პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა ლიკლიკაძე - გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა დაკითხოს პოლკოვნიკი დავით ნაირაშვილი და შმაგი თელია
კობა ლიკლიკაძე - გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა დაკითხოს პოლკოვნიკი დავით ნაირაშვილი და შმაგი თელია

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ანო­ნი­მუ­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მელ­შიც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "დიდი პრე­მი­ის" სა­ნაც­ვლოდ სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­სა­გან "ორ გვამს" ითხოვს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ კვა­ლი­ფი­ცი­ურ ექ­სპერ­ტი­ზას სა­ჭი­რო­ებს, - ამის შე­სა­ხებ რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი კობა ლიკ­ლი­კა­ძე წერს.

ლიკ­ლი­კა­ძის აზ­რით, გა­მო­ძი­ე­ბამ სას­წრა­ფოდ უნდა და­კი­თხოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მა­შინ­დე­ლი მო­ად­გი­ლე, პოლ­კოვ­ნი­კი და­ვით ნა­ი­რაშ­ვი­ლი, გვარ­დი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­შინ­დე­ლი სარ­და­ლი შმა­გი თე­ლია და სხვა ოფიც­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ კად­რებ­ში ჩა­ნან.

"რო­გორც ამ კად­რებ­ში ჩანს, ისი­ნი მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის ჩა­ფუშ­ვის მო­მენ­ტის­თვის ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და კარ­გად უნდა ახ­სოვ­დეთ, რა ბრძა­ნე­ბა გას­ცა მე­რა­ბიშ­ვილ­მა. უდა­ვოა, რომ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში ამ­ბო­ხის ორ­გა­ნი­ზე­ბა თუ წა­ქე­ზე­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რად ის­ჯე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის დრო­საც, ყვე­ლა მოქ­მედ­სა თუ ყო­ფილ ოფი­ცერს, რომ­ლე­ბიც ამ და­ნა­შა­ულ­ში იყ­ვნენ ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი, პა­სუ­ხი უნდა ეგოთ კა­ნო­ნის წი­ნა­შე. მაგ­რამ ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა ლიკ­ვი­და­ცია მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე სას­ტიკ დიქ­ტა­ტო­რულ სა­ხელ­მწი­ფო­ში შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო და არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც აქვს პრე­ტენ­ზია, სა­მარ­თლი­ან და დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოდ იწო­დე­ბო­დეს", - წერს ლიკ­ლი­კა­ძე.

რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი საზ­რით, თუ კად­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა და­დას­ტურ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რამ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევრთა მი­მართ კი­დევ ერთი ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ი­წყოს.

"მით უფრო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს თა­ვის დრო­ზე ჰქონ­და ეჭვი, რომ მუხ­როვ­ნის ამ­ბო­ხის გამ­ჟღავ­ნე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე გა­მო­უ­ტა­ნა სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. თუ მე­რა­ბიშ­ვი­ლის ოპე­რა­ტი­ულ ლექ­სი­კონ­ში სი­ტყვა "გვა­მი" არ ნიშ­ნავ­და რა­ი­მე პა­როლს, მა­შინ დიდი ალ­ბა­თო­ბით "ორ გვა­მად" უნდა ქცე­უ­ლიყ­ვნენ 2009 წლის ამ­ბო­ხის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი - გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი და კობა ოთა­ნა­ძე. მათ­გან ერთი - გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი - მარ­თლაც და­ი­ღუ­პა ამ­ბო­ხი­დან ორი კვი­რის თავ­ზე, გლ­და­ნის გზა­ზე მო­წყო­ბი­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს, ხოლო მძი­მედ დაჭ­რი­ლი კობა ოთა­ნა­ძე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­სა­მარ­თლომ მას 29 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა", - წერს ლიკ­ლი­კა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მარ­თა­ლია, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხი­სათ­ვის მსჯავ­რდე­ბულ პი­რებს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა და 2013 წლის იან­ვარ­ში სა­პყრო­ბი­ლი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მაგ­რამ ისევ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია კი­თხვე­ბი - თუ ოთა­ნა­ძე, კრი­ა­ლაშ­ვი­ლი, ამი­რი­ძე და სხვე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არ იყ­ვნენ, მაშ რა მოხ­და ხუთი წლის წინ მუხ­როვ­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე? ვინ მი­ი­ღო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პოლ­კოვ­ნი­კის, გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?!

"რა და­სა­მა­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს უტო­ვებს უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდას გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გარ­შე­მო დარ­ჩე­ნი­ლი ასე­თი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბი. ხოლო სა­დაც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ არის, იქ, რო­გორც ცნო­ბი­ლია, არც მშვი­დო­ბაა; იქ (ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში), რო­მე­ლი­ღაც ყო­ფი­ლი მო­ხე­ლი­სა თუ ოპე­რა­ტო­რის არ­ქივ­ში, ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა თავ­ზარ­დამ­ცე­მი ნივთმტკი­ცე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის იმ ცხრაწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დი­დან, რომ­ლის დრო­საც, კარგთან ერ­თად, სამ­წუ­ხა­როდ, ცუ­დიც ბევ­რი მოხ­და", - წერს ლიკ­ლი­კა­ძე.

ინ­ტერ­ნეტ­ში გუ­შინ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ერთ-ერთი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­გეგ­მვის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე მსჯე­ლო­ბენ. ამ დროს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ვერ­ტმფრე­ნი ჩნდე­ბა და სამ­ხედ­რო ფორ­მი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მი­დის.

"მინ­და მე ორი კაცი, ორი გვა­მი მჭირ­დე­ბა, მო­მი­ტა­ნეთ ეს ორი გვა­მი, ვსიო, პრე­მია დი­დია", - მი­მარ­თავს ვი­დე­ო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მულ პი­რებს.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ პი­რებს სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბის­კე­ნაც მო­უ­წო­დებს, ასე­ვე კო­დუ­ა­სა და ახა­ლა­ი­ას მი­მარ­თავს, და­ი­ლა­პა­რა­კონ და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აი­ღონ. იქ მყო­ფი პი­რე­ბი მუხ­რო­ვა­ნის პო­ლი­გონ­საც ახ­სე­ნე­ბენ. ამის შემ­დეგ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ან.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­დის იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლიც. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და youtube-ზე ვი­დეო გუ­შინ appolon osman-ის სა­ხე­ლით აიტ­ვირ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

კობა ლიკლიკაძე - გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა დაკითხოს პოლკოვნიკი დავით ნაირაშვილი და შმაგი თელია

კობა ლიკლიკაძე - გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა დაკითხოს პოლკოვნიკი დავით ნაირაშვილი და შმაგი თელია

სოციალურ ქსელში ანონიმურად გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ვანო მერაბიშვილი "დიდი პრემიის" სანაცვლოდ სამხედრო ხელმძღვანელებისაგან "ორ გვამს" ითხოვს, დაუყოვნებლივ კვალიფიციურ ექსპერტიზას საჭიროებს, - ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" სამხედრო მიმომხილველი კობა ლიკლიკაძე წერს.

ლიკლიკაძის აზრით, გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა დაკითხოს თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, პოლკოვნიკი დავით ნაირაშვილი, გვარდიის დეპარტამენტის მაშინდელი სარდალი შმაგი თელია და სხვა ოფიცრები, რომლებიც ამ კადრებში ჩანან.

"როგორც ამ კადრებში ჩანს, ისინი მუხროვანის ამბოხის ჩაფუშვის მომენტისთვის ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ და კარგად უნდა ახსოვდეთ, რა ბრძანება გასცა მერაბიშვილმა. უდავოა, რომ სამხედრო ნაწილში ამბოხის ორგანიზება თუ წაქეზება ყველა ქვეყანაში მკაცრად ისჯება. შესაბამისად, მუხროვანის ამბოხის დროსაც, ყველა მოქმედსა თუ ყოფილ ოფიცერს, რომლებიც ამ დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი, პასუხი უნდა ეგოთ კანონის წინაშე. მაგრამ ეჭვმიტანილთა ლიკვიდაცია მხოლოდ ყველაზე სასტიკ დიქტატორულ სახელმწიფოში შეიძლებოდა მომხდარიყო და არა საქართველოში, რომელსაც აქვს პრეტენზია, სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოდ იწოდებოდეს", - წერს ლიკლიკაძე.

რადიო "თავისუფლების" სამხედრო მიმომხილველი საზრით, თუ კადრების ავთენტურობა დადასტურდა, პროკურატურამ წინა ხელისუფლების წევრთა მიმართ კიდევ ერთი ხმაურიანი გამოძიება უნდა დაიწყოს.

"მით უფრო, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავის დროზე ჰქონდა ეჭვი, რომ მუხროვნის ამბოხის გამჟღავნების დროს საქართველოს უმაღლესმა ხელისუფლებამ ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი დანაშაულის ორგანიზატორებს. თუ მერაბიშვილის ოპერატიულ ლექსიკონში სიტყვა "გვამი" არ ნიშნავდა რაიმე პაროლს, მაშინ დიდი ალბათობით "ორ გვამად" უნდა ქცეულიყვნენ 2009 წლის ამბოხის ორგანიზატორები - გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე. მათგან ერთი - გია კრიალაშვილი - მართლაც დაიღუპა ამბოხიდან ორი კვირის თავზე, გლდანის გზაზე მოწყობილი სპეცოპერაციის დროს, ხოლო მძიმედ დაჭრილი კობა ოთანაძე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მოგვიანებით სასამართლომ მას 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა", - წერს ლიკლიკაძე.

მისივე თქმით, მართალია, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", მუხროვანის ამბოხისათვის მსჯავრდებულ პირებს პოლიტპატიმრების სტატუსი მიანიჭა და 2013 წლის იანვარში საპყრობილიდან გაათავისუფლა, მაგრამ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები - თუ ოთანაძე, კრიალაშვილი, ამირიძე და სხვები დამნაშავეები არ იყვნენ, მაშ რა მოხდა ხუთი წლის წინ მუხროვნის სამხედრო ბაზაზე? ვინ მიიღო ეჭვმიტანილი პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება?!

"რა დასამალია, რომ საქართველოში ბევრს უტოვებს უსამართლობის განცდას გახმაურებული საქმეების გარშემო დარჩენილი ასეთი პასუხგაუცემელი კითხვები. ხოლო სადაც სამართლიანობა არ არის, იქ, როგორც ცნობილია, არც მშვიდობაა; იქ (ამ შემთხვევაში საქართველოში), რომელიღაც ყოფილი მოხელისა თუ ოპერატორის არქივში, ყოველთვის მოიძებნება თავზარდამცემი ნივთმტკიცება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის იმ ცხრაწლიანი პერიოდიდან, რომლის დროსაც, კარგთან ერთად, სამწუხაროდ, ცუდიც ბევრი მოხდა", - წერს ლიკლიკაძე.

ინტერნეტში გუშინ ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამ დროს შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მიმართავს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და youtube-ზე ვიდეო გუშინ appolon osman-ის სახელით აიტვირთა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე