სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა წულუკიძის თაფლობის თვე და წყალში გატარებული გაუსაძლისი 14 საათი
ნიკა წულუკიძის თაფლობის თვე და წყალში გატარებული გაუსაძლისი 14 საათი

თე­ატრმ­ცოდ­ნე, მე­ი­გა­ვე, ლექ­ტო­რი, ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი და კი­დევ არა­ერ­თი მხრივ და­საქ­მე­ბუ­ლი ნიკა წუ­ლუ­კი­ძე მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­სულ შე­მოდ­გო­მა­ზე და­ქორ­წინ­და, თუმ­ცა მისი გა­ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ კარ­გა ხანს ვე­რა­ფერს გა­ვი­გებ­დით (წყვი­ლი ქორ­წი­ლის ღა­მეს, სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში სა­ბერ­ძნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა), რომ არა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძის ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა: ის პირ­და­პირ ქორ­წი­ლი­დან, ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ტვირ­თავ­და ქორ­წი­ლის ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ოს.

- ცო­ლის შერ­თვის ამ­ბა­ვი და ქორ­წი­ლი რა­ტომ გა­ა­სა­ი­დუმ­ლოე?

- სა­კუ­თარ თავს არ მი­ვიჩ­ნევ ისეთ პერ­სო­ნად, რომ დავ­დგე და ვი­ლა­პა­რა­კო იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შე­მიყ­ვარ­და და გა­ვი­ცა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა და­ვუ­კავ­ში­რე... თან, ჩემს ცოლ­საც (თეკ­ლა კოს­ტა­ვა) არ უყ­ვარს ზედ­მე­ტი აქ­ტი­უ­რო­ბა და ამ ყვე­ლა­ფერს თავს არი­დებს, წყნა­რად ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნია. ის "თი­ბი­სი" ბან­კში მუ­შა­ობს.

- მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შენ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ხარ.

- დიახ და ერ­თმა­ნეთს ვავ­სებთ... მას მერე, რაც ცოლი მო­ვიყ­ვა­ნე, მივ­ხვდი, რომ ოჯა­ხის ფასი არა­ფე­რია. აბა, რა სჯო­ბია იმას, რო­დე­საც შენ­ზე ზრუ­ნა­ვენ, რო­დე­საც სახ­ლში მის­ვლა გი­ხა­რია?! მე­გობ­რე­ბი მე­ხუმ­რე­ბი­ან, - სა­კუ­თა­რი თა­ვის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი ხარო. ვფიქ­რობ, თუ შენს თავს პა­ტივს არ სცემ, ცხოვ­რე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბა.

- მოკ­ლედ, შენ­მა "ეგომ" "რღვე­ვა" გა­ნი­ცა­და?

- კი, ის თან­და­თან ირ­ღვე­ვა და "წელ­შიც გა­ტყდა" (იცი­ნის). მას თუ რამე და­ე­ჭი­დე­ბო­და, არ მე­გო­ნა. ოჯა­ხი მო­მე­რია.

- ე.ი. შე­იც­ვა­ლე...

- ახლა შინ ყო­ველ­თვის ადრე მივ­დი­ვარ, ადრე კი სა­ღა­მო­ო­ბით რა­ღაც კონ­ცერ­ტებ­ზე, სა­ღა­მო­ებ­ზე წას­ვლით ვირ­თობ­დი თავს. ასე­ვეა ჩემი თეკ­ლაც: სამ­სა­ხუ­რი­დან შინ მო­იჩ­ქა­რის. ორი­ვეს გვსი­ა­მოვ­ნებს და გვი­ხა­რია, როცა სტუმ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი ჩვენ­თან მო­დი­ან... გა­მი­მარ­თლა, რომ თე­ატ­რი ჩემს ცოლ­საც უყ­ვარს. როცა გა­ვი­ცა­ნი, პირ­ვე­ლად თე­ატ­რში დავ­პა­ტი­ჟე, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მო­ე­წო­ნე­ბო­და თუ არა სპექ­ტაკ­ლი.

- ისე, თეკ­ლა რო­გორ და სად გა­ი­ცა­ნი?

- ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა: კახა მი­ქი­აშ­ვილ­მა, ნი­კუ­შა და ირაკ­ლი ფორჩხი­ძე­ებ­მა და­მი­რე­კეს, - ერთ-ერთ კა­ფე­ში ვსხედ­ვართ და მო­დიო. მი­ვე­დი. გვერ­დით მა­გი­დას­თან ირაკ­ლი ფორჩხი­ძის მე­გობ­რე­ბი ის­ხდნენ. მათ­გან ერთ-ერთი გოგო ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მისი ღი­მი­ლით, გა­მო­ხედ­ვით, საქ­ცი­ე­ლით მა­შინ­ვე მო­ვი­ხიბ­ლე და იმ დღის შემ­დეგ გა­და­ვე­კი­დე. მას­თან და­ახ­ლო­ე­ბა ისე მო­ვინ­დო­მე, რომ თავ­ბრუ და­ვახ­ვიე. ვერ გე­ტყვი, რომ ჩემს ბა­დე­ში მა­ლე­ვე გა­ეხ­ვია, ცოტა მაწ­ვა­ლა (იცი­ნის). ეს ყვე­ლა­ფე­რი ახლა კარ­გად მახ­სენ­დე­ბა.

- მისი გუ­ლის მო­სა­გე­ბად მა­ინც, რას აკე­თებ­დი?

- ერთხელ სამ­სა­ხუ­რი­დან ქუ­თა­ის­ში წა­ვი­და და იქაც კი გა­ვე­კი­დე... სა­ერ­თოდ, ვიდ­რე რა­ღა­ცას გა­ვა­კე­თებ, დიდ­ხანს ვფიქ­რობ, საქ­მის აწონ-და­წონ­ვა მიყ­ვარს, მაგ­რამ თეკ­ლა ახ­ლოს რომ გა­ვი­ცა­ნი, მისი ბევ­რი თვი­სე­ბა და­ემ­თხვა ჩემ­სას და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია. მინ­და, მეც მის­ნა­ი­რი ვიყო.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- ჯერ არ მახ­სოვს, ვინ­მე­ზე ცუდი ეთ­ქვას. რა­ღა­ცებ­ზე მაღ­ლა დგას... მარ­თა­ლია, პრო­ფე­სი­უ­ლად სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი გვაქვს, სხვა სფე­რო­დან არის, სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო გან­ხრით აქვს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ მისი სფე­რო მეც მა­ინ­ტე­რე­სებს და რო­გორც გი­თხა­რი, მა­საც უყ­ვარს თე­ატ­რი. ისე, თე­ატ­რის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩემი წყა­ლო­ბით რომ ჩა­ი­ხე­და, რა­ღა­ცებ­ზე კი შე­ეც­ვა­ლა წარ­მოდ­გე­ნა. მა­გა­ლი­თად, მიხ­ვდა, რომ კუ­ლი­სებ­ში ადა­მი­ა­ნებს სულ სხვა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვთ... სხვა­თა შო­რის, ვიდ­რე გა­ვიც­ნობ­დი, სა­ხე­ლი და გვა­რი - "ნიკა წუ­ლუ­კი­ძე" გა­გო­ნი­ლიც არ ჰქონ­და ანუ არ მიც­ნობ­და. თა­ვი­დან მე­გო­ნა, ამას იმი­ტომ ამ­ბობ­და, რომ იპ­რან­ჭე­ბო­და, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, არ იტყუ­ე­ბო­და. არ მიც­ნობ­და - არც ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ნა­ხავ­ვარ, არც რა­დი­ო­ში მო­უს­მე­ნია ჩემი ხმა და არც პრე­სა­ში წა­უ­კი­თხავს ჩემი ინ­ტერ­ვიუ.

- როცა გა­ი­გო, რო­გო­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ, რა თქვა?

- თეკ­ლას­თვის ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ვფიქ­რობ, ის უფრო მე­ტად გა­ა­ხა­რებ­და, თუ მისი ქმა­რი ტე­ლე­ეკ­რან­ზე ასე ხში­რად არ გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ცოტა უხერ­ხუ­ლია მე­უღ­ლეს რომ აქებ, მაგ­რამ თეკ­ლას ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბა უყ­ვარს, ის სა­ოც­რად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

- შენი მშობ­ლე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ შენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- მი­თხრეს, - მთა­ვა­რია, შენ მოგ­წონ­დე­სო. დე­დამ თეკ­ლას არ­სე­ბო­ბა რომ შე­ი­ტყო, სარ­ძლოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად ცნო­ბა­თა ბი­უ­რო­ში ნამ­დვი­ლად არ წა­სუ­ლა. მოკ­ლედ, მშობ­ლე­ბი მენ­დო­ბი­ან და რო­გორც გა­ირ­კვა, თურ­მე სან­დო ბი­ჭიც ვყო­ფილ­ვარ. ახლა ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან.

- ქორ­წი­ლის შემ­დეგ, რო­გორც მახ­სოვს, სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში სა­ბერ­ძნეთ­ში გა­ემ­გზავ­რეთ.

- სა­ბერ­ძნეთ­ში არის კუნ­ძუ­ლი სან­ტო­რი­ნი, სა­დაც ნამ­დვი­ლი სა­მო­თხეა. ზღაპ­რუ­ლად და­ვის­ვე­ნეთ და გა­ვერ­თეთ. იქ ერ­თმეტ­რი­ა­ნი ქუ­ჩე­ბია და ტრან­სპორ­ტად მხო­ლოდ ვირს იყე­ნე­ბენ. გარ­შე­მო აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­თეთ­რეა და შე­ნო­ბე­ბი ლურ­ჯი სა­ხუ­რა­ვით არის გა­და­ხუ­რუ­ლი. იმ სას­ტუმ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, სა­დაც ჩვენ დავ­ბი­ნავ­დით, გვი­თხრა, რომ მხო­ლოდ თეთ­რი ტან­საც­მე­ლი ჩაგ­ვეც­ვა, რად­გა­ნაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი­სა და რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სას­ტუმ­რო ყო­ფი­ლა... და­ვის­ვე­ნეთ, ვი­ხა­ლი­სეთ და ბო­ლოს, როცა ათე­ნი­დან თბი­ლის­ში უნდა გად­მოვფრე­ნი­ლი­ყა­ვით, გვი­თხრეს: ვინ მოგ­ცათ ეს ბი­ლე­თი? აქ ათე­ნი-თბი­ლი­სი კი არა, ათე­ნი-სან­ტო­რი­ნი წე­რი­აო. ავ­ნერ­ვი­ულ­დით. მერე გვი­თხრეს: იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც თქვენ გინ­დათ გამ­გზავ­რე­ბა, ერთი გემი 20 კუნ­ძუ­ლის გავ­ლით გამ­თე­ნი­ი­სას გა­დის და მაგ დროს მო­დი­თო. მი­ვე­დით და რას ვხე­დავთ? გემი კი არა, რა­ღაც პა­ტა­რა, სა­ში­ნე­ლი იახ­ტა იყო, რომ­ლი­თაც სოფ­ლის ხალ­ხს თხე­ბი, ცხვრე­ბი, ქათ­მე­ბი და რა­ღაც პრო­დუქ­ტი გა­დაჰ­ქონ­დათ. სხვა რა გზა გვქონ­და და 14 სა­ა­თი იმ "გემ­ზე" ყოფ­ნით და­ვი­ტან­ჯეთ, მაგ­რამ ახლა ის ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მახ­სენ­დე­ბა.

- ასეთ გა­უ­გებ­რო­ბა­ში რა­ტომ აღ­მოჩ­ნდით?

- იმი­ტომ, რომ ერთ-ერთ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში ვი­ღაც აფე­რისტ გო­გოს გა­და­ვე­ყა­რე. ის კი არა, მისი წყა­ლო­ბით, ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში "შე­ვე­ჯა­ხე" აფე­რას. ჩვენ­თან ერ­თად ვი­საც უნდა ემ­გზავ­რა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი აე­რო­პორ­ტში დარ­ჩნენ, რად­გან მათი ბი­ლე­თე­ბის ფული გა­დახ­დი­ლი არ იყო. მოკ­ლედ, მა­შინ გა­დავ­რჩი, მაგ­რამ ასეთ "სი­ურპრიზს" სა­ბერ­ძნეთ­ში ყოფ­ნი­სას ვერ ავ­ცდი.

- ვიცი, რომ შენ და თეკ­ლა ცალ­კე, მშობ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რობთ. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს ვინ აგ­ვა­რებს?

- ჩემი ცოლი... სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი კარ­გად გა­მოს­დის, "კარ­გი ხელი" აქვს, იცის გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა და თან­და­თან, რა­ღა­ცებს კი­დევ სწავ­ლობს. მე ათას­ში ერთხელ, სტუ­მა­რი თუ მოვა, რა­ღა­ცებს ჩე­მე­ბუ­რად "ჩა­ვა­ტა­რებ" ხოლ­მე.

- "იმედ­ში" "კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი დუ­ე­ლით" დაბ­რუნ­დი. მარ­თლა გემ­რი­ე­ლია ის კერ­ძე­ბი, რომ­ლებ­საც შენი სტუმ­რე­ბი ამ­ზა­დე­ბენ?

- კი, ძი­რი­თა­დად გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ. სა­მო­მავ­ლოდ, იდეა მაქვს, რეს­ტო­რა­ნი გავ­ხსნა, რად­გა­ნაც გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მეც მე­ხერ­ხე­ბა (იცი­ნის).

- ისე, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, გე­ტყო­ბა, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი ნი­ჭიც გაქვს...

- ვერ ვი­ტყვი, რომ არ მაქვს. ახლა რამ­დე­ნი­მე ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და და მო­გიყ­ვე­ბი: სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, როცა მე და მა­მა­ჩე­მი ზო­ო­პარკში წა­ვე­დით. იქ მი­სუ­ლებ­მა ვნა­ხეთ, რომ ძვე­ლი ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის დე­მონ­ტა­ჟი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მი­ვე­დი ხე­ლოს­ნებ­თან და ვკი­თხე, - ამ მოხ­სნილ სა­ქა­ნე­ლებს არ გა­ყი­დით-მეთ­ქი? თუ ვინ­მე წა­ი­ღებს, სა­მას ლა­რად მივ­ცემ­თო. იმ დრო­ის­თვის ბა­ბუ­ის და­ტო­ვე­ბუ­ლი ფული მქონ­და და 4 უზარ­მა­ზა­რი ნავი-სა­ქა­ნე­ლა ვი­ყი­დე. მერე მას მე­თუ­ნუ­ქემ და მღე­ბავ­მა ხელი შე­ავ­ლეს, ბავ­შვებ­მა - მე, ჩემ­მა დამ, ჩემ­მა ბი­ძაშ­ვი­ლებ­მა ნა­ვებს ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბი მი­ვა­ხა­ტეთ, ფიც­რე­ბიც გა­მო­ვუც­ვა­ლეთ და ნა­ვე­ბი სა­ირ­მე­ში გავ­გზავ­ნეთ. მოკ­ლედ, ეს იყო ჩემი პირ­ველი ბიზ­ნე­სი: იქ ად­გი­ლობ­რი­ვი ოჯა­ხიც და­საქმდა, რად­გა­ნაც ბავ­შვებს "აკა­ტა­ვებ­და" და თვე­ში ამ საქ­მი­დან მეც მქონ­და რა­ღაც შე­მო­სა­ვა­ლი. ამით იმის თქმა მინ­და, რომ სკო­ლის ასა­კი­დან მაქვს სა­კუ­თა­რი ჯი­ბის ფული.

შემ­დეგ ასე­თი რამ მოხ­და: თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ ჩა­ვა­ბა­რე, მშობ­ლებ­მა სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თეს და და­სას­ვე­ნებ­ლად ან­ტა­ლი­ა­ში გა­მიშ­ვეს. იქ სას­ტუმ­როს დი­რექ­ტორ­მა ახ­ლოს რომ გა­მიც­ნო, მი­თხრა: გა­ტყობ, ბევრ ადა­მი­ანს იც­ნობ. ჩა­მო­იყ­ვა­ნე თბი­ლი­სი­დან 10-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, შენ კი უფა­სოდ და­გას­ვე­ნებ და ფუ­ლიც დაგ­რჩე­ბაო. ივ­ლი­სი იყო. იქი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, 10 დღე­ში 70 კაცი შევ­კრი­ბე, 1-ელ აგ­ვის­ტოს ავ­ტო­ბუ­სი ვი­ქი­რა­ვე და ან­ტა­ლი­ა­ში წა­ვე­დით. მარ­შრუ­ტი ასე­თი გახ­ლდათ: ტაო-კლარ­ჯე­თი-კა­პა­დო­კია-ან­ტა­ლია. გზად ყვე­ლა­ფე­რი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ. იმ­დე­ნი ხალ­ხი წა­ვიყ­ვა­ნე, რომ მო­გე­ბა არ დამ­რჩა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ან­ტა­ლი­ა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად დედა, მამა და ჩემი და წა­ვიყ­ვა­ნე. მოკ­ლედ, ოთხმა ადა­მი­ან­მა უფა­სოდ და­ვის­ვე­ნეთ. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ვფიქ­რობ­დი, - რად მინ­და თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა? ამას ხომ არ ჯო­ბია, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო გავ­ხსნა-მეთ­ქი?

ჩემი მშობ­ლე­ბი ბავ­შვო­ბა­ში არა­ფერს მაკ­ლებ­დნენ, მაგ­რამ ჩემი ფული ყო­ველ­თვის მქონ­და. "მში­ე­რი" პრო­ფე­სია კი ავირ­ჩიე, თე­ატრმ­ცოდ­ნე­ო­ბას ვგუ­ლის­ხმობ (მა­გა­ლი­თად, ლექ­ცი­ებს რომ ვკი­თხუ­ლობ, ხელ­ფა­სი 46 ლარი მაქვს), მაგ­რამ ეს რა სა­ლა­პა­რა­კოა?! არ ვწუ­წუ­ნებ, რად­გან პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბიც მაქვს. ჩემ­თვის თე­ატ­რი ის ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ირ სამ­სა­ხურ­სა და ბიზ­ნეს­ზე მაღ­ლა დგას.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ნიკა წულუკიძის თაფლობის თვე და წყალში გატარებული გაუსაძლისი 14 საათი

ნიკა წულუკიძის თაფლობის თვე და წყალში გატარებული გაუსაძლისი 14 საათი

თეატრმცოდნე, მეიგავე, ლექტორი, ტელე-რადიოწამყვანი და კიდევ არაერთი მხრივ დასაქმებული ნიკა წულუკიძე მოგეხსენებათ, გასულ შემოდგომაზე დაქორწინდა, თუმცა მისი გაბედნიერების შესახებ კარგა ხანს ვერაფერს გავიგებდით (წყვილი ქორწილის ღამეს, საქორწინო მოგზაურობაში საბერძნეთში გაემგზავრა), რომ არა ნანიკო ხაზარაძის ოპერატიულობა და მოხერხებულობა: ის პირდაპირ ქორწილიდან, ონლაინრეჟიმში "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ტვირთავდა ქორწილის ფოტოებსა და ვიდეოს.

- ცოლის შერთვის ამბავი და ქორწილი რატომ გაასაიდუმლოე?

- საკუთარ თავს არ მივიჩნევ ისეთ პერსონად, რომ დავდგე და ვილაპარაკო იმის შესახებ, თუ როგორ შემიყვარდა და გავიცანი ადამიანი, რომელსაც ცხოვრება დავუკავშირე... თან, ჩემს ცოლსაც (თეკლა კოსტავა) არ უყვარს ზედმეტი აქტიურობა და ამ ყველაფერს თავს არიდებს, წყნარად ყოფნა ურჩევნია. ის "თიბისი" ბანკში მუშაობს.

- მისგან განსხვავებით, შენ ძალიან აქტიური ხარ.

- დიახ და ერთმანეთს ვავსებთ... მას მერე, რაც ცოლი მოვიყვანე, მივხვდი, რომ ოჯახის ფასი არაფერია. აბა, რა სჯობია იმას, როდესაც შენზე ზრუნავენ, როდესაც სახლში მისვლა გიხარია?! მეგობრები მეხუმრებიან, - საკუთარი თავის პატივისმცემელი ხარო. ვფიქრობ, თუ შენს თავს პატივს არ სცემ, ცხოვრება გაგიჭირდება.

- მოკლედ, შენმა "ეგომ" "რღვევა" განიცადა?

- კი, ის თანდათან ირღვევა და "წელშიც გატყდა" (იცინის). მას თუ რამე დაეჭიდებოდა, არ მეგონა. ოჯახი მომერია.

- ე.ი. შეიცვალე...

- ახლა შინ ყოველთვის ადრე მივდივარ, ადრე კი საღამოობით რაღაც კონცერტებზე, საღამოებზე წასვლით ვირთობდი თავს. ასევეა ჩემი თეკლაც: სამსახურიდან შინ მოიჩქარის. ორივეს გვსიამოვნებს და გვიხარია, როცა სტუმრები და მეგობრები ჩვენთან მოდიან... გამიმართლა, რომ თეატრი ჩემს ცოლსაც უყვარს. როცა გავიცანი, პირველად თეატრში დავპატიჟე, ვაკვირდებოდი, მაინტერესებდა, მოეწონებოდა თუ არა სპექტაკლი.

- ისე, თეკლა როგორ და სად გაიცანი?

- ჩემმა მეგობრებმა: კახა მიქიაშვილმა, ნიკუშა და ირაკლი ფორჩხიძეებმა დამირეკეს, - ერთ-ერთ კაფეში ვსხედვართ და მოდიო. მივედი. გვერდით მაგიდასთან ირაკლი ფორჩხიძის მეგობრები ისხდნენ. მათგან ერთ-ერთი გოგო ძალიან მომეწონა. მისი ღიმილით, გამოხედვით, საქციელით მაშინვე მოვიხიბლე და იმ დღის შემდეგ გადავეკიდე. მასთან დაახლოება ისე მოვინდომე, რომ თავბრუ დავახვიე. ვერ გეტყვი, რომ ჩემს ბადეში მალევე გაეხვია, ცოტა მაწვალა (იცინის). ეს ყველაფერი ახლა კარგად მახსენდება.

- მისი გულის მოსაგებად მაინც, რას აკეთებდი?

- ერთხელ სამსახურიდან ქუთაისში წავიდა და იქაც კი გავეკიდე... საერთოდ, ვიდრე რაღაცას გავაკეთებ, დიდ­ხანს ვფიქრობ, საქმის აწონ-დაწონვა მიყვარს, მაგრამ თეკლა ახლოს რომ გავიცანი, მისი ბევრი თვისება დაემთხვა ჩემსას და ძალიან მომეწონა. შემიძლია ვთქვა, რომ ღირსეული ადამიანია. მინდა, მეც მისნაირი ვიყო.

- რას გულისხმობ?

- ჯერ არ მახსოვს, ვინმეზე ცუდი ეთქვას. რაღაცებზე მაღლა დგას... მართალია, პროფესიულად სხვადასხვა ინტერესი გვაქვს, სხვა სფეროდან არის, საბანკო-საფინანსო განხრით აქვს განათლება მიღებული, მაგრამ მისი სფერო მეც მაინტერესებს და როგორც გითხარი, მასაც უყვარს თეატრი. ისე, თეატრის სამზარეულოში ჩემი წყალობით რომ ჩაიხედა, რაღაცებზე კი შეეცვალა წარმოდგენა. მაგალითად, მიხვდა, რომ კულისებში ადამიანებს სულ სხვა ურთიერთობები აქვთ... სხვათა შორის, ვიდრე გავიცნობდი, სახელი და გვარი - "ნიკა წულუკიძე" გაგონილიც არ ჰქონდა ანუ არ მიცნობდა. თავიდან მეგონა, ამას იმიტომ ამბობდა, რომ იპრანჭებოდა, მაგრამ მერე მივხვდი, არ იტყუებოდა. არ მიცნობდა - არც ტელევიზიით ვუნახავვარ, არც რადიოში მოუსმენია ჩემი ხმა და არც პრესაში წაუკითხავს ჩემი ინტერვიუ.

- როცა გაიგო, როგორი პოპულარული ადამიანი ხარ, რა თქვა?

- თეკლასთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, ის უფრო მეტად გაახარებდა, თუ მისი ქმარი ტელეეკრანზე ასე ხშირად არ გამოჩნდებოდა. ცოტა უხერხულია მეუღლეს რომ აქებ, მაგრამ თეკლას ყველაფერში ზომიერება უყვარს, ის საოცრად მოკრძალებული ადამიანია.

- შენი მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?

- მითხრეს, - მთავარია, შენ მოგწონდესო. დედამ თეკლას არსებობა რომ შეიტყო, სარძლოს შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ცნობათა ბიუროში ნამდვილად არ წასულა. მოკლედ, მშობლები მენდობიან და როგორც გაირკვა, თურმე სანდო ბიჭიც ვყოფილვარ. ახლა ბედნიერები არიან.

- ქორწილის შემდეგ, როგორც მახსოვს, საქორწინო მოგზაურობაში საბერძნეთში გაემგზავრეთ.

- საბერძნეთში არის კუნძული სანტორინი, სადაც ნამდვილი სამოთხეა. ზღაპრულად დავისვენეთ და გავერთეთ. იქ ერთმეტრიანი ქუჩებია და ტრანსპორტად მხოლოდ ვირს იყენებენ. გარშემო აბსოლუტური სითეთრეა და შენობები ლურჯი სახურავით არის გადახურული. იმ სასტუმროს ხელმძღვანელობამ, სადაც ჩვენ დავბინავდით, გვითხრა, რომ მხოლოდ თეთრი ტანსაცმელი ჩაგვეცვა, რადგანაც შეყვარებულებისა და რომანტიკული ადამიანების სასტუმრო ყოფილა... დავისვენეთ, ვიხალისეთ და ბოლოს, როცა ათენიდან თბილისში უნდა გადმოვფრენილიყავით, გვითხრეს: ვინ მოგცათ ეს ბილეთი? აქ ათენი-თბილისი კი არა, ათენი-სანტორინი წერიაო. ავნერვიულდით. მერე გვითხრეს: იმ მიმართულებით, სადაც თქვენ გინდათ გამგზავრება, ერთი გემი 20 კუნძულის გავლით გამთენიისას გადის და მაგ დროს მოდითო. მივედით და რას ვხედავთ? გემი კი არა, რაღაც პატარა, საშინელი იახტა იყო, რომლითაც სოფლის ხალხს თხები, ცხვრები, ქათმები და რაღაც პროდუქტი გადაჰქონდათ. სხვა რა გზა გვქონდა და 14 საათი იმ "გემზე" ყოფნით დავიტანჯეთ, მაგრამ ახლა ის ყველაფერი კარგად მახსენდება.

- ასეთ გაუგებრობაში რატომ აღმოჩნდით?

- იმიტომ, რომ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში ვიღაც აფერისტ გოგოს გადავეყარე. ის კი არა, მისი წყალობით, ჯერ კიდევ საქართველოში "შევეჯახე" აფერას. ჩვენთან ერთად ვისაც უნდა ემგზავრა, ის ადამიანები აეროპორტში დარჩნენ, რადგან მათი ბილეთების ფული გადახდილი არ იყო. მოკლედ, მაშინ გადავრჩი, მაგრამ ასეთ "სიურპრიზს" საბერძნეთში ყოფნისას ვერ ავცდი.

- ვიცი, რომ შენ და თეკლა ცალკე, მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობთ. საოჯახო საქმეებს ვინ აგვარებს?

- ჩემი ცოლი... საოჯახო საქმეები კარგად გამოსდის, "კარგი ხელი" აქვს, იცის გემრიელი კერძების მომზადება და თანდათან, რაღაცებს კიდევ სწავლობს. მე ათასში ერთხელ, სტუმარი თუ მოვა, რაღაცებს ჩემებურად "ჩავატარებ" ხოლმე.

- "იმედში" "კულინარიული დუელით" დაბრუნდი. მართლა გემრიელია ის კერძები, რომლებსაც შენი სტუმრები ამზადებენ?

- კი, ძირითადად გემრიელ კერძებს ამზადებენ. სამომავლოდ, იდეა მაქვს, რესტორანი გავხსნა, რადგანაც გემრიელი კერძების მომზადება მეც მეხერხება (იცინის).

- ისე, ყველაფერთან ერთად, გეტყობა, რომ კომერციული ნიჭიც გაქვს...

- ვერ ვიტყვი, რომ არ მაქვს. ახლა რამდენიმე ამბავი გამახსენდა და მოგიყვები: სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა მე და მამაჩემი ზოოპარკში წავედით. იქ მისულებმა ვნახეთ, რომ ძველი ატრაქციონების დემონტაჟი მიმდინარეობდა. მივედი ხელოსნებთან და ვკითხე, - ამ მოხსნილ საქანელებს არ გაყიდით-მეთქი? თუ ვინმე წაიღებს, სამას ლარად მივცემთო. იმ დროისთვის ბაბუის დატოვებული ფული მქონდა და 4 უზარმაზარი ნავი-საქანელა ვიყიდე. მერე მას მეთუნუქემ და მღებავმა ხელი შეავლეს, ბავშვებმა - მე, ჩემმა დამ, ჩემმა ბიძაშვილებმა ნავებს ლამაზი ყვავილები მივახატეთ, ფიცრებიც გამოვუცვალეთ და ნავები საირმე­ში გავგზავნეთ. მოკ­ლედ, ეს იყო ჩემი პირ­ველი ბიზნესი: იქ ადგილობრივი ოჯახიც დასაქმდა, რადგანაც ბავშვებს "აკატავებდა" და თვეში ამ საქმიდან მეც მქონდა რაღაც შემოსავალი. ამით იმის თქმა მინდა, რომ სკოლის ასაკიდან მაქვს საკუთარი ჯიბის ფული.

შემდეგ ასეთი რამ მოხდა: თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მშობლებმა საჩუქარი გამიკეთეს და დასასვენებლად ანტალიაში გამიშვეს. იქ სასტუმროს დირექტორმა ახლოს რომ გამიცნო, მითხრა: გატყობ, ბევრ ადამიანს იცნობ. ჩამოიყვანე თბილისიდან 10-კაციანი ჯგუფი, შენ კი უფასოდ და­გასვენებ და ფულიც დაგრჩებაო. ივლისი იყო. იქიდან რომ ჩამოვედი, 10 დღეში 70 კაცი შევკრიბე, 1-ელ აგვისტოს ავტობუსი ვიქირავე და ანტალიაში წავედით. მარშრუტი ასეთი გახლდათ: ტაო-კლარჯეთი-კაპადოკია-ანტალია. გზად ყველაფერი დავათვალიერეთ. იმდენი ხალხი წავიყვანე, რომ მოგება არ დამრჩა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებულმა ანტალიაში დასასვენებლად დედა, მამა და ჩემი და წავიყვანე. მოკლედ, ოთხმა ადამიანმა უფასოდ დავისვენეთ. ამ ყველაფრის შემდეგ ვფიქრობდი, - რად მინდა თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა? ამას ხომ არ ჯობია, ტურისტული სააგენტო გავხსნა-მეთქი?

ჩემი მშობლები ბავშვობაში არაფერს მაკლებდნენ, მაგრამ ჩემი ფული ყოველთვის მქონდა. "მშიერი" პროფესია კი ავირჩიე, თეატრმცოდნეობას ვგულისხმობ (მაგალითად, ლექციებს რომ ვკითხულობ, ხელფასი 46 ლარი მაქვს), მაგრამ ეს რა სალაპარაკოა?! არ ვწუწუნებ, რადგან პარალელურად სხვა სამსახურებიც მაქვს. ჩემთვის თეატრი ის ადგილია, რომელიც ყველანაირ სამსახურსა და ბიზნესზე მაღლა დგას.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება