საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკაკი ბობოხიძე - თუ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის ნათქვამი, საშინელებაა ჩვენთვის და ვანო მერაბიშვილისთვის
 აკაკი ბობოხიძე - თუ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის ნათქვამი, საშინელებაა ჩვენთვის და ვანო მერაბიშვილისთვის

თუ ეს პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით არის ნათ­ქვა­მი, ეს უკვე სა­ში­ნე­ლე­ბაა ჩვენ­თვის და კონ­კრე­ტუ­ლად ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხზე ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გა­მო­იკ­ვლი­ოს, რამ­დე­ნად არის ორი­გი­ნა­ლი ეს კად­რე­ბი და მონ­ტა­ჟი ხომ არ არის. "სა­ინ­ტე­რე­სოა კონ­ტექ­სტი, რად­გან მე პი­რა­დად, რო­დე­საც ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვი­ყა­ვი, უამ­რა­ვი წვრთნის დროს მსგავ­სი ტექ­სტე­ბი მო­მის­მე­ნია, რად­გან ვი­ღაც დაჭ­რი­ლის როლს თა­მა­შობ­და, ვი­ღაც სა­ნიტ­რის როლს და ვი­ღა­ცა ვი­თომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის გა­მოყ­ვა­ნა­ზე მუ­შა­ობ­და", - აღ­ნიშ­ნა ბო­ბო­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მუხ­რო­ვა­ნის ოპე­რა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ ჩა­უ­ტა­რე­ბია და არა­ნა­ი­რი ორი გვა­მი მუხ­რო­ვა­ნის ოპე­რა­ცი­ას არ მოჰ­ყო­ლია.

"ჩვენს ინ­ტე­რეს­შია გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დეს, რად­გან თუ ეს მონ­ტა­ჟია, ე.ი. მი­დის ბინ­ძუ­რი და სა­ში­ნე­ლი შავი პი­ა­რი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, თუ ეს არ არის მონ­ტა­ჟი, მა­შინ გა­აჩ­ნია, რა კონ­ტექ­სტშია ნათ­ქვა­მი და თუ ეს პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით და პირ­და­პი­რი კონ­ტექ­სტით არის ნათ­ქვა­მი, ეს უკვე სა­ში­ნე­ლე­ბაა ჩვენ­თვის და კონ­კრე­ტუ­ლად ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის", - მი­აჩ­ნია ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს.

ინ­ტერ­ნეტ­ში ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ერთ-ერთი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­გეგ­მის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე მსჯე­ლო­ბენ. ამა­სო­ბა­ში შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ვერ­ტმფრე­ნი ჩნდე­ბა და სამ­ხედ­რო ფორ­მი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მი­დის.

"მინ­და მე ორი კაცი, ორი გვა­მი მჭირ­დე­ბა, მო­მი­ტა­ნეთ ეს ორი გვა­მი, ვსიო, პრე­მია დი­დია", - მი­მარ­თავს ვი­დე­ო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მულ პი­რებს.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ პი­რებს სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბის­კე­ნაც მო­უ­წო­დებს, ასე­ვე კო­დუ­ა­სა და ახა­ლა­ი­ას მო­უ­წო­დებს, და­ი­ლა­პა­რა­კონ და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აი­ღონ. იქ მყო­ფი პი­რე­ბი მუხ­რო­ვა­ნის პო­ლი­გონ­საც ახ­სე­ნე­ბენ. ამის შემ­დეგ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ან.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­დის იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლიც. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა.

youtube-ზე ვი­დეო გუ­შინ appolon osman-ის სა­ხე­ლით აიტ­ვირ­თა. მისი ავ­თენ­ტუ­რო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ასე­ვე იხი­ლეთ ვი­დეო: "ორი გვა­მი მჭირ­დე­ბა, მო­მი­ტა­ნეთ ეს ორი გვა­მი" - მე­რა­ბიშ­ვილ­სა და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი გავ­რცელ­და

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

აკაკი ბობოხიძე - თუ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის ნათქვამი, საშინელებაა ჩვენთვის და ვანო მერაბიშვილისთვის

 აკაკი ბობოხიძე - თუ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის ნათქვამი, საშინელებაა ჩვენთვის და ვანო მერაბიშვილისთვის

თუ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის ნათქვამი, ეს უკვე საშინელებაა ჩვენთვის და კონკრეტულად ვანო მერაბიშვილისთვის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ მუხროვანის ამბოხზე ინტერნეტში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს, რამდენად არის ორიგინალი ეს კადრები და მონტაჟი ხომ არ არის. "საინტერესოა კონტექსტი, რადგან მე პირადად, როდესაც ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვიყავი, უამრავი წვრთნის დროს მსგავსი ტექსტები მომისმენია, რადგან ვიღაც დაჭრილის როლს თამაშობდა, ვიღაც სანიტრის როლს და ვიღაცა ვითომ მიცვალებულის გამოყვანაზე მუშაობდა", - აღნიშნა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, მუხროვანის ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჩაუტარებია და არანაირი ორი გვამი მუხროვანის ოპერაციას არ მოჰყოლია.

"ჩვენს ინტერესშია გამოძიება ჩატარდეს, რადგან თუ ეს მონტაჟია, ე.ი. მიდის ბინძური და საშინელი შავი პიარი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ, თუ ეს არ არის მონტაჟი, მაშინ გააჩნია, რა კონტექსტშია ნათქვამი და თუ ეს პირდაპირი მნიშვნელობით და პირდაპირი კონტექსტით არის ნათქვამი, ეს უკვე საშინელებაა ჩვენთვის და კონკრეტულად ვანო მერაბიშვილისთვის", - მიაჩნია ოპოზიციონერ დეპუტატს.

ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.

youtube-ზე ვიდეო გუშინ appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია.

ასევე იხილეთ ვიდეო: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი" - მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე სკანდალური კადრები გავრცელდა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა