მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრიერვეილერი ოლანდთან თანაცხოვრებაზე წიგნს დაწერს
ტრიერვეილერი ოლანდთან თანაცხოვრებაზე წიგნს დაწერს

საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი ლედი ვა­ლე­რი ტრი­ერ­ვე­ი­ლე­რი პრე­ზი­დენტ ფრან­სუა ოლანდთან ცხოვ­რე­ბა­ზე წიგ­ნის და­წე­რას აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ ტრი­ერ­ვე­ი­ლერ­მა გა­ზეთ Le Parisien-თან ისა­უბ­რა.

ტრი­ერ­ვე­ი­ლერ­მა აღი­ა­რა, რომ ის და ოლან­დი დიდ პო­ლი­ტი­კას და ელი­სეს სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უყუ­რე­ბენ. მისი აზ­რით, ძა­ლა­უფ­ლე­ბამ მათი კავ­ში­რი გა­მოს­ცა­და და რომ არა ის, მათ შე­ეძ­ლოთ ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

ამას­თან, ვა­ლე­რი ტრი­ერ­ვე­ი­ლერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პირ­ვე­ლი ლე­დის ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო. გა­მო­ცე­მა Paris Match -თან ინ­ტე­ვი­უ­ში კი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებს გა­აგ­რძე­ლებს, რომ­ლე­ბიც ელი­სეს სა­სახ­ლე­ში ყოფ­ნი­სას და­ი­წყო.

პრე­ზი­დენ­ტმა ფრან­სუა ოლან­დმა ვა­ლე­რი ტრი­ერ­ვე­ი­ლერ­თან და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ 25 იან­ვარს გა­ნა­ცხა­და.

ოლან­დი და ტი­ერ­ვე­ი­ლე­რი 2007 წლი­დან ერ­თად არი­ან, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლან. რო­დე­საც ოლან­დი პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს, მისი მე­გო­ბა­რი ქალი პირ­ვე­ლი ლე­დის როლს ას­რუ­ლებ­და და სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დერს ოფი­ცი­ა­ლურ მივ­ლი­ნე­ბებ­ში ახ­ლდა თან.

იან­ვრის და­სა­წყის­ში ფრან­გულ­მა გა­მო­ცე­მებ­მა და­წე­რეს, რომ ოლან­დი ტრი­ერ­ვე­ი­ლერს

41 წლის მსა­ხი­ობ ჟული გა­ი­ეს­თან ღა­ლა­ტობ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, 10 იან­ვარს პრე­ზი­დენ­ტმა პირ­ველ ლე­დის ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ უამ­ბო, რის შემ­დე­გაც ტრი­ერ­ვე­ი­ლე­რი ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დიდი დო­ზით მი­ღე­ბა გახ­და.

ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10-დან 18 იან­ვრამ­დე, სა­ნამ ტრი­ერ­ვე­ი­ლე­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ოლან­დმა იგი მხო­ლოდ ერთხელ მო­ი­ნა­ხუ­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Le Parisien-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ტრიერვეილერი ოლანდთან თანაცხოვრებაზე წიგნს დაწერს

ტრიერვეილერი ოლანდთან თანაცხოვრებაზე წიგნს დაწერს

საფრანგეთის პირველი ლედი ვალერი ტრიერვეილერი პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ცხოვრებაზე წიგნის დაწერას აპირებს. ამის შესახებ ტრიერვეილერმა გაზეთ Le Parisien-თან ისაუბრა.

ტრიერვეილერმა აღიარა, რომ ის და ოლანდი დიდ პოლიტიკას და ელისეს სასახლეში ცხოვრებას განსხვავებულად უყურებენ. მისი აზრით, ძალაუფლებამ მათი კავშირი გამოსცადა და რომ არა ის, მათ შეეძლოთ ერთად ყოფილიყვნენ.

ამასთან, ვალერი ტრიერვეილერმა აღნიშნა, რომ პირველი ლედის ფუნქციების შესრულებისას დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო. გამოცემა Paris Match -თან ინტევიუში კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქველმოქმედო პროექტებს გააგრძელებს, რომლებიც ელისეს სასახლეში ყოფნისას დაიწყო.

პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ვალერი ტრიერვეილერთან დაშორების შესახებ 25 იანვარს განაცხადა.

ოლანდი და ტიერვეილერი 2007 წლიდან ერთად არიან, მაგრამ ოფიციალურად არ დაქორწინებულან. როდესაც ოლანდი პრეზიდენტად აირჩიეს, მისი მეგობარი ქალი პირველი ლედის როლს ასრულებდა და სახელმწიფოს ლიდერს ოფიციალურ მივლინებებში ახლდა თან.

იანვრის დასაწყისში ფრანგულმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ოლანდი ტრიერვეილერს

41 წლის მსახიობ ჟული გაიესთან ღალატობდა. სავარაუდოდ, 10 იანვარს პრეზიდენტმა პირველ ლედის ღალატის შესახებ უამბო, რის შემდეგაც ტრიერვეილერი ნერვული აშლილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზოგიერთი ინფორმაციით, მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი მედიკამენტების დიდი დოზით მიღება გახდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 10-დან 18 იანვრამდე, სანამ ტრიერვეილერი საავადმყოფოში იმყოფებოდა, ოლანდმა იგი მხოლოდ ერთხელ მოინახულა.

მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა