ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თურქული სერიალების რეიტინგმა შეაშფოთა. "ნანუკას შოუს" ავტორი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ სერიალების რეიტინგი უკვე ქართული სატელევიზიო სივრცის ყველაზე რეიტინგულ შოუებს უსწრებს.
"გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე კი ვთქვი, რომ ეს ის შემთხვევაა როდესაც რეიტინგი არ მადარდებს-თქო, მაგრამ მაინც, რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა!! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები, რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! შეეგუეთ ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს!!!! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს!;)",- წერს ჟორჟოლიანი.