მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ასაკში ქმნიან ქართველები ოჯახს - ოფიციალური მონაცემები
რა ასაკში ქმნიან ქართველები ოჯახს - ოფიციალური მონაცემები

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, წინა ათწლე­ულ­თან შე­და­რე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ მო­ი­მა­ტა.

2001 წელს ქორ­წი­ნე­ბა­თა რი­ცხვი 13 336-ს შე­ად­გენ­და, 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით კი -30 412-ს. ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, რო­გორც მდედ­რო­ბი­თი, ისე მამ­რო­ბი­თი სქე­სის ქორ­წი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 20 წლის მან­ძილ­ზე იმა­ტებს. თუკი 1990 წელს ქა­ლე­ბი სა­შუ­ა­ლოდ 23 წლის, ხოლო მა­მა­კა­ცე­ბი - 27 წლის ასაკ­ში ქმნიდ­ნენ ოჯახს, 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით ასა­კობ­რივ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 2-3 წლით მო­ი­მა­ტა - მა­მა­კა­ცე­ბი 29-30, ქა­ლე­ბი კი 26-27 წლის ასაკ­ში იწყე­ბენ და­ო­ჯა­ხე­ბას. 

იუ­რი­დი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქორ­წი­ნე­ბის ქვე­და ზღვა­რი ორი­ვე სქე­სის­თვის 18 წე­ლია, თუმ­ცა ასა­კობ­რი­ვი ნორ­მა ოჯა­ხის შექ­მნის­თვის მზად­ყოფ­ნის ერ­თა­დერ­თი და უპი­რო­ბო გა­რან­ტია არ არის. მარ­თა­ლია, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ ირ­ჩევს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ე.წ. პარტნი­ო­რუ­ლი ნორ­მე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი.

გარ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი მზა­ო­ბი­სა, რა ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს მყა­რი ოჯა­ხის შექ­მნის გა­რან­ტი­ას, რა­ტომ გა­ი­ზარ­და ქორ­წი­ნე­ბის ქვე­და ზღვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში? ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე Ambebi.ge ფსი­ქო­ლოგ ნანა ჩა­ჩუ­ას ესა­უბ­რა:

- ადა­მი­ა­ნი არის ბიო-ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ან­თან ქორ­წი­ნე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მზა­ო­ბა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, 13-14 წლის ასა­კი­დან იწყე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით მა­ინც მო­უმ­წი­ფე­ბე­ლია. ოჯა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და მო­ვა­ლე­ო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა დროს სა­ჭი­რო­ებს.

თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი პე­რი­ო­დის დრო­ში გა­ხან­გრძლი­ვე­ბას პრაგ­მა­ტუ­ლი დატ­ვირ­თვაც მი­ე­ცა. წყვი­ლე­ბი უკეთ ეც­ნო­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბის პი­რო­ბებ­საც ერ­თობ­ლი­ვად აზუს­ტე­ბენ. მით უმე­ტეს, რომ რო­მან­ტი­კუ­ლო­ბი­სა და პრაგ­მა­ტუ­ლო­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა დღეს­დღე­ო­ბით უფრო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე 10-15 წლის წინ იყო. წყვი­ლე­ბი "უფრთხოდ­ნენ" ნაც­ნო­ბე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის თვალს.

ურ­თი­ერ­თო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ქორ­წი­ნე­ბით "შვე­ლოდ­ნენ", მა­შინ, როცა საკ­მა­რი­სად არც კი იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს. დღეს უფრო გახ­სნი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი არ­სე­ბობს. ესეც, რომ იტყვი­ან, დრომ მო­ი­ტა­ნა. ამას­თა­ნა­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი საკ­მა­ოდ შე­ში­ნე­ბუ­ლია. მას ერ­თნა­ი­რად ეში­ნია გა­უ­გე­ბა­რი ომე­ბის, სტი­ქი­ე­ბის, და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და, რაც მთა­ვა­რია - სი­ღა­რი­ბის. დღეს ადა­მი­ა­ნი ისე, რო­გორც არას­დროს ცდი­ლობს სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბას, ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის ასა­კობ­რი­ვი გა­და­ვა­დე­ბის ერთ-ერთი პი­რო­ბად, ვფიქ­რობთ, ესეც უნდა ჩა­ით­ვა­ლოს, - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი ნანა ჩა­ჩუა.

"ადა­მი­ა­ნი იღ­ლე­ბა ყვე­ლაფ­რის­გან, სიყ­ვა­რუ­ლის­გა­ნაც კი", - წერ­და ან­დრე მო­რუა. თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა არც ისე რთუ­ლად მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბა, თუკი ოჯა­ხის შექ­მნი­სას და შემ­დე­გაც, ურ­თი­ერ­თო­ბებს გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი­თა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მით მო­ვე­კი­დე­ბით.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რა ასაკში ქმნიან ქართველები ოჯახს - ოფიციალური მონაცემები

რა ასაკში ქმნიან ქართველები ოჯახს - ოფიციალური მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობამ ბოლო ათი წლის განმავლობაში, წინა ათწლეულთან შედარებით დაახლოებით ორჯერ მოიმატა.

2001 წელს ქორწინებათა რიცხვი 13 336-ს  შეადგენდა, 2012 წლის მონაცემებით კი -30 412-ს. ამავე დეპარტამენტის მონაცემებით, როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესის ქორწინების საშუალო ასაკი საქართველოში ბოლო 20 წლის მანძილზე იმატებს. თუკი 1990 წელს ქალები საშუალოდ 23 წლის, ხოლო მამაკაცები - 27 წლის ასაკში ქმნიდნენ ოჯახს, 2012 წლის მონაცემებით ასაკობრივმა მაჩვენებელმა 2-3 წლით მოიმატა - მამაკაცები 29-30, ქალები კი 26-27 წლის ასაკში იწყებენ დაოჯახებას. 

იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოში ქორწინების ქვედა ზღვარი ორივე სქესისთვის 18 წელია, თუმცა ასაკობრივი ნორმა ოჯახის შექმნისთვის მზადყოფნის ერთადერთი და უპირობო გარანტია არ არის. მართალია, თითოეული ადამიანი საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევს მეორე ნახევარს, მაგრამ არსებობს ე.წ. პარტნიორული ნორმების კრიტერიუმები.

გარდა ბიოლოგიური მზაობისა, რა ფსიქო-სოციალური ფაქტორები განაპირობებს მყარი ოჯახის შექმნის გარანტიას, რატომ გაიზარდა ქორწინების ქვედა ზღვარი საქართველოში? ამ და სხვა საინტერესო თემებზე Ambebi.ge ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ესაუბრა:

- ადამიანი არის ბიო-ფსიქო-სოციალური არსება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთან ქორწინების ბიოლოგიური მზაობა უმეტეს შემთხვევაში,  13-14 წლის ასაკიდან იწყება, ფსიქოლოგიური და სოციალური თვალსაზრისით მაინც მოუმწიფებელია. ოჯახის ვალდებულებისა და მოვალეობის გაცნობიერება დროს საჭიროებს.

თანამედროვე ცხოვრებაში შეყვარებული წყვილის ურთიერთობის რომანტიკული პერიოდის დროში გახანგრძლივებას პრაგმატული დატვირთვაც მიეცა. წყვილები უკეთ ეცნობიან ერთმანეთს და ოჯახის მატერიალურ უსაფრთხოების პირობებსაც ერთობლივად აზუსტებენ. მით უმეტეს, რომ რომანტიკულობისა და პრაგმატულობის თანაარსებობის შესაძლებლობა დღესდღეობით უფრო მარტივია, ვიდრე 10-15 წლის წინ იყო. წყვილები "უფრთხოდნენ" ნაცნობების, ახლობლების თვალს.

ურთიერთობის თავისუფლებას ქორწინებით "შველოდნენ", მაშინ, როცა საკმარისად არც კი იცნობდნენ ერთმანეთს. დღეს უფრო გახსნილი ურთიერთობების ფსიქოლოგიური და სოციალური პირობები არსებობს. ესეც, რომ იტყვიან, დრომ მოიტანა. ამასთანავე, თანამედროვე ადამიანი საკმაოდ შეშინებულია. მას ერთნაირად ეშინია გაუგებარი ომების, სტიქიების, დაავადებებისა და, რაც მთავარია - სიღარიბის. დღეს ადამიანი ისე, როგორც არასდროს ცდილობს სოციალური სტატუსის მოპოვებას, ფინანსური საკითხების მოწესრიგებას. ოფიციალური ქორწინების ასაკობრივი გადავადების ერთ-ერთი პირობად, ვფიქრობთ, ესეც უნდა ჩაითვალოს, - ამბობს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.

"ადამიანი იღლება ყველაფრისგან, სიყვარულისგანაც კი", - წერდა ანდრე მორუა. თუმცა რეალობა არც ისე რთულად მოგვეჩვენება, თუკი ოჯახის შექმნისას და შემდეგაც, ურთიერთობებს გულისხმიერებითა და ურთიერთპატივისცემით მოვეკიდებით.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია