ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვანო მერაბიშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სკანდალურ ვიდეოს ეხმაურება და ამ თემაზე რამდენიმე პოსტს აქვეყნებს.
"ჰო, კინაღამ დამავიწყდა:
თავი არასოდეს მიმიჩნევია "პეროგარჭობილ" ინტელექტუალად. როგორც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს საღი აზრი გამაჩნია, რომელიც ღიაა დისკუსიისათვის და მის დაფიქსირებას არ ვერიდები; არც ახლა და არც - ადრე, თუ ვინმეს ახსოვს... დიდ ფილოსოფიას არ შევუდგები, გავიხსენებ, როგორი წკავწკავი ატეხეს მავანთ ჩემი მწვავე სტატუსის ირგვლივ ავღანეთში მომსახურე სამხედროებზე. ვირის წიხლი და ღორისგან ნასროლი ტალახი დიდად არ მადარდებს, მაგრამ უკვე დღეს, მინდა ყველას გკითხოთ:
ნორმალურია ის საზოგადოება, სადაც ამ კადრების ფიგურანტებს, ძალოვან სტრუქტურებს ვგულისხმობ, 90% ნდობა ჰქონდათ?!
ა, დამავიწყდა, ესენი ქართველები არ არიან ალბათ. სომხური სისხლი ექნება უმრავლესობას, მაშ...
არ მიყვარს პატიმარზე ცუდის თქმა. თუნდაც ეს იყოს ახალაია, მერაბიშვილი ან ვინმე მსგავსი ნაძირალა...მართალია, მათი პატიმრობა დღეს რადიკალურად განსხვავდება მათ მიერ შექმნილი ჯოჯოხეთისგან, მიმაჩნია რომ თავის ეყოფათ. დაე, კანონის წინაშე აგონ პასუხი. ეგაა მხოლოდ: კანონი რომ არსებობდეს ამ გაფარჩაკებულ ქვეყანაში!
ზემოთქმული დამოკიდებულების მიუხედავად, მერაბიშვილს მინდა სერიოზულად ვკითხო:
ვანო, "გვამი" რად გინდოდა? არა ვინმე კონკრეტული, უბრალოდ გვამი: მაგ., ჩემი, ჩემი მეზობლის, უბრალოდ გამვლელის. არა ვინმეს სამართლიანად დასჯა - უბრალოდ ილუსტრაცია, პიარი. "გვამს" ხომ ხმის ამოღება არ შეუძლია! ვერც თავს იმართლებს, ვერც თქვენი უძლეველობის მითს შეუშლის ხელს, ვერც წილს მოგთხოვს...
ისა და, ვანო, პრემია რამდენი იყო? რამდენად აფასებ შენ ადამიანს, მაინტერესებს. თქვი და გადაგიხდი. მომყიდე საკუთარი ლეში; პატიოსნად ჩავუთვლი შენს კახპა ცოლს.
P.S. მოგიტ...ნ გამზრდელი, რომ ადამიანის შებრალება არ გასწავლა.
მოვუწოდებ კომპეტენტურ ორგანოებს, ყურადღება მიაქციონ, რომ ვანოს ყავა მეტისმეტად გრილი არ იყოს ციხეში. რაღაცით მაინც ხომ უნდა დაემსგავსოთ ნორვეგიას! ასევე, მაქსიმალურად გააჭიანურეთ სააკაშვილის რეჟიმის ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება...
ვის რად უნდა ამ კადრების ფრიალი?! ჩემთვის გაცილებით დიდ უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ ხელისუფლება არანაირად რეაგირებს ამ ფაქტებზე ( მათ შორის - ჩემს მიმართ ჩადენილ დანაშაულზე ) და მხოლოდ "მჩხავანა კატებს" გვიკიდებს ჭერზე. ვინ იყო მიშა და ვანო, ჩვენ დიდი ხანია ვიცით!", - წერს გამსახურდია.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო რგოლი, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, დათა ახალია, ერეკლე კოდუა და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს არიან აღბეჭდილი.
"ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია" - ვანო მერაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ კადრებზე
"ხროვა, რომელიც ნადავლს ეძებს" - ვინ როგორ ხსნის მერაბიშვილის "გვამებზე მოთხოვნილებას"