სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართლმადიდებლობა და განსაცდელი: "ჩვე­ნი სი­სუს­ტის გა­მო ვმარ­ცხ­დე­ბით"
მართლმადიდებლობა და განსაცდელი: "ჩვე­ნი სი­სუს­ტის გა­მო ვმარ­ცხ­დე­ბით"

გან­საც­დე­ლი - ასე უწო­დე­ბენ რე­ლი­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხ­დარ დიდ უსი­ა­მოვ­ნე­ბას, უბე­დუ­რე­ბას. გან­საც­დე­ლი, რო­გორც წე­სი, ადა­მი­ანს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ატყ­დე­ბა თავს და ის, ვინც სიმ­ტ­კი­ცეს ვერ გა­მო­ი­ჩენს, ვი­საც უფ­ლის რწმე­ნა და სა­სო­ე­ბა არა აქვს, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლი­ე­რა­დაც გა­ა­ნად­გუ­როს. რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს და შე­ებ­რ­ძო­ლოს ქრის­ტი­ა­ნი გან­საც­დელს - ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რი მღვდელ მი­ქა­ელ მეკ­რა­ვიშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- გან­საც­დე­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვე­რა­ვინ ცხონ­დე­ბო­დაო - ბრძა­ნე­ბენ წმინ­და მა­მე­ბი. ამ სიტყ­ვებ­ში კარ­გად ჩანს, თუ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ჩვენ­თ­ვის, ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სთ­ვის გან­საც­დელს. სა­ჭი­როა ძა­ლი­ან დი­დი სიმ­ტ­კი­ცე და სიძ­ლი­ე­რე, რომ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე შემ­ხ­ვედრ ათას­გ­ვარ დაბ­რ­კო­ლე­ბას შე­ვებ­რ­ძო­ლოთ და გა­ვუძ­ლოთ. მე­ო­რე მხრივ, უნ­და დავ­ფიქ­რ­დეთ, იქ­ნებ ჩვე­ნი არას­წო­რი ცხოვ­რე­ბი­თაც არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ის, რაც შეგ­ვემ­თხ­ვა? იქ­ნებ ჩვე­ნი საქ­ცი­ე­ლით მო­ვიმ­კეთ ის, რაც თავს დაგ­ვატყ­და? ამი­ტომ ჩვენს ცხოვ­რე­ბას ყუ­რა­დღე­ბით უნ­და გა­დავ­ხე­დოთ, გან­საც­დე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში იმი­ტომ ხდე­ბა, რომ უფ­რო ფხიზ­ლად ვი­ყოთ, მივ­ხ­ვ­დეთ, რომ ამ­ქ­ვეყ­ნად არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი მხარ­ში დგო­მა, დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ და მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე არ ვი­ფიქ­როთ. გან­საც­დე­ლის ღირ­სე­უ­ლად დათ­მე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, უფ­ლი­სა­გან უდი­დეს ჯილ­დო­სა და სუ­ლი­ერ შვე­ბას მი­ვი­ღებთ. გან­საც­დე­ლი ცუდს კარ­გად აქ­ცევს, ხო­ლო კარ­გს - უკე­თე­სად. "ე­საა ქუ­რა – ოქ­როს გან­საწ­მე­დე­ლი, ესაა წის­ქ­ვი­ლი – ხორ­ბ­ლის და­საფ­ქ­ვე­ლი, ესაა ცეცხ­ლი, რო­მე­ლიც ეკალ-ბარ­დებს შე­მუს­რავს, რა­თა მი­წამ შეძ­ლოს, რომ მი­ი­ღოს თეს­ლი კე­თი­ლი" - ამ­ბობს წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი გან­საც­დე­ლის შე­სა­ხებ.

- მა­მაო, გან­საც­დე­ლი ხში­რად მარ­თალ ადა­მი­ან­ზეც მო­დის, უფა­ლიც ხომ ამ­ბობს - ვინც მიყ­ვარს, იმას უფ­რო მე­ტად გა­მოვ­ც­დიო.

- არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ჩვენ წუ­თი­სო­ფელ­ში ვართ და აქ ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა გან­საც­დე­ლი. არის შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც ღმერ­თი უშ­ვებს ჩვენს თავ­ზე გან­საც­დელს, რა­თა ამით გა­მოგ­ვ­ცა­დოს. მთა­ვა­რია, ეს გა­მოც­და ღირ­სე­უ­ლად გა­ვი­ა­როთ. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია მარ­თა­ლი იო­ბის ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­მაც და­კარ­გა შვი­ლე­ბი, ოჯა­ხი, ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­აჩ­ნ­და და ვინც უყ­ვარ­და, მაგ­რამ ერ­თი საყ­ვე­დუ­რიც კი არ წა­მოს­ც­დე­ნია და უფა­ლი ერ­თხე­ლაც არ და­უგ­მია. იობ­მა და­ით­მი­ნა და უფ­ლი­სა­გან დი­დი მად­ლი და სი­კე­თეც მი­ი­ღო. სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ ამ სა­კი­თხის მი­მართ წმინ­და მა­მებს: გან­საც­დე­ლის გა­რე­შე უღ­ვ­თოდ დარ­ჩე­ნილ­ნი უფალს ცრემ­ლით ევედ­რე­ბოდ­ნენ, რომ ყოვ­ლის შე­მოქ­მედს მათ­თ­ვის გან­საც­დე­ლი მო­ევ­ლი­ნა, ვი­ნა­ი­დან გან­საც­დე­ლის არ­ქო­ნა უფ­ლის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლო­ბაა, სი­შო­რეა. გა­იხ­სე­ნეთ, რო­გორ წუხ­და მა­მა ფი­ლა­რე­ტი - შვი­ლო, ღმერ­თ­მა მი­მა­ტო­ვა: დღეს ერ­თი გან­საც­დე­ლიც კი არ მქო­ნიაო. ბერს სურ­და ყო­ველ­დღე ებ­რ­ძო­ლა გან­საც­დე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რა­თა ქრის­ტე­სა­გან შე­სა­ბა­მი­სი გვირ­გ­ვი­ნი მი­ე­ღო. თუმ­ცა, უბ­რა­ლო ადა­მი­ანს ამ­დე­ნი სუ­ლი­ე­რი ძა­ლა არა აქვს, ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ და­ან­გ­რი­ოს და გა­ა­ბო­რო­ტოს გან­საც­დელ­მა, სწო­რედ ამი­ტომ ლო­ცუ­ლო­ბენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი და უფალს ევედ­რე­ბი­ან: "და ნუ შე­მიყ­ვა­ნებ ჩვენ გან­საც­დელ­სა". თუმ­ცა, თავს და­ტე­ხი­ლი გან­საც­დე­ლის ჟამს გა­ბო­რო­ტე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ამ დროს უფალს უნ­და ვთხო­ვოთ შვე­ლა და ხე­ლი არ უნ­და ჩა­ვიქ­ნი­ოთ. თუმ­ცა ამის ნაც­ვ­ლად, რო­ცა გან­საც­დე­ლი გვეწ­ვე­ვა, ჩვენ ვდრტვი­ნავთ და ვსაყ­ვე­დუ­რობთ, იმის მა­გი­ერ, რომ მას მოთ­მი­ნე­ბით, თავ­და­ჭე­რი­ლო­ბი­თა და ლოც­ვით შევ­ხ­ვ­დეთ. ყვე­ლა­ზე დი­დი გან­საც­დე­ლი ხში­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბა და სწო­რედ იმ წუ­თებ­ში უნ­და გა­მო­ვი­ჩი­ნოთ სუ­ლი­ე­რი სიმ­ტ­კი­ცე და მხნე­ო­ბა, გულ­ში უნ­და ვი­მე­ო­როთ, რომ გან­საც­დე­ლი გზაა ღვთი­სა­კენ… გზა იმ მორ­წ­მუ­ნი­სა, რომ­ლის ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მი­ზანს ღვთის მცნე­ბა­თა აღ­ს­რუ­ლე­ბა და ცა­თა სა­სუ­ფევ­ლის მკვიდ­რო­ბა წარ­მო­ად­გენს. ამა­ვე დროს გან­საც­დე­ლი "გან­მ­წ­მე­დელ არს სუ­ლი­სა". სუ­ლის გან­წ­მენ­და კი და­უს­რუ­ლე­ბლად გრძელ­დე­ბა ქრის­ტი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, ამი­ტომ გან­საც­დე­ლი არა ერ­თხელ, არა­მედ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე უნ­და და­ით­მი­ნოს, ვი­ნა­ი­დან მო­ცი­ქუ­ლი გვას­წავ­ლის: "რო­მელ­მან და­ით­მი­ნოს სრუ­ლი­ად, იგი ცხონ­დე­სო". ზოგ­ჯერ ადა­მი­ან­ზე გან­საც­დე­ლი მის გონ­ზე მო­სას­ვ­ლე­ლად და ღვთის სა­დი­დე­ბ­ლად ეშ­ვე­ბა, მაგ­რამ უფა­ლი ადა­მი­ანს იმ­ხე­ლა გან­საც­დელს აძ­ლევს, რომ­ლის და­ტე­ვაც შე­უძ­ლია. შე­მოქ­მე­დი არ და­უშ­ვებს თა­ვის უსაყ­ვარ­ლეს ქმნი­ლე­ბა­ზე, ადა­მი­ან­ზე, უფ­რო დიდ გან­საც­დელს, რომ­ლის ატა­ნა და დაძ­ლე­ვაც მას არ შე­უძ­ლია. ღვთი­სა­გან დაშ­ვე­ბუ­ლი გან­საც­დე­ლე­ბი ჩვე­ნი ძა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სი­სუს­ტის გა­მო ვმარ­ცხ­დე­ბით და ვიდ­რი­კე­ბით.

- მშობ­ლე­ბი ხში­რად კი­თხუ­ლო­ბენ: რო­გორ და­ვიც­ვათ შვი­ლე­ბი გან­საც­დე­ლი­სა­გან, რო­მე­ლიც მათ ქუ­ჩა­ში, იმ გა­რე­მოც­ვი­სა­გან ელო­დე­ბათ, რო­მელ­შიც ყოფ­ნა უწევ­თო…

- ამ თე­მა­ზე ად­რეც მით­ქ­ვამს და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ: იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვი არ აჰ­ყ­ვეს არა­სა­სურ­ველ ნაც­ნობ-მე­გობ­რებს, ის და­კა­ვე­ბუ­ლი უნ­და იყოს, დროც არ უნ­და ჰქონ­დეს იმი­სათ­ვის, რომ ქუ­ჩა­ში უსაქ­მოდ დად­გეს. ბავ­შ­ვი უნ­და იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტით, უნ­და და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ხე­ლოვ­ნე­ბით, ბო­ლოს და ბო­ლოს, წიგ­ნის კითხ­ვა შე­ვაყ­ვა­როთ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი რა ხდე­ბა? - ხში­რად მშო­ბე­ლი თვი­თონ ეწე­ვა სი­გა­რეტს და შვილს უშ­ლის - არ მოს­წიოო, მთვრა­ლია და ჭკუ­ას არი­გებს - ნუ და­ლე­ვო, ან იგი­ნე­ბა და შვილს უკ­რ­ძა­ლავს გი­ნე­ბას. ბავ­შ­ვი­სათ­ვის მშო­ბე­ლი უნ­და იყოს მა­გა­ლი­თი, რომ­ლი­თაც ის იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს ცხოვ­რე­ბის გზა­ზე და რო­მელ­საც მი­ჰბა­ძავს. მო­ზარ­დ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და ია­როს ეკ­ლე­სი­ა­ში, რომ ის ხში­რად ვა­ზი­ა­როთ. მოძღ­ვა­რი უნ­და იყოს მი­სი სუ­ლი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და დამ­რი­გე­ბე­ლი, რომ­ლის რჩე­ვა­საც ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და დატ­ვირ­თ­ვა ექ­ნე­ბა. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ბავ­შ­ვი არა­სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს უნ­და მო­ვა­რი­დოთ - ეს ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და სწო­რი გზაა მი­სი აღ­ზ­რ­დი­სათ­ვის.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მართლმადიდებლობა და განსაცდელი: "ჩვე­ნი სი­სუს­ტის გა­მო ვმარ­ცხ­დე­ბით"

მართლმადიდებლობა და განსაცდელი: "ჩვე­ნი სი­სუს­ტის გა­მო ვმარ­ცხ­დე­ბით"

გან­საც­დე­ლი - ასე უწო­დე­ბენ რე­ლი­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხ­დარ დიდ უსი­ა­მოვ­ნე­ბას, უბე­დუ­რე­ბას. გან­საც­დე­ლი, რო­გორც წე­სი, ადა­მი­ანს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ატყ­დე­ბა თავს და ის, ვინც სიმ­ტ­კი­ცეს ვერ გა­მო­ი­ჩენს, ვი­საც უფ­ლის რწმე­ნა და სა­სო­ე­ბა არა აქვს, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლი­ე­რა­დაც გა­ა­ნად­გუ­როს. რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს და შე­ებ­რ­ძო­ლოს ქრის­ტი­ა­ნი გან­საც­დელს - ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რი მღვდელ მი­ქა­ელ მეკ­რა­ვიშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- გან­საც­დე­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვე­რა­ვინ ცხონ­დე­ბო­დაო - ბრძა­ნე­ბენ წმინ­და მა­მე­ბი. ამ სიტყ­ვებ­ში კარ­გად ჩანს, თუ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ჩვენ­თ­ვის, ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სთ­ვის გან­საც­დელს. სა­ჭი­როა ძა­ლი­ან დი­დი სიმ­ტ­კი­ცე და სიძ­ლი­ე­რე, რომ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე შემ­ხ­ვედრ ათას­გ­ვარ დაბ­რ­კო­ლე­ბას შე­ვებ­რ­ძო­ლოთ და გა­ვუძ­ლოთ. მე­ო­რე მხრივ, უნ­და დავ­ფიქ­რ­დეთ, იქ­ნებ ჩვე­ნი არას­წო­რი ცხოვ­რე­ბი­თაც არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ის, რაც შეგ­ვემ­თხ­ვა? იქ­ნებ ჩვე­ნი საქ­ცი­ე­ლით მო­ვიმ­კეთ ის, რაც თავს დაგ­ვატყ­და? ამი­ტომ ჩვენს ცხოვ­რე­ბას ყუ­რადღე­ბით უნ­და გა­დავ­ხე­დოთ, გან­საც­დე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში იმი­ტომ ხდე­ბა, რომ უფ­რო ფხიზ­ლად ვი­ყოთ, მივ­ხ­ვ­დეთ, რომ ამ­ქ­ვეყ­ნად არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი მხარ­ში დგო­მა, დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ და მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე არ ვი­ფიქ­როთ. გან­საც­დე­ლის ღირ­სე­უ­ლად დათ­მე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, უფ­ლი­სა­გან უდი­დეს ჯილ­დო­სა და სუ­ლი­ერ შვე­ბას მი­ვი­ღებთ. გან­საც­დე­ლი ცუდს კარ­გად აქ­ცევს, ხო­ლო კარგს - უკე­თე­სად. "ე­საა ქუ­რა – ოქ­როს გან­საწ­მე­დე­ლი, ესაა წის­ქ­ვი­ლი – ხორ­ბ­ლის და­საფ­ქ­ვე­ლი, ესაა ცეცხ­ლი, რო­მე­ლიც ეკალ-ბარ­დებს შე­მუს­რავს, რა­თა მი­წამ შეძ­ლოს, რომ მი­ი­ღოს თეს­ლი კე­თი­ლი" - ამ­ბობს წმინ­და იოანე ოქ­რო­პი­რი გან­საც­დე­ლის შე­სა­ხებ.

- მა­მაო, გან­საც­დე­ლი ხში­რად მარ­თალ ადა­მი­ან­ზეც მო­დის, უფა­ლიც ხომ ამ­ბობს - ვინც მიყ­ვარს, იმას უფ­რო მე­ტად გა­მოვ­ც­დიო.

- არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ჩვენ წუ­თი­სო­ფელ­ში ვართ და აქ ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა გან­საც­დე­ლი. არის შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც ღმერ­თი უშ­ვებს ჩვენს თავ­ზე გან­საც­დელს, რა­თა ამით გა­მოგ­ვ­ცა­დოს. მთა­ვა­რია, ეს გა­მოც­და ღირ­სე­უ­ლად გა­ვი­ა­როთ. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია მარ­თა­ლი იობის ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­მაც და­კარ­გა შვი­ლე­ბი, ოჯა­ხი, ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­აჩ­ნ­და და ვინც უყ­ვარ­და, მაგ­რამ ერ­თი საყ­ვე­დუ­რიც კი არ წა­მოს­ც­დე­ნია და უფა­ლი ერ­თხე­ლაც არ და­უგ­მია. იობ­მა და­ით­მი­ნა და უფ­ლი­სა­გან დი­დი მად­ლი და სი­კე­თეც მი­ი­ღო. სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ ამ სა­კითხის მი­მართ წმინ­და მა­მებს: გან­საც­დე­ლის გა­რე­შე უღ­ვ­თოდ დარ­ჩე­ნილ­ნი უფალს ცრემ­ლით ევედ­რე­ბოდ­ნენ, რომ ყოვ­ლის შე­მოქ­მედს მათ­თ­ვის გან­საც­დე­ლი მო­ევ­ლი­ნა, ვი­ნა­ი­დან გან­საც­დე­ლის არ­ქო­ნა უფ­ლის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლო­ბაა, სი­შო­რეა. გა­იხ­სე­ნეთ, რო­გორ წუხ­და მა­მა ფი­ლა­რე­ტი - შვი­ლო, ღმერ­თ­მა მი­მა­ტო­ვა: დღეს ერ­თი გან­საც­დე­ლიც კი არ მქო­ნიაო. ბერს სურ­და ყო­ველ­დღე ებ­რ­ძო­ლა გან­საც­დე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რა­თა ქრის­ტე­სა­გან შე­სა­ბა­მი­სი გვირ­გ­ვი­ნი მი­ე­ღო. თუმ­ცა, უბ­რა­ლო ადა­მი­ანს ამ­დე­ნი სუ­ლი­ე­რი ძა­ლა არა აქვს, ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ და­ან­გ­რი­ოს და გა­ა­ბო­რო­ტოს გან­საც­დელ­მა, სწო­რედ ამი­ტომ ლო­ცუ­ლო­ბენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი და უფალს ევედ­რე­ბი­ან: "და ნუ შე­მიყ­ვა­ნებ ჩვენ გან­საც­დელ­სა". თუმ­ცა, თავს და­ტე­ხი­ლი გან­საც­დე­ლის ჟამს გა­ბო­რო­ტე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ამ დროს უფალს უნ­და ვთხო­ვოთ შვე­ლა და ხე­ლი არ უნ­და ჩა­ვიქ­ნი­ოთ. თუმ­ცა ამის ნაც­ვ­ლად, რო­ცა გან­საც­დე­ლი გვეწ­ვე­ვა, ჩვენ ვდრტვი­ნავთ და ვსაყ­ვე­დუ­რობთ, იმის მა­გი­ერ, რომ მას მოთ­მი­ნე­ბით, თავ­და­ჭე­რი­ლო­ბი­თა და ლოც­ვით შევ­ხ­ვ­დეთ. ყვე­ლა­ზე დი­დი გან­საც­დე­ლი ხში­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბა და სწო­რედ იმ წუ­თებ­ში უნ­და გა­მო­ვი­ჩი­ნოთ სუ­ლი­ე­რი სიმ­ტ­კი­ცე და მხნე­ო­ბა, გულ­ში უნ­და ვი­მე­ო­როთ, რომ გან­საც­დე­ლი გზაა ღვთი­სა­კენ… გზა იმ მორ­წ­მუ­ნი­სა, რომ­ლის ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მი­ზანს ღვთის მცნე­ბა­თა აღ­ს­რუ­ლე­ბა და ცა­თა სა­სუ­ფევ­ლის მკვიდ­რო­ბა წარ­მო­ად­გენს. ამა­ვე დროს გან­საც­დე­ლი "გან­მ­წ­მე­დელ არს სუ­ლი­სა". სუ­ლის გან­წ­მენ­და კი და­უს­რუ­ლე­ბლად გრძელ­დე­ბა ქრის­ტი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, ამი­ტომ გან­საც­დე­ლი არა ერ­თხელ, არა­მედ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე უნ­და და­ით­მი­ნოს, ვი­ნა­ი­დან მო­ცი­ქუ­ლი გვას­წავ­ლის: "რო­მელ­მან და­ით­მი­ნოს სრუ­ლი­ად, იგი ცხონ­დე­სო". ზოგ­ჯერ ადა­მი­ან­ზე გან­საც­დე­ლი მის გონ­ზე მო­სას­ვ­ლე­ლად და ღვთის სა­დი­დე­ბ­ლად ეშ­ვე­ბა, მაგ­რამ უფა­ლი ადა­მი­ანს იმ­ხე­ლა გან­საც­დელს აძ­ლევს, რომ­ლის და­ტე­ვაც შე­უძ­ლია. შე­მოქ­მე­დი არ და­უშ­ვებს თა­ვის უსაყ­ვარ­ლეს ქმნი­ლე­ბა­ზე, ადა­მი­ან­ზე, უფ­რო დიდ გან­საც­დელს, რომ­ლის ატა­ნა და დაძ­ლე­ვაც მას არ შე­უძ­ლია. ღვთი­სა­გან დაშ­ვე­ბუ­ლი გან­საც­დე­ლე­ბი ჩვე­ნი ძა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სი­სუს­ტის გა­მო ვმარ­ცხ­დე­ბით და ვიდ­რი­კე­ბით.

- მშობ­ლე­ბი ხში­რად კითხუ­ლო­ბენ: რო­გორ და­ვიც­ვათ შვი­ლე­ბი გან­საც­დე­ლი­სა­გან, რო­მე­ლიც მათ ქუ­ჩა­ში, იმ გა­რე­მოც­ვი­სა­გან ელო­დე­ბათ, რო­მელ­შიც ყოფ­ნა უწევ­თო…

- ამ თე­მა­ზე ად­რეც მით­ქ­ვამს და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ: იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვი არ აჰ­ყ­ვეს არა­სა­სურ­ველ ნაც­ნობ-მე­გობ­რებს, ის და­კა­ვე­ბუ­ლი უნ­და იყოს, დროც არ უნ­და ჰქონ­დეს იმი­სათ­ვის, რომ ქუ­ჩა­ში უსაქ­მოდ დად­გეს. ბავ­შ­ვი უნ­და იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტით, უნ­და და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ხე­ლოვ­ნე­ბით, ბო­ლოს და ბო­ლოს, წიგ­ნის კითხ­ვა შე­ვაყ­ვა­როთ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი რა ხდე­ბა? - ხში­რად მშო­ბე­ლი თვი­თონ ეწე­ვა სი­გა­რეტს და შვილს უშ­ლის - არ მოს­წიოო, მთვრა­ლია და ჭკუ­ას არი­გებს - ნუ და­ლე­ვო, ან იგი­ნე­ბა და შვილს უკ­რ­ძა­ლავს გი­ნე­ბას. ბავ­შ­ვი­სათ­ვის მშო­ბე­ლი უნ­და იყოს მა­გა­ლი­თი, რომ­ლი­თაც ის იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს ცხოვ­რე­ბის გზა­ზე და რო­მელ­საც მი­ჰბა­ძავს. მო­ზარ­დ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და იაროს ეკ­ლე­სი­ა­ში, რომ ის ხში­რად ვა­ზი­ა­როთ. მოძღ­ვა­რი უნ­და იყოს მი­სი სუ­ლი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და დამ­რი­გე­ბე­ლი, რომ­ლის რჩე­ვა­საც ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და დატ­ვირ­თ­ვა ექ­ნე­ბა. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ბავ­შ­ვი არა­სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს უნ­და მო­ვა­რი­დოთ - ეს ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და სწო­რი გზაა მი­სი აღ­ზ­რ­დი­სათ­ვის.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია