავებულები ვართ, რომ ჩვენთვის ერთმანეთთან ლანჩთაიმზე შეხვედრა, ანუ გადაცემა ეთერში ამ დროს გავა, მშვენიერია.

- თქვენს გადაცემას ქართულ სატელევიზიო სივრცეში, მგონი, ანალოგი არ აქვს...

კოტე:

- კი, ასეა. ჩვენს გადაცემას ვერაფერს შევადარებ. ეს იქნება შოუ, სადაც აბსოლუტურად თავისუფალი იქნება ყველა თემა, ყველაფერს განვიხილავთ... რეალურად კი ის იქნება ჩვენი სახლი, რომლის კარიც ღია უნდა იყოს ნებისმიერი სტუმრისთვის. განუხილველი არ დაგვრჩება არც ერთი მწვავე და საინტერესო თემა, რაც საზოგადოებას აღელვებს და აწუხებს...

განო:

- მე და კოტე საჯაროდ ვილაპარაკებთ იმ საკითხებსა და თემებზე, რომლებზეც სახლში, სამზარეულოში ვლაპარაკობთ ხოლმე.

- პოლიტიკაზეც?

- კოტე:

- დიახ, პოლიტიკაზეც, რატომაც არა, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი გადასახედიდან შევაფასებთ. ვინაიდან პროფესიით ჟურნალისტები არ ვართ და ჩვენ-ჩვენი პროფესიები გვაქვს, როგორც ამ ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეები, ადამიანები, აქედან გამომდინრე ვილაპარაკებთ. ამიტომ რაღაც ფორმით, მაყურებლისთვის ჩვენგან ამ ყველაფრის მოსმენა საინტერესო უნდა იყოს. რაც მთავარია, როგორც რიგითი მაყურებლები, ყველაფერზე გახსნილად ვილაპარაკებთ...

განო:

- ჩვენი პროექტის ინოვაციურობა ის არის, რომ ამ ფორმატის პროექტი ქართულ ტელესივრცეში არ არსებობს. მოკლედ, ეს იქნება გულახდილი გადაცემა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ჩემი აზრით, ამ ყველაფრის ხიბლი ის არის, პროექტს მეუღლეები წაუძღვებით და ამის პრეცედენტს ჩვენში ვერც ვიხსენებ...

განო:

- დიახ და ამისთვის დიდი მადლობა "პალიტრამედიას", რომ გვენდნენ და ასეთი საშუალება მოგვცეს...

კოტე:

- განოს ვეთანხმები, ეს ერთობლივი პროექტია, ინიციატივა რაღაც ერთობლივად გამოვავლინეთ, თანხვედრა მოხდა. გაჩნდა იდეა და როგორც კი ამ იდეაზე დავილაპარაკეთ, იმ წამსვე "ავენთეთ" და ვთქვით, რომ თანახმები ვიყავით...

განო:

- ამ პროექტის პარალელურად, ვაგრძელებთ ჩვენ ჩვენს სამსახურებში საქმიანობას და იმ საქმიან "ქაოსს" კიდევ ერთი დაემატა. ოღონდ, ეს "ქაოსი" ჩვენი ოჯახისთვის ძალიან სასარგებლოა... ცხოვრებაში ურთიერთობის მეშვიდე წელი დაგვიდგა. ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ ეს კრიზისული პერიოდია...

განო:

- ეს კრიზისული პერიოდი ჩვენზე არ ვრცელდება...

კოტე:

- კი, მაგრამ, ნახე, როგორი დახმარებაა? შუადღისას ერთმანეთს შევხვდებით, დავსხდებით და დავილაპარაკებთ. მოკლედ, ცოტა ხანში ამის ფუფუნება გვექნება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციებს, იქნება სუბიექტური და ჩვენს აზრებს სხვებს თავს არ მოვახვევთ.

განო:

- ყველაფერი აბსოლუტურად რეალური უნდა იყოს. ალბათ, რაღაც ეტაპზე შეტევის მოგერიებაც მოგვიწევს, რაც გადაცემას დამატებით ხიბლს შეჰმატებს.

- ძალიან "ანთებულები" ხართ...

კოტე:

- ძალიან, რადგანაც საინტერესო ექსპერიმენტია. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ პარტნიორია ჩემი მეუღლე.

- სცენაზე ან კიდევ რაიმე სხვა პროექტში თუ ყოფილხართ პარტნიორები?

კოტე:

- დვიწყოთ იმით, რომ პარტნიორები ვართ "ბავშვების კეთებაში" (იცინის). არ ვიცი, ამას როგორ დაწერთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ჩვენს ცხოვრებაში თუ რამე კარგი გაგვიკეთებია, ჩვენი შვილებია...

განო:

- ახლა ღიმილის გარეშე რომ გიპასუხოთ, პარტნიორობის გამოცდილება მართლა გვაქს და ეს ჩვენი პირველი მცდელობა არ იარის... როგორც გითხარით, სარეკლამო კომპანია გვქონდა, რომელსაც "გაკო" ერქვა.

კოტე:

- და არაერთი საინტერესო პროექტის ავტორები ვიყავით, ბევრი რამ გავაკეთეთ. ვითანამშრომლეთ ჯგუფ "მგზავრებთან" ერთად, მათი პირველი კლიპი ჩვენი სადებიუტო ნამუშევარი აღმოჩნდა.

განო:

- იმის მერე კიდევ ბევრ რაღაცაში გამოგვიცდია თავი...

კოტე:

- მართალია, ხშირად ვკამათობთ, მაგრამ კამათში იბადება ხოლმე ჭეშმარიტება...

განო:

- უბრალოდ, კოტე ვერ ეგუება იმას, რომ რეჟისორი ვარ და ეს მსახიობი და ჩემი რეჟისორობის პირობებში, სცენაზე ჩემზე დამორჩილება მოუწევს (იღიმება)...

- როგორც რეჟისორს თუ გიმუშავია?

- კი, მაქვს ფილმები გადაღებული. ერთ-ერთი ფილმი მამუკა ხაზარაძემ დამიფინანსა. მე და ჩემი მეგობარი მასთან მივედით და ვთხოვეთ, მხარში დაგვდგომოდა, დაფინანსებაზე უარი არ უთქვამს.

ჩემი კინოკარიერა ცუდად არ დაწყებულა, უბრალოდ მერე გაჩერებამ მომიწია. ნიუ-იორკის კინოაკადემიიდან მქონდა მიწვევა და უარი ვთქვი...

- რატომ?

კოტე:

- იქიდან ან დიდი რეჟისორი დაგვიბრუნდებოდა, ან -არა (იღიმის). მე მირჩევნია, კარგი ცოლისა და დედის ამპლუაში იყოს. თანაც, მიმაჩნია, რომ ჯერ ცოტა პატარაა. ჰო, პატარა ბავშვია, ჩემი მეოთხე "შვილია"... ახლა რა უშავს, რომ მოვიყვანე, მაშინ მართლა ბავშვი იყო, მაგრამ თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიე, ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა და ამისთვის მისი მადლობელი ვარ. ცხოვრების მეგზურად კარგი მეგობარი შემხვდა...

- რაზე კამათობთ?

- ყველაფერზე, რაზეც შეიძლება, რომ ადამიანებმა იკამათონ. ხანდახან ეს ყველაფერი ისეთ მარაზმული აზრის დაცვაში გადადის, გაოცდებით. განო ხან ბალიშს მირტყამს, ხან – რაღაც საგანს (იცინის)...

- იმედია, ასეთი გართულებები გადაცემაში არ იქნება...

კოტე:

- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაყურებელს იმის მოლოდინი ნუ ექნება, რომ ეს არ მოხდება... ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელები ვიქნებით და ასეთ დროს ძნელია, რაიმე სახის ემოციის დაფარვა...

- თქვენს გადაცემას ვფიქრობ, რომ ბევრი მაყურებელი ეყოლება...

კოტე:

- დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვართ, ასეთი გადაცემა ქართულ ტელესივრცეს აკლია... ვეცდები, ვიყო ის კოტე, როგორიც ცხოვრებაში ვარ, რომ მაყურებელმა შემაფასოს და ეს ყველაფერი არ აღიქვას, როგორც არტისტის ნამუშევარი. იმედიანად ვუყურებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება.

- კოტე, უამრავი სამსახურები გაქვს: სერიალი, თეატრებში წარმოდგენები, უცხოური სერიალების გახმოვანება, რეკლამა... ახლა ტელეწამყვანის ამპლუა. ამდენი საქმის ხარისხიან შესრულებას როგორ შეძლებ?

კოტე:

- მაგარია, ეს ყველაფერი და მერწმუნეთ, ერთმანეთს ხელს არ შეუშლის... ენერგიით ვარ სავსე, ზოგჯერ ენერგია სად წავიღო, არ ვიცი. მოკლედ, არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ჩემს რომელიმე საქმიანობას რაღაც ხარისხი სადმე დააკლდება...

განო:

- მინდა, საკუთარ თავებს წარმატებები ვუსურვო, "პალიტრა ტვ-ის" კი - ბევრი მაყურებელი...

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება