პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აპირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას ქვეყნის "ახალი ხმა"
რატომ აპირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას ქვეყნის "ახალი ხმა"

მა­რი­ამ ჩა­ჩხი­ა­ნი ქვეყ­ნის "ახა­ლი ხმა" გახ­და და ახლა სა­კუ­თარ მუ­სი­კა­ლურ გეგ­მებს სა­ზღვარ­გა­რეთს უკავ­ში­რებს. ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტმა ბევ­რი რამ ას­წავ­ლა, მათ შო­რის - ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც შეს­ძი­ნა.

- პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბამ ალ­ბათ, უკვე ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში.

- ნამ­დვი­ლად ასეა! ქუ­ჩა­ში ხალ­ხი მცნობს, მიწ­ვე­ვენ გა­და­ცე­მებ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბაც ბევ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გახ­და. გარ­და ამი­სა, კონ­კურ­სმა დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა. ვის­წავ­ლე ის, რომ ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას არ უნდა აჰ­ყვე, ზოგ­ჯერ ჩუ­მად ყოფ­ნაც სა­ჭი­როა.

- ინ­ტრი­გებს გუ­ლის­ხმობ?

- დიახ. რა­ღა­ცებ­ზე რომ მეყ­ვი­რა, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ და­მე­კარ­გა. ვცდი­ლობ­დი, კონ­ფლიქ­ტში არა­ვის­თან შევ­სუ­ლი­ყა­ვი. ახ­ლაც ბევ­რი ჭორი გა­ვი­გე ჩემ­ზე, სი­სუ­ლე­ლე­ებს "ამ­ტკი­ცე­ბენ". ამ­ბო­ბენ, - თით­ქოს იპო­თე­კუ­რი სეს­ხი ავი­ღე, ზოგი იმა­საც ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის 2 სახ­ლი ჩავ­დე ბან­კში და მგო­ნი, ვი­ლაც (იცი­ნის). ეს ძა­ლი­ან დიდი სი­სუ­ლე­ლეა. უკვე 4 წე­ლია, ჩემი ოჯა­ხი ქი­რით ცხოვ­რობს.

- გა­მარ­ჯვე­ბის მო­ლო­დი­ნი გქონ­და?

- ამის იმე­დი ბოლო პე­რი­ოდ­ში უფრო მე­ტად მქონ­და. თა­ვი­დან ამა­ზე არ ვფიქ­რობ­დი, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი იყო და ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი ყვე­ლას თა­ნაბ­რად გვქონ­და. თუმ­ცა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვგრძნობ­დი, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ­დი.

- რო­გორ ფიქ­რობ, სხვა მწვრთნე­ლი რომ აგერ­ჩია, ქვეყ­ნის "ახა­ლი ხმა" გახ­დე­ბო­დი?

- "ბრმა კას­ტინგზე" და­თომ მი­თხრა - მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვის­თან წახ­ვალ, ამ პრო­ექტს იგებს მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე და არა - მწვრთნე­ლიო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისიც მი­თხრა, - თით­ქოს მა­შინ ვიგ­რძე­ნი, რომ ფი­ნა­ლის­ტი შენ იქ­ნე­ბო­დიო.

- ხში­რად და­თოს­თან არ მი­დი­ან იმ პრინ­ცი­პით, რომ მას­თან ძლი­ე­რი ბავ­შვე­ბი იყ­რი­ან თავს, კონ­კუ­რენ­ცია დი­დია და ამის გამო, თით­ქოს გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი იკ­ლებს.

- მე მე­ო­თხე მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი, ვინც და­თომ აიყ­ვა­ნა და ვი­საც ოთხი­ვე მწვრთნე­ლი შე­მო­უბ­რუნ­და. და­თოს გუნდში ასე­თი 5-6 კონ­კურ­სან­ტი იყო, და­ნარ­ჩენ გუნ­დებ­ში კი მგო­ნი, თითო-თითო. ასე რომ, ჩვე­ნი გუნ­დი იყო ყვე­ლა­ზე "კა­მი­კა­ძე". რა თქმა უნდა, მე ამ პრინ­ცი­პით არ მი­მი­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

- მან­ქა­ნას მარ­თავ?

- არა, მაგ­რამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შან­სი რომ გაჩ­ნდა, მა­შინ­ვე მო­მინ­და მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა (იცი­ნის). თე­ბერ­ვლი­დან აუ­ცი­ლებ­ლად ვიზ­რუ­ნებ ამ სა­კი­თხზე.

- მუ­სი­კის გარ­და, კი­დევ რით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ. არ ვიცი, რა მო­მა­ვა­ლი მექ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, სიმ­ღე­რის გა­რე­შე ვერ ვი­ცხოვ­რებ. 3 წლი­დან ვმღე­რი. ჩემ­მა პე­და­გოგ­მა, ნანა ჟღე­რი­ამ "გამ­ზარ­და".

- ეს შენ­თვის პირ­ვე­ლი კონ­კურ­სი იყო?

- პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­კურ­სი იყო. ადრე რა­ღაც კონ­კურ­სებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი: "იმე­დის" ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში "12 მტრედ­ში" ვცა­დე ბედი; სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში - "მე მიყ­ვარს თბი­ლი­სი" პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღე; 2008 წელს ეგ­ვიპ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, 28 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვე­დი და მა­შინ პრი­ზი ეგ­ვიპ­ტის პირ­ველ­მა ლე­დიმ გად­მომ­ცა. ასე­ვე, ტრი­ოს სა­ხით, მე, ჩემი და - ქე­თე­ვან ჩა­ჩხი­ა­ნი და ნინი გვე­ლე­სი­ა­ნი "სლა­ვი­ანსკი ბა­ზარ­ზე" მიგ­ვიწ­ვი­ეს.

- ფიქ­რობ, რომ შენი წარ­მა­ტე­ბის შან­სი სწო­რად შერ­ჩე­ულ­მა სიმ­ღე­რებ­მაც გა­ზარ­და?

- ამ სა­კითხს ჟი­უ­რის­გან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, მაგ­რამ მე მი­მაჩ­ნია, რომ მწვრთნელ­მა სწო­რე­დაც რომ ზუს­ტად შე­მირ­ჩია სიმ­ღე­რე­ბი. პრო­ექტს "ახა­ლი ხმა" ჰქვია და ვფიქ­რობ, აქ­ცენ­ტი სწო­რედ ხმის მაქ­სი­მა­ლურ წარ­მო­ჩე­ნა­ზე უნდა კეთ­დე­ბო­დეს.

- და­თოს, რო­გორც მწვრთნელს და რო­გორც პი­როვ­ნე­ბას, რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ?

- ამ ეტაპ­ზე ის უკვე ჩემი მე­გო­ბა­რია. სა­ერ­თოდ, გახ­სნი­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნია. ჩვენ­თვის, პირ­ველ რიგ­ში, კარ­გი მრჩე­ვე­ლი იყო. ჭო­რე­ბის, რა­ღაც ინ­ტრი­გე­ბის გამო სულ გვა­რი­გებ­და, გვე­უბ­ნე­ბო­და რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით. ჰოდა, ამი­ტომ ვი­ყა­ვით ერთი გუნ­დი, არ ვი­ყა­ვით დაქ­საქ­სუ­ლე­ბი. და­თოს­თან ერ­თად, მისი ჯგუ­ფის ბავ­შვებს მას­შტა­ბუ­რი გეგ­მე­ბი გვაქვს.

- შენი მო­მა­ვა­ლი რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია? რა იქ­ნე­ბა ამის შემ­დეგ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მომ­ღერ­ლის­თვის პერ­სპექ­ტი­ვა არ არ­სე­ბობს. სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობ.

- კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კი­დევ აპი­რებ?

- სა­ზღვარ­გა­რეთ კი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ პრო­ექ­ტში აღარ მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნა და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი - ანუ ის, რაც მინ­დო­და, უკვე მი­ვი­ღე. მსგავს კონ­კურ­სში ბედი კი­დევ ერთხელ რომ ვცა­დო, ეს უკან და­ხე­ვა უფრო იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ნა­ბი­ჯის წინ გა­დად­გმა. შე­იძ­ლე­ბა, ამა თუ იმ პრო­ექ­ტში ვი­ღა­ცამ ჩა­წყო­ბით, ნაც­ნო­ბო­ბით გა­ი­მარ­ჯვოს და ეს დამ­თრგუნ­ვე­ლია. თა­ნაც, იმ სტა­ტუს­საც და­კარ­გავ, რაც უკვე მო­პო­ვე­ბუ­ლი გქონ­და.

- შენ გარ­და, ოჯახ­ში ვინ­მე მღე­რის?

- არა, მაგ­რამ ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სმე­ნა აქვს. სახ­ლში მე, ჩემი და-ძმა, დედა, მამა, 2 ბე­ბია და პაპა ვცხოვ­რობთ...

- სიმ­ღე­რის გარ­და, რა გა­ტა­ცე­ბა გაქვს?

- ვხა­ტავ. დედა მხატ­ვა­რი და დი­ზა­ი­ნე­რია. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­კონ­ცერ­ტო კოს­ტი­უ­მი ჩემ­თვის სწო­რედ მან შექ­მნა, მათ შო­რის - "ახა­ლი ხმის" ტუ­რებ­შიც. მიყ­ვარს ცურ­ვა და ჯი­რი­თი, ვგიჟ­დე­ბი ცხე­ნებ­ზე.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თუ გყავს?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს, არც მყო­ლია და ახლო მო­მა­ვალ­ში ვინ­მეს შეყ­ვა­რე­ბის სურ­ვი­ლიც არ მაქვს.

- რა­ტომ?

- ვერ ვი­ტან კონ­ტროლს, ქარ­თველ კა­ცებს კი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამის გა­რე­შე არ შე­უძ­ლი­ათ (იცი­ნის).

- კარ­გი, მა­შინ ის მი­თხა­რი, მა­მა­კა­ცის შე­ფა­სე­ბი­სას, პირ­ველ რიგ­ში, რას ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- მოთ­მი­ნე­ბის უნარს, რაც მე საკ­მა­რი­სად მაქვს და ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ. მა­მა­კაცს, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­რო, უნდა უყ­ვარ­დეს ხე­ლოვ­ნე­ბა, ცო­ტა­თი მა­ინც ერ­კვე­ო­დეს მუ­სი­კა­ში და რაც მთა­ვა­რია - არ ამიკ­რძა­ლოს ის, რისი კე­თე­ბაც მსი­ა­მოვ­ნებს.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ აპირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას ქვეყნის "ახალი ხმა"

რატომ აპირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას ქვეყნის "ახალი ხმა"

მარიამ ჩაჩხიანი ქვეყნის "ახალი ხმა" გახდა და ახლა საკუთარ მუსიკალურ გეგმებს საზღვარგარეთს უკავშირებს. ამბობს, რომ პროექტმა ბევრი რამ ასწავლა, მათ შორის - ცხოვრებისეული გამოცდილებაც შესძინა.

- პროექტში გამარჯვებამ ალბათ, უკვე ბევრი რამ შეცვალა შენს ცხოვრებაში.

- ნამდვილად ასეა! ქუჩაში ხალხი მცნობს, მიწვევენ გადაცემებში, ყოველდღიური ცხოვრებაც ბევრად განსხვავებული გახდა. გარდა ამისა, კონკურსმა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შემძინა. ვისწავლე ის, რომ ყველა გამოწვევას არ უნდა აჰყვე, ზოგჯერ ჩუმად ყოფნაც საჭიროა.

- ინტრიგებს გულისხმობ?

- დიახ. რაღაცებზე რომ მეყვირა, შეიძლება ბევრი რამ დამეკარგა. ვცდილობდი, კონფლიქტში არავისთან შევსულიყავი. ახლაც ბევრი ჭორი გავიგე ჩემზე, სისულელეებს "ამტკიცებენ". ამბობენ, - თითქოს იპოთეკური სესხი ავიღე, ზოგი იმასაც ამბობს, რომ პროექტში გამარჯვებისთვის 2 სახლი ჩავდე ბანკში და მგონი, ვილაც (იცინის). ეს ძალიან დიდი სისულელეა. უკვე 4 წელია, ჩემი ოჯახი ქირით ცხოვრობს.

- გამარჯვების მოლოდინი გქონდა?

- ამის იმედი ბოლო პერიოდში უფრო მეტად მქონდა. თავიდან ამაზე არ ვფიქრობდი, რადგან ძალიან ბევრი ნიჭიერი კონკურსანტი იყო და ბუნებრივია, გამარჯვების შანსი ყველას თანაბრად გვქონდა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვგრძნობდი, რომ გავიმარჯვებდი.

- როგორ ფიქრობ, სხვა მწვრთნელი რომ აგერჩია, ქვეყნის "ახალი ხმა" გახდებოდი?

- "ბრმა კასტინგზე" დათომ მითხრა - მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან წახვალ, ამ პროექტს იგებს მხოლოდ მონაწილე და არა - მწვრთნელიო. მოგვიანებით ისიც მითხრა, - თითქოს მაშინ ვიგრძენი, რომ ფინალისტი შენ იქნებოდიო.

- ხშირად დათოსთან არ მიდიან იმ პრინციპით, რომ მასთან ძლიერი ბავშვები იყრიან თავს, კონკურენცია დიდია და ამის გამო, თითქოს გამარჯვების შანსი იკლებს.

- მე მეოთხე მონაწილე ვიყავი, ვინც დათომ აიყვანა და ვისაც ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა. დათოს გუნდში ასეთი 5-6 კონკურსანტი იყო, დანარჩენ გუნდებში კი მგონი, თითო-თითო. ასე რომ, ჩვენი გუნდი იყო ყველაზე "კამიკაძე". რა თქმა უნდა, მე ამ პრინციპით არ მიმიღია გადაწყვეტილება.

- მანქანას მართავ?

- არა, მაგრამ პროექტში მონაწილეობის შანსი რომ გაჩნდა, მაშინვე მომინდა მართვის მოწმობის აღება (იცინის). თებერვლიდან აუცილებლად ვიზრუნებ ამ საკითხზე.

- მუსიკის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული?

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. არ ვიცი, რა მომავალი მექნება ჟურნალისტიკაში, მაგრამ ზუსტად ვიცი, სიმღერის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. 3 წლიდან ვმღერი. ჩემმა პედაგოგმა, ნანა ჟღერიამ "გამზარდა".

- ეს შენთვის პირველი კონკურსი იყო?

- პირველი სატელევიზიო კონკურსი იყო. ადრე რაღაც კონკურსებში ვმონაწილეობდი: "იმედის" ტელევიზიაში "12 მტრედში" ვცადე ბედი; საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსში - "მე მიყვარს თბილისი" პირველი ადგილი ავიღე; 2008 წელს ეგვიპტის საერთაშორისო ფესტივალზე, 28 ქვეყნის წარმომადგენელს შორის პირველ ადგილზე გავედი და მაშინ პრიზი ეგვიპტის პირველმა ლედიმ გადმომცა. ასევე, ტრიოს სახით, მე, ჩემი და - ქეთევან ჩაჩხიანი და ნინი გველესიანი "სლავიანსკი ბაზარზე" მიგვიწვიეს.

- ფიქრობ, რომ შენი წარმატების შანსი სწორად შერჩეულმა სიმღერებმაც გაზარდა?

- ამ საკითხს ჟიურისგან კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მწვრთნელმა სწორედაც რომ ზუსტად შემირჩია სიმღერები. პროექტს "ახალი ხმა" ჰქვია და ვფიქრობ, აქცენტი სწორედ ხმის მაქსიმალურ წარმოჩენაზე უნდა კეთდებოდეს.

- დათოს, როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას, როგორ დაახასიათებ?

- ამ ეტაპზე ის უკვე ჩემი მეგობარია. საერთოდ, გახსნილი, თავისუფალი ადამიანია. ჩვენთვის, პირველ რიგში, კარგი მრჩეველი იყო. ჭორების, რაღაც ინტრიგების გამო სულ გვარიგებდა, გვეუბნებოდა როგორ მოვქცეულიყავით. ჰოდა, ამიტომ ვიყავით ერთი გუნდი, არ ვიყავით დაქსაქსულები. დათოსთან ერთად, მისი ჯგუფის ბავშვებს მასშტაბური გეგმები გვაქვს.

- შენი მომავალი როგორ წარმოგიდგენია? რა იქნება ამის შემდეგ?

- საქართველოში, ყველამ ვიცით, რომ მომღერლისთვის პერსპექტივა არ არსებობს. საზღვარგარეთ წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობ.

- კონკურსებში მონაწილეობას კიდევ აპირებ?

- საზღვარგარეთ კი, მაგრამ საქართველოში ასეთ პროექტში აღარ მივიღებ მონაწილეობას. გამოცდილების შეძენა და პირველი ადგილი - ანუ ის, რაც მინდოდა, უკვე მივიღე. მსგავს კონკურსში ბედი კიდევ ერთხელ რომ ვცადო, ეს უკან დახევა უფრო იქნება, ვიდრე ნაბიჯის წინ გადადგმა. შეიძლება, ამა თუ იმ პროექტში ვიღაცამ ჩაწყობით, ნაცნობობით გაიმარჯვოს და ეს დამთრგუნველია. თანაც, იმ სტატუსსაც დაკარგავ, რაც უკვე მოპოვებული გქონდა.

- შენ გარდა, ოჯახში ვინმე მღერის?

- არა, მაგრამ ყველას განსაკუთრებული სმენა აქვს. სახლში მე, ჩემი და-ძმა, დედა, მამა, 2 ბებია და პაპა ვცხოვრობთ...

- სიმღერის გარდა, რა გატაცება გაქვს?

- ვხატავ. დედა მხატვარი და დიზაინერია. ძალიან ბევრი საკონცერტო კოსტიუმი ჩემთვის სწორედ მან შექმნა, მათ შორის - "ახალი ხმის" ტურებშიც. მიყვარს ცურვა და ჯირითი, ვგიჟდები ცხენებზე.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული არ მყავს, არც მყოლია და ახლო მომავალში ვინმეს შეყვარების სურვილიც არ მაქვს.

- რატომ?

- ვერ ვიტან კონტროლს, ქართველ კაცებს კი შეყვარებულთან ურთიერთობა ამის გარეშე არ შეუძლიათ (იცინის).

- კარგი, მაშინ ის მითხარი, მამაკაცის შეფასებისას, პირველ რიგში, რას ანიჭებ უპირატესობას?

- მოთმინების უნარს, რაც მე საკმარისად მაქვს და ძალიან ვაფასებ. მამაკაცს, რომელზეც შეიძლება ვიფიქრო, უნდა უყვარდეს ხელოვნება, ცოტათი მაინც ერკვეოდეს მუსიკაში და რაც მთავარია - არ ამიკრძალოს ის, რისი კეთებაც მსიამოვნებს.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება