მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალაიას ცოლი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებას ითხოვს
ახალაიას ცოლი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებას ითხოვს

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე, ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას სთხოვს.

"რა­ტომ არ იძი­ე­ბენ 9 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის მკვლე­ლო­ბას?! მო­ვი­თხოვ და­ი­დოს გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი! არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მეს რომ სპე­კუ­ლი­რებ­და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა და შეშ­ლი­ლი სა­ხით იძახ­და ქალ­ბა­ტო­ნი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, ღვი­ნი­აშ­ვილ­მა მოკ­ლა ბავ­შვიო, ეხლა რა­ტომ დუმს??? მე პი­რა­დად იმ ღა­მეს ისე­თი ფსი­ქო­ლო­გუ­რი სტრე­სი მი­ვი­ღე, რომ დღემ­დე ვერ გა­მო­ვე­დი იმ სა­ში­ნე­ლი შო­კი­დან. მა­ტყუ­ა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც 1 წლის ბავ­შვი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის, გა­მო­ვი­დეს და პა­სუ­ხი გაგ­ვცეს, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში?! "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ მო­ტყუ­ე­ბუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო, თქვენ არ გა­ინ­ტე­რე­სებთ სი­მარ­თლე???", - წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს ღა­მით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ­მა კან­დი­დატ­მა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთე­რით მთელს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თა. ეს იყო ჩარ­თვა სო­ფელ კო­ლა­გა­დან, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლის ქვევ­რი­დან ამოყ­ვა­ნას ტე­ლე­ვი­ზი­ის ვი­დეო-კა­მე­რა იღებ­და. მე­ო­რე დღეს არ­ჩევ­ნე­ბის დღე იყო.

გა­ვი­და წე­ლი­წად­ზე მეტი. მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლის მა­შინ­დელ უმ­ძი­მეს ბრალ­დე­ბას პა­სუ­ხი არ გა­ე­ცა.

10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი 2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხის გვერ­დით მდე­ბა­რე მა­რან­ში, წყლით სავ­სე ქვევრში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ქვევ­რს ზე­მო­დან ქვა ჰქონ­და და­ფა­რე­ბუ­ლი. გო­გო­ნას დე­ი­დამ, დალი მე­ქე­რიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა არ­ჩევ­ნებს და­უ­კავ­ში­რა, ცხელ გულ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა კი და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რო­მე­ლიც 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გურ­ჯა­ან­ში კენ­ჭს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" იყ­რი­და.

არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ში­ნა­გან საქ­მე­თა ახალ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა რამ­დენ­ჯერ­მე სა­ჯა­როდ დადო პი­რო­ბა, რომ საქ­მეს სწრა­ფად გა­მო­ი­ძი­ებ­დნენ. უფრო მე­ტიც, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა 2012 წლის 29 ნო­ემ­ბერს გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი სამ კვი­რა­ში ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის საქ­მე დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ახალაიას ცოლი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებას ითხოვს

ახალაიას ცოლი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებას ითხოვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ხელისუფლებას ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებას სთხოვს.

"რატომ არ იძიებენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობას?! მოვითხოვ დაიდოს გამოძიების შედეგები! არჩევნების წინა ღამეს რომ სპეკულირებდა ქართული ოცნება და შეშლილი სახით იძახდა ქალბატონი ბერიკაშვილი, ღვინიაშვილმა მოკლა ბავშვიო, ეხლა რატომ დუმს??? მე პირადად იმ ღამეს ისეთი ფსიქოლოგური სტრესი მივიღე, რომ დღემდე ვერ გამოვედი იმ საშინელი შოკიდან. მატყუარა ხელისუფლება, რომელმაც 1 წლის ბავშვი სასიკვდილოდ გაიმეტა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, გამოვიდეს და პასუხი გაგვცეს, რა მოხდა სინამდვილეში?! "ქართული ოცნების" მიერ მოტყუებულო ადამიანებო, თქვენ არ გაინტერესებთ სიმართლე???", - წერს "ფეისბუქზე" ანი ნადარეიშვილი.

2012 წლის 30 სექტემბერს ღამით, "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ეთერით მთელს საქართველოს მიმართა. ეს იყო ჩართვა სოფელ კოლაგადან, სადაც გარდაცვლილი ჩვილის ქვევრიდან ამოყვანას ტელევიზიის ვიდეო-კამერა იღებდა. მეორე დღეს არჩევნების დღე იყო.

გავიდა წელიწადზე მეტი. მანანა ბერიკაშვილის მაშინდელ უმძიმეს ბრალდებას პასუხი არ გაეცა.

10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა, ცხელ გულზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა კი დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს "ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა.

არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა 2012 წლის 29 ნოემბერს განაცხადა, რომ რეალური სურათი სამ კვირაში ექნებოდა, მაგრამ შემზარავი მკვლელობის საქმე დღემდე გამოუძიებელია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს