სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრის მოადგილეები მინისტრებზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ?!
მინისტრის მოადგილეები მინისტრებზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ?!

პრე­მი­ე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მი­ნის­ტრე­ბის ხელ­ფა­სი 5 ათა­სი ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა, რაც ზო­გი­ერ­თი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ყო­ველ­თვი­ურ შე­მო­სა­ვალ­საც კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ მო­ად­გი­ლე­ე­ბის ერთი ნა­წი­ლის ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 7000 ლარს, ნა­წი­ლის კი სუ­ლაც 10 000 ლარს აჭარ­ბებ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­ად­გი­ლეს მი­ნის­ტრზე მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი არ უნდა ჰქონ­დეს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში და­ნა­მა­ტე­ბი შემ­ცირ­დეს.

მარ­თა­ლია, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი არც ისე მა­ღა­ლია (კა­ნო­ნით მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 2950 ლარს შე­ად­გენს, და­ნარ­ჩე­ნი მო­ად­გი­ლე­ე­ბის 2720 ლარს), თუმ­ცა პრე­მი­ე­ბით და ყო­ველ­თვი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბით მათი შე­მო­სა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე ჩანს მათ მიერ შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, და­ვით გე­ლე­გაშ­ვი­ლის მიერ 2014 წლის 3 იან­ვარს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მან წინა წელს ხელ­ფა­სის სა­ხით 62 288 ლარი მი­ი­ღო, ანუ თვე­ში 5190 ლარი.

2013 წელს ხელ­ფა­სის სა­ხით 85 500 ლარი მი­ი­ღო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­და­გი­ლემ ალექ­სან­დრე ბურ­ჭუ­ლა­ძემ, ანუ თა­ნამ­დე­ბობ­რივ­მა სარ­გომ თვე­ში ხელ­ფა­სი­სა და და­ნა­მა­ტის სა­ხით 7 125 ლარი შე­ად­გი­ნა. ალექ­სან­დრე ბურ­ჭუ­ლა­ძეს დეკ­ლა­რა­ცია 2014 წლის 5 იან­ვარს აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, და­ვით ლეჟა­ვას ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც 2014 წლის 8 იან­ვარს არის შევ­სე­ბუ­ლი, წე­რია, რომ მან წინა წელს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ო­ბის­თვის 99 480 ლარი აიღო, ანუ თვე­ში 8 290 ლარი.

2014 წლის 6 იან­ვარს აქვს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია შევ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­და­გი­ლეს ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვილს. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით მარ­გიშ­ვილ­მა წინა წელს ხელ­ფა­სის სა­ხით 69 352,50 ლარი აიღო, ანუ თვე­ში 5 779,3 ლარი.

შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძემ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტზე მუ­შა­ო­ბი­სას 2013 წელს ხელ­ფა­სის სა­ხით 89 828 ლარი მი­ი­ღო, ანუ მისი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო თვე­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 7 485 ლარს შე­ად­გენ­და. ტა­ბა­ტა­ძეს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2014 წლის 16 იან­ვარს აქვს შევ­სე­ბუ­ლი.

2012 წელს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მა­რი­ამ ვა­ლიშ­ვილ­მა 127 718 ლარი მი­ი­ღო, ანუ მისი ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 10 064 ლარს შე­ად­გენ­და. ვა­ლიშ­ვილს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2013 წლის 4 ნო­ემ­ბერს აქვს შევ­სე­ბუ­ლი.

2013 წლის აგ­ვის­ტო­ში შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მხედ­ვით, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ნა­თია მი­ქე­ლა­ძემ წინა წელს 68 581 ლარი მი­ი­ღო, ანუ თვე­ში 5 715 ლარი.

ეს არის მი­ნის­ტრთა მო­ად­გი­ლე­ე­ბის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც ნათ­ლად ჩანს, რომ თუ ხელ­ფა­სის გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პი წელ­საც ანა­ლო­გი­უ­რი დარ­ჩა, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი თა­ვად მი­ნის­ტრებ­ზე მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ. აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ერთი ფაქ­ტო­რი. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ხელ­ფას­ზე და­ნა­მატს მი­ნის­ტრე­ბი გან­სა­ზღვრა­ვენ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მი­ნის­ტრე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მა­თაც შე­უმ­ცირ­დეთ.

ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი კი უკვე მოხ­და, რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, მი­ნის­ტრის 2014 წლის 28 იან­ვრის ბრძა­ნე­ბით, მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს ყო­ველ­თვი­უ­რი და­ნა­მა­ტი 250 ლა­რით, ხოლო მო­ად­გი­ლე­ებს 30-30 ლა­რით შე­უმ­ცირ­დათ. კერ­ძოდ, სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს 2 950 ლა­რი­დან 2 700 ლა­რამ­დე შე­უმ­ცირ­დათ, მო­ად­გი­ლე­ებს კი 2 720 ლა­რი­დან 2 690 ლა­რამ­დე.

ამ ბრძა­ნე­ბის შემ­დეგ რე­გი­ო­ნუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის ხელ­ზე ასა­ღე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბა (სა­შე­მო­სავ­ლოს გა­რე­შე) თვე­ში 4 510 ლარი იქ­ნე­ბა, მო­ად­გი­ლე­ე­ბის კი - 4 328 ლარი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებს და­ვით ნარ­მა­ნი­ა­ზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი არ ექ­ნე­ბათ. ცნო­ბი­სათ­ვის, კა­ნო­ნით მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 2 950 ლარს შე­ად­გენს, და­ნარ­ჩე­ნი მო­ად­გი­ლე­ე­ბი­სა – 2 720 ლარს.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, რომ პრე­მია და და­ნა­მა­ტი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­სა­ბა­მი­სად ინიშ­ნე­ბა და ამას თა­ვად მი­ნის­ტრი წყვეტს. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მი­ნის­ტრის მო­და­გი­ლე­ე­ბის ხელ­ფა­სის ან ხელ­ფას­ზე და­ნა­მა­ტის შეც­მი­რე­ბის სა­კი­თხი არც დამ­დგა­რა. შე­რი­გე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის მი­ნის­ტრის მო­და­გი­ლეს კი არ შე­ხე­ბია ხელ­ფა­სის არც მო­მა­ტე­ბა და არც დაკ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნის­ტრე­ბის ხელ­ფასს, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მათი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო, პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, 1 300 ლა­რით შემ­ცირ­და. ანუ თუ აქამ­დე მი­ნის­ტრის ხელ­ზე ასა­ღე­ბი ხელ­ფა­სი 6 300 ლარს შე­ად­გენ­და, ამის შემ­დეგ ისი­ნი თვე­ში მხო­ლოდ 5 ათას ლარს აი­ღე­ბენ.

ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა კი მხო­ლოდ სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტის კომ­პო­ნენ­ტში მოხ­და, ანუ მი­ნის­ტრებს შე­მო­სა­ვა­ლი ექ­სპრე­მი­ერ ივა­ნიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი 4 335-ლა­რი­ა­ნი და­ნა­მა­ტი­დან და­აკ­ლდათ, ყო­ველ­თვი­უ­რი სარ­გო კი ისევ 3 540 ლარი რჩე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნის­ტრის ყო­ველ­თვი­უ­რი სარ­გო არა 5000, არა­მედ 6 250 ლა­რამ­დე უმ­ცირ­დე­ბათ, რად­გან 20%-იანი სა­შე­მო­სავ­ლოს გა­მოკ­ლე­ბის შე­დე­გად 5000 ლარი სწო­რედ ამ ციფ­რი­დან გა­მო­დის. სა­ბო­ლო­ოდ კი, მი­ნის­ტრის ხელ­ფა­სი არა 1 300 ლა­რით, (6 300 ლა­რი­დან 5 000 ლა­რამ­დე) არა­მედ 1 675 ლა­რით (7 875 ლა­რი­დან 6 200 ლა­რამ­დე) შემ­ცირ­და.

სა­ერ­თოდ, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში და­საქ­მე­ბულ­თათ­ვის, მათ შო­რის მი­ნის­ტრე­ბის­თვის, მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბის და­ნიშ­ვნა ექ­სპერ­ტე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბის სა­გა­ნი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა.

"სა­ერ­თოდ, ჩვენ, გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბი, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს ხელ­ფასს ვუხ­დით კარ­გი მუ­შა­ო­ბის­თვის. თუ ისი­ნი ცუ­დად მუ­შა­ო­ბენ, მათ პრე­მია კი არ უნდა და­უ­ნიშ­ნონ, სამ­სა­ხუ­რი­დან უნდა გა­უშ­ვან. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულს, ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, პრო­დუქ­ტი­უ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, შრო­მის­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი არ იქ­ნე­ბა, თუკი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მა არ გან­ხორ­ცი­ელ­და და სა­კი­თხი ჯე­როვ­ნად არ მო­წეს­რიგ­და.

რე­ა­ლუ­რად პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის სა­კი­თხი კა­ნო­ნით უნდა მო­წეს­რიგ­დეს. აქ შრო­მის და­ფა­სე­ბის, ანუ წა­ხა­ლი­სე­ბის ნა­წი­ლი უნდა დარ­ჩეს, მაგ­რამ სა­ჭი­როა, გარ­კვე­უ­ლი ჩარ­ჩოს და­წე­სე­ბა და ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. სხვა­ნა­ი­რად სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი მუდ­მი­ვად კე­თილ­დღე­ო­ბას­თან იქ­ნე­ბა ასო­ცი­რე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია", - აცხა­დებს იუ­რის­ტი ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მინისტრის მოადგილეები მინისტრებზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ?!

მინისტრის მოადგილეები მინისტრებზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ?!

პრემიერის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 5 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც ზოგიერთი მინისტრის მოადგილის ყოველთვიურ შემოსავალსაც კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ მოადგილეების ერთი ნაწილის ყოველთვიური შემოსავალი 7000 ლარს, ნაწილის კი სულაც 10 000 ლარს აჭარბებდა. რასაკვირველია, მოადგილეს მინისტრზე მაღალი შემოსავალი არ უნდა ჰქონდეს და აუცილებელია, რომ სამინისტროებში დანამატები შემცირდეს.

მართალია, მინისტრის მოადგილის ყოველთვიური ხელფასი არც ისე მაღალია (კანონით მინისტრის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2950 ლარს შეადგენს, დანარჩენი მოადგილეების 2720 ლარს), თუმცა პრემიებით და ყოველთვიური დანამატებით მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად იზრდება. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს მათ მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, დავით გელეგაშვილის მიერ 2014 წლის 3 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მან წინა წელს ხელფასის სახით 62 288 ლარი მიიღო, ანუ თვეში 5190 ლარი.

2013 წელს ხელფასის სახით 85 500 ლარი მიიღო იუსტიციის მინისტრის მოდაგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ, ანუ თანამდებობრივმა სარგომ თვეში ხელფასისა და დანამატის სახით 7 125 ლარი შეადგინა. ალექსანდრე ბურჭულაძეს დეკლარაცია 2014 წლის 5 იანვარს აქვს ჩაბარებული.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, დავით ლეჟავას ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2014 წლის 8 იანვარს არის შევსებული, წერია, რომ მან წინა წელს მინისტრის მოადგილედ მუშაობისთვის 99 480 ლარი აიღო, ანუ თვეში 8 290 ლარი.

2014 წლის 6 იანვარს აქვს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოდაგილეს ალექსანდრე მარგიშვილს. დეკლარაციის მიხედვით მარგიშვილმა წინა წელს ხელფასის სახით 69 352,50 ლარი აიღო, ანუ თვეში 5 779,3 ლარი.

შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას 2013 წელს ხელფასის სახით 89 828 ლარი მიიღო, ანუ მისი თანამდებობრივი სარგო თვეში, საშუალოდ, 7 485 ლარს შეადგენდა. ტაბატაძეს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 16 იანვარს აქვს შევსებული.

2012 წელს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში მარიამ ვალიშვილმა 127 718 ლარი მიიღო, ანუ მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 10 064 ლარს შეადგენდა. ვალიშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 4 ნოემბერს აქვს შევსებული.

2013 წლის აგვისტოში შევსებული დეკლარაციის მხედვით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ წინა წელს 68 581 ლარი მიიღო, ანუ თვეში 5 715 ლარი.

ეს არის მინისტრთა მოადგილეების ქონებრივი დეკლარაციების მცირე ჩამონათვალი, სადაც ნათლად ჩანს, რომ თუ ხელფასის გადანაწილების პრინციპი წელსაც ანალოგიური დარჩა, მინისტრის მოადგილეები თავად მინისტრებზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი. მინისტრის მოადგილის ხელფასზე დანამატს მინისტრები განსაზღვრავენ და აქედან გამომდინარე, არც ისაა გამორიცხული, რომ მინისტრების ანალოგიურად ყოველთვიური შემოსავალი მათაც შეუმცირდეთ.

ასეთი პრეცედენტი კი უკვე მოხდა, როგორც რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის ბრძანებით, მინისტრის პირველ მოადგილეს ყოველთვიური დანამატი 250 ლარით, ხოლო მოადგილეებს 30-30 ლარით შეუმცირდათ. კერძოდ, სახელფასო დანამატი მინისტრის პირველ მოადგილეს 2 950 ლარიდან 2 700 ლარამდე შეუმცირდათ, მოადგილეებს კი 2 720 ლარიდან 2 690 ლარამდე.

ამ ბრძანების შემდეგ რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის ხელზე ასაღები ანაზღაურება (საშემოსავლოს გარეშე) თვეში 4 510 ლარი იქნება, მოადგილეების კი - 4 328 ლარი. აქედან გამომდინარე, მინისტრის მოადგილეებს დავით ნარმანიაზე მაღალი ხელფასი არ ექნებათ. ცნობისათვის, კანონით მინისტრის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2 950 ლარს შეადგენს, დანარჩენი მოადგილეებისა – 2 720 ლარს.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ პრემია და დანამატი კონკრეტული პირის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად ინიშნება და ამას თავად მინისტრი წყვეტს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის მოდაგილეების ხელფასის ან ხელფასზე დანამატის შეცმირების საკითხი არც დამდგარა. შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოდაგილეს კი არ შეხებია ხელფასის არც მომატება და არც დაკლება.

რაც შეეხება მინისტრების ხელფასს, როგორც ცნობილია, მათი თანამდებობრივი სარგო, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, 1 300 ლარით შემცირდა. ანუ თუ აქამდე მინისტრის ხელზე ასაღები ხელფასი 6 300 ლარს შეადგენდა, ამის შემდეგ ისინი თვეში მხოლოდ 5 ათას ლარს აიღებენ.

ხელფასების შემცირება კი მხოლოდ სახელფასო დანამატის კომპონენტში მოხდა, ანუ მინისტრებს შემოსავალი ექსპრემიერ ივანიშვილის ბრძანებით გამოცემული 4 335-ლარიანი დანამატიდან დააკლდათ, ყოველთვიური სარგო კი ისევ 3 540 ლარი რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ღარიბაშვილის მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად, მინისტრის ყოველთვიური სარგო არა 5000, არამედ 6 250 ლარამდე უმცირდებათ, რადგან 20%-იანი საშემოსავლოს გამოკლების შედეგად 5000 ლარი სწორედ ამ ციფრიდან გამოდის. საბოლოოდ კი, მინისტრის ხელფასი არა 1 300 ლარით, (6 300 ლარიდან 5 000 ლარამდე) არამედ 1 675 ლარით (7 875 ლარიდან 6 200 ლარამდე) შემცირდა.

საერთოდ, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთათვის, მათ შორის მინისტრებისთვის, მაღალი ხელფასების დანიშვნა ექსპერტებისა და საზოგადოების აღშფოთების საგანი არაერთხელ გამხდარა.

"საერთოდ, ჩვენ, გადასახადის გადამხდელები, საჯარო მოხელეებს ხელფასს ვუხდით კარგი მუშაობისთვის. თუ ისინი ცუდად მუშაობენ, მათ პრემია კი არ უნდა დაუნიშნონ, სამსახურიდან უნდა გაუშვან. რაც შეეხება საჯარო სამსახურში დასაქმებულს, ის წარმატებული, პროდუქტიული ვერ იქნება, შრომისნაყოფიერება ადეკვატური არ იქნება, თუკი საჯარო სამსახურის რეფორმა არ განხორციელდა და საკითხი ჯეროვნად არ მოწესრიგდა.

რეალურად პრემიებისა და დანამატების საკითხი კანონით უნდა მოწესრიგდეს. აქ შრომის დაფასების, ანუ წახალისების ნაწილი უნდა დარჩეს, მაგრამ საჭიროა, გარკვეული ჩარჩოს დაწესება და ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება. სხვანაირად საჯარო სამსახური მუდმივად კეთილდღეობასთან იქნება ასოცირებული, რაც ძალიან ცუდია", - აცხადებს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა