პარტნიორები:

    აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვს

    აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვს

    აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ამ დროისთვის თოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, თოვს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებშიც, დაბლობში კი უმეტეს რაიონებში წვიმს. კერძოდ, თოვს ხულოში, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე 147სმ-ს შეადგენს, შოვში - 47ს-ს, მესტიაში - 54სმ-ს, რიკოთზე, - 125სმ-ს; ბაკურიანში - 42სმ-ს, გუდაურში - 77ს-ს, სტეფანწმინდაში - 5სმ-ს, თელავში - 10სმ-ს, საგარეჯოში - 15სმ-ს, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში - 5-5სმ-ს. ასევე, თოვს თბილისში, ბოლნისში, კორძოულში. გუდაური-კობის მონაკვეთზე კი ზვავსაშიშროებაა.

    თოვლის ნალექი აღმოსავლეთ საქართველოში 2 თებერვლის მეორე ნახევრისთვის შეწყდება. 1-ელ თებერვლის ღამით კი ყინვა დაფიქსირდება, რომელიც შემდეგ დღეებშიც მოიმატებს. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -10 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, 2 თებერვალს კი - 15 გრადუსი.

    დასავლეთ საქართველოში ძლიერი ყინვები მოსალოდნელი არ არის. 2 თებერვალს ღამით დაბლობში -5 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით კი +3;+8.

    ყინვა აღმოსავლეთ საქართველოში თებერვლის პირველი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

    იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი dari.ge-ზე

    "ინტერპრესნიუსი"

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია