პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვილმა მითხრა, ბიძია დამესიზმრა, წყლიდან ამოდიოდაო, მეორე დღეს ჩემი ძმა ოკეანეში დაიხრჩო - 5 ამბავი შემზარავი წინათგრძნობის შესახებ
შვილმა მითხრა, ბიძია დამესიზმრა, წყლიდან ამოდიოდაო, მეორე დღეს ჩემი ძმა ოკეანეში დაიხრჩო - 5 ამბავი შემზარავი წინათგრძნობის შესახებ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­ცე­მა Daily Mail-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ის­ტო­რი­ე­ბი ექთან პენი სარ­ტო­რის ახა­ლი წიგ­ნი­დან - Near Death Experiences (ე.წ. "სიკ­ვდი­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა" NDE).

სტა­ტი­ას მკი­თხველ­თა უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რე­დაქ­ცი­ა­ში ათა­სო­ბით წე­რი­ლი მი­ვი­და, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ებს ყვე­ბოდ­ნენ. დღეს გა­მო­ცე­მამ სტა­ტია და­ბეჭ­და, სა­დაც 5 ადა­მი­ა­ნის მო­ნა­თხრო­ბია მოყ­ვა­ნი­ლი, რო­მელ­თაც წი­ნათ­გრძნო­ბა ჰქონ­დათ, რომ მათი ახ­ლობ­ლე­ბი მალე გარ­და­იც­ვლე­ბოდ­ნენ. ზო­გი­ერთს ხილ­ვა ჰქონ­და, ზო­გი­ერ­თმა კი სიზ­მარ­ში ნახა.

კე­როლ კინგსტო­ნი, 67 წლის: 1982 წლის მა­ი­სი იყო, დღის პირ­ვე­ლი სა­ა­თი. კარ­ზე ზა­რის ხმამ გაგ­ვაღ­ვი­ძა. ჩემი მე­უღ­ლე ჯონი დაბ­ლა ჩა­ვი­და, მაგ­რამ დაბ­რუ­ნე­ბი­სას თქვა, რომ არა­ვინ იყო. ისე­თი ძლი­ე­რი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ეს ჩემი უმ­ცრო­სი 25 წლის ძმა სტი­ვი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ ზარ­მა ისევ და­რე­კა. ამ­ჯე­რა­დაც არა­ვინ იყო. ეს კი­დევ რამ­დე­ნი­მე წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ყუ­რა­დღე­ბა არ მიგ­ვექ­ცია, ვი­ფიქ­რეთ, სახ­ლი ეშ­ლე­ბო­დათ. ღამე ჩემ­მა უფ­როს­მა ვაჟ­მა, რო­ბინ­მა გა­მაღ­ვი­ძა და მი­თხრა, რომ და­ე­სიზ­მრა ბი­ძია სტი­ვი, რო­მე­ლიც წყლი­დან ამო­დი­ო­და. მე­ო­რე დღეს მა­მამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ სტი­ვი ავა­რი­ა­ში მოკ­ვდა. რო­გორც აგ­ვიხ­სნეს, ვერ­ტმფრე­ნი ოკე­ა­ნე­ში ჩა­ვარ­და და ის და­იხ­რჩო.

ჯუ­ლი­ეტ რუდ­კი­ნი, 43 წლის: 2003 წლის აპ­რილ­ში ულა­მა­ზე­სი ჯან­მრთე­ლი ბიჭი გა­ვა­ჩი­ნე, რო­მელ­საც დე­ვი­დი და­ვარ­ქვი. მე და ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ში­ნელ­მა შეგ­რძნე­ბამ მო­მიც­ვა. არ ვიცი, ეს რა იყო, მაგ­რამ მქონ­და სა­ზა­რე­ლი შიში, რომ ბავ­შვი მოკ­ვდე­ბო­და. ვე­რა­ვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, ვი­ცო­დი იტყოდ­ნენ, რომ მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ დეპ­რე­სია მქონ­და. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ დე­და­ჩე­მი გე­რალ­დი­ნი სახ­ლში მო­ვი­და, რათა უფ­რო­სი ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში წა­ეყ­ვა­ნა. დედა შე­მო­სას­ვლე­ლე­ში იდგა და ბავ­შვებს ელო­დე­ბო­და - უეც­რად თით­ქოს მის თვა­ლებ­ში შე­ვე­დი და სუ­ლამ­დე შე­ვაღ­წიე. მახ­სოვს დე­დამ შე­ნიშ­ვნა მომ­ცა, რომ ცუდი მზე­რა მქონ­და და ვა­ში­ნებ­დი. დედა მა­ლე­ვე წა­ვი­და. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მის­მა მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ დედა სახ­ლში ცუ­დად გახ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. დედა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

რუთ შე­არ­დი, 67 წლის: 1991 წლის ღამე იყო ჩემს სახ­ლში ლო­გინ­ში ვი­წე­ქი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვიგ­რძე­ნი, რომ ოთახ­ში ჩემს გარ­და, კი­დევ ვი­ღაც იყო. "და­ვი­ნა­ხე" დიდი ხნის წინ გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბია ადე­ლა­ი­დი, რო­მე­ლიც ჩემს ლო­გინ­თან იდგა.

"თოფ­მა ამ დროს ცე­ცხლი გახ­სნა. ეს იყო შუ­ა­დღეს და არა დი­ლით. უთხა­რი მა­მა­შენს", - ზუს­ტად ეს სი­ტყვე­ბი გა­ვი­გო­ნე.

მე­ო­რე დი­ლით გა­ვიღ­ვი­ძე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე სა­ა­ბა­ზა­ნოს რა­დი­ა­ტო­რი­დან წყა­ლი ჟო­ნავ­და. შემ­დეგ მა­მას­თან მი­ვე­დი და სიზ­მრის შე­სა­ხებ მო­ვუ­ყე­ვი. მას სა­ხე­ზე ფერი შე­ეც­ვა­ლა. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ბა­ბუ­ა­ჩე­მი არ­ტუ­რი 1916 წელს იუტ­ლან­დის ბრძო­ლა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ეს თა­რი­ღი ბევ­რჯერ დაგ­ვი­წყე­ბია.

"დღეს 31 მა­ი­სია. 75 წელი გა­ვი­და მისი სიკ­ვდი­ლი­დან", - წა­მო­იყ­ვი­რა მა­მა­ჩემ­მა.

ჯუდი სმი­ტი, 66 წლის: 1969 წელს 22 წლის ასაკ­ში ქა­ლაქ ჩელმსფორდში ბან­კში ვმუ­შა­ობ­დი. ეს ძვე­ლი შე­ნო­ბა იყო და სა­ლა­რო­ე­ბის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ბუ­ხა­რი ჰქონ­და. შუ­ა­დღე იქ­ნე­ბო­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბუ­ხარ­ში დე­ი­და­ჩე­მი ლილი და­ვი­ნა­ხე. არ შემ­ში­ნე­ბია, მახ­სოვს მხო­ლოდ ის, რომ მისი იქ ყოფ­ნა გა­მიკ­ვირ­და. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. ამის შემ­დეგ დე­დამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ დე­ი­და ლილი გარ­და­იც­ვა­ლა.

ალან გრივ­სი, 62 წლის: 1983 წელი იყო. ღამე კოშ­მა­რულ­მა სიზ­მარ­მა გა­მაღ­ვი­ძა. და­მე­სიზ­მრა, თით­ქოს მე­ზო­ბე­ლი ჩემი სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­ვარ­და და მოკ­ვდა. ლო­გი­ნი­დან წა­მოვ­დე­ქი, სხე­უ­ლი ოფ­ლი­ა­ნი მქონ­და და გული ძა­ლი­ან მი­ცემ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცის ხმა მო­მეს­მა. უც­ნობ­მა ხმამ მი­თხრა, რომ დე­და­ჩე­მი რე­ი­ჩე­ლი 3 თვე­ში 2-ის ნა­ხე­ვარ­ზე მოკ­ვდე­ბო­და. შემ­დეგ ჩა­მე­ძი­ნა. დე­დას 4 წელი პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ მა­ინც მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. დე­და­ჩე­მი ზუს­ტად 3 თვე­ში 2-ის წუ­თებ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

შვილმა მითხრა, ბიძია დამესიზმრა, წყლიდან ამოდიოდაო, მეორე დღეს ჩემი ძმა ოკეანეში დაიხრჩო - 5 ამბავი შემზარავი წინათგრძნობის შესახებ

შვილმა მითხრა, ბიძია დამესიზმრა, წყლიდან ამოდიოდაო, მეორე დღეს ჩემი ძმა ოკეანეში დაიხრჩო - 5 ამბავი შემზარავი წინათგრძნობის შესახებ

რამდენიმე დღის წინ გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა ისტორიები ექთან პენი სარტორის ახალი წიგნიდან - Near Death Experiences (ე.წ. "სიკვდილის გამოცდილება" NDE).

სტატიას მკითხველთა უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა. რედაქციაში ათასობით წერილი მივიდა, სადაც ადამიანები საკუთარ ისტორიებს ყვებოდნენ. დღეს გამოცემამ სტატია დაბეჭდა, სადაც 5 ადამიანის მონათხრობია მოყვანილი, რომელთაც წინათგრძნობა ჰქონდათ, რომ მათი ახლობლები მალე გარდაიცვლებოდნენ. ზოგიერთს ხილვა ჰქონდა, ზოგიერთმა კი სიზმარში ნახა.

კეროლ კინგსტონი, 67 წლის: 1982 წლის მაისი იყო, დღის პირველი საათი. კარზე ზარის ხმამ გაგვაღვიძა. ჩემი მეუღლე ჯონი დაბლა ჩავიდა, მაგრამ დაბრუნებისას თქვა, რომ არავინ იყო. ისეთი ძლიერი შეგრძნება მქონდა, რომ ეს ჩემი უმცროსი 25 წლის ძმა სტივი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე წამის შემდეგ ზარმა ისევ დარეკა. ამჯერადაც არავინ იყო. ეს კიდევ რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ყურადღება არ მიგვექცია, ვიფიქრეთ, სახლი ეშლებოდათ. ღამე ჩემმა უფროსმა ვაჟმა, რობინმა გამაღვიძა და მითხრა, რომ დაესიზმრა ბიძია სტივი, რომელიც წყლიდან ამოდიოდა. მეორე დღეს მამამ დამირეკა და მითხრა, რომ სტივი ავარიაში მოკვდა. როგორც აგვიხსნეს, ვერტმფრენი ოკეანეში ჩავარდა და ის დაიხრჩო.

ჯულიეტ რუდკინი, 43 წლის: 2003 წლის აპრილში ულამაზესი ჯანმრთელი ბიჭი გავაჩინე, რომელსაც დევიდი დავარქვი. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვიყავით. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მოულოდნელად საშინელმა შეგრძნებამ მომიცვა. არ ვიცი, ეს რა იყო, მაგრამ მქონდა საზარელი შიში, რომ ბავშვი მოკვდებოდა. ვერავის ვეუბნებოდი, ვიცოდი იტყოდნენ, რომ მშობიარობის შემდეგ დეპრესია მქონდა. რამდენიმე თვის შემდეგ დედაჩემი გერალდინი სახლში მოვიდა, რათა უფროსი ბავშვები სკოლაში წაეყვანა. დედა შემოსასვლელეში იდგა და ბავშვებს ელოდებოდა - უეცრად თითქოს მის თვალებში შევედი და სულამდე შევაღწიე. მახსოვს დედამ შენიშვნა მომცა, რომ ცუდი მზერა მქონდა და ვაშინებდი. დედა მალევე წავიდა. რამდენიმე საათში მისმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ დედა სახლში ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედა რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

რუთ შეარდი, 67 წლის: 1991 წლის ღამე იყო ჩემს სახლში ლოგინში ვიწექი. მოულოდნელად ვიგრძენი, რომ ოთახში ჩემს გარდა, კიდევ ვიღაც იყო. "დავინახე" დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ბებია ადელაიდი, რომელიც ჩემს ლოგინთან იდგა.

"თოფმა ამ დროს ცეცხლი გახსნა. ეს იყო შუადღეს და არა დილით. უთხარი მამაშენს", - ზუსტად ეს სიტყვები გავიგონე.

მეორე დილით გავიღვიძე და აღმოვაჩინე სააბაზანოს რადიატორიდან წყალი ჟონავდა. შემდეგ მამასთან მივედი და სიზმრის შესახებ მოვუყევი. მას სახეზე ფერი შეეცვალა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ბაბუაჩემი არტური 1916 წელს იუტლანდის ბრძოლაში გარდაიცვალა, მაგრამ ეს თარიღი ბევრჯერ დაგვიწყებია.

"დღეს 31 მაისია. 75 წელი გავიდა მისი სიკვდილიდან", - წამოიყვირა მამაჩემმა.

ჯუდი სმიტი, 66 წლის: 1969 წელს 22 წლის ასაკში ქალაქ ჩელმსფორდში ბანკში ვმუშაობდი. ეს ძველი შენობა იყო და სალაროების მოპირდაპირე მხარეს ბუხარი ჰქონდა. შუადღე იქნებოდა მოულოდნელად ბუხარში დეიდაჩემი ლილი დავინახე. არ შემშინებია, მახსოვს მხოლოდ ის, რომ მისი იქ ყოფნა გამიკვირდა. რამდენიმე წუთში გაუჩინარდა. ამის შემდეგ დედამ დამირეკა და მითხრა, რომ დეიდა ლილი გარდაიცვალა.

ალან გრივსი, 62 წლის: 1983 წელი იყო. ღამე კოშმარულმა სიზმარმა გამაღვიძა. დამესიზმრა, თითქოს მეზობელი ჩემი სახურავიდან გადმოვარდა და მოკვდა. ლოგინიდან წამოვდექი, სხეული ოფლიანი მქონდა და გული ძალიან მიცემდა. მოულოდნელად უცნობი მამაკაცის ხმა მომესმა. უცნობმა ხმამ მითხრა, რომ დედაჩემი რეიჩელი 3 თვეში 2-ის ნახევარზე მოკვდებოდა. შემდეგ ჩამეძინა. დედას 4 წელი პარკინსონის დაავადება ჰქონდა, მაგრამ მაინც მხნედ გამოიყურებოდა. დედაჩემი ზუსტად 3 თვეში 2-ის წუთებზე გარდაიცვალა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ქართველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს - დაკარგული წინაპრების კვალდაკვალ

"ეს მსგავსებები ჩემთვისაც სასაცილოა..." - რა კომენტარს აკეთებს ვარლამ გოლეთიანი "ფეისბუქში" გავრცელებულ GOT-ის სახალისო ფოტოკოლაჟებზე

"რიონის ხეობის თამაშები...ახლა მთავარია, დრაკონმა არ გადაიფრინოს" - სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველებს GOT-ის გმირებს ამსგავსებენ (ნახეთ ფოტოები)