ხაიშის მცხოვრებლებმა ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი ლოდებით ჩახერგეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მოსახლეობა სოფლიდან მიწის ამზომველების გაყვანას ითხოვს.
სოფელ ხაიშში მიწის ამზომველები დაახლოებით ორი საათის წინ ჩავიდნენ, თუმცა ადგილობრივები მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
"ხუდონის" ჰიდროელექტროსადგურის მშენებელი კომპანია"ტრანს ელექტრიკ ჯორჯია" სოფელ ხაიშში დღეს, მოსახლეობის მიწების აზომვის მეორე ეტაპს იწყებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, აზომვითი სამუშაო დაურეგისტრირებელი მიწების მოსახლეობის საკუთრებაში გადაცემას ემსახურება.
" აიზომება ის მიწები, რომლებიც მოსახლეობას დარეგისტრირებული არ აქვს. სამუშაოების ჩატარება ინვესტორს სახელმწიფომ სთხოვა, რათა მიწები მოსახლეობას საკუთრებაში გადაეცეს. შემდეგ ეს მონაცემები სახელმწიფოს გადაეცემა, რომელიც მათ ქონებას საჯარო რეესტრში დაუმტკიცებს. ეს საკმაოდ მოცულებითი სამუშაოებია და სავარაუდოდ, 3-4 კვირას გაგრძელდება, - აცხადებენ კომპანიაში.
აზომვით სამუშაოებს კომპანია უფასოდ ჩაატარებს.