პარტნიორები:

    შაურმა, რომელმაც 20-მდე ადამიანის მოწამვლა გამოიწვია, დაბინძურებული აღმოჩნდა

    შაურმა, რომელმაც 20-მდე ადამიანის მოწამვლა გამოიწვია, დაბინძურებული აღმოჩნდა

    ცნობილია იმ შაურმის ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელმაც ბათუმში 20-მდე ადამიანის მოწამვლა გამოიწვია.

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ბათუმში, ჭავჭავაძის N7-ში მდებარე საშაურმედან ნიმუშები ინფორმაციის მიღებისთანავე აიღეს და შესამოწმებლად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ "ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს" გადაუგზავნეს, ბიზნესოპერატორს კი საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

    კვლევით დადგინდა, რომ შაურმაში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები, კერძოდ, მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. ნიმუშში აღმოჩნდა ასევე ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები (კოლიფორმები).

    აღნიშნული დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად, 1000 ლარით დაჯარიმდა.

    "ინტერპრესნიუსი"

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია