"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, კახეთის გზატკეცილზე, სადაც "ნაციონალების" მთავარი ოფისი მდებარეობს, ათეულობით საპატრულო პოლიციელია მობილიზებული.

"ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისთან უკვე შეიკრიბნენ აქციის ორგანიზატორები, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ დაგეგმილი აქვთ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისთან აქციის გამართვა.

გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისზე გამოკრული ვანო მერაბიშვილის პლაკატი წუხელ უკვე შეღებეს წითლად.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" დღევანდელი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ირაკლი კაკაბაძემ განუცხადა, გეგმავენ, რომ ასე შეღებონ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სახლები.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ინტერნეტით მუხროვანში გადაღებული სკანდალური ვიდეოკადრები გავრცელდა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ "ნაციონალების" სახლები და ოფისები სისხლისფრად უნდა შეღებონ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა