პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სენაკის ბავშვთა სახლის აღსაზრდელის გვამი მუყაოს ყუთში ჩააგდეს და საიდუმლო ვითარებაში დამარხეს"
"სენაკის ბავშვთა სახლის აღსაზრდელის გვამი მუყაოს ყუთში ჩააგდეს და საიდუმლო ვითარებაში დამარხეს"

რა­ტომ ხუ­რა­ვენ ბავ­შვთა სახ­ლებს? რა პი­რო­ბებ­ში აშ­ვი­ლე­ბენ და ხორ­ცი­ელ­დე­ბა თუ არა იმ ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხებს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­დახ­დი­ლი 600 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ მიჰ­ყავთ? რა ხდე­ბო­და ბავ­შვთა სახ­ლებ­ში ან რო­გორ ექ­ცე­ვი­ან ოჯა­ხე­ბი აყ­ვა­ნილ ბავ­შვებს? სე­ნა­კის ბავ­შვთა სახ­ლის ყო­ფი­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, ვა­ლე­რი ჩი­ტა­ია გვი­ამ­ბობს, რა ვი­თა­რებ­ში უწევ­დათ ბავ­შვთა სახ­ლში ცხოვ­რე­ბა.

- სე­ნა­კის ბავ­შვთა სახ­ლში ვარ გაზ­რდი­ლი და ვიცი, რა ხდე­ბა იქ. ჩემს დროს კარ­გი პი­რო­ბე­ბი ნამ­დვი­ლად არ იყო: წლე­ბის წინ ისე­თი რა­ღა­ცე­ბი გა­მო­ვი­ა­რე, არ მინ­და, სხვებ­მაც იგი­ვე ბედი გა­ი­ზი­ა­რონ. ჩემი პრო­ტეს­ტიც ამას უკავ­შირ­დე­ბა - დღეს ბავ­შვე­ბი, ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით, უკე­თეს პი­რო­ბებ­ში არი­ან. სე­ნა­კის ბავ­შვთა სახ­ლის აღ­საზ­რდე­ლებს, გა­ოც­დე­ბით, ისე­თი პი­რო­ბე­ბი აქვთ, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი ბავ­შვთა სახ­ლე­ბი­დან გაჰ­ყავთ და ისეთ ოჯა­ხებ­ში აშ­ვი­ლე­ბენ, შე­იშ­ლე­ბით. იმ ოჯა­ხებ­საც ფუ­ლის გამო მიჰ­ყავთ, თო­რემ ბავ­შვე­ბი სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ. პა­ტა­რე­ბი სახ­ლში ჰყავთ გა­მო­კე­ტი­ლი და არ­სად გაჰ­ყავთ მა­შინ, როცა ბავ­შვთა სახ­ლში სწავ­ლო­ბენ, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბაც აქვთ და მათ­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ზრუ­ნა­ვენ, ვინც ეს საქ­მე იცის. თვი­თონ ბავ­შვებ­საც არ უნ­დათ წას­ვლა, მაგ­რამ აი­ძუ­ლე­ბენ. მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ, ბავ­შვს, რო­მე­ლიც მინ­დო­ბით იყო ოჯახ­ში, ვირუ­სი შეხ­ვდა, რის შემ­დე­გაც და­აბ­რუ­ნეს, მაგ­რამ მისი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ და­მა­ლეს... ბავ­შვთა სახ­ლში არა­ფე­რი და­აკ­ლეს, მაგ­რამ მა­ინც ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­საყ­ვა­ნი გახ­და, სა­დაც ერთი კვი­რა იწვა და შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ფაქ­ტი დი­რექ­ტორს არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ეკ­ლე­სი­უ­რი წე­სით და­ეკ­რძა­ლა - ბავ­შვის გვა­მი მუ­ყა­ოს ყუთ­ში ჩა­აგ­დეს და ისე და­მარ­ხეს. დი­რექ­ტორ­მა რომ მო­ი­კი­თხა, უთხრეს – ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა და მერე გად­მოგ­ცემ­თო. ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ლიკა სა­ნებ­ლი­ძეს და­უ­რე­კეს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან, რო­მელ­მაც თქვა – მი­ა­ნე­ბეთ თავი, მომ­კი­თხა­ვი მა­ინც არა­ვინ ჰყავ­სო. მხო­ლოდ მის სი­ტყვებს ვცი­ტი­რებ... ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან სა­მი­ნის­ტრო­ში და მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ზე გაჰ­ყავთ ბავ­შვე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ყი­დი­ან და არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ არი­ან ისი­ნი ოჯა­ხებ­ში. ვი­ღა­ცამ ხომ უნდა ამო­ი­ღოს ხმა?!

- ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა?

- ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც და­ინ­ტე­რეს­და, მარი მეს­ხია, რო­მე­ლიც დღეს ბავ­შვთა სახ­ლებს უდ­გას სა­თა­ვე­ში და ვფიქ­რობ, მისი სა­ხით ბავ­შვთა სახ­ლებს ღმერ­თმა დრო­ზე მო­უს­წრო. მარ­ტო სე­ნა­კის ბავ­შვთა სახ­ლში ბევ­რი მო­ზარ­დი გარ­და­იც­ვა­ლა და­უ­დევ­რო­ბით, ამა­ზე კი ხმა არა­ვის ამო­უ­ღია ჩემს გარ­და. ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს გა­აპ­რო­ტეს­ტა და სე­ნა­კის ბავ­შვთა სახ­ლი­დან მკვლე­ლე­ბი გა­ყა­რა, მარი მეს­ხი იყო.

- ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოჯა­ხებს პა­სუხს არა­ვინ სთხოვს?

- ვინ უნდა მოს­თხო­ვოს? არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ დგე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს უდი­ე­რად ექ­ცე­ვი­ან. ბევ­რჯერ მივ­წე­რე მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ არ და­ი­ხუ­როს ბავ­შვთა სახ­ლე­ბი, რად­გან გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, მაგ­რამ არა­ვინ გა­მომ­ხმა­უ­რე­ბია. 400-ზე მეტი წე­რი­ლი მაქვს გაგ­ზავ­ნი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­ში მოს­ვლი­დან დღემ­დე, მის­თვი­საც და პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვი­საც, მაგ­რამ... რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნას აზ­რიც არ აქვს, სა­ნამ იქ გია კა­კა­ჩია და მის­ნა­ი­რე­ბი არი­ან. იმ­დე­ნი ბავ­შვი ჰყავთ გა­ყი­დუ­ლი... რთულ ვი­თა­რე­ბა­ში არი­ან ეს ბავ­შვე­ბი.

ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, კი­დევ ერთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი აცხა­დებს, რომ არ უნდა, გა­აშ­ვი­ლონ. უჩა ოსე­ფო­ვი: "არ მინ­და, ეს ბავ­შვთა სახ­ლი და­ი­კე­ტოს. სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი - ნანა პა­ჭ­კო­რია და ლიკა ჟვა­ნია გვა­ი­ძუ­ლე­ბენ, მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში წა­ვი­დეთ, იქ კი ისე­თი ბავ­შვე­ბი მიჰ­ყავთ, რომ­ლე­ბიც ვერ აზ­როვ­ნე­ბენ, ხოლო ვინც ვაზ­როვ­ნებთ, არ გვინ­და აქე­დან წას­ვლა. სე­ნაკ­ში ერთი თავ­შე­სა­ფა­რია, კი­დევ არის კო­ჯორ­სა და თბი­ლი­სის ჩვილ ბავ­შვთა სახ­ლში, რო­მელ­თაც და­ხურ­ვით ემუქ­რე­ბი­ან. სულ 26 ბავ­შვი ვართ, ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბია და აქე­დან წას­ვლა არ გვინ­და, გთხოვთ, დაგ­ვეხ­მა­როთ".

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ თა­მარ ბო­დო­კი­ა­საც ვე­სა­უბ­რეთ.

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, რა­ტომ იხუ­რე­ბა ბავ­შვთა სახ­ლე­ბი?

- ბავ­შვთა სახ­ლე­ბის დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია სამ­თავ­რო­ბო პო­ლი­ტი­კა იყო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ნელ-ნელა ყვე­ლა ბავ­შვი მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­ში გა­და­დი­ო­და.

- ოჯა­ხებს, რომ­ლებ­საც ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი მიჰ­ყავთ 600 ლარს უხ­დით, შედმგომ­ში მათი მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინგს თუ ახორ­ცი­ე­ლებთ?

- მო­ნი­ტო­რინ­გი ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა.

გა­ზე­თი "ვერ­სია"

"სენაკის ბავშვთა სახლის აღსაზრდელის გვამი მუყაოს ყუთში ჩააგდეს და საიდუმლო ვითარებაში დამარხეს"

"სენაკის ბავშვთა სახლის აღსაზრდელის გვამი მუყაოს ყუთში ჩააგდეს და საიდუმლო ვითარებაში დამარხეს"

რატომ ხურავენ ბავშვთა სახლებს? რა პირობებში აშვილებენ და ხორციელდება თუ არა იმ ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც ოჯახებს სახელმწიფოს მიერ გადახდილი 600 ლარის სანაცვლოდ მიჰყავთ? რა ხდებოდა ბავშვთა სახლებში ან როგორ ექცევიან ოჯახები აყვანილ ბავშვებს? სენაკის ბავშვთა სახლის ყოფილი ბენეფიციარი, ვალერი ჩიტაია გვიამბობს, რა ვითარებში უწევდათ ბავშვთა სახლში ცხოვრება.

- სენაკის ბავშვთა სახლში ვარ გაზრდილი და ვიცი, რა ხდება იქ. ჩემს დროს კარგი პირობები ნამდვილად არ იყო: წლების წინ ისეთი რაღაცები გამოვიარე, არ მინდა, სხვებმაც იგივე ბედი გაიზიარონ. ჩემი პროტესტიც ამას უკავშირდება - დღეს ბავშვები, ადრინდელთან შედარებით, უკეთეს პირობებში არიან. სენაკის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, გაოცდებით, ისეთი პირობები აქვთ, მაგრამ არიან ადამიანები, სოციალური მუშაკები, რომლებსაც ისინი ბავშვთა სახლებიდან გაჰყავთ და ისეთ ოჯახებში აშვილებენ, შეიშლებით. იმ ოჯახებსაც ფულის გამო მიჰყავთ, თორემ ბავშვები სულ ფეხებზე ჰკიდიათ. პატარები სახლში ჰყავთ გამოკეტილი და არსად გაჰყავთ მაშინ, როცა ბავშვთა სახლში სწავლობენ, ხალხთან ურთიერთობაც აქვთ და მათზე ისეთი ადამიანები ზრუნავენ, ვინც ეს საქმე იცის. თვითონ ბავშვებსაც არ უნდათ წასვლა, მაგრამ აიძულებენ. მაქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით ორი წლის წინ, ბავშვს, რომელიც მინდობით იყო ოჯახში, ვირუსი შეხვდა, რის შემდეგაც დააბრუნეს, მაგრამ მისი ავადმყოფობის შესახებ დამალეს... ბავშვთა სახლში არაფერი დააკლეს, მაგრამ მაინც ქუთაისის საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა, სადაც ერთი კვირა იწვა და შემდეგ გარდაიცვალა. ეს ფაქტი დირექტორს არ შეატყობინეს, რომ ეკლესიური წესით დაეკრძალა - ბავშვის გვამი მუყაოს ყუთში ჩააგდეს და ისე დამარხეს. დირექტორმა რომ მოიკითხა, უთხრეს – ექსპერტიზაზეა და მერე გადმოგცემთო. ამ ამბავთან დაკავშირებით, ლიკა სანებლიძეს დაურეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან, რომელმაც თქვა – მიანებეთ თავი, მომკითხავი მაინც არავინ ჰყავსო. მხოლოდ მის სიტყვებს ვციტირებ... ასეთი ადამიანები არიან სამინისტროში და მინდობით აღზრდაზე გაჰყავთ ბავშვები, სინამდვილეში კი, ყიდიან და არავის აინტერესებს, როგორ არიან ისინი ოჯახებში. ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა?!

- ბავშვების მდგომარეობით არავინ ინტერესდება?

- ერთადერთი ადამიანი, ვინც დაინტერესდა, მარი მესხია, რომელიც დღეს ბავშვთა სახლებს უდგას სათავეში და ვფიქრობ, მისი სახით ბავშვთა სახლებს ღმერთმა დროზე მოუსწრო. მარტო სენაკის ბავშვთა სახლში ბევრი მოზარდი გარდაიცვალა დაუდევრობით, ამაზე კი ხმა არავის ამოუღია ჩემს გარდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს გააპროტესტა და სენაკის ბავშვთა სახლიდან მკვლელები გაყარა, მარი მესხი იყო.

- ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ოჯახებს პასუხს არავინ სთხოვს?

- ვინ უნდა მოსთხოვოს? არანაირი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ბავშვებს უდიერად ექცევიან. ბევრჯერ მივწერე მთავრობის წარმომადგენლებს, რომ არ დაიხუროს ბავშვთა სახლები, რადგან გაშვილებული ბავშვები ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებიან, მაგრამ არავინ გამომხმაურებია. 400-ზე მეტი წერილი მაქვს გაგზავნილი ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში მოსვლიდან დღემდე, მისთვისაც და პრემიერ ღარიბაშვილისთვისაც, მაგრამ... რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, წერილის გაგზავნას აზრიც არ აქვს, სანამ იქ გია კაკაჩია და მისნაირები არიან. იმდენი ბავშვი ჰყავთ გაყიდული... რთულ ვითარებაში არიან ეს ბავშვები.

ჩვენთან საუბრისას, კიდევ ერთი ბენეფიციარი აცხადებს, რომ არ უნდა, გააშვილონ. უჩა ოსეფოვი: "არ მინდა, ეს ბავშვთა სახლი დაიკეტოს. სოციალური მუშაკები - ნანა პაჭკორია და ლიკა ჟვანია გვაიძულებენ, მინდობით აღზრდაში წავიდეთ, იქ კი ისეთი ბავშვები მიჰყავთ, რომლებიც ვერ აზროვნებენ, ხოლო ვინც ვაზროვნებთ, არ გვინდა აქედან წასვლა. სენაკში ერთი თავშესაფარია, კიდევ არის კოჯორსა და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, რომელთაც დახურვით ემუქრებიან. სულ 26 ბავშვი ვართ, ძალიან კარგი პირობებია და აქედან წასვლა არ გვინდა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ".

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელ თამარ ბოდოკიასაც ვესაუბრეთ.

- ქალბატონო თამარ, რატომ იხურება ბავშვთა სახლები?

- ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია სამთავრობო პოლიტიკა იყო, რომლის მიხედვითაც, ნელ-ნელა ყველა ბავშვი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადადიოდა.

- ოჯახებს, რომლებსაც ბენეფიციარები მიჰყავთ 600 ლარს უხდით, შედმგომში მათი მდგომარეობის მონიტორინგს თუ ახორციელებთ?

- მონიტორინგი ყოველწლიურად ტარდება.

გაზეთი "ვერსია"

ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე" - ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე