პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეამ მზეზე პირველი ადამიანი დასვა - ანუ როგორ ატყუებენ ადგილობრივებს
ჩრდილოეთ კორეამ მზეზე პირველი ადამიანი დასვა - ანუ როგორ ატყუებენ ადგილობრივებს

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ას­ტრო­ნავ­ტი ჰუნგ ილ გონ­გი მზე­ზე და­ეშ­ვა.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო­ში აღ­ნიშ­ნეს, სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ხო­მალ­დით, ას­ტრო­ნავ­ტი მზე­ზე გუ­შინ დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ათ­ზე და­ეშ­ვა. მას მზემ­დე მი­საღ­წე­ვად 4 სა­ა­თი დას­ჭირ­და.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ მო­გახ­სე­ნოთ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­სი­ის წყა­ლო­ბით, ადა­მი­ა­ნი მზე­ზე და­ეშ­ვა. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ამ კუ­თხით ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აჯო­ბა. ჰუნგ ილ გონ­გი გმი­რია და იმ­სა­ხუ­რებს გმი­რულ დახ­ვედ­რას, რო­დე­საც სა­ღა­მოს სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ მი­სი­ის­თვის გაწ­ვრთნი­ლი 17 წლის ას­ტრო­ნავ­ტი დე­და­მი­წა­ზე 9 სა­ა­თის­თვის დაბ­რუნ­დე­ბა და მის ბი­ძას, ლი­დერს კიმ ჩენ ინს შეხ­ვდე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, "სივ­რცის მკვლე­ვა­რი" ღა­მით გაფ­რინ­და, რათა მზის გა­მოს­ხი­ვე­ბა აე­რი­დე­ბი­ნა. მზე­ზე ყოფ­ნი­სას მან ნი­მუ­შე­ბი შე­აგ­რო­ვა და გა­და­წყვი­ტა, ლი­დე­რის­თვის სა­ჩუქ­რად წა­მო­ე­ღო. ამ მი­სი­ას უკვე უწო­დეს ჩვე­ნი დრო­ის უდი­დე­სი მიღ­წე­ვა", - ეს ტექ­სტი წამ­ყვან­მა პირ­და­პირ ეთერ­ში წა­ი­კი­თხა.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ებს ავ­რცე­ლებს. 2010 წელს გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის დროს, ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რებ­მა ფეხ­ბურთში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ნაკ­რე­ბი 2:1 და­ა­მარ­ცხა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას დიდი სი­ა­მა­ყით მო­ახ­სე­ნეს, რომ ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი ან­გა­რი­შით 3:0 და­ა­მარ­ცხეს.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ 2006 წელს ჩი­ნეთ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში მა­ტა­რებ­ლით ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა გაგ­ზავ­ნა, მაგ­რამ კო­რე­ე­ლებ­მა შე­ა­ჩე­რეს მა­ტა­რე­ბე­ლი და ჩი­ნე­ლი მუ­შე­ბი უკან და­აბ­რუ­ნეს. ასე­ვე, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის დონე 99%-ია. ეს კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი აქვს მხო­ლოდ აშშ-სა და ბრი­ტა­ნეთს. ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა წინ უს­წრებს იტა­ლი­ას, ეს­პა­ნეთს, ჩი­ნეთს, ბრა­ზი­ლი­ა­სა და ინ­დო­ეთს. მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ კიმ ჩენ ირის და­ბა­დე­ბი­სას, ვარ­სკვლავ­მა ცა გა­ა­ნა­თა, სე­ზო­ნე­ბი შე­იც­ვა­ლა და ორ­მა­გი ცი­სარ­ტყე­ლა გა­მოჩ­ნდა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია humboldtsentinel.com-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჩრდილოეთ კორეამ მზეზე პირველი ადამიანი დასვა - ანუ როგორ ატყუებენ ადგილობრივებს

ჩრდილოეთ კორეამ მზეზე პირველი ადამიანი დასვა - ანუ როგორ ატყუებენ ადგილობრივებს

ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასტრონავტი ჰუნგ ილ გონგი მზეზე დაეშვა.

როგორც სააგენტოში აღნიშნეს, სპეციალურად შექმნილი ხომალდით, ასტრონავტი მზეზე გუშინ დილით, დაახლოებით 3 საათზე დაეშვა. მას მზემდე მისაღწევად 4 საათი დასჭირდა.

"ძალიან ბედნიერები ვართ მოგახსენოთ, რომ წარმატებული მისიის წყალობით, ადამიანი მზეზე დაეშვა. ჩრდილოეთ კორეამ ამ კუთხით ყველა ქვეყანას აჯობა. ჰუნგ ილ გონგი გმირია და იმსახურებს გმირულ დახვედრას, როდესაც საღამოს სახლში დაბრუნდება. სპეციალურად ამ მისიისთვის გაწვრთნილი 17 წლის ასტრონავტი დედამიწაზე 9 საათისთვის დაბრუნდება და მის ბიძას, ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდება. როგორც ცნობილია, "სივრცის მკვლევარი" ღამით გაფრინდა, რათა მზის გამოსხივება აერიდებინა. მზეზე ყოფნისას მან ნიმუშები შეაგროვა და გადაწყვიტა, ლიდერისთვის საჩუქრად წამოეღო. ამ მისიას უკვე უწოდეს ჩვენი დროის უდიდესი მიღწევა", - ეს ტექსტი წამყვანმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო დეზინფორმაციებს ავრცელებს. 2010 წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ბრაზილიის ნაკრებმა ფეხბურთში ჩრდილოეთ კორეის ნაკრები 2:1 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, საინფორმაციო სააგენტოებმა მოსახლეობას დიდი სიამაყით მოახსენეს, რომ ბრაზილიელები ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2006 წელს ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მატარებლით ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა, მაგრამ კორეელებმა შეაჩერეს მატარებელი და ჩინელი მუშები უკან დააბრუნეს. ასევე, რომ ჩრდილოეთ კორეაში წიგნიერების დონე 99%-ია. ეს კოეფიციენტი აქვს მხოლოდ აშშ-სა და ბრიტანეთს. ჩრდილოეთ კორეა წინ უსწრებს იტალიას, ესპანეთს, ჩინეთს, ბრაზილიასა და ინდოეთს. მოსახლეობას შეატყობინეს, რომ კიმ ჩენ ირის დაბადებისას, ვარსკვლავმა ცა გაანათა, სეზონები შეიცვალა და ორმაგი ცისარტყელა გამოჩნდა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია humboldtsentinel.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს