პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ამირიძე - 12-12 ათასი ლარი აიღეს მათ, ვინც ჩაგვცხრილა
ლევან ამირიძე - 12-12 ათასი ლარი აიღეს მათ, ვინც ჩაგვცხრილა

12-12 ათა­სი ლარი აი­ღეს მათ, ვინც ჩაგ­ვცხრი­ლა, - ამის შე­სა­ხებ მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბულ­მა ლე­ვან ამი­რი­ძემ "კავ­კა­სი­ის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, დღეს ყვე­ლა ის პირი, ვინც სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მათ ჩა­ცხრილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ყვე­ლა წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა და ჩვე­უ­ლებ­რივ მსა­ხუ­რობს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

"12-12 ათა­სი ლარი აიღო იმ სამ­მა კაც­მა, ვინც ჩვენ ჩაგ­ვცხრი­ლა. ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის­გან ვიცი, რომ რო­დე­საც დაგ­ვა­კა­ვე­სო, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ეუბ­ნე­ბო­და, რა­ტომ არ და­ხო­ცეთ ეს ჯა­რის­კა­ცე­ბი, დახ­ვრი­ტეთ ად­გილ­ზე და მო­ა­წყვეთ ისე, თით­ქოს გაქ­ცე­ვას აპი­რებ­დნე­ნო. ერთ-ერთი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გა­და­ე­ფა­რა ამ ჯა­რის­კა­ცებს, რას აკე­თებ­თო?!", - იხ­სე­ნებს ამი­რი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი უშუ­ა­ლოდ 5 მა­ისს არის გა­და­ღე­ბუ­ლი მუხ­რო­ვა­ნის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ტე­რი­ტო­რი­ის გა­რეთ, გამ­შვებ პუნ­ქტზე და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც კად­რებ­ში ჩა­ნან და რომ­ლე­ბიც გან­კარ­გუ­ლე­ბებს გას­ცე­მენ, პი­რა­დად იც­ნობს და ისი­ნი თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი არი­ან.

ამი­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ისი­ნი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­დი­ოდ­ნენ და რო­დე­საც ბლო­კი­რე­ბა ხდე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ვერ­ტმფრე­ნით, რო­მე­ლიც კად­რებ­ში ჩანს, მათი ძებ­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის აყ­ვა­ნის ოპე­რა­ცია დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა ასე­ვე ამ­ბო­ხის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბულ­მა პოლ­კოვ­ნიკ­მა კობა ოთა­ნა­ძე­მაც. მისი თქმით, აყ­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მათ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი მი­უგ­ზავ­ნეს, სა­დაც სამი სპეც­რაზ­მე­ლი იჯდა. ოთა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათ უკ­ნი­დან ეს­რო­ლეს და სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რეს. ოთა­ნა­ძე ყვე­ბა, რომ როცა დაჭ­რი­ლე­ბი ძირს გად­მო­ყა­რეს, წიხ­ლებს ურტყამ­დნენ, ხოლო შემ­დეგ მის მი­მართ სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ხელ-ფე­ხი­სა და მკერ­დის არე­ში. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა. გა­დარ­ჩა მა­ი­ო­რი ლე­ვან ამი­რი­ძეც, ხოლო გე­ნე­რა­ლი გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

"ფაქ­ტი­უ­რად მორ­გში წაგ­ვიყ­ვა­ნეს და რომ გვნა­ხეს, კი­დევ ცო­ცხლე­ბი ვი­ყა­ვით, მერე სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა წაგ­ვიყ­ვა­ნეს", - აღ­ნიშ­ნა ოთა­ნა­ძემ.

მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცო­პე­რა­ცია 20 მა­ისს თი­ა­ნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე ჩა­ტარ­და, რის შე­დე­გა­დაც გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­ო­რე დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. შსს-ის ცნო­ბით, "ორ­მხრი­ვი სრო­ლის" შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი, და­იჭ­რა კობა ოთა­ნა­ძე და ლე­ვან ამი­რი­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლევან ამირიძე - 12-12 ათასი ლარი აიღეს მათ, ვინც ჩაგვცხრილა

ლევან ამირიძე - 12-12 ათასი ლარი აიღეს მათ, ვინც ჩაგვცხრილა

12-12 ათასი ლარი აიღეს მათ, ვინც ჩაგვცხრილა, - ამის შესახებ მუხროვანის ამბოხისთვის გასამართლებულმა ლევან ამირიძემ "კავკასიის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ყველა ის პირი, ვინც სპეცოპერაციის დროს მათ ჩაცხრილვაში მონაწილეობდა, ყველა წამყვან თანამდებობაზეა და ჩვეულებრივ მსახურობს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"12-12 ათასი ლარი აიღო იმ სამმა კაცმა, ვინც ჩვენ ჩაგვცხრილა. ჩემი თანამებრძოლებისგან ვიცი, რომ როდესაც დაგვაკავესო, ვანო მერაბიშვილი ეუბნებოდა, რატომ არ დახოცეთ ეს ჯარისკაცები, დახვრიტეთ ადგილზე და მოაწყვეთ ისე, თითქოს გაქცევას აპირებდნენო. ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი გადაეფარა ამ ჯარისკაცებს, რას აკეთებთო?!", - იხსენებს ამირიძე.

მისივე თქმით, ინტერნეტში გავრცელებული კადრები უშუალოდ 5 მაისს არის გადაღებული მუხროვანის სამხედრო ნაწილის ტერიტორიის გარეთ, გამშვებ პუნქტზე და იმ ადამიანებს, რომლებიც კადრებში ჩანან და რომლებიც განკარგულებებს გასცემენ, პირადად იცნობს და ისინი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები არიან.

ამირიძის განცხადებით, ეს არის პერიოდი, როდესაც ისინი სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან გადიოდნენ და როდესაც ბლოკირება ხდება ტერიტორიის. მისი ინფორმაციით, იმ ვერტმფრენით, რომელიც კადრებში ჩანს, მათი ძებნა ხორციელდებოდა.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულების აყვანის ოპერაცია დეტალურად გაიხსენა ასევე ამბოხის ბრალდებით გასამართლებულმა პოლკოვნიკმა კობა ოთანაძემაც. მისი თქმით, აყვანის სპეცოპერაციის დროს მათ სამარშრუტო ტაქსი მიუგზავნეს, სადაც სამი სპეცრაზმელი იჯდა. ოთანაძის განცხადებით, მათ უკნიდან ესროლეს და სასიკვდილოდ გაწირეს. ოთანაძე ყვება, რომ როცა დაჭრილები ძირს გადმოყარეს, წიხლებს ურტყამდნენ, ხოლო შემდეგ მის მიმართ საკონტროლო გასროლა განახორციელეს ხელ-ფეხისა და მკერდის არეში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ცოცხალი გადარჩა. გადარჩა მაიორი ლევან ამირიძეც, ხოლო გენერალი გია კრიალაშვილი ადგილზე დაიღუპა.

"ფაქტიურად მორგში წაგვიყვანეს და რომ გვნახეს, კიდევ ცოცხლები ვიყავით, მერე საავადმყოფოს ექიმებმა წაგვიყვანეს", - აღნიშნა ოთანაძემ.

მუხროვანის ამბოხების საქმესთან დაკავშირებით სპეცოპერაცია 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარდა, რის შედეგადაც გია კრიალაშვილი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით, მეორე დღეს განცხადება გაავრცელა. შსს-ის ცნობით, "ორმხრივი სროლის" შედეგად ადგილზე გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, დაიჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ