პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძე - გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ გამოსაძიებელი არაფერია
გივი თარგამაძე - გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ გამოსაძიებელი არაფერია

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი გივი თარ­გა­მა­ძე ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ეხ­მა­უ­რე­ბა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­ცე­მულ ბრძა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.

"რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად და­კა­ვე­ბის ბრძა­ნე­ბას, ეს იყო ადეკ­ვა­ტუ­რი, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და მძი­მედ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ადეკ­ვა­ტუ­რი ქმე­დე­ბა ძა­ლო­ვა­ნე­ბის მიერ იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. ის იძა­ხის, რომ ორი ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბაა სა­ჭი­რო და იქ იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ თუ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გას­წევ­დნენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლო­ვა­ნე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. ორი­ვეს ლიკ­ვი­და­ცია რომ თვით­მი­ზა­ნი ყი­ფი­ლი­ყო, ამას ხელს ვე­რა­ფე­რი შე­უშ­ლი­და", - გა­ნა­ცხა­და გივი თარ­გა­მა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.

ამას­თან, მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში სა­უ­ბა­რია მუხ­რო­ვა­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის სამ­ზა­დის­ზე და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი გან­მარ­ტა.

"მინ­და გი­თხრათ, რომ 2009 წლის მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხი, რო­მელ­საც ჰქონ­და მიზ­ნად 90-იანი წლე­ბის მსგავ­სი სის­ხლი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და პრაქ­ტი­კუ­ლად მთე­ლი ქვეყ­ნის ცნო­ბილ სის­ხლი­ან მოვ­ლე­ნებ­ში კი­დევ ერთხელ ჩახ­რჩო­ბა. ამ ამ­ბო­ხის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ბა­ტო­ნე­ბი კრი­ა­ლაშ­ვი­ლი და ოთა­ნა­ძე, რომ­ლებ­საც ზუს­ტად ანა­ლო­გი­უ­რი ქმე­დე­ბა ჰქონ­დათ ჩა­დე­ნი­ლი შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის დრო­საც. ამ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შეძ­ლო, გან­სხვა­ვე­ბით შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ო­დი­დან, ერთი დღის მან­ძილ­ზე ამ სი­ტუ­ა­ცი­ის ამო­წურ­ვა ისე, რომ ად­გილ­ზე არ ყო­ფი­ლა არა თუ გარ­დაც­ვლი­ლი, არა­მედ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიც კი. შემ­დგომ­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ძებ­ნის ოპე­რა­ცია გაგ­რძელ­და და დას­რულ­და და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ით ცხვა­რი­ჭა­მია-თბი­ლი­სის გზა­ზე, სა­დაც ამ ადა­მი­ა­ნებ­მა გას­წი­ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს ერთ-ერთი მათ­გა­ნი იქნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი, მე­ო­რე იქნა დაჭ­რი­ლი, მას გა­ე­წია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და დღეს არა თუ ცო­ცხა­ლია, არა­მედ დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­გორც გმი­რი, ისე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და მი­ა­ნი­ჭა პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი", - გან­მარ­ტა უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა.

აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში, თარ­გა­მა­ძე ფიქ­რობს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის შე­სა­ხებ "გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი არა­ფე­რია".

ინ­ტერ­ნეტ­ში ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ერთ-ერთი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­გეგ­მის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე მსჯე­ლო­ბენ. ამა­სო­ბა­ში შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ვერ­ტმფრე­ნი ჩნდე­ბა და სამ­ხედ­რო ფორ­მი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მი­დის.

"მინ­და მე ორი კაცი, ორი გვა­მი მჭირ­დე­ბა, მო­მი­ტა­ნეთ ეს ორი გვა­მი, ვსიო, პრე­მია დი­დია", - მი­მარ­თავს ვი­დე­ო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მულ პი­რებს.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ პი­რებს სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბის­კე­ნაც მო­უ­წო­დებს, ასე­ვე კო­დუ­ა­სა და ახა­ლა­ი­ას მო­უ­წო­დებს, და­ი­ლა­პა­რა­კონ და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აი­ღონ. იქ მყო­ფი პი­რე­ბი მუხ­რო­ვა­ნის პო­ლი­გონ­საც ახ­სე­ნე­ბენ. ამის შემ­დეგ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ან.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­დის იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლიც. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა.

youtube-ზე ვი­დეო დღეს appolon osman-ის სა­ხე­ლით აიტ­ვირ­თა. მისი ავ­თენ­ტუ­რო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გივი თარგამაძე - გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ გამოსაძიებელი არაფერია

გივი თარგამაძე - გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ გამოსაძიებელი არაფერია

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება და ვანო მერაბიშვილის მიერ გაცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"რაც შეეხება კონკრეტულად დაკავების ბრძანებას, ეს იყო ადეკვატური, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროფესიონალები და მძიმედ შეიარაღებულები, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ადეკვატური ქმედება ძალოვანების მიერ იყო აბსოლუტურად დასაბუთებული. ის იძახის, რომ ორი ადამიანის დაკავებაა საჭირო და იქ იგულისხმება ის, რომ თუ დამნაშავეები გასწევდნენ წინააღმდეგობას, ამ შემთხვევაში ძალოვანების ადეკვატური მოქმედება მომხდარიყო. ორივეს ლიკვიდაცია რომ თვითმიზანი ყიფილიყო, ამას ხელს ვერაფერი შეუშლიდა", - განაცხადა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ამასთან, მან დაადასტურა, რომ ვიდეომასალაში საუბარია მუხროვანის სპეცოპერაციის სამზადისზე და აღნიშნულის შესახებ გარკვეული დეტალები განმარტა.

"მინდა გითხრათ, რომ 2009 წლის მაისში საქართველოში განხორციელდა შეიარაღებული ამბოხი, რომელსაც ჰქონდა მიზნად 90-იანი წლების მსგავსი სისხლიანი მოქმედებების გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით და პრაქტიკულად მთელი ქვეყნის ცნობილ სისხლიან მოვლენებში კიდევ ერთხელ ჩახრჩობა. ამ ამბოხის ორგანიზატორები იყვნენ ადამიანები, ბატონები კრიალაშვილი და ოთანაძე, რომლებსაც ზუსტად ანალოგიური ქმედება ჰქონდათ ჩადენილი შევარდნაძის მმართველობის დროსაც. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეძლო, განსხვავებით შევარდნაძის პერიოდიდან, ერთი დღის მანძილზე ამ სიტუაციის ამოწურვა ისე, რომ ადგილზე არ ყოფილა არა თუ გარდაცვლილი, არამედ დაზარალებულიც კი. შემდგომში რამდენიმე კვირის განმავლობაში ძებნის ოპერაცია გაგრძელდა და დასრულდა დაკავების ოპერაციით ცხვარიჭამია-თბილისის გზაზე, სადაც ამ ადამიანებმა გასწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა და შესაბამისად, დაკავების ოპერაციის დროს ერთ-ერთი მათგანი იქნა ლიკვიდირებული, მეორე იქნა დაჭრილი, მას გაეწია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ოპერაცია და დღეს არა თუ ცოცხალია, არამედ დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორც გმირი, ისე გაათავისუფლა და მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი", - განმარტა უმცირესობის წევრმა.

აღნიშნულ კონტექსტში, თარგამაძე ფიქრობს, რომ გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ "გამოსაძიებელი არაფერია".

ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.

youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა