Faceამბები
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა
შსს-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ყუ­რა­დღე­ბი­სა და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე დრო­ე­ბით­მა კო­მი­სი­ამ 45 დის­კი და 2 ვინ­ჩეს­ტე­რი გა­ა­ნად­გუ­რა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, დღეს კო­მი­სი­ის ბოლო შეხ­ვედ­რა ჩა­ტარ­და, სა­დაც მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მა­სა­ლის დიდი ნა­წი­ლი, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მიზ­ნით, გა­და­იგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი მა­სა­ლა, რო­მელ­შიც ძი­რი­თა­დად ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბია ასა­ხუ­ლი და შე­ი­ცავს არა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბად პი­რებს და ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა და­ექ­ვემ­დე­ბა­რა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნად­გუ­რე­ბას.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 45 დის­კი­დან 2 დის­კზე არის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­ი­ლე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რას კი გა­და­ე­ცა 590 დის­კი. "ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში რაც მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი ფა­ი­ლე­ბი გაგ­ვაჩ­ნდა, აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გა­ნად­გურ­და, მათ შო­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი. და­ნარ­ჩე­ნი გა­და­ე­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რას შემ­დე­გი მოკ­ვლე­ვი­სათ­ვის. თუ ვინ­მე მო­ქა­ლა­ქეს პი­რა­დად გა­აჩ­ნია მო­პა­რუ­ლი ან რა­ი­მე სა­ხით ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში, ურ­ჩევ­ნია სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს ჩა­ა­ბა­როს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არ ვართ რა­ი­მე ფა­ი­ლი თუ გავ­რცელ­და", - გა­ნა­ცხა­და ჭი­კა­ი­ძემ.

დღეს­ვე ჭი­კა­ი­ძემ კო­მი­სი­ის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, მო­მა­ვალ­ში აღარ გან­მე­ორ­დე­ბა უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბა-მოს­მე­ნა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მი­ნის­ტრის თქმით, ვინც ამ­გვარ და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენს, კა­ნო­ნის უმ­კაც­რე­სი ზო­მით და­ის­ჯე­ბა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, ირაკ­ლი შო­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, რო­მელ­საც დღეს მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ პი­რა­დად გა­დას­ცა დის­კე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­უდ­გე­ბა. მისი თქმით, ვი­ნა­ი­დან უკა­ნო­ნო არ­ქი­ვის შექ­მნა­ში აშ­კა­რად არის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყებს გა­მო­ძი­ე­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შსს-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა

შსს-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიყურადღებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ 45 დისკი და 2 ვინჩესტერი გაანადგურა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ აღნიშნა, დღეს კომისიის ბოლო შეხვედრა ჩატარდა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მასალის დიდი ნაწილი, გამოძიების დაწყების მიზნით, გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ხოლო დანარჩენი მასალა, რომელშიც ძირითადად ინტიმური სცენებია ასახული და შეიცავს არაიდენტიფიცირებად პირებს და ასევე დაზიანებული მასალა დაექვემდებარა დაუყოვნებლივ განადგურებას.

მინისტრის ინფორმაციით, 45 დისკიდან 2 დისკზე არის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები, პროკურატურას კი გადაეცა 590 დისკი. "შინაგან საქმეთა სამინისტროში რაც მაკომპრომეტირებელი ფაილები გაგვაჩნდა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, უმეტესი ნაწილი განადგურდა, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. დანარჩენი გადაეცა პროკურატურას შემდეგი მოკვლევისათვის. თუ ვინმე მოქალაქეს პირადად გააჩნია მოპარული ან რაიმე სახით ჩაუვარდა ხელში, ურჩევნია სამართალდამცავ ორგანოებს ჩააბაროს. სხვა შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლები არ ვართ რაიმე ფაილი თუ გავრცელდა", - განაცხადა ჭიკაიძემ.

დღესვე ჭიკაიძემ კომისიის ერთობლივი მუშაობა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მომავალში აღარ განმეორდება უკანონო მიყურადება-მოსმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის თქმით, ვინც ამგვარ დანაშაულს ჩაიდენს, კანონის უმკაცრესი ზომით დაისჯება.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით კი, რომელსაც დღეს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პირადად გადასცა დისკები, პროკურატურა ამასთან დაკავშირებით გამოძიებას დაუყოვნებლივ შეუდგება. მისი თქმით, ვინაიდან უკანონო არქივის შექმნაში აშკარად არის დანაშაულის ნიშნები, პროკურატურა დაუყოვნებლივ დაიწყებს გამოძიებას.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ