ვინ გადაიღო ქართველი ვარსკვლავების შვილების პირველი ახალი წელი | Ambebi.GE
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გადაიღო ქართველი ვარსკვლავების შვილების პირველი ახალი წელი
ვინ გადაიღო ქართველი ვარსკვლავების შვილების პირველი ახალი წელი

ხატმწე­რია, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა რო­გორც ფო­ტო­ხე­ლო­ვანს, ისე იც­ნობს. "რე­ი­ტინ­გში" ხში­რად დაგ­ვი­ბეჭ­დავს პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­თა ავ­ტო­რიც გი­ორ­გია. ამ­ჯე­რად მას საყ­ვა­რელ საქ­მე­ზე ვე­სა­უბ­რეთ. მისი ფო­ტო­არ­ქი­ვი იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რომ სუ­რა­თე­ბის არ­ჩე­ვა გაგ­ვი­ჭირ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ლა­მა­ზი კად­რი მა­ინც მოხ­ვდა ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლებ­ზე...

- თბი­ლი­სის საღვთის­მე­ტყვე­ლო ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე ხატ­წე­რა-რეს­ტავ­რა­ცი­ის გან­ხრით, თუმ­ცა დიპ­ლო­მი ხატ­წე­რა­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ხა­ტის და­წე­რას თა­ვი­სი კა­ნო­ნი­კა აქვს, სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი დაფა, რო­მე­ლიც იგ­რუნ­ტე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად გჭირ­დე­ბა კურ­თხე­ვა, თუმ­ცა როცა ამ ინ­სტი­ტუ­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ხარ, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად გეძ­ლე­ვა.

16 წლის გახ­ლდით, მშრალ ხიდ­ზე "ზე­ნი­ტის" ფირ­მის აპა­რა­ტი რომ ვი­ყი­დე. ფი­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე და იმ ზა­ფხულს სო­ფელ­ში შაშ­ვის ბუდე გა­და­ვი­ღე. შემ­დეგ ვუ­ღებ­დი მცე­ნა­რე­ებს, ცხო­ვე­ლებს, მწე­რებს. შემ­დეგ პე­ი­ზა­ჟებ­სა და პა­ნო­რა­მებ­ზე გა­და­ვე­დი.

- ბუ­ნე­ბი­დან ქარ­თულ ბო­მონდში რო­გორ აღ­მოჩ­ნდი?

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პირ­ველ სე­ზონ­ზე ფო­ტოგ­რა­ფის კას­ტინ­გი გა­მო­ცხად­და. ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი ბექა ცინ­ცა­ძე გახ­ლდათ და მან გა­მი­წია რე­კო­მენ­და­ცია, ბე­ქას და ჩემი ბა­ნა­კის მე­გო­ბა­რი იყო და იცო­და ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ალ­ბათ, მო­ე­წო­ნათ ჩემი მუ­შა­ო­ბა, რად­გან ამის შემ­დეგ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ყვე­ლა პრო­ექტს მე ვი­ღებ. ამის­თვის ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის მად­ლი­ე­რი ვარ.

- ცნო­ბილ ხალ­ხთან მუ­შა­ო­ბა თა­ვი­დან არ გა­გი­ჭირ­და?

- კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და "სტა­რო­ბა" არ მზღუ­დავს. მე მგო­ნი, ვარ­სკვლა­ვი თა­ვად უფრო უნდა იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ კარ­გად გა­მოჩ­ნდეს. პირ­ვე­ლი შო­უ­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კრის­ტი ყიფ­ში­ძეს და­ვუ­მე­გობ­რდი. ძა­ლი­ან ბევრ ფო­ტოს ვუ­ღებ­დი. ეთე­რამ­დე ყო­ველ­თვის გა­მო­ნა­ხავ­და დროს, რამ­დე­ნი­მე წუთს მა­ინც, რომ სუ­რა­თი გა­დაგ­ვე­ღო. სხვე­ბი ნაკ­ლე­ბად, რად­გან ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ. მე­სა­მე სე­ზონ­ზე ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე აქ­ტი­უ­რობ­და. ბი­ჭე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად - გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე, უყ­ვარს სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა. გარ­და პრო­ექ­ტე­ბი­სა, ვი­მუ­შა­ვე ფილმზე "ცელ­ქი ბავ­შვე­ბი".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

ვინ გადაიღო ქართველი ვარსკვლავების შვილების პირველი ახალი წელი

ვინ გადაიღო ქართველი ვარსკვლავების შვილების პირველი ახალი წელი

ხატმწერია, თუმცა საზოგადოება როგორც ფოტოხელოვანს, ისე იცნობს. ''რეიტინგში'' ხშირად დაგვიბეჭდავს პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მონაწილეების ძალიან ლამაზი ფოტოები, რომელთა ავტორიც გიორგია. ამჯერად მას საყვარელ საქმეზე ვესაუბრეთ. მისი ფოტოარქივი იმდენად მრავალფეროვანია, რომ სურათების არჩევა გაგვიჭირდა, თუმცა რამდენიმე ლამაზი კადრი მაინც მოხვდა ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე...

- თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი დავამთავრე ხატწერა-რესტავრაციის განხრით, თუმცა დიპლომი ხატწერაზე ჩავაბარე. ხატის დაწერას თავისი კანონიკა აქვს, სჭირდება სპეციალური დაფა, რომელიც იგრუნტება. აუცილებლად გჭირდება კურთხევა, თუმცა როცა ამ ინსტიტუტის კურსდამთავრებული ხარ, ის ავტომატურად გეძლევა.

16 წლის გახლდით, მშრალ ხიდზე ''ზენიტის'' ფირმის აპარატი რომ ვიყიდე. ფირები შევიძინე და იმ ზაფხულს სოფელში შაშვის ბუდე გადავიღე. შემდეგ ვუღებდი მცენარეებს, ცხოველებს, მწერებს. შემდეგ პეიზაჟებსა და პანორამებზე გადავედი.

- ბუნებიდან ქართულ ბომონდში როგორ აღმოჩნდი?

- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პირველ სეზონზე ფოტოგრაფის კასტინგი გამოცხადდა. ერთ-ერთი პროდიუსერი ბექა ცინცაძე გახლდათ და მან გამიწია რეკომენდაცია, ბექას და ჩემი ბანაკის მეგობარი იყო და იცოდა ჩემი შესაძლებლობები. ალბათ, მოეწონათ ჩემი მუშაობა, რადგან ამის შემდეგ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ყველა პროექტს მე ვიღებ. ამისთვის ნოე სულაბერიძის მადლიერი ვარ.

- ცნობილ ხალხთან მუშაობა თავიდან არ გაგიჭირდა?

- კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და ''სტარობა'' არ მზღუდავს. მე მგონი, ვარსკვლავი თავად უფრო უნდა იყოს მომზადებული, რომ კარგად გამოჩნდეს. პირველი შოუდან განსაკუთრებულად კრისტი ყიფშიძეს დავუმეგობრდი. ძალიან ბევრ ფოტოს ვუღებდი. ეთერამდე ყოველთვის გამონახავდა დროს, რამდენიმე წუთს მაინც, რომ სურათი გადაგვეღო. სხვები ნაკლებად, რადგან ძალიან ნერვიულობდნენ. მესამე სეზონზე ყველა მონაწილე აქტიურობდა. ბიჭებიდან განსაკუთრებულად - გიორგი ბარბაქაძე, უყვარს სურათების გადაღება. გარდა პროექტებისა, ვიმუშავე ფილმზე ''ცელქი ბავშვები''.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება