პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო დანაშაულებრივი ბრძანება" - დავით ზურაბიშვილი სკანდალური ვიდეოს "გაპრავებაზე" ბრალდებას პასუხობს
"ეს იყო დანაშაულებრივი ბრძანება" - დავით ზურაბიშვილი სკანდალური ვიდეოს "გაპრავებაზე" ბრალდებას პასუხობს

მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ოს "გაპ­რა­ვე­ბა­ზე" ბრალ­დე­ბას პა­სუ­ხობს.

"იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ეს სტა­ტუ­სი დავ­დო, რათა მერე სა­თი­თა­ოდ არ დამ­ჭირ­დეს კე­დელ-კე­დელ სი­ა­რუ­ლი და ერთი და იგი­ვე ბრალ­დე­ბის ათას­ჯერ უარ­ყო­ფა.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ა­ზე" ჩემი გა­მოს­ვლის ფრაგ­მენ­ტი, სა­დაც მე თით­ქოს­და "ვაპ­რა­ვებ" ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ბრძა­ნე­ბას.

ამის თა­ო­ბა­ზე მსურს სრუ­ლი­ად ცალ­სა­ხად და კა­ტე­გო­რი­უ­ლად გან­ვა­ცხა­დო:

ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ა­ში" მე გახ­ლდით სულ სხვა სა­კი­თხზე სა­ლა­პა­რა­კოდ და უბ­რა­ლოდ გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას მაჩ­ვე­ნეს ეს ვი­დეო, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ მქონ­და ნა­ნა­ხი.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ვი­დე­ოს პირ­ვე­ლი ნახ­ვი­სას, ჩემ­თვის არ გახ­ლდათ ცნო­ბი­ლი, რა კად­რე­ბია ეს და რას ეხე­ბო­და, ამი­ტომ ჩემი პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია იყო ის, რომ სა­ნამ შე­ფა­სე­ბას გა­ვა­კე­თებთ, უნდა და­ვად­გი­ნოთ კონ­ტექ­სტი - სად ით­ქვა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­დის და რა­ტომ.

სა­ერ­თოდ მე არ მჩვე­ვია იო­ლად ავარ­დნა და ნაჩ­ქა­რე­ვი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა. არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა მახ­სოვს, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სებს ისე გა­უ­კე­თე­ბი­ათ გან­ცხა­დე­ბა, რომ არ შე­უს­წავ­ლი­ათ სა­კი­თხი სა­თა­ნა­დოდ, რაც მერე სა­ნა­ნე­ბე­ლი გამ­ხდა­რა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერთხელ შე­მიძ­ლია გა­ვი­მე­ო­რო ის, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც ვთქვი - სა­ნამ არ გა­ვი­გებ­დით კონ­ტექსტს, სა­ნამ არ გა­ვი­გებ­დით რას ეხე­ბო­და ვა­ნოს ნათ­ქვა­მი, მა­ნამ­დე დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნის­გან, დი­ა­ხაც, თავი უნდა შე­მე­კა­ვე­ბი­ნა.

მე მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ეს ვი­დეო ეხე­ბო­და ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ას, სა­დაც ნამ­დვი­ლად იყო ორი გვა­მი. მუხ­რო­ვან­ში კი არ ყო­ფი­ლა გვა­მე­ბი და ამი­რი­ძის, კრი­ა­ლაშ­ვი­ლი­სა და ოთა­ნა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ოპე­რა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და თა­ვად მუხ­რო­ვა­ნის ბა­ზა­ზე პო­ლი­ცი­ის მის­ვლი­დან ოცი დღის შემ­დეგ.

მაგ­რამ რო­დე­საც დად­გინ­და, რომ ეს ნამ­დვი­ლად იყო მუხ­რო­ვა­ნის ფრაგ­მენ­ტი და ვა­ნოს ნათ­ქვა­მი შე­ე­ხე­ბო­და ოთა­ნა­ძე­სა და კრი­ა­ლაშ­ვილს, ყვე­ლა­ფე­რი გახ­და ცხა­დი და შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბაც გა­ვა­კე­თე. კერ­ძოდ ის, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა აშ­კა­რად გას­ცა ორი ადა­მი­ა­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის ბრძა­ნე­ბა და მას ამი­სი არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ეს იყო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბრძა­ნე­ბა.

ეს შე­ფა­სე­ბა შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ჩემს კე­დელ­ზეც და არა­ერთ კო­მენ­ტარ­შიც, რო­მე­ლიც მი­ვე­ცი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს". ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ებ­სა და გა­ზე­თებ­საც.

ეს არის ჩემი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც არა­ერ­თხე­ლაა დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი და თით­ქოს ამით ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­უ­გებ­რო­ბა უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ე­ბი მა­ინც აგ­რძე­ლე­ბენ იმ გა­ურ­კვე­ვე­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას და ცდი­ლო­ბენ არც პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის კონ­ტექ­სტი შე­იმ­ჩნი­ონ და არც შემ­დგო­მი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

მარ­თა­ლი გი­თხრათ ეს უგ­ვა­ნი კამ­პა­ნია, უკვე ცოტა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა იყოს უწიგ­ნუ­რი და აზრი ვერ გა­მოჰ­ქონ­დეს წა­კი­თხუ­ლის­გან. ასე­ვე ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა არ მოვ­წონ­დე და ნე­ბის­მი­ერ სა­ბაბს ებღა­უ­ჭე­ბო­დეს, რათა რო­გორ­მე გა­მა­შა­ვოს და ცუ­დად წარ­მო­მა­ჩი­ნოს, მაგ­რამ რა არ მეს­მის და რა უნდა ჩემს ფრენდლის­ტში ასეთ ხალ­ხს, რო­მელ­თაც, რაც არ უნდა უთხრა, მა­ინც ვერ გა­და­არ­წმუ­ნებ იმ იდი­ო­ტუ­რი იდეა-ფიქ­სი­დან, რომ რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის მფარ­ვე­ლო­ბის გამო ვერ ასა­მარ­თლე­ბენ დამ­ნა­შა­ვე ნა­ცი­ო­ნა­ლებს?

ამი­ტომ ასე­თებს თა­ვა­ზი­ა­ნად ვთხოვ, თვი­თონ ამო­შა­ლონ სა­კუ­თა­რი თავი. მით უმე­ტეს, რომ ჩემი კე­დე­ლი ღიაა და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, კვლავ წარ­მა­ტე­ბით შე­უძ­ლი­ათ გა­ნაგ­რძონ მისი და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბა", - წერს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ: "ორიგვა­მიმჭირ­დე­ბა, მო­მი­ტა­ნეთესორიგვა­მი" - მე­რა­ბიშ­ვილ­სადასხვამა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზესკან­და­ლუ­რიკად­რე­ბიგავ­რცელ­და

რამოხ­და 2009 წელსმუხ­რო­ვან­ში, სა­დაცვანომე­რა­ბიშ­ვი­ლი "ორგვამს" ითხოვ­და

"არ პრავ­დე­ბა" - და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სკან­და­ლურ ვი­დე­ო­ზე

"ეს იყო დანაშაულებრივი ბრძანება" - დავით ზურაბიშვილი სკანდალური ვიდეოს "გაპრავებაზე" ბრალდებას პასუხობს

"ეს იყო დანაშაულებრივი ბრძანება" - დავით ზურაბიშვილი სკანდალური ვიდეოს "გაპრავებაზე" ბრალდებას პასუხობს

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვანო მერაბიშვილის სკანდალური ვიდეოს "გაპრავებაზე" ბრალდებას პასუხობს.

"იძულებული ვარ ეს სტატუსი დავდო, რათა მერე სათითაოდ არ დამჭირდეს კედელ-კედელ სიარული და ერთი და იგივე ბრალდების ათასჯერ უარყოფა.

რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა ტელეკომპანია "კავკასიაზე" ჩემი გამოსვლის ფრაგმენტი, სადაც მე თითქოსდა "ვაპრავებ" ვანო მერაბიშვილის დანაშაულებრივ ბრძანებას.

ამის თაობაზე მსურს სრულიად ცალსახად და კატეგორიულად განვაცხადო:

ტელეკომპანია "კავკასიაში" მე გახლდით სულ სხვა საკითხზე სალაპარაკოდ და უბრალოდ გადაცემის მსვლელობისას მაჩვენეს ეს ვიდეო, რომელიც მანამდე არ მქონდა ნანახი.

ბუნებრივია, ამ ვიდეოს პირველი ნახვისას, ჩემთვის არ გახლდათ ცნობილი, რა კადრებია ეს და რას ეხებოდა, ამიტომ ჩემი პირველი რეაქცია იყო ის, რომ სანამ შეფასებას გავაკეთებთ, უნდა დავადგინოთ კონტექსტი - სად ითქვა ეს ყველაფერი, როდის და რატომ.

საერთოდ მე არ მჩვევია იოლად ავარდნა და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა. არაერთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც პოლიტიკოსებს ისე გაუკეთებიათ განცხადება, რომ არ შეუსწავლიათ საკითხი სათანადოდ, რაც მერე სანანებელი გამხდარა.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო ის, რაც ტელევიზიითაც ვთქვი - სანამ არ გავიგებდით კონტექსტს, სანამ არ გავიგებდით რას ეხებოდა ვანოს ნათქვამი, მანამდე დასკვნების გამოტანისგან, დიახაც, თავი უნდა შემეკავებინა.

მე მომეჩვენა, რომ ეს ვიდეო ეხებოდა ლაფანყურის ოპერაციას, სადაც ნამდვილად იყო ორი გვამი. მუხროვანში კი არ ყოფილა გვამები და ამირიძის, კრიალაშვილისა და ოთანაძის წინააღმდეგ ოპერაცია განხორციელდა თავად მუხროვანის ბაზაზე პოლიციის მისვლიდან ოცი დღის შემდეგ.

მაგრამ როდესაც დადგინდა, რომ ეს ნამდვილად იყო მუხროვანის ფრაგმენტი და ვანოს ნათქვამი შეეხებოდა ოთანაძესა და კრიალაშვილს, ყველაფერი გახდა ცხადი და შესაბამისი შეფასებაც გავაკეთე. კერძოდ ის, რომ ვანო მერაბიშვილმა აშკარად გასცა ორი ადამიანის ლიკვიდაციის ბრძანება და მას ამისი არანაირი კანონიერი უფლება არ ჰქონდა. ეს იყო დანაშაულებრივი ბრძანება.

ეს შეფასება შეგიძლიათ იხილოთ ჩემს კედელზეც და არაერთ კომენტარშიც, რომელიც მივეცი ტელეკომპანია "იმედს". ასევე სხვადასხვა სააგენტოებსა და გაზეთებსაც.

ეს არის ჩემი პოზიცია, რომელიც არაერთხელაა დეკლარირებული და თითქოს ამით ყველანაირი გაუგებრობა უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიღაც-ვიღაცეები მაინც აგრძელებენ იმ გაურკვეველი სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას და ცდილობენ არც პირველი შთაბეჭდილების კონტექსტი შეიმჩნიონ და არც შემდგომი განცხადებები.

მართალი გითხრათ ეს უგვანი კამპანია, უკვე ცოტა მოსაბეზრებელია. ბუნებრივია, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა იყოს უწიგნური და აზრი ვერ გამოჰქონდეს წაკითხულისგან. ასევე ყველას აქვს უფლება არ მოვწონდე და ნებისმიერ საბაბს ებღაუჭებოდეს, რათა როგორმე გამაშავოს და ცუდად წარმომაჩინოს, მაგრამ რა არ მესმის და რა უნდა ჩემს ფრენდლისტში ასეთ ხალხს, რომელთაც, რაც არ უნდა უთხრა, მაინც ვერ გადაარწმუნებ იმ იდიოტური იდეა-ფიქსიდან, რომ რესპუბლიკური პარტიის მფარველობის გამო ვერ ასამართლებენ დამნაშავე ნაციონალებს?

ამიტომ ასეთებს თავაზიანად ვთხოვ, თვითონ ამოშალონ საკუთარი თავი. მით უმეტეს, რომ ჩემი კედელი ღიაა და სურვილის შემთხვევაში, კვლავ წარმატებით შეუძლიათ განაგრძონ მისი დანაგვიანება", - წერს დავით ზურაბიშვილი.

იხილეთ: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი" - მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე სკანდალური კადრები გავრცელდა

რა მოხდა 2009 წელს მუხროვანში, სადაც ვანო მერაბიშვილი "ორ გვამს" ითხოვდა

"არ პრავდება" - დავით ზურაბიშვილი სკანდალურ ვიდეოზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს