მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამინდმა თბილისის აეროპორტში პრობლემები შექმნა - 6 რეისი გადადებულია
ამინდმა თბილისის აეროპორტში პრობლემები შექმნა - 6 რეისი გადადებულია

კომ­პა­ნია "პე­გა­სუ­სის" კუთ­ვნილ თვითმფრი­ნავს დღეს დი­ლით, აფ­რე­ნი­სას პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, რის გა­მოც, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ექ­ვსი რე­ი­სი გა­და­ი­დო. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის მო­რი­გე უფ­რო­სე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გი­ორ­გი გოგ­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "პე­გა­სუსს" აფ­რე­ნი­სას შე­ექ­მნა ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა, ამან იმოქ­მე­და და­ნარ­ჩენ ექვს რე­ის­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, გაფ­რე­ნის გან­რიგ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით გა­და­ი­წია. აე­რო­პორ­ტში გა­და­დე­ბულ რე­ი­სებს არ აკონ­კრე­ტე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა მგზავ­რებს, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ საფ­რე­ნი ბი­ლი­კი მოყი­ნუ­ლი იყო და აფ­რე­ნის პრობ­ლე­მაც ამან გა­მო­იწ­ვია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში მგზავ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, "პე­გა­სუ­სის" რე­ი­სი დღეს, 06.20 სა­ათ­ზე უნდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო სტამ­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა, აფ­რე­ნის მზა­დე­ბის დროს მო­ცურ­და. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მგზავ­რე­ბი ტერ­მი­ნალ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც მგზავ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ტრან­ზი­ტულ მგზავ­რებს ამის გამო შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა.

ამას­თან რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, "პე­გა­სუ­სი" რე­ისს, დღეს 13.20 სა­ათ­ზე შე­ას­რუ­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ამინდმა თბილისის აეროპორტში პრობლემები შექმნა - 6 რეისი გადადებულია

ამინდმა თბილისის აეროპორტში პრობლემები შექმნა - 6 რეისი გადადებულია

კომპანია "პეგასუსის" კუთვნილ თვითმფრინავს დღეს დილით, აფრენისას პრობლემა შეექმნა, რის გამოც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ექვსი რეისი გადაიდო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მორიგე უფროსების ხელმძღვანელმა, გიორგი გოგლიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, "პეგასუსს" აფრენისას შეექმნა ტექნიკური პრობლემა, ამან იმოქმედა დანარჩენ ექვს რეისზე და შესაბამისად, გაფრენის განრიგმა რამდენიმე საათით გადაიწია. აეროპორტში გადადებულ რეისებს არ აკონკრეტებენ.

რაც შეეხება მგზავრებს, ისინი ამბობენ, რომ საფრენი ბილიკი მოყინული იყო და აფრენის პრობლემაც ამან გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მგზავრებმა აღნიშნეს, "პეგასუსის" რეისი დღეს, 06.20 საათზე უნდა შესრულებულიყო სტამბულის მიმართულებით, თუმცა, აფრენის მზადების დროს მოცურდა. მათივე განცხადებით, მგზავრები ტერმინალზე გადაიყვანეს. როგორც მგზავრები აცხადებენ, ტრანზიტულ მგზავრებს ამის გამო შეექმნათ პრობლემა.

ამასთან როგორც კომპანიაში აცხადებენ, "პეგასუსი" რეისს, დღეს 13.20 საათზე შეასრულებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია