პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა დაადგინეს, როდის ქრება ცხოვრების პირველი წლების მოგონებები
მეცნიერებმა დაადგინეს, როდის ქრება ცხოვრების პირველი წლების მოგონებები

შვი­დი წლის ასაკ­ში ბავ­შვს ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი ავი­წყდე­ბა. ეს ფე­ნო­მე­ნი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ბავ­შვთა ამ­ნე­ზია.

მარ­თა­ლია ბავ­შვე­ბი მახ­სოვ­რო­ბას ძი­რი­თა­დად ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ მხო­ლოდ ცოტა ზრდას­რულს თუ შე­უძ­ლია გა­იხ­სე­ნოს, რა ხდე­ბო­და მის თავს სამ წლამ­დე.

ემო­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამი წლის ასა­კის 83 ბავ­შვი გა­მო­კი­თხეს, მათ ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბის მოვ­ლე­ნე­ბი აინ­ტე­რე­სებ­დათ. შემ­დეგ ბავ­შვებს სთხო­ვეს, გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ ეს მოვ­ლე­ნე­ბი 5,6,7,8 და 9 წლის ასაკ­ში. ასე მი­ი­ღეს ბავ­შვე­ბის ამ­ნე­ზი­ის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. თა­ვის მხრივ, ზრდას­რუ­ლე­ბის კვლე­ვა მოწ­მობს, რომ ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი 3 წლის ასაკს ეხე­ბა.

რო­დე­საც მშობ­ლე­ბი კვლე­ვის ფარ­გლებ­ში გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ისი­ნი ახერ­ხებ­დნენ სამი წლის ბავ­შვის­თვის უფრო მეტი დე­ტა­ლი გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ. 5-7 წლის ასაკ­ში ბავ­შვს შე­ეძ­ლო გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა მის თავს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის მხო­ლოდ 63-72%, ხოლო 8-9 წლის ასაკ­ში - მხო­ლოდ 35%.

ბავ­შვთა ამ­ნე­ზი­ა­ზე მეც­ნი­ერ­თა აზრი იყო­ფა - პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი მო­გო­ნე­ბებს ენის სწავ­ლი­სა და გა­რე­მოს აღ­ქმის­თვის იყე­ნე­ბენ. მათ ჯერ არ აქვთ რთუ­ლი ნე­ი­რო­ნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა, რო­მე­ლიც უფრო რთუ­ლი ფორ­მის მო­გო­ნე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვი­საა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Business Standard-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

მეცნიერებმა დაადგინეს, როდის ქრება ცხოვრების პირველი წლების მოგონებები

მეცნიერებმა დაადგინეს, როდის ქრება ცხოვრების პირველი წლების მოგონებები

შვიდი წლის ასაკში ბავშვს ყველაზე ადრეული მოგონებები ავიწყდება. ეს ფენომენი ცნობილია, როგორც ბავშვთა ამნეზია.

მართალია ბავშვები მახსოვრობას ძირითადად ახალი ინფორმაციისთვის იყენებენ, მაგრამ მხოლოდ ცოტა ზრდასრულს თუ შეუძლია გაიხსენოს, რა ხდებოდა მის თავს სამ წლამდე.

ემორის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა სამი წლის ასაკის 83 ბავშვი გამოკითხეს, მათ ბავშვების ცხოვრების მოვლენები აინტერესებდათ. შემდეგ ბავშვებს სთხოვეს, გაეხსენებინათ ეს მოვლენები 5,6,7,8 და 9 წლის ასაკში. ასე მიიღეს ბავშვების ამნეზიის შესახებ პირველი მტკიცებულება. თავის მხრივ, ზრდასრულების კვლევა მოწმობს, რომ ყველაზე ადრეული მოგონებები 3 წლის ასაკს ეხება.

როდესაც მშობლები კვლევის ფარგლებში გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, ისინი ახერხებდნენ სამი წლის ბავშვისთვის უფრო მეტი დეტალი გაეხსენებინათ.  5-7 წლის ასაკში ბავშვს შეეძლო გაეხსენებინა მის თავს მომხდარი მოვლენების მხოლოდ 63-72%, ხოლო 8-9 წლის ასაკში - მხოლოდ 35%.

ბავშვთა ამნეზიაზე მეცნიერთა აზრი იყოფა - პატარა ბავშვები მოგონებებს ენის სწავლისა და გარემოს აღქმისთვის იყენებენ. მათ ჯერ არ აქვთ რთული ნეირონული არქიტექტურა, რომელიც უფრო რთული ფორმის მოგონებების ფორმირებისა და შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.

მომზადებულია Business Standard-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს