მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხროვა, რომელიც ნადავლს ეძებს" - ვინ როგორ ხსნის მერაბიშვილის "გვამებზე მოთხოვნილებას"
"ხროვა, რომელიც ნადავლს ეძებს" - ვინ როგორ ხსნის მერაბიშვილის "გვამებზე მოთხოვნილებას"

2014 წლის 30 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ 2009 წლის 5 მა­ი­სია – იმ დი­ლით და შემ­დე­გი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, შე­კი­თხვე­ბით - რა მოხ­და? ვინ....? რო­გორ...? სად...?, და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის შემ­დეგ, იგი­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბით გა­ცო­ცხლდა. გუ­შინ სა­ღა­მოს გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ნათ­ქვამ­მა ფრა­ზამ, რომ "ორი გვა­მი სჭირ­დე­ბა", მუხ­რო­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა... Youtube-ზე ატ­ვირ­თუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ისევ თა­ვი­დან უნდა გა­არ­კვი­ოს, ეს იყო კრი­ა­ლაშ­ვი­ლი-ოთა­ნა­ძე-ამი­რი­ძის "აყ­ვა­ნის", თუ "ლიკ­ვი­და­ცი­ის" ოპე­რა­ცია...

შე­კი­თხვე­ბი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მუხ­რო­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­გეგ­მვის პრო­ცეს­მა და მა­შინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბამ გა­უ­ჩი­ნა – მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ორ გვამს" ითხოვს: "მინ­და მე ორი კაცი, ორი გვა­მი მჭირ­დე­ბა, მო­მი­ტა­ნეთ ეს ორი გვა­მი, პრე­მია დი­დია", - მი­მარ­თავს ვი­დე­ო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მულ პი­რებს, თუმ­ცა "გვამ­ში" გვა­მი არ იგუ­ლის­ხმე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის მტკი­ცე­ბით. გივი თარ­გა­მა­ძე, რო­მელ­მაც ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრის დაც­ვა წუ­ხელ­ვე სცა­და, თავს დებს, რომ "ამ­ბო­ხე­ბულ­თა ლიკ­ვი­და­ცია თვით­მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა და ეს რომ სდო­მო­დათ, არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ". სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი დე­პუ­ტა­ტი იმა­საც გან­მარ­ტავს, რომ ვა­ნომ სამ­ხედ­რო­ებს უბ­რა­ლოდ "ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის" ბრძა­ნე­ბა მის­ცა იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუკი კრი­ა­ლაშ­ვი­ლი-ოთა­ნა­ძე-ამი­რი­ძის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ტრი­ა­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გას­წევ­და...

მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ნახ­სე­ნე­ბი სი­ტყვა "გვა­მის" მნიშ­ვნე­ლო­ბა თარ­გა­მა­ძი­სე­უ­ლად ახ­სნა უგუ­ლა­ვა­მაც. დე­და­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლი მერი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლის, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გვერ­დით ასე­ვე ფი­გუ­რი­რებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­წმუ­ნებს, რომ საქ­მე მხო­ლოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გრა­მა­ტი­კუ­ლად არც თუ ისე გა­მარ­თუ­ლი სა­უბ­რის მა­ნე­რას ეხე­ბა. გი­ვის მსგავ­სად გი­გიც გან­მარ­ტავს, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის "გვამ­ში" "წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ლე­გი­ტი­მუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა" იგუ­ლის­ხმე­ბო­და და ყვე­ლას, ვი­საც ამის და­ჯე­რე­ბა არ უნდა, შე­ახ­სე­ნებს, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს დაჭ­რილ ოთა­ნა­ძეს და ამი­რი­ძეს სა­ხელ­მწი­ფომ უმ­კურ­ნა­ლა...

"გვა­მი" გვა­მია ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლის­თვის. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კო­ლე­გის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მმარ­თვე­ლი გუნ­დის დე­პუ­ტატს მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბა პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ეს­მის – უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი იმ­დრო­ინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მიერ მკვლე­ლო­ბის დაკ­ვე­თა­ზე სა­უბ­რობს, მა­შინ, როცა მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მე­რა­ბიშ­ვი­ლის, რო­გორც პირ­ვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა იყო...

იმა­ში, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა "გვამ­ში" ის იგუ­ლის­ხმა, რაც თქვა, ეჭვი არ ეპა­რე­ბათ არც ამ­ბო­ხე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ პი­რებს. ისი­ნი ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის ად­რე­სა­ტად სა­კუ­თარ თავს ხე­და­ვენ და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მე­რა­ბიშ­ვილ­მა მათ­თვის, ვინც ისი­ნი ჩა­ცხრი­ლა, პრე­მი­ის სა­ხით 12-12 ათა­სი ლარი გა­ი­ღო.

"ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი უშუ­ა­ლოდ 5 მა­ისს არის გა­და­ღე­ბუ­ლი მუხ­რო­ვა­ნის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ტე­რი­ტო­რი­ის გა­რეთ, გამ­შვებ პუნ­ქტზე და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც კად­რებ­ში ჩა­ნან და რომ­ლე­ბიც გან­კარ­გუ­ლე­ბებს გას­ცე­მენ, პი­რა­დად ვიც­ნობ. ისი­ნი თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი არი­ან. ეს არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გავ­დი­ო­დით და რო­დე­საც ბლო­კი­რე­ბა ხდე­ბო­და ტე­რი­ტო­რი­ის. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ვერ­ტმფრე­ნით, რო­მე­ლიც კად­რებ­ში ჩანს, ჩვე­ნი ძებ­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და... ვიცი, რომ 12-12 ათა­სი ლარი აიღო იმ სამ­მა კაც­მა, ვინც ჩვენ ჩაგ­ვცხრი­ლა", - აცხა­დებს ამი­რი­ძე.

თით­ქმის 4 წლის წინ მომ­ხდა­რი დღე­საც დე­ტა­ლუ­რად ახ­სოვს კობა ოთა­ნა­ძე­საც. ამ­ბო­ხის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბულ პოლ­კოვ­ნიკს მეხ­სი­ე­რე­ბი­დან მათი ჩა­ცხრილ­ვის ოპე­რა­ცი­ის არც ერთი დე­ტა­ლი არ წაშ­ლია:

"აყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მათ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი მოგ­ვიგ­ზავ­ნეს, სა­დაც სამი სპეც­რაზ­მე­ლი იჯდა - უკ­ნი­დან გვეს­რო­ლეს და სა­სიკ­ვდი­ლოდ გაგ­ვწი­რეს. როცა დაჭ­რი­ლე­ბი ძირს გად­მოგ­ვყა­რეს, წიხ­ლებს გვირ­ტყამ­დნენ, ხოლო შემ­დეგ სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ხელ-ფე­ხი­სა და მკერ­დის არე­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ცო­ცხა­ლი გა­დავ­რჩი. გა­დარ­ჩა მა­ი­ო­რი ლე­ვან ამი­რი­ძეც, ხოლო გე­ნე­რა­ლი გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. მორ­გში წაგ­ვიყ­ვა­ნეს და რომ გვნა­ხეს, კი­დევ ცო­ცხლე­ბი ვი­ყა­ვით, მერე სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა მო­ახ­დი­ნეს ჩვე­ნი გა­დაყ­ვა­ნა", - იხ­სე­ნებს ოთა­ნა­ძე.

ამ­ბავს, რომ­ლის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე თა­ვა­და­ცაა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ "დად­გმულ სპექ­ტაკ­ლად" აფა­სებს კობა კო­ბა­ლა­ძეც. წინა მთავ­რო­ბის მიერ ამ­ბო­ხე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ის თუ შე­თხზუ­ლი ზღაპ­რის სხვა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად საქ­მე­ზე ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას და დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბის დას­ჯას ითხოვს.

"ისი­ნი არი­ან ხრო­ვა, რო­მე­ლიც ეძებს ნა­დავლს. ბე­ლად­მა გას­ცა ნა­დავ­ლის და­ვა­ლე­ბა და ორის ნაც­ვლად მას სამი გვა­მი მი­არ­თვეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ორი ღმერ­თმა გა­და­არ­ჩი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლე­ვან ამი­რი­ძეს - 9 და კობა კო­ბა­ლა­ძეს 7 ტყვია ეს­რო­ლეს. ამ ვი­დე­ო­ში ის დღეა ასა­ხუ­ლი, რო­დესც მე და­მა­კა­ვეს, ბა­ზა­ში შე­ვარ­დნენ. ამ ყვე­ლა­ფერ­ში იკ­ვე­თე­ბა არა მხო­ლოდ მე­რა­ბიშ­ვი­ლის, არა­მედ ყო­ფი­ლი ე.წ. მთა­ვარ­სარ­დლის და­ნა­შა­უ­ლიც, გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ი­წყოს", - ამ­ბობს კობა კო­ბა­ლა­ძე.

გა­მო­ძი­ე­ბა კი და­წყე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში, რო­მელ­შიც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "დიდი პრე­მი­ის" სა­ნაც­ვლოდ სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­სა­გან "ორ გვამს" ითხოვს, და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი და­ი­ნა­ხა – უწყე­ბა გან­მარ­ტავს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი მუხ­რო­ვან­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის დად­გე­ნა იქ­ნე­ბა.

და ბო­ლოს, რა, ან ვინ იგუ­ლის­ხმა სი­ტყვა "გვამ­ში," ცოტა ხნის წინ თა­ვად სკან­და­ლუ­რი ბრძა­ნე­ბის ავ­ტორ­მა და ყო­ფილ­მა შს მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა. ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ აღ­ნიშ­ნულ სი­ტყვა­ში სწო­რედ ის იგუ­ლის­ხმა, რა მნივ­ნე­ლო­ბაც მას აქვს, ოღონდ ერთი და­ზუს­ტე­ბით – ბრძა­ნე­ბის ავ­ტო­რი ამ­ტკი­ცებს, რომ ის არა ქარ­თვე­ლი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის, არა­მედ "რუსი მრჩევ­ლე­ბის" გვა­მებს ითხოვ­და, რომ­ლე­ბიც "აჟი­ო­ტა­ჟის ატეხ­ვი­სა და კვა­ლის და­ფარ­ვის გამო მოკ­ლეს". 

"ცამ­დე მარ­თა­ლი ვარ და არ მრცხვე­ნია, ვი­ნა­ი­დან არც ერთი მათ­გა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხე­ბა­ში ორი რუსი მრჩე­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და სწო­რედ ამ ორ გვამს ვი­თხოვ­დი. ეს ორი რუსი მრჩე­ვე­ლი აჟი­ო­ტა­ჟის ატეხ­ვი­სა და კვა­ლის და­ფარ­ვის გამო მოკ­ლეს. მე ვიძ­ლე­ო­დი მათი გვა­მე­ბის პოვ­ნის ბრძა­ნე­ბას. სწო­რედ მა­შინ ვთქვი, მო­მი­ძებ­ნეთ ის ორი გვა­მი. მა­შინ 15 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ამ ამ­ბის მიბ­მა ხე­ლოვ­ნუ­რია სამი კვი­რის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და ოთა­ნა­ძის და­კა­ვე­ბას­თან", - ამ­ტკი­ცებს მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ: "ცამ­დე მარ­თა­ლი ვარ და არ მრცხვე­ნია" - ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი სკან­და­ლურ კად­რებ­ზე

ლელა ბაღ­და­ვა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"ხროვა, რომელიც ნადავლს ეძებს" - ვინ როგორ ხსნის მერაბიშვილის "გვამებზე მოთხოვნილებას"

"ხროვა, რომელიც ნადავლს ეძებს" - ვინ როგორ ხსნის მერაბიშვილის "გვამებზე მოთხოვნილებას"

2014 წლის 30 იანვარს საქართველოში ისევ  2009 წლის 5 მაისია – იმ დილით და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, შეკითხვებით - რა მოხდა? ვინ....? როგორ...? სად...?, დაახლოებით 5 წლის შემდეგ, იგივე აქტუალურობით გაცოცხლდა. გუშინ საღამოს გავრცელებულმა ვიდეომ და ვანო მერაბიშვილის მიერ ნათქვამმა ფრაზამ, რომ "ორი გვამი სჭირდება", მუხროვანის სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალური ვერსიის ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დააყენა... Youtube-ზე ატვირთული ვიდეოკადრების შემდეგ საზოგადოებამ ისევ თავიდან უნდა გაარკვიოს, ეს იყო კრიალაშვილი-ოთანაძე-ამირიძის "აყვანის", თუ "ლიკვიდაციის" ოპერაცია...

შეკითხვები კი საზოგადოებას მუხროვანის სპეცოპერაციის დაგეგმვის პროცესმა და მაშინდელი შს მინისტრის ბრძანებამ გაუჩინა – მერაბიშვილი "ორ გვამს" ითხოვს: "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, თუმცა "გვამში" გვამი არ იგულისხმებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მტკიცებით. გივი თარგამაძე, რომელმაც ყოფილი შს მინისტრის დაცვა წუხელვე სცადა, თავს დებს, რომ "ამბოხებულთა ლიკვიდაცია თვითმიზანი არ ყოფილა და ეს რომ სდომოდათ, არ გაუჭირდებოდათ". საპარლამენტო უმცირესობის წევრი დეპუტატი იმასაც განმარტავს, რომ ვანომ სამხედროებს უბრალოდ "ადეკვატური რეაგირების" ბრძანება მისცა იმ შემთხვევისთვის, თუკი კრიალაშვილი-ოთანაძე-ამირიძის შეიარაღებული ტრიადა წინააღმდეგობას გასწევდა...

მერაბიშვილის მიერ ნახსენები სიტყვა "გვამის" მნიშვნელობა თარგამაძისეულად ახსნა უგულავამაც. დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი, რომელიც აღნიშნულ ვიდეოში მერაბიშვილის, სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების გვერდით ასევე ფიგურირებს, საზოგადოებას არწმუნებს, რომ საქმე მხოლოდ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გრამატიკულად არც თუ ისე გამართული საუბრის მანერას ეხება. გივის მსგავსად გიგიც განმარტავს, რომ მერაბიშვილის "გვამში" "წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება" იგულისხმებოდა და ყველას, ვისაც ამის დაჯერება არ უნდა, შეახსენებს, რომ სპეცოპერაციის დროს დაჭრილ ოთანაძეს და ამირიძეს სახელმწიფომ უმკურნალა...

"გვამი" გვამია ირაკლი სესიაშვილისთვის. ოპოზიციონერი კოლეგისგან განსხვავებით, მმართველი გუნდის დეპუტატს მერაბიშვილის ბრძანება პირდაპირი მნიშვნელობით ესმის – უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მკვლელობის დაკვეთაზე საუბრობს, მაშინ, როცა მისივე განმარტებით, მერაბიშვილის, როგორც პირველი პოლიციელის პირდაპირი ვალდებულება სიცოცხლის გადარჩენა იყო...

იმაში, რომ ვანო მერაბიშვილმა "გვამში" ის იგულისხმა, რაც თქვა, ეჭვი არ ეპარებათ არც ამბოხების ბრალდებით დაკავებულ პირებს. ისინი ყოფილი შს მინისტრის ბრძანების ადრესატად საკუთარ თავს ხედავენ და ამტკიცებენ, რომ მერაბიშვილმა მათთვის, ვინც ისინი ჩაცხრილა, პრემიის სახით 12-12 ათასი ლარი გაიღო.

"ინტერნეტში გავრცელებული კადრები უშუალოდ 5 მაისს არის გადაღებული მუხროვანის სამხედრო ნაწილის ტერიტორიის გარეთ, გამშვებ პუნქტზე და იმ ადამიანებს, რომლებიც კადრებში ჩანან და რომლებიც განკარგულებებს გასცემენ, პირადად ვიცნობ. ისინი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები არიან. ეს არის პერიოდი, როდესაც სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან გავდიოდით და როდესაც ბლოკირება ხდებოდა ტერიტორიის. ჩემი ინფორმაციით, იმ ვერტმფრენით, რომელიც კადრებში ჩანს, ჩვენი ძებნა ხორციელდებოდა... ვიცი, რომ 12-12 ათასი ლარი აიღო იმ სამმა კაცმა, ვინც ჩვენ ჩაგვცხრილა", - აცხადებს ამირიძე.

თითქმის 4 წლის წინ მომხდარი დღესაც დეტალურად ახსოვს კობა ოთანაძესაც. ამბოხის ბრალდებით გასამართლებულ პოლკოვნიკს მეხსიერებიდან მათი ჩაცხრილვის ოპერაციის არც ერთი დეტალი არ წაშლია:

"აყვანის სპეცოპერაციის დროს მათ სამარშრუტო ტაქსი მოგვიგზავნეს, სადაც სამი სპეცრაზმელი იჯდა - უკნიდან გვესროლეს და სასიკვდილოდ გაგვწირეს. როცა დაჭრილები ძირს გადმოგვყარეს, წიხლებს გვირტყამდნენ, ხოლო შემდეგ საკონტროლო გასროლა განახორციელეს ხელ-ფეხისა და მკერდის არეში. მიუხედავად ამისა, ცოცხალი გადავრჩი. გადარჩა მაიორი ლევან ამირიძეც, ხოლო გენერალი გია კრიალაშვილი ადგილზე დაიღუპა. მორგში წაგვიყვანეს და რომ გვნახეს, კიდევ ცოცხლები ვიყავით, მერე საავადმყოფოს ექიმებმა მოახდინეს ჩვენი გადაყვანა", - იხსენებს ოთანაძე.

ამბავს, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავადაცაა, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ "დადგმულ სპექტაკლად" აფასებს კობა კობალაძეც. წინა მთავრობის მიერ ამბოხების ბრალდებით დაკავებული და ახალი ხელისუფლების მიერ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი რეალური ისტორიის თუ შეთხზული ზღაპრის სხვა თანამონაწილეებთან ერთად საქმეზე ხელახალ გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს.

"ისინი არიან ხროვა, რომელიც ეძებს ნადავლს. ბელადმა გასცა ნადავლის დავალება და ორის ნაცვლად მას სამი გვამი მიართვეს. საბედნიეროდ, ორი ღმერთმა გადაარჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ლევან ამირიძეს - 9 და კობა კობალაძეს 7 ტყვია ესროლეს. ამ ვიდეოში ის დღეა ასახული, როდესც მე დამაკავეს, ბაზაში შევარდნენ. ამ ყველაფერში იკვეთება არა მხოლოდ მერაბიშვილის, არამედ ყოფილი ე.წ. მთავარსარდლის დანაშაულიც, გამოძიება უნდა დაიწყოს", - ამბობს კობა კობალაძე.

გამოძიება კი დაწყებულია. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელშიც ვანო მერაბიშვილი "დიდი პრემიის" სანაცვლოდ სამხედრო ხელმძღვანელებისაგან "ორ გვამს" ითხოვს, დანაშაულის ნიშნები დაინახა – უწყება განმარტავს, რომ გამოძიების მიზანი მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერების დადგენა იქნება.

და ბოლოს, რა, ან ვინ იგულისხმა სიტყვა "გვამში," ცოტა ხნის წინ თავად სკანდალური ბრძანების ავტორმა და ყოფილმა შს მინისტრმა განმარტა. ვანო მერაბიშვილი ადასტურებს, რომ აღნიშნულ სიტყვაში სწორედ ის იგულისხმა, რა მნივნელობაც მას აქვს, ოღონდ ერთი დაზუსტებით – ბრძანების ავტორი ამტკიცებს, რომ ის არა ქართველი ყოფილი სამხედროების, არამედ "რუსი მრჩევლების" გვამებს ითხოვდა, რომლებიც "აჟიოტაჟის ატეხვისა და კვალის დაფარვის გამო მოკლეს". 

"ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია, ვინაიდან არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იყო გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი. ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის ამბოხებაში ორი რუსი მრჩეველი მონაწილეობდა და სწორედ ამ ორ გვამს ვითხოვდი. ეს ორი რუსი მრჩეველი აჟიოტაჟის ატეხვისა და კვალის დაფარვის გამო მოკლეს. მე ვიძლეოდი მათი გვამების პოვნის ბრძანებას. სწორედ მაშინ ვთქვი, მომიძებნეთ ის ორი გვამი. მაშინ 15 ადამიანი დააკავეს. ამ ამბის მიბმა ხელოვნურია სამი კვირის შემდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და ოთანაძის დაკავებასთან", - ამტკიცებს მერაბიშვილი.

ასევე იხილეთ: "ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია" - ვანო მერაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ კადრებზე

ლელა ბაღდავაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა