პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის ყოფილი პირადი ფოტოგრაფის ინფორმაციით, გავრცელებული ვიდეომასალა მუხროვანშია გადაღებული
სააკაშვილის ყოფილი პირადი ფოტოგრაფის ინფორმაციით,  გავრცელებული ვიდეომასალა მუხროვანშია გადაღებული

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფის, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, მათ შო­რის, პრე­ზი­დენ­ტი ფი­გუ­რი­რებს, მუხ­რო­ვან­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­დე­ო­მა­სა­ლა მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ. გე­დე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ად­გილ­ზე მხო­ლოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვი­დე­ო­გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი იმ­ყო­ფე­ბო­და და მისი ვა­რა­უ­დით, კად­რე­ბი სწო­რედ შსს-ს ოპე­რა­ტო­რის მიერ არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცი­ტა­ტას, სა­დაც ის გვა­მებ­ზე სა­უბ­რობს, რო­გორც გე­დე­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს, თუმ­ცა იცის, რომ ამ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­ვა­ლე­ბებს გას­ცემ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და. ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე მუხ­რო­ვან­ში პრე­ზი­დენ­ტის მის­ვლი­სას მი­ვი­და.

ინ­ტერ­ნეტ­ში ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ერთ-ერთი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­გეგ­მის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე მსჯე­ლო­ბენ. ამა­სო­ბა­ში შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ვერ­ტმფრე­ნი ჩნდე­ბა და სამ­ხედ­რო ფორ­მი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მი­დის.

"მინ­და მე ორი კაცი, ორი გვა­მი მჭირ­დე­ბა, მო­მი­ტა­ნეთ ეს ორი გვა­მი, ვსიო, პრე­მია დი­დია", - მი­მარ­თავს ვი­დე­ო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მულ პი­რებს.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ პი­რებს სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბის­კე­ნაც მო­უ­წო­დებს, ასე­ვე კო­დუ­ა­სა და ახა­ლა­ი­ას მო­უ­წო­დებს, და­ი­ლა­პა­რა­კონ და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აი­ღონ. იქ მყო­ფი პი­რე­ბი მუხ­რო­ვა­ნის პო­ლი­გონ­საც ახ­სე­ნე­ბენ. ამის შემ­დეგ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ან.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­დის იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლიც. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა.

youtube-ზე ვი­დეო დღეს appolon osman-ის სა­ხე­ლით აიტ­ვირ­თა. მისი ავ­თენ­ტუ­რო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები

სააკაშვილის ყოფილი პირადი ფოტოგრაფის ინფორმაციით, გავრცელებული ვიდეომასალა მუხროვანშია გადაღებული

სააკაშვილის ყოფილი პირადი ფოტოგრაფის ინფორმაციით,  გავრცელებული ვიდეომასალა მუხროვანშია გადაღებული

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პირადი ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც მთავრობის წევრები, მათ შორის, პრეზიდენტი ფიგურირებს, მუხროვანშია გადაღებული, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი გედენიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ვიდეომასალა მუხროვანის ამბოხის დროს არის გადაღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. გედენიძის განცხადებით, ადგილზე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოგადამღები ჯგუფი იმყოფებოდა და მისი ვარაუდით, კადრები სწორედ შსს-ს ოპერატორის მიერ არის გადაღებული.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ციტატას, სადაც ის გვამებზე საუბრობს, როგორც გედენიძემ აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იცის, რომ ამ პერიოდში, როდესაც მერაბიშვილი დავალებებს გასცემდა, მიხეილ სააკაშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა. ირაკლი გედენიძე მუხროვანში პრეზიდენტის მისვლისას მივიდა.

ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.

youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ